siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
ეკატერინა ჭა[ვჭავაძ]ისას
2011-04-23 - 2:17 AM    
წინანდლის ვარდო,

სულითა ტრედო,

გულითა წმინდავ, ვით მთისა წყარო!


ვითა ცისკარი,

ხარ მოცინარი,

რომე მხილველის გული ახარო.


იმხიარულე,

ვიდრე სიცოცხლე

შენი მშვენივრებს, ვით ყვავილთ ჯაჭვი;


ვიდრემდის შენ ზე

დაგნათის, ვით მზე,

სიჭაბუკისა ნათელ ვარსკვლავი!


ჭმუნვის ღრუბელი,

გულ-დამაბნელი,

ვიდრე მხიარულს არ შეგხებია;


ვიდრე ამ სოფლის ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 533-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ე __ სა
2011-04-23 - 2:17 AM    
ვინცა გაგიცნობს,

ეშყით ტანჯვას ჰსცნობს...

და ვინც ვერ გიცნობს,

მაშ რას კეთილს ჰსცნობს!

1832 წ.
  ნანახია: 379-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
დიმიტ[რი] ონ[იკაშვილ]ის დარდები
2011-04-23 - 2:16 AM    

როდის მობრძანდებით, ჩემო ბატონო,

ფეხ-ქვეშ გაგეშალო ფიანდაზადა!..

სავათნავა


ეს რა ცეცხლში ჩავარდნილვარ, სადა ვარ?

გული მეწვის, სასიკვდილოდ მზადა ვარ?

ძაღლსავითა ვჰგდივარ ა იმ ქუჩაში,

ვჰყარაულობ ერთის ვისმეს კარებსა,

ერთს მოაჯირს, ორ პატარა ფანჯარას;

ეგებ ჩემი მზე იქიდან აღმოჩნდეს!..

ეშხისაგან გონება გამოცლილსა,

მზე ბრწყინავს, თუ თოვლი მოდის არ მესმის!

განა ღამ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 541-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გაზაფხული
2011-04-23 - 2:15 AM    
ყოველთ სულთა, საცხოვრებლად,

სასიამოდ, საშვებელად,

გაზაფხულით განიღვიძეს!

ნიავი ჰქრის სუნნელების!

მდელო ნაზად აღმწვანდების!

და მზემ სხივნი ჰყო უნათლეს.


დრო საამო! როს ბულბული

ვარდსა შესტრფის ეშყით ბმული:

როს სიტურფე, სიხარული

ყოველთათვის აღმოჩნდების;

როს უმეტეს ტრფობის ალი

გულსა შინა აღეგზნების!


გაზაფხულის ჟამს სასურველს

ყოვლი იშვებს, ყოვლი ჰხარობს!

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 526-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ალბომში ღრ[აფინია] ოპ[ერმანისას]
2011-04-23 - 2:15 AM    

შეჰსტრფი საღამოს,

ტკბილ სუნნელ-მყუდროს.

მის სიბნელესთან სინათლე რეულს;

ცა ვარსკვლოვანსა,

ლაჟვარდოვანსა,

და შორით კავკაზს სახე დიდებულს!

მე მდუმარებით

ვჰმზერ გაოცებით

შენზე მთოვარის შუქსა მოდგმულად,

და ღამე ესე,

სიტურფით სავსე,

მრწამს, რომ შენგან არს დამშვენებულად!

მრწამს, ჩვენის ცისა

მშვენიერისა

შენ ხარ ვარსკვლავი, მოსული ქვეყნად!
... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 571-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ალბომში
2011-04-23 - 2:14 AM    
როს გარდაშლიდე,

მეც დამხედავდე,

განიღიმებდე,

მომიგონებდე.

მარამა ვა თუ მე ესრეთ ვარ შესაბრალო ბედისა,

რომ არღა მოგაგონდები მეორედ გადაშლამდისა?

1831 - 1832 წ.წ
  ნანახია: 445-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(ჰე, ივერიავ!..)
2011-04-23 - 2:14 AM    
ჰე, ივერიავ! ვიდრე იყო ქედმოდრეკილი,

ვიდრემდის სხვათა ყვედრებითა გფარვიდეს ძალი,

რად არა გახსოვს ძეთა შენთა ხრმალთა კრიალი,

ძლევათა მათგან, როს დიდებით იყავ მოსილი.

წინაპართ სისხლი აწ ჩვენს შორის არღა მდინარებს,

თავისუფლება განქრა ჩვენთვის, რაღა გვახარებს!


შორით მოსული ჩემს მამულში მყვედრის ცხოვრებას,

მოყვრულად გვმტერობს, გვტაცებს ყოველს, გვიქმს ალერსობას...

ესე ნაყოფი აქვს მარადის ცუდსა მონებას.

ბედო! ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 496-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(მისი სახელი კიცხვითა...)
2011-04-23 - 2:13 AM    

მისი სახელი კიცხვითა მარადის იხსენებოდეს,

ვინცა საღმრთოსა სიყვარულს მამულისადმი არ ჰგრძნობდეს,

და ვინცა მისსა ტყვეობას გულსიგრილითა ჰხედავდეს

და მის დახსნისთვის უზრუნველ თვისს სიცოცხლეს კი ჰზოგავდეს.


მტერსა ხანჯალზედ აღგებულს ვინცა სიამით არ ჰსჭვრეტდეს

და სმენა მისთა კვნესათა გრძნობათა არა უტკბობდეს!

რა სასურველ არს სიცოცხლე, ვაით ამ სოფელს მოსული,

და სამარემდის კვნესითვე უღელსქვეშ დამწარებული!
... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 541-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(იმედო, ნუთუ ღმერთი ხარ...)
2011-04-23 - 2:12 AM    
იმედო, ნუთუ ღმერთი ხარ, რომ ფიქრი ყოვლის შენკენ ჰრბის!

რომ ჩვენი სოფლად სიცოცხლე უშენოდ არა ნათლდების?

შენ გულს უმშვიდებ ნუგეშით ამა სოფლისგან დევნილსა,

შენ ცრემლსა უშრობ მტირალსა, შენ ატკბობ გამწარებულსა.

თვით საპყრობილეს, დავრდომილს, სასიკვდოდ განმზადებულსა

შენ შვების შუქით უნათებ ბნელ ჯურღმულს და მის ბნელ გულსა;


და თვით მას ჟამსა, ოდესცა უბადრუკს ყოვლი უტევებს,

სამარის კარად შენ მარტო მასა თანაჰსდევ მეგობრულ,

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 516-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(ვინცა გნახოს...)
2011-04-23 - 2:11 AM    
ვინცა გნახოს, კვლავცა გნახოს, არ იკმაროს, კიდევ გნახოს;

თუ მოგშორდეს, ცრემლით გძებნოს, და რა გპოვოს მან გაღმერთოს.

მისი სიტყვა, მისი ფიქრი, თუ არ შენდა, არსად იყოს,

შენთან მის დღე ბრწყინვალებდეს, უშენოდა დაებნელოს!


1840 წ.
  ნანახია: 383-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(დავბერდი...)
2011-04-23 - 2:11 AM    
დავბერდი, ბედს ვერ მოვესწარ, დაემხო ჩემი სამშობლო,

გულს მიკლავს უიმედობა, საფლავს ჩავდივარ სიმწარით...


1883 წ.
  ნანახია: 536-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<