siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-26 - 6:00 AM    
siyvaruli.in
შენ უმზერ სამყაროს ბრმა ცირას თვალებით
და ოლიანდრების სიმკრთალე გაოცებს,
გსურდა, გაგერღვია სამყაროს კარები,
გსურდა, გაქცეოდი მიწიერ ქაოსებს...

მტკვარს იქით, გადაღმა კვნესოდნენ ზარები
და ლოცვა ჩურჩულით სცვიოდა მკრთალ ტუჩებს,
შენ უმზერ სამყაროს ბრმა ცირას თვალებით
და მკერდზე გარდაცვლილ ოცნებებს აყუჩებ...

შენ უმზერ სამყაროს, მზერა ტიტანების...
დაგაფრთხობს საკუთარ სხეულთან შეხება
და ცრემლის უზადო, მკრთალი კრისტალები
ჩაწყვეტილ მძივივით შენს ფერხთით ეცემა...

უცხოა სამყარო... ბრმა ცირას თვალები.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<