siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-26 - 6:18 PM    
siyvaruli.in
დედა გყავს, შვილო?
- არა.
- ობოლი ხარ?
- ჰო, ობოლი ვარ.
- მაინც რატომ გვკლავ, ჰა?
- იმიტომ რომ, სიკეთე მინდა თქვენთვის.
- ეს რა სიკეთეა, შვილო?
- აბა მაშ სულ ადამიანები ხომ არ იქნებით?
- რატომაც არა..
- არ შაგწყინდებათ?
- რო დავბერდებით, მერე რაც გინდა, ის გვიყავი.
- ყველა რომ დაბერდეთ, მაშინ სიცოცხლეს ფასი აღარ ექნება.
- ეგ ბოროტება არის, შვილო.
- მაგრამ, წესია.
- ქრისტეს რაღას ერჩოდი?
- ეგეც სიკეთისათვის გავაკეთე, უიმისოდ ვერ დაინახავდით ისეთს, როგორც საჭიროა …
იცი რა, დედი, მე კი არა გკლავთ, თვითონ ვკვდები თქვენში, თვითონ ვიტანჯები სულის გაყრისას. … თუ მომკლავთ, აღარასოდეს მოკვდებით, მაგრამ ამას ნუ იზამთ … უჩემოდ გაგიჭირდებათ სიცოცხლე, აღარც სიყვარული გექნებათ, აღარც სიხარული…
……………………………………………………………………….
- რა არის სიცოცხლე?
- სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
- სიკვდილი?
- სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა …
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<