siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-26 - 11:57 PM    
siyvaruli.in
ამეკვიატე ყველა ფიქრებში, დარდში, სიცილში, ცრემლშიც- თუ გნებავს, აკრძალულია ჩემთვის ნუგეში, ამ სიყვარულის არ მაქვს უფლება. დილას -მზის სხივით გეჩურჩულები , დღე -შენს ნაფეხურს დავსდევ კვალდაკვალ, შემოგიჩრდილე ფეხის გულები და მზერას გპარავ ,ღამით- თვალდათვალ. ამოსუნთქვიდან ამოსუნთქვამდე, გულს ჩაგიტნევ და თან ამოგყვები, მონატრებიდან მონატრებამდე, შენსკენ სავალ გზებს კვლავ გამოვყვები. მერე, ფერებით მოგაჯადოვებ, მკერდს დაგებნევი როგორც თილისმა. სხვისი ხარ ,მაგრამ ჩემთან დაგტოვებ, რაც უნდა სული კორტნოს სინდისმა. იცოდე ,როცა სხვას შეიყვარებ, კრძალვით სიშორეს მე დაგპირდები. გეტყვი, თავს ალბათ ვერ შევიკავებ, -მე შენ მიყვარხარ, კი არ მჭირდები.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<