სასიყვარულო პოეზია
siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2016-12-09 - 8:43 AM    
siyvaruli.in
. . .ღამემ მოგონებებს სევდა შეაპარა, ბალიში ცრემლით იღვენთება. . . .მე არ მძინავს, შენზე მეფიქრება.
ძნელია ვინმეს გავუზიარო ჩემი შენდამი სიყვარული და სითბო. . . . მე სიტყვები არ მყოფნის,…ზოგი იჭვნეულად შემომხედავს ხომ არ აზვიადებსო, სიტყვებს ძალა ეკარგებათ, შენ აღუწერელი ხარ. . . . .
დიდი ხანია შენი დანახვის სიხარულს ჩემს სახეზე არ გამოუნათებია, ჩემი გრძნობა ვერ აღმიწერია, ეს დიდი გრძნობა იყო, ალბათ ასე ძალიან ამიტომ მიჭირს შენი დავიწყება.
ერთხელ გითხარი ყველაზე მეტად შენ მომენატრე მეთქი, იჭვნეულად შემომხედე და ჩამეხუტე. მაშინ ყველაზე მეტად სწორედ შენ მენატრებოდი.
უკანასკნელ გზაზე გაცილებდით და ასე მეგონა სამყაროს დასასრული დადგა თითქოს. მარტი რომ დადგა, ცრემლი მომადგა თვალზე და სევდა მომაწვა, გული თითქოს პირამდე ამევსო და სუნთქვა შემეკრა. გავიფიქრე მოვიდა გაზაფხული და შენ ამქვეყნად აღარ ხარ, ბაღში ვიყურები , ალუჩები და ატმები თეთრადაა გადაპენტილი. . . . . .
. . . . .და ახლა როცა სიცოცხლე ასეთი მშვენიერია შენ ცოცხალი აღარ ხარ, მე კი ცრემლები მახრჩობს. . . . . . . . .
დრო არავის ელოდება. . . . . .მიქრის სინათლის სისწრაფით, შენი დაკარგვით გაჩენილ უფსკრულს ვერავინ ამივსებს.
მე ისევ ყველაზე ძალიან მენატრები. . . . . . . . . . . . . . .
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 6996

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<