siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-26 - 3:18 AM    
siyvaruli.in
მძულს ზამთარი... არ ვიცი რატომ .. ალბათ იმიტომ რომ საყვარელი ადამიანი ზამთარში დავკარგე... ყველაფერი კი ზამთარში დაიცყო... ხო, ისიც ზამთარში.
ულამაზესი იყო ბუნება ერთ ფერში... თეთრი ფანტელები სტუმრობდნენ ლამაზ ბუნებას. მარადმწვანე ხეებს თეთრი საბანი ეხურა.... მე კი ამ საამურ გარემოში დავსეირნობდი და სიცოცხლე მიხაროდა. რა ვიცოდი რომ ისევ ამ დროს რამდენიმე წლის სემდეგ ასეთი ტანჯვა მელოდა... ულამაზესი დღე იყო. მე კი მარტო ვიყავი.... არც მსურდა ვინმესთან ერთად სეირნობა. თავს ვარიდებდი ჩემი დაქალების გაუთავებელ ბუზღუნს იმაზე თუ რომელი კრემი გაუთავდა და რომელი ფეხსაცმლის საყიდლად არ ყოფნიდა ფული... მე სულ სხვანაირი ადამიანი ვიყავი.... რომანტიკოსი ველოდი „თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს" რომელიც ყველასდა სამწუხაროდ აგვიანებდა. თუმცა მე ასე სულაც არ ვფიქრობდი... დაქალებთან ერთად კლუბებში „ძიგძიგს" ასე მე ლამაზ გარემოში მერჩივნა მარტოს მესეირნა და მარტო დავრჩენილიყავი ჩემს არაორდინალურ ფიქრებთან...
ყველაფერი ძალიან ბანალურად მოხდა მაგრამ იმდენად ვიყავი წასული ჩემს ლამაზ ფიქრებში რომ სწორედ ამ ბანალურობაში ვპოვე ორიგინალურობა და რომანტიულობა...
ვიწრო ქვაფენილზე მივსეირნობდი, აქეთ იქით გრძელი სკამები იყო ჩამწკრივებული, ზემოდან კი ორივე მხრიდან ნაძვები იყო გადმოხურული. ძალიან ლამაზი იყო იქაურობა. სწორედ ამ დროს გამოიარა ჩემმა ოცნების „პრინცმა" მაგრამ სამწუხაროდ თეთრი ცხენი სადღაც დარჩენოდა : ) მე არც კი შემიმჩნევია. როგორც ჩანს არც მას არ დავინახივარ. ალბათ ისიც ფიქრებში იყო გართული და იმიტომ ვერ შემამჩნია. თავჩაღუნული მოდიოდა. გვერდით რომ ჩამიარა შემთხვევით მხარი გამკრა. ისე ძლიერად მოუვიდა რომ სერიოზულად მეტკინა.
- უკაცრავად, მაპატიეთ ძალით არ მინდოდა.
- არაუშავს ძალიან არ მტკენია.
ვიცრუე მე და ნატკენზე ხელი მოვიკიდე.
რომ ვთქვა რომ ისეთი სიმპატიური იყო თვალები ზედ მრჩებოდა მეთქი ვიცრუებ. შავგვრემანი ბიჭი იყო ხორბლისფერი სახით. დიდადაც ვერაფერს ვერ გამოვარჩევდი. პალტოს საყელოში და კაშნში იყო ჩამძვრალი.
მე გამოვბრუნდი და წამოვედი.... ცოტახანში საათზე დავიხედე, გამახსენდა რომ სახლში ზუსტად 3 საათზე უნდა ვყოფილიყავი, ახლა კი სამის ნახევარი იყო. სირბილით გადავჭერი პარკი და უახლოეს გაჩერებასთან ავტობუსს დაველოდე. დიდიხანი ლოდინი არ დამჭირვებია დაახლოებით 5 წუში ავტობუსიც მოვიდა და მეც შიგ „ავეტენე" ხო ავეტენე. იმიტომ რომ შიგნით იმდენი ხალხი იყო რომ თაგვი კუდს ვერ იბრუნებდა. დიდი ბრძოლის შემდეგ ცალსკამიანების მხარეს მივაღწიე და სახელურს მოვეჭიდე. უცბად ავტობუსმა მკვეთრი სვლით დაამუხრუჭა. მე წავბორძიკდი და ვიღაცის კალთაში აღმოვჩნდი...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<