siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-27 - 6:02 AM    
siyvaruli.in
ნატანჯი სული სხეულიდან გაქცევას ლამობს
და ერიდება ამ სამყაროს ბოროტ მანიას
და ქვეყნის პოტიკს უყურებენ მაღლიდან მთვარით
ის არ იციან რომ არაფერიც აღარ იციან
იბადებიან მერე ისევ ტანჯვით კვდებიან
მათი სახელი აღარ ახსოვთ იკარგებიან
პოეტები ხომ შემორჩნენ ამ ქვეყნის წიაღს
ნაწერები კი აღარ კვდებიან ჩვენთან რჩებიან
წარმავალია ადამიანი ღვთისგან მოსილი
ბედნიერია ნატანჯი გული აყვავებული
და თუნდ დამცხრილონ ათასჯერ ათასი ტყვიით
მე კვლავაც ვიტყვი მდიდარი ვარ ამ ჩემი სიტყვით
სამწუხაროა როცა ირგებენ ბედნიერ ნიღბებს
ხორციელ შვებას პოულობენ ამ ქვეყანაში
მე კიდევ ვიტყვი ეს სამყარო უბედურია
იმ ცხოვრებაში ყველაფერი უკეთურია
წარმავალია ბედნიერება დღეს ჩემის აზრით
სხეული არის ნიღაბი ნიღაბთა შორის
უბედურია ადამიანი ვინც ვეღარ ამჩნევს
ჩემთვის კი სული დიდებულია ირებულია
დღეს დაიკარგა ძველი ადათი წეს ჩვეულება
და შემოვიდა მოდა ბევრის დამღუპველია
დღეს არ იციან სირცხვილი მრავლის მეტყველი
და ბოროტება ისადგურებს დღეს ჩვენს გულებში
რწმენის კამათელს აგორებს დღეს ცრუ განგაში
ალბათ მობეზრდა საცოდავს ბედთან თამაში
და როცა ბედკრულ ადამიანს დაადგეს ტანი
ღმერთმა მას მისცა ცოტაოდენი გონება თავი
როდესაც ევა ეშმაკმა აცდუნა ვაშლით
ის დიდმა ღმერთმა გამოაგდო თავისი განძით
და იმის მერე ვართ ცოდვილნი ვითარცა ჟამით
ყოვლადწმინდაო შეგვეწიე თქვენივე ძალით
მიწათ შექმნილი მიწად ვიქცევით და მოვალთ შენთან
შენ არ გაგვწირო არ ჩაგვაგდო ცეცხლის წიაღში
შენ მოგვიტევე ცოდვათა ჩვენი ამ ქვეყანასი
დიახ რთულია ჩვენი გზა შენსკენ მავალი
დიდო წმინდანო მოგვიტევე შეცოდებანი
რწმენით აღსავსე გევედრები შენი მონაი
სული კი ისევ სხეულიდან გაქცევას ლამობს
და მიდის ისე თითქოს არ უცხოვრია
ნატანჯი გული და ცრემლებით ნათევი ღამე
ღვთის სიყვარული პოეტობით გაჯერებული
ვეღარ იტევს და სიჯიუტით გადმოდის გარეთ
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<