siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-27 - 0:15 AM    
siyvaruli.in
ბუნების ძალად წოდებულო, უძლევო ღმერთო,
ადამიანის შექმნაში თუ მიგიძღვის ბრალი,
შეჰქმენ სიტურფე და მშვენება უთვალავ ფერის,
რისთვის დაბადე ქვეყანაზე ლამაზი ქალი.
რისთვის მიეცი გულს ისარი, წარბებს სიშავე,
ლოყებს სიწითლე, კამკამ ტუჩებს ეშხი ვარდისა,
ან მე ტანჯულმა რა შეგცოდე, რა დაგიშავე?
რისთვის გახადე ჩემი გული ბუდე დარდისა,
თუკი თვალები უძილობით დაიბინდება,
თუკი ჩემს გულში სიყვარულის გიზგიზებს ალი,
ნუთუ მაგ გულში ნაპერწკალიც არ აინთება?
ქართველო ქალო, თამარ მეფის რომ გიჩქეფს სისხლი,
ტვირთად ყოველთვის ჩემი ცოდვა აგეკიდება.
უარს არ გეტყვი, ჩამაქვავე თუნდ შენი ხელით,
დავთმობ, მიწაში ჩაიშალოს ორთავ მაჯები,
დე, ჩემს ძარღვებში გაიკეთონ გველებმა ხვრელი,
ოღონდ ცოცხალი ასე ნუღარ დავიტანჯები.
მაგრამ მე ვფიქრობ, არ გახდები ეგრე უსისხლო
და არ ისურვებ შენს დანთებულ ცეცხლზე ვიწვოდე,
ჩამომეცალე, გაიფანტე შავ – ბნელო ნისლო,
და შენც საშველად, ტურფავ, ხელი გამომიწოდე.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<