siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-09 - 12:23 PM    
siyvaruli.in
ვერძი

ფხიზელი გონებით და ნათელი მახსოვრობით, მთელი ჩემი ფული...მე დავხარჯე სიცოცხლეში.

ფულთან ვერძების უმრავლესობას აქვს თავისუფალი და უდარდელი დამოკიდებულება, რადგან ისინი მიიჩნევენ მას საკუთარი მიზნების განხორციელების საშუალებად. საკუტარი აქტიურობის გამო, ამ ზოდიაქოში დაბადებულებს შეუძლიათ გამოიმუშაონ ბევრი, მაგრამ თანხების დაგროვების უნარი არ შესწევთ. ვერძების საწესდებო კაპიტალი ისევე აქტიურად იბრუნვის, როგორც თვით ვერძები. ყოველ დამატებით თეთრს ისინი მაშინათვე უძებნიან გამოყენებას: ან ჩადებენ მომავალ საქმეში, ანდა იყიდიან საჭირო ნივთს. ზარალი, თუნდაც მნიშვნელოვანი, მათ არ აშფოთებთ. ისინი დიდი ხანი არ წუხან ამის თაობაზე, აიქნევენ ხელს და ისევ ერთვებიან ბრძოლაში. სამწუხაროდ, ეს ნიშანი მისი უგუნურობის გამო და სწრაფი გამდიდრების იმედით, ერთვებიან საეჭვო ფინანსურ გარიგებებში, რის შედეგებსაც შესაძლოა იწვნევდეს დიდი ხანი. ასევე საშიშია ფულის სესხება ვერძისთვის. თანხების გაფლანგვის შემდეგ ისინი რთულად აგროვებენ ისევ ფულს და თუმცა არასდროს ავიწყდებათ საკუთარი ვალები, მაინც მათ დაბრუნებას არ ჩქარობენ. ასევე საშიშია ვერძებისთვის აზარტულ თამაშებშ მონაწილეობის მიღება, კაზინოებისა და მისი მსგავსი დაწესებულებების სტუმრობა.

ყოველ წელს ვერძისთვის ყველაზე მომგებიანი და წარმატებული თვეებია მაისი და ნოემბერი.

უახლოეს პერიოდში ბიზნესში იღბლიანი დღეებია: 4.06.2011 – 11.06.2011; 10.10.2017 – 8.10.2018.

კურო

მიეცით ადამიანს თევზი და ის დაპურდება ერთი დღე. ასწავლეთ მას თევზის ჭერა და ის გამოიკვებება მთელი ცხოვრება

ყველამ, ვინც ამ ზოდიაქოს ნიშნითაა დაბადებული, კარგად იცის ფულის ფასი და მის გარეშე წარმოუდგენლად მიაჩნით საკუთარი ცხოვრება. არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ მათ შორის ზალიან ხშირად გვხვდებიან თუ მდიდარი არა, საკმაოდ შეძლებული ხალხი. ფინანსური საკითხების გადაჭრისას კუროები არიან შორსმჭვრეტელნი და ფრთხილნი. მათ შეუძლიათ ხანგრძლივად და დაჟინებით მუშაობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხედავენ თვალნათლივ მომავალ მოგებას. დაგროვება მათ უკეთ შეუძლიათ, ვიდრე სხვა ზოდიაქოს წარმომადგენლებს. ამის მიუხედავად, ისინი უარს არ ამბობენ კომფორტსა და ცხოვრებისეულ სიამოვნებებზე. დაგროვილი თანხების შენახვა კუროებს ურჩევნიათ არა ბანკებში, არამედ ფულის სახით საკუთარ სახლში. მათ შეუძლიათ ფული მატერიალურ ღირებულებად აქციონ. მათ სიამოვნებას ანიჭებთ სიმდიდრის მატერიალურობის აღქმა. ზოგჯერ დაგროვების სურვილი კუროებს ექცევათ ხოლმე მანიად და ემსგავსებიან პლუშკინს.

ყოველ წელს ყველაზე მომგებიანი და წარმატებული თვეებია კუროსთვის ივნისი და დეკემბერი.

უახლოეს პერიოდში ბიზნესში იღბლიანი დღეებია: 11.06.2012 – 26.06.2013; 8.11.2018– 2.12.2019.

ტყუპები

საგადასახადო დეკლარაცია–არის ყვალაზე ნათელი მხატვრული ფანტასტიკა, რომელიც ოდესმე დაწერილა

არ შეიძლება ითქვას, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა შორის მდიდრების პროცენტული მაჩვენებელი მაღალია. მათთვის მატერიალური კეთილდღეობა არ არის მთავარი. ჩვეულებრივად, გაუჭირვებელ ყოფას ისინი აღწევენ საკუთარი ინტელექტის საფუძველზე. მათ შეიძლება იქონიონ ფინანსირების სხვადასხვა წყარო. არიან რა საკმაოდ გონიერები და გამჭრიახები, ტყუპები კარგად განაგებენ ფულს, თუმცა არ აკერპებენ მას. პირიქით, გამოირჩევიან მეცენატის თვისებებით და ზოგჯერ უცნაურობებიც ახასიათებთ. მათ შეუძლიათ იყვნენ გულუხვნი, აპატიონ ვალი, მატერიალურად დაეხმარონ მეგობარს, მაგრამ ამასთანავე შეიძლება ქონდეთ სამალავი ცოლისგან ან მოიპოვებდნენ სახსრებს წვრილი თაღლითობით. აქვთ რა განვითარებული ინტელექტი, ისინი ეწევიან გონივრულ ფინანსურ პოლიტიკას–თანხების ნაწილს ინახავენ სახლში და ნაწილს ბანკებში. ამასთანავე ისინი დიდი ოსტატობით მალავენ ნამდვილ შემოსავლებს. ისინი ფულს ძირითადად ხარჯავენ გართობისთვის და ჰობისთვის.

ყოველ წელს ყველაზე მომგებიანი და წარმატებული თვეებია ტყუპებისთვის ივლისი და იანვარი.

უახლოეს პერიოდში ბიზნესში იღბლიანი დღეებია: 26.06.2013 – 16.07.2014; 2.12.2019– 19.12.2020.

კირჩხიბი

როდესაც თქვენ მოგინდებათ უეჭველად გახდეთ მეწარმე, შეუარეთ თქვენი ნაცნობებიდან ვინმეს, ვისაც საკუთარი საქმე აქვს და ეს განგკურნავთ.

ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომლის ქვეშაც იბადებიან საკმაოდ შეძლებული ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ახასიათებთ მეწარმის თვისებები. ჩვეულებრივ, კიბო არის მეოჯახე და ხელმომჭირნე. მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული ხბოსგან განსხვავებით, ის ყოველთვის განიცდის საკუთარ მატერიალურ მდგომარეობას. ის ძალზედ გულჩათხრობილი და ფრთხილია. შემოსავლების მიუხედავად, არ უყვარს ფულის ხარჯვა. ფულს ასესხებს, მხოლოდ იმას, ვისაც კარგად იცნობს და ვისშიც 100%–ითაა დარწმუნებული. მას თანაგრძნობის უნარიც აქვს და შეუძია სპონსორის როლშიც მოგვევლინოს, ან დიდი თანხით შეეწიოს ქველმოქმედებას, ოღონდ ისე, რომ არ მიიქციოს დიდი ყურადღება. ხშირად კიბოს კეთილდღეობის საფუძველს უმადლის საკუთარ მშობლებს. ის მიდრეკილია საოჯახო ბიზნესის გაგრძელებისკენ, იმის გამოც, რომ არ უყვარს ახალი საქმის დაწყება. მას ურჩევნია უკვე ჩამოყალიბებული სისტემის გამოყენება. როგორც ბიზნესმენი, კიბო არ ჩართვება საეჭვო გარიგებაში, რაოდენ დიდ მოგებასაც არ უნდა უქადდეს ის. მისი აზრით, ჯობია პატიოსნად იხადო გადასახადები და მშვიდად გეძინოს.

ყოველ წელს ყველაზე მომგებიანი და წარმატებული თვეებია კიბოსთვის აგვისტო და თებერვალი.

უახლოეს პერიოდში ბიზნესში იღბლიანი დღეებია: 5.01.2009 – 18.01.2010; 16.07.2014– 11.08.2015; 19.12.2020–14.05.2021.

ლომი

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი, მაგრამ ფულით შეგიძლია იყიდო მისი მშვენიერი შემცვლელები

ლომისთვის კარგი მატერიალური უზრუნველყოფა ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. ამ ნიშნით დაბადებულებს, ხომ სხვებზე მეტად უყვართ ფუფუნება. ამასთან ერთად, ფულისადმი მას აქვს უზრუნველი დამოკიდებულება. ხარჯავს ფულს მარჯვნივ და მარცხნივ ისე, რომ არც კი იყურება საფულეში, დარჩა თუ არა რამე. ლომს უყვარს მდიდარი ადამიანის როლის თამაში და შეუძლია მხოლოდ შთაბეჭდილების მოსახდენად გაფლანგოს დიდი ფული. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის არ არის მომჭირნე და მფლანგველობის მიუხედავად, ყოველთვის მზად არის გაუწიოს მატერიალური დახმარება მეგობრებს და უცნობ პირებსაც კი, რომელთა მიმართაც სიმპათიითაა განმსჭვალული. უფულოდ დარჩენილი არ ეცემა მორალურად და რაგაცას ახერხებს.ზუსტად ისევე იოლად უნდა ლომს ფულის გამომუსავება, როგორც დახარჯვა. უარს არ ამბობს გადამყიდველობაზე. მისი ნახვა ხშირად შეიძლება კაზინოში, თან ის თამაშობს ყოველთვის დიდი თანხებით და ხშირადაც უმართლებს. ლომს შეუძლია ადამიანთა ორგანიზება მომგებიანი საქმიანობისათვის, მსხვილი საფინანსო სტრუქტურის შექმნა, რომლის სათავეშიც თვითონ იქნება და შესაბამისად მოგებიდან „ლომის“ წილსაც თვითონ აიღებდა. ამასთან ის მუდამ პატიოსანია კომპანიონებთან და ყურადღებიანია ქვეშევრდომებთან.

ყოველ წელს ყველაზე მომგებიანი და წარმატებული თვეებია ლომისთვის სექტემბერი და მარტი.

უახლოეს პერიოდში ბიზნესში იღბლიანი დღეებია: 18.01.2010 – 6.06.2010; 9.09.2010– 22.01.2011.

ქალწული

ყოველ დღე მე ვდგები და ვეცნობი ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიას ფორბსში. თუ მე მათ რიცხვში არ ვარ – მივდივარ სამუშაოზე.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან ტიპიური ეკონომისტები. მათი ღირებულებათა სისტემა ეფუძნება რაციონალიზმსა და პასუხისმგებლობას. ისინი იყენებენ ბანკის ყველა არსებულ მომსახურებას იმ მიზნით, რომ გაზარდონ საკუთარი კაპიტალი. ისინი ბანკის სანიმუშო კლიეტები არიან და მათი საკრედიტო ისტორია–იდეალურია. ქალწულები უჩვეულოდ მგრძნობიარენი არიან ფინანსურ საკითხებში და სესხს გასცემენ მხოლოდ მათზე, ვისაც ენდობიან. საზიარო ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას სამართლიანები არიან, მაგრამ არ გამოირჩევიან განსაკუთრებული ქველმოქმედებით. სადაც საჭიროა, შეუძლიათ ეკონომიის გაწევა. არ ისწრაფვიან იოლი შემოსავლებისკენ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს ამცირებს მათ ღირებულებას. სხვა ზოდიაქოს ნიშნებზე უკედ იციან, რამდენი ფული არის მათთვის საჭირო. როდესაც მიაღწევენ საკუთარ ზღვარს, ხშირად თავს ანებებენ საქმეებს და წყნარად და მშვიდად ცხოვრობენ მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისათვის. მაგრამ, იმისათვის, რომ მიაღწიონ სანუკვარ თანხას, ქალწულებს აქვთ მიდრეკილება, მუხლჩაუხრელად იმუშაონ, იმუშაონ და იმუშაონ.

ქალწულისათვის ყოველ წელს ყველაზე მომგებიანი და წარმატებული თვეებია ოქტომბერი და აპრილი.

უახლოეს მომავალში ბიზნესისთვის იღბლიანი დღეებია: 6.06.2010 – 9.09.2010; 22.01.2011– 4.06.2011.
სასწორი

დაქორწინდით ფულზე

ზოდიაქოს ყველა წარმომადგენელს შორის ყველაზე ნაკლებად მწარმოებელ და შრომისმოყვარე სასწორებს არ უყვართ ზედმეტი გარჯა, ამიტომ კაპიტალის მოგროვებაში მათ არ უხდებათ მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად ყოფნა. ყველაზე უკედ მოქმედებენ ერთობლივ ფინანსურ საწარმოებში, სადაც წარმატებით უწევენ დახმარებას რჩევებით ან აგვარებენ ყველაზე უხერხულ მომენტებს საქმიან პარტნიორებთან, თანამშრომლებთან ან ხელქვეითებთან. როგორც წესი, ისინი საკმაოდ გულუხვი ადამიანები არიან, ზოგჯერ გულუბრყვილოებიც კი ფინანსურ საკითხებში. არაფერი ენანებათ ახლობელი და საყვარელი ადამიანებისთვის, შეუძლიათ აპატიონ ვალი, გაუგზავნონ დახმარება უპოვართ, მაშინ, როცა მათი პირადი ფინანსური მდგომარეობა შეიძლება ფრიად არასახარბიელო მდგომარეობაში იყოს. ქალი სასწორების უმრავლესობა მატერიალური უზრუნველყოფის საკითხს აგვარებს ძალზედ მარტივად: აცნობიერებენ რა საკუთარ განსაკუთრებულ მომხიბვლელობას, ისინი ცდილობენ, ხელსაყრელად გათხოვდნენ.

სასწორისათვის ყოველ წელს ყველაზე მომგებიანი და წარმატებული თვეებია ნოემბერი და მაისი.

უახლოეს მომავალში ბიზნესისთვის იღბლიანი დღეებია: 4.06.2011 – 11.06.2012; 10.10.2017– 8.11.2018.

მორიელი
ვინც აკონტროლებს ფულს, ის აკონტროლებს ქვეყანასაც.

ძალიან წარმატებულნი არიან ფინანსურ მოღვაწეობაში. მორიელები დაბადებულნი არიან ბიზნესმენებად, ბანკირებად და ეკონომისტებად. შეიძლება ითქვას, რომ ისინი რაღაც მეექვსე გრძნობით შეიგრძნობენ ფულს. შეუძლიათ სხვების მოზიდვა სათანამშრომლოდ და საკუთარ თავზე ამუშავებენ ფულს, საკუთარ ბიზნესს ავითარებენ წარმოუდგენელი მასშტაბებით. როგორც წესი, ატარებენ ხისტ და აქტიურ ფინანსურ პოლიტიკას. მათი ფულები ყოველთვის მუშაობენ. მატერიალური კეთილდღეობა მხოლოდ პირველ ეტაპზე ხიბლავს მორიელებს. მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს ყველაფრით უზრუნველყოფენ, ისინი ბიზნესს განიხილავენ, როგორც ერთგვარ თამაშს წესების გარეშე. არ ეშინიათ რისკის, მათ შორის დიდ რისკზეც მიდიან, ეხვევიან საშიშ ფინანსურ სიტუაციებში და წინასწარ ცდილობენ, გაითვალონ მოვლენების ყველა შესაძლო ვარიანტი. ფულს რაციონალურად იყენებენ, ძირითადად საკუთარი შესაძლებლობების გაფართოვებისთვის და ძალაუფლების მოსახვეჭად. კრედიტის გაცემისას იშვიათად თუ ვინმეს ეტყვიან უარს, მაგრამ ვალები ახსოვთ და არასოდეს პატიობენ მოვალეებს. შესაძლოა, მოგვევლინონ სპონსორების როლში, ანდა გაიღონ საკმაოდ მსხვილი თანხები საქველმოქმედო მიზნებისათვის, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათი კეთილდღეობა მყარი და სტაბილურია.

მორიელისათვის ყოველ წელს ყველაზე მომგებიანი და წარმატებული თვეებია დეკემბერი და ივნისი.

უახლოეს მომავალში ბიზნესისთვის იღბლიანი დღეებია: 11.06.2012 – 26.06.2013; 8.11.2018– 2.12.2019.

მშვილდოსანი

პირველი ადამიანი, რომელმაც შემოღობა მიწის ნაკვეთი და თქვა: „ეს ჩემია“, შემდეგ კი დაინახა, რომ სხვა ადამიანები საკმაოდ გულუბრყვილოები იყვნენ იმისათვის, რომ მისთვის დაეჯერებინათ. ის გახლავთ ცივილიზებული საზოგადოების ჭეშმარიტი დამფუძნებელი.

ადამიანი მშვილდოსნები მკვეთრად გამოხატული იდეალისტები არიან. ეს მათ ფულთან დამოკიდებულებაში გამოიხატება. კერძოდ, მათ აქვთ მიდრეკილება, გადავარდნენ ორ უკიდურესობაში: ან მორიდების გარეშე ამტკიცებენ, რომ უყვართ ფული, და ფულის გამო ყველაფრისთვის მზად არიან, ან საწინააღმდეგოს ქადაგებას იწყებენ: რომ ფული საზიზღარი ლითონია და სამყაროს ბოროტებაა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი მატერიალური სიკეთეების მიმართ თავად არც თუ ისე გულცივები არიან. მშვილდოსნებს ბიზნესში ძალიან უმართლებთ. თუმცაღა მათი ღირებულებათა სისტემა მათ განწყობაზეა დამოკიდებული. წარმატების პერიოდებში მშვილდოსნები გულუხვები არიან, ხანმოკლე წარუმატებლობისას კი შეიძლება სიძუნწეც შემოეპაროთ, წვრილმანებზეც კი ეკონომია გასწიონ და ისეთი შთაბეჭდილება დატოვონ, რომ ხარბები არიან. მაგრამ როგორც კი მათი მატერიალური მდგომარეობა დასტაბილურდება–ისინი ხელგაშლილობის განსახიერებად გადაიქცევიან. ასეთი ცვალებადობა მათ რთულ ადამიანებად აქცევს, ამავდროულად უცხო ადამიანებს ეძლევათ საშუალება, ითამაშონ მათ ამ თვისებაზე.

მშვოლდოსნისათვის ყოველ წელს ყველაზე მომგებიანი და წარმატებული თვეებია იანვარი და ივლისი.

უახლოეს მომავალში ბიზნესისთვის იღბლიანი დღეებია: 26.06.2013– 16.07.2014; 2.12.2019– 19.12.2020.

თხის რქა

კარგი რეპუტაცია უფრო ღირებულია, ვიდრე ფული.

სხვა ზოდიაქოებზე მეტად ამ ნიშნისათვის არის დამახასიათებელი ასკეტურობა. ჩაკეტილები არიან, საკუთარ მატერიალურ მდგომარეობაზე, როგორიც არ უნდა იყოს ის, ამჯობინებენ, არ ისაუბრონ. მეცენატებისა და სპონსორების სახით იშვიათად გვევლინებიან. ფინანსურ სფეროში წარმატებას ნელ–ნელა აღწევენ. ამ მიმართულებით მოღვაწეობაში მათთვის სტიმულს მათივე ნებისყოფა წარმოადგენს. ხდება ხოლმე, რომ ადრეულ ასაკში თხის რქები ფლობენ მოკრძალებულ დანაზოგს. ის, რომ მათ არ შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები, ანდა დაიკავონ შესაფერისი ადგილი საზოგადოებაში, მათ ძალიან თრგუნავს. ასეთ შემთხვევაში ისინი საკუთარ თავს პირდებიან, რომ მიაღწევენ ყველაფერს და მთელი ცხოვრების მანძილზე მიდიან ამ მიზნისაკენ. მატერიალური საშუალება მათთვის ამ შემთხვევაში არის მხოლოდ სოციალური სტატუსის დამკვიდრების საშუალება. თხის რქები ძალიან ეკონომიური ადამიანები არიან. გართობისა და პირადი საჭიროებისათვის ცოტას ხარჯავენ და ისიც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ენითაუწერელი სიმდიდრეც კი რომ გააჩნდეთ, შეუძლიათ, არც კი გამოიყენონ ის. მაგალითად, იარომ გაცვეთილი კოსტიუმით, ცუდად იკვებონ ანდა ტრანსპორტში გაწიონ ეკონომია. სწორედ ამის გამო მათ ხშირად ძუნწებად მიიჩნევენ.

თხის რქისათვის ყოველ წელს ყველაზე მომგებიანი და წარმატებული თვეებია თებერვალი და აგვისტო.

უახლოეს მომავალში ბიზნესისთვის იღბლიანი დღეებია: 5.01.2009 – 18.01.2009; 16.07.2014– 11.08.2015.

მერწყული

ფული, როგორც სასუქი–უსარგებლოა, სანამ არ მიმოფანტავ.

ფული მერწყულებისთვის არც მეტი, არც ნაკლები–სათამაშოა, საინტერესო გამოგონებაა. ეს ადამიანები თითქმის სრულიად მოკლებულნი არიან მერკანტილურობას და გულწრფელად მიაჩნიათ, რომ როდესღაც ახლო მომავალში ადამიანები ფულის გარეშე ცხოვრებას ისწავლიან. მანამდე კი მერწყულები ღირებულებათა ამ სისტემას ცხოვრების დონის შესანარჩუნებლად იყენებენ საკუთარი იდეების რეალიზაციისათვის. მერწყულები იშვიათად მდიდრდებიან. უფრო ზუსტად, მათ ყოველთვის ზუსტად იმდენი აქვთ, რამდენიც სჭირდებათ იმ მომენტისათვის. ფულთან განშორება ყოველგვარი წუხილის გარეშე შეუძლიათ, რადგან აცნობიერებენ, რომ ერთის დაკარგვით შეიძენენ მეორეს–უფრო საჭიროსა და გამოსადეგს. ხარჯების ძირითადი მიმართულებებია: გართობა ანდა მეგობრების მატერიალური მხარდაჭერა. სხვებზე ხშირად დებენ ფულს წარმოებაში ხანგრძლივი ვადით. შეიძლება აგრეთვე გააჩნდეთ შემოსავლების უჩვეულო წყარო. მერწყული ბიზნესმენი ყოველთვის მოხარულია, წარმოგვიდგეს სპონსორად და ხშირად ეხმარება დამწყებ მეწარმეებს.

მერწყულისათვის ყოველ წელს ყველაზე მომგებიანი და წარმატებული თვეებია მარტი და სექტემბერი.

უახლოეს მომავალში ბიზნესისთვის იღბლიანი დღეებია: 6.06.2010 – 9.09.2010; 22.01..2011– 4.06.2011.

თევზები

უფროსები არ არსებობენ. სინამდვილეში, უფროსი ეს არის ბავშვი, რომელსაც აქვს ფული.

თევზებს კლასიკური გაგებით წარმოდგენა არ გააჩნიათ იმის შესახებ, თუ რა არის ფული და რა არის მისი ჭეშმარიტი ღირებულება. შესაძლოა, ნამდვილ განძს ფლობდნენ, მაგრამ ვერც კი ხვდებოდნენ ამას. ანდა პირიქით, შასაძლოა, თვლიდნენ, რომ მათ ყველაფერი აქვთ და ამ დროს ღატაკები იყვნენ. ყველაზე ხშირად საერთოდ არ არიან პრაქტიკულები, ძალიან იოლია მათი მოტყუება, ამიტომ მათ მატერიალურ საკითხებზე ზრუნვა, როგორც წესი, უახლოეს ადამიანებს აწვებათ ტვირთად. თევზებს თითქმის არ გააჩნიათ საქმიანი ალღო. უკიდურეს შემთხვევაში ისინი საკუთარ ინტუიციას ეყრდნობიან. ისინი არიან უანგარო ადამიანები, რომლებიც სამყაროს საკუთარი გენიალური იდეებით ამდიდრებენ, რომლებითაც სხვები, უფრო მეტად მწარმოებლები, მილიონებს შოულობენ.

თევზებისათვის ყოველ წელს ყველაზე მომგებიანი და წარმატებული თვეებია აპრილი და ოქტომბერი.
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 Nini   (2012-12-30 3:36 PM) [Entry]
DZALIAN KARGI SAITIA MOMEWONAA IMEDIA KIDEV DAAMATEBT RAME SIAXLEEBSS: )










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<