siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-26 - 10:27 PM    
siyvaruli.in
სად არ გძინებია, სიყვარულო,
რა არ გდებია სასთუმლად!
რამდენი ვინმე თვითონ აცდუნე,
რამდენმა-თვითონ გაცდუნა!
ვის არ უძებნია ზეწარზე
თვალი დაკარგული ბეჭდის!
ვის არ გასჩენია შენს გამო
განუკურნებელი ეჭვი!
რამდენჯერ მოხვედრილხარ ქარში და წვიმაში!
რამდენჯერ მოგხვედრია სილა!
დაღლილი.დაქანცული უზომოდ-
სად არ მივარდნილხარ ძილად!
თითქოს მოუხეშავს,თითქოს მორცხვს-
ხელში ყვავილებიც გჭერია!
ჯოჯოც ყოფილხარ,სატანაც და
უმშვენიერესი ფერიაც!
წვერგაუპარსავსაც გივლია და
სახეზე მალამოც გისვამს!
პურიც არ გქონია ნატეხი და
სმითაც უამრავი გისვამს.
ჭიანჭველაზე ფეხს არ ადგამდი და
მკერდებსაც აპობდი ლახვრით!
ხან ჩამოძენძილი დადიოდი,
ხან ტანსაცმელით ახლით.
სვამდი სიყვარულის ნექტარს საოცნებოს,
მაგრამ საწამლავსაც ასმევდი...
დიად საიდუმლოს ინახავდი
და უსინდისოდაც ასმენდი...
მეფეც შენა ხარ და მონაც საცოდავი,
ჯარისკაციცა და სარდალიც!
ისე მტყუანი ხარ,ისე მატყუარა,
და ისე უცნაურად მართალი!..
ყოველგვარ ოქრო-ვერცხლს, საუნჯეს ყოველგვარს
ყოველგვარ სიმდიდრის ქონას
ჯობს ერთი ბალიში მაგ თმებით გამთბარი,
ბალიში-უატომო ზონა....
მძულხარ, სიყვარულო! მძულხარ, სიყვარულო!
მძულხარ, სიყვარულო! მიყვარხარ!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<