siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-26 - 4:54 PM    
siyvaruli.in
იცი რომ, ძალიან მენატრები?განსაკუთრებით საღამოს როცა სულ მარტო ვრჩები ჩემს თავთან ვხვდები რომ, არ შემიძლია შენი ჩახუტება, მინდა შენს გვერდით ვიყო, როცა შევცქერი ცას, მინდა რომ შენს ლამაზ ცისფერ თვალებს ვუყურო, მინდა ვგრძნობდე შენს სუნთქვას ჩემს კანზე, მენატრება შენი თბილი ხელები და ქვეცნობიერად ვიტანჯები როცა არ შემიძლია შეგეხო, როცა მინდა გითხრა ყველაფერი ის, რაც გულსი მაქვს. როცა მესიზმრები, აღარ მინდა გაღვიძება, მინდა გიყურო, მოგეფერო, და გულში ჩაგიკრა, გამეღვიძება და, მაშინ იწყება ჩემი ტანჯვა, თვალებს ვხუჭავ ისევ რომ დაგინახო, არ მინდა სიზმარშიც დაგთმო, მაგრამ არც სიზმრად რჩები ჩემთან, მიდიხარ და მე ისევ მარტო ვარ…. . . მაშინ ვრწმუნდები რომ არავის მიმართ არ მიგრძვნია ის გრძნობა რასაც შენდამი ვგრძნობ, ჩემო სიცოცხლევ, არ მინდა რომ ვიტანჯებოდე, მე ხომ მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა, მაგრამ შენ შორს ხარ და ამის გახსენებაზე უაზროდ ვიტანჯები, მაშინაც კი, როცა
მეგობრებთან ერთად ვერთობი მინდა შენ იყო იქვე, რომ ვიცინო შენთან ერთად, ჩაგხედო თვალებში, შენ გამიღიმო, მე კი
ცდუნებას ვერ გავუძლო მოგეხვიო, გაკოცო. არ ვიცი როდის ვიქნებით ერთად, მე ისევ ძველებურად მიყვარხარ, მოხვალ ოდესმე? ჩამიკრავ გულში? მომეფერები? შენი თბილი ტუჩები, შენი ნაზი, ბავშვური კოცნა იცი როგორ მაკლია? ღამე უკუნეთ სიბნელეში მე ვხუჭავ თვალებს რომ დაგინახო, დავინახო შენი თეთრი სახე, თოვლივით თეთრი თითები, რომლებიც ოდესღაც ეფერებოდნენ ჩემს ბედნიერ სახეს და მინდა წუთით მაინც ვიგრძნო ის ბედნიერება რასაც ოდესღაც განვიცდიდი შენს გვერდით, არ ვიცი რატომაა ცხოვრება ასეთი სასტიკი, ბედნიერება წუთიერია იგი მოდის და გვტოვებს, ვიქნები ოდესმე კიდევ ბედნიერი? მოხვალ ოდესმე?
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<