სასიყვარულო პოეზია
siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2016-12-04 - 6:52 AM    
siyvaruli.in
მომენატრები,როს წვეთები მზეს დანამავენ
გამახსენდება შენი სახე სხივთა კრთომაში...
მომელანდები სად წყვილები გრძნობებს მალავენ
დაილანდები წვიმის სუნში ნებივრობაში.
გამახსენდება შენზე ტანჯვა რომ დამავალე,
ამ ფიცს გავტეხავ გვირილების ყვავილობაში,
მოვეფერები ამ ქუჩაზე ჩვენს ძველ ნავალებს
თავისუფლებას ვნახავ მხოლოდ შენს მონობაში.
მე არ მინდოდა ყველა გზა რომ მომიტრამალე,
ვიწრო ბილიკიც მეყოფოდა მარტოობაში...
სადაც წავედი ყველგან სითბო მომიკარავე
ახლა მჭირდება სითბო,ახლა,ფიფქთა თოვაში.
თუ არ მომპარეს...ვიცი,მალე მოგიპარავენ
მერე რაღა ვქნა სიკვდილამდე გრძნობათ ბრძოლაში?
მე ერთი ვიცი,რომ სიყვარულს დაგიმალავენ...
თუმცა კი...იქნებ ეგ უფრო გწამს სხვასთან ტრფობაში?...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 6995

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<