siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-26 - 8:22 PM    
siyvaruli.in
მე მსურს, რომ დღეს აღსარება ვთქვა თქვენს წინაშე,
გთხოვოთ შენდობა, ისე, როგორც უფალს ვთხოვ ხოლმე
და ამ სიტყვებით პატივისცემის თასი ავწიო,
თავი დაგიკრათ ყოველ ლამაზ გახსენებაზე.
მე მსურს, შემინდოთ ის ტკივილი, რომელიც ადრე
ჩემი სხეულის ჩასახვასა და შობას რომ მოჰყვა,
ყოველი ცრემლი, დრო და ძალები ამ ქვეყანაზე,
ჩემს აღზრდაში გატარებული ყოველი შფოთვა.
მსურს მომიტევოთ გულის ტკივილი განცდილი ჩემგან,
მონიჭებული სიზარმაცით, ურჩობით კრახით,
ყველა ნაბიჯი, რომელსაც თქვენ აღარ მირჩევდით
მაგრამ გადავდგი, რადგან ვამბობდი: "ასეა კარგი".
მაპატიეთ, თუ ბოლომდე არ მესმოდა თქვენი სიტყვების,
ზედმეტ სიმკაცრედ აღვიქვამდი ყოველ მოთხოვნას,
თუ ის მიყვარდა, ვისთვისაც არ გემეტებოდით,
არ გისრულებდით მთელი გულით ნაფიცებ თხოვნას.
შემინდეთ, ჩემი დროებითი სიშორე თქვენგან,
ჩემზე ფიქრებში გათენებული ყოველი ღამე,
ის მონატრება, ასე ძალიან გულსაც რომ გიკლავთ
ჩემზე დარდებში არჩეული მეგობრად მთვარე.
შემინდეთ, ოფლის ყოველი წვეთი ჩემთვის ნადენი,
ჩემი სწავლისთვის, კეთილყოფის გამო დაღვრილი,
შემინდეთ, თუ ისეთი არ ვარ როგორიც გსურდათ
და მაზიარეთ თქვენი ხელით პურით და ღვინით.
მე გთხოვთ შენდობას, რადგან თქვენი გზები შევცვალე,
თქვენა ხართ ჩემი ღვთისმშობელი, თამარი, ნინო,
შემინდეთ ჩემი აღსარების ყოველი ცოდვა,
ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ ადრე წასვლით გული გატკინოთ.
შემინდეთ და თან დამლოცეთ დედის სიტყვებით,
თქვენს ყოველ სიტყვას დიდი ძალა აქვს ჩემთვის იცოდეთ,
თქვენა ხართ ჩემი საფიცარი ცოდვილი ღმერთი,
თქვენით ვცოცხლობდი, თქვენით ვცოცხლობ და თქვენით
ვიცოცხლებ!!!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<