სასიყვარულო პოეზია
siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2016-12-04 - 6:50 AM    
siyvaruli.in
ჩვენს შორის გზები მონატრების ქარავანია,
ცხრა მთის გადაღმა გელოდება ფიქრთა მეზღაპრე.
შავი მელანი დილამ მთვარის ყანწით დალია,
ცამ აალაგა ნასუფრალი ღამის აღაპის.

სიარულისგან შემოაცვდა ძირი ქალამანს....
ხურჯინს ამძიმებს აბლაბუდა ძველი ამბები.
არ დაიჯერო, რომ შაჰრაზადს გული არა აქვს,
თუ შეგიყვარა, შენც ზღაპრულად შეუყვარდები.

მე დავაჩოქე შენს კარებთან სევდის აქლემი.
ბედუინივით უდაბნოში სიკვდილს ვაპირებ.
ყველა ოაზისს შენს საოცარ სახელს ვარქმევდი
და ახლა მხოლოდ მონატრება თუ ამატირებს.

მღამიობი ვარ-მე, წყვდიადის უფრთო მერცხალი,
მუზების სევდა, უძინარი ღამის მელექსე.
შენს დაბრუნებას მეათასედ კიდევ ვეცდები
და არასოდეს დავაღამებ ათასმეერთეს.......
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 6995

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<