siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-26 - 7:42 PM    
siyvaruli.in
მგონია, რომ ამ ღამეში
მუზა ათას ლექსად მოვა.
ისე მშვიდად, ისე სუფთად,
ისე წმინდად ჩამოთოვა.

დამავიწყდნენ მზის სხივები,
დამავიწყდა ქარის ქროლვა.
ისე უხმოდ, ისე თეთრად,
ისე უცხოდ ჩამოთოვა.

პირველ-თოვის წმინდა ფიფქებს,
ახლა ათას ლექსად მოვრთავ.
ისე ჩუმად, ისე თბილად,
პოეტურად ჩამოთოვა.

გადათეთრდა ჩემი ეზო
და ზამთარიც მალე მოვა.
ასე უცხოდ, ნოემბერში,
ასე უცებ ჩამოთოვა.

სულს დაადნა თოვლის ფიფქი,
როგორ მინდა შენთან მოსვლა.
ისე სათნოდ, ისე ტკბილად,
ისე თეთრად ჩამოთოვა.

ვერ ვიძინებ, ამ ღამეში
მგონი ათას ლექსად მოვალ.
ისე ჩუმად, ისე უცხოდ
და ლექსისფრად ჩამოთოვა.

ვდგავარ გზაზე ღამის სამზე,
პირველ თოვლის სურნელს ვყნოსავ.
ისე მშვიდად, ისე უხმოდ,
ისე ჩუმად ჩამოთოვა.

ანგელოზთა მესმის ხმები,
მალე სულიწმინდაც მოვა.
ისე თეთრად, ისე სუფთად,
ისე წმინდად ჩამოთოვა.

გაშლილია ფიქრთა ვალსი,
არ შეწყდება ფიფქთა თოვა.
ისე ბლომად, ისე ხშირად
და იმდენად ჩამოთოვა.

ღამე არის ისე მშვიდი,
მუზაც თოვლის ფიფქად მოვა.
ვწერ მე ისევ ძველებურად,
რომ უბრალოდ ჩამოთოვა
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<