siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-11 - 5:23 AM    
siyvaruli.in
”ბოლოს ხომ მაინც უნდა მენახე,

ხომ შემხვედროდი უნდა ერთხელაც,

ვლაპარაკობდი ხმამაღლა განგებ,

რომ გაგეგონა და მოგეხედა.

იყო ორივე, სიცივეც, ცეცხლიც,

მიხვედრაცა და ამღვრევაც თითქოს,

ძალიან ვიწრო კაბის სიმორცხვე,

შემკრთალი მზერის უცები სითბო.

მერე როგორც დღე იზრდება ნელა,

როგორც იზრდება შიში ღამეში,

ისე მოდიდდი ხმებად, ფერებად

შენ ჩემს სმენაში, სულში, თვალებში.

ალამაზებდა ხატება შენი

ქალაქს, გამზირებს, სახლსა თუ სართულს,

ვგრძნობდი მე ყოველ მშვენიერ ფერით,

სულში შენს თბილ და უცნაურ ფათურს.

შენი ხმით რეკდა დუმილი ჩემში,

ხოლო ქუჩები ათასგვარ ხმებით

იმეორებდნენ შენს სახელს ჟინით

და მემსხვრეოდა თანდათან ფრთები.

მე გამოგძერწე, ასე, ამგვარად

და ბოლოს თვითონ ვიგრძენი რიდი,

ბოლოს უმწეოდ შევდექი რადგან,

შენ იყავ სხვა და შენ იყავ დიდი.

მე მხატვარივით ვიდექი წლობით_

შენი ლანდის წინ, ათასი ფერით,

მე შევქმენ შენგან იგი ვინც მსურდა

და მას დავარქვი სახელი შენი.

და ბოლოს უხმოდ წავედი მართლაც

სრულიად უხმოდ, ისე ვით ნისლი,

შენ გაგეცალე, რადგან ერთხელაც

დავრჩი მტვრად ფეხის, რაც შევქმენ მისი.....”
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<