siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
განდეგილი
2011-06-10 - 6:01 PM    
siyvaruli.in
ლეგენდა

(ვუძღვნი ოლღა ჭავჭავაძისას)

I

სადაც დიდებულს მთასა მყინვარსა

ორბნი, არწივნი ვერ შეჰხებიან,

სად წვიმა-თოვლნი, ყინულად ქმნილნი,

მზისგან აროდეს არა დნებიან,

სად უდაბურსა მას მყუდროებას

კაცთ ჟრიამული ვერ შესწვდენია,

სად მეუფება ჭექა-ქუხილსა,

ყინულს და ქართა მხოლოდ ჰშთენია, —

უწინდელს დროში ღვთისა მოსავთა

გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი
< ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 859-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გაზაფხული
2011-06-10 - 6:01 PM    
siyvaruli.in
ტყემ მოისხა ფოთოლი,

აგერ მერცხალიც ჭყივის,

ბაღში ვაზი ობოლი

მეტის ლხენითა სტირის.

აყვავებულა მდელო,

აყვავებულან მთები;

მამულო საყვარელო,

შენ როსღა აყვავდები?

28 იანვარი, 1861 წ.

პეტერბურგი.
  ნანახია: 496-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გ.აბ ხ...
2011-06-10 - 6:00 PM    
siyvaruli.in
ღმერთო!.. აკურთხე ამ ყმისა ძალნი,

ხალხთ სამსახურად მიეცი ღონე,

აღუხსენ ხედვად მშიშარნი თვალნი,

ტანჯვის ნუგეში მას შთააგონე.

ღმერთო!... მოჰმადლე მადლი ზეცისა,

შთაბერე ყრმასა ძლიერი სული,

რათა შეიქმნეს თავის ერისა

მოძმე ერთგული და მოყვარული.

ღმერთო!.. თან სდევდე უსუსურს ბავშვსა,

რომ დღენი ისე არ დაელიოს,

მინამ ტანჯვისა ცრემლი თვის ხალხსა

ცოტათი მაინც მან არ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 580-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ბედნიერი ერი
2011-06-10 - 6:00 PM    
siyvaruli.in
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 629-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ბაზალეთის ტბა
2011-06-10 - 5:59 PM    
siyvaruli.in
ბაზალეთისა ტბის ძირას

ოქროს აკვანი არისო,

და მის გარშემო, წყლის ქვეშე,

უცხო წალკოტი ჰყვავისო.

მწვანეა მუდამ წალკოტი,

არასდროს, თურმე, არ სჭკნება,

ქვეყნისა დროთა ტრიალსა

იგი არ ემორჩილება.

ვერ ერჩის, თურმე, მის მწვანეს

ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,

და იმის მზიან ჩრდილებში

მუდამ გაზაფხული არი.

წალკოტის შუაგულშია

ის აკვანი ასვენია,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 601-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
აჩრდილი
2011-06-10 - 5:59 PM    
siyvaruli.in
(ვუძღვნი ივ. პოლტარაცკის და ილია წინამძღვრიშვილს)

”რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა,

იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”.

რუსთაველი.

I

აღმობრწყინდა მზე დიდებულადა

და განანათლა ქვეყანა ბნელი,

კავკასის მთების წვერთა მაღალთა

ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი.

აღმოჩნდა მთების ზემოთ მყინვარი,

ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,

იგივ ზვიადი, იგივ მძვინვარ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 594-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ალექსანდრე ჭავჭავაძე
2011-06-10 - 5:58 PM    
siyvaruli.in
Его стихов пленительная сладостъ

Пройдет веков завистливую далъ.

პუშკინი.

მისი ლექსი შვებით, ლხენით

ხან მეჯლისში მოჰფრინდება,

გულს ჩაგეკვრის, ჰლაღობს, ჰხარობს,

გამღერებს და ამღერდება;

ხან ღონდება ნაზ ქალსავით

უიმედო სიყვარულით,

ხან იფეთქებს ჭაბუკსავით

და განდევნის სევდას გულით;

ხან ბუჩქებში მიმალული

ჰზის მარტო, ვით იადონი,

შეჰყეფ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 493-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ალაზანს
2011-06-10 - 5:57 PM    
siyvaruli.in
სიჭაბუკისა ყვავილი

დამიჭკნო ჟამთა დენამა,

ნდომა მომაკლო, დამიგდო

სასაპყროდ გული რბენამა.

საბა ორბელიანი.

მდინარევ, ჩემის მშობლიურ მთის ცრემლით შემდგარო!

აწ შენს კიდეზედ ვდგევარ, დაგცქერ მე, მეგობარო!

დაგცქერ ჭმუნვითა და შენს წყალში ვეძებ ჩემს წარსულს,

დროთა ბრუნვისგან შენ ზვირთთ შორის დამარხულს, დანთქმულს

რაც-კი არს ჩემ-წინ, მომაგონებს მას, რაც დავკარგე

და რის წუხილიც ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 582-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
1871 წელი 23 მაისი
2011-06-10 - 5:57 PM    
siyvaruli.in
(კომუნის დაცემის დღე)

ტვირთმძიმეთ და მაშვრალთ მხსნელი

დიდი დროშა დაიშალა...

კვლავ ქვეყნისა მჩაგრავ ძალამ

იგი დროშა დასცა დაბლა.

კვლავ ეწამა მოყვასთათვის

საოცარი იგი ერი,

კვლავ დაიდგა დიდ წამების

მან გვირგვინი მშვენიერი.

კვლავ ქვეყნისთვის დაიღვარა

წმინდა სისხლი წამებულის,

კვლავ დამარცხდა დიდი საქმე

ყოვლად მხსნელის სიყვარულის.

კვლა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 532-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
2011-06-10 - 5:56 PM    
siyvaruli.in
ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?

რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,

ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში

ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.

თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,

რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:

აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა

და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.

ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 532-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
უსულდგმულო ცხოვრება
2011-06-10 - 5:56 PM    
siyvaruli.in
უსულდგმულო ცხოვრება

ცის ნიჭად ნუ გგონია,

იგი მიწის ყოფილა —

რასაც ბოლო ჰქონია!

ცხოვრებას აცისკროვნებს

სული, საქმით მეტყველი,

და ის უბოლო არის,

ვით სულის შთამბერველი.

ნეტა ვინც კარგის საქმით

აღნიშნავს თავის დროსა!

ის აქავ ეწაფება

უკვდავების წყაროსა!..

1860 წ.

პეტერბურგი.
  ნანახია: 452-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ოჰ, სად არიან, სიჭაბუკევ, სიტკბონი შენნი?
2011-06-10 - 5:55 PM    
siyvaruli.in
ოჰ, სად არიან, სიჭაბუკევ, სიტკბონი შენნი?

სად არს აღმტაცის სიყვარულის ტანჯვა, სამოთხე?

განძრცვილვარ გრძნობით, უდროოდა მეკვეთნენ ფრთენი,

გაზაფხულია, მე კი ვდგევარ ვით უფოთლო ხე.

აღმესპნენ იგი საოცარნი ყრმობის სიზმარნი,

გულმა დაჰკარგა იმ სიზმრების სარწმუნოება...

თვალ-წინ მიყრია უკეთესნი ყვავილნი მჭკნარნი,

მომიკვდა ეჭვ-ქვეშ მაცხოვარი თვით სასოება.

ჭკვამ მოჰკვეთა ფრთა ჩემ ჭაბუკ დღის ლაღსა გრძნობას ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 545-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მესმის, მესმის სანატრელი
2011-06-10 - 5:55 PM    
siyvaruli.in
მესმის, მესმის სანატრელი

ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!

სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს

დასათრგუნვლად მონობისა.

აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა

და აღმიგზნებს იმედს გულში...

ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი

გამაგონე ჩემს მამულში!

29 ივლისი, 1860 წ.

პავლოვსკი.
  ნანახია: 526-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით
2011-06-10 - 5:54 PM    
siyvaruli.in
მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით,

როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე,

და ქალწულების კრთომით, მორცხვობით

მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე;

მე დაგყურებდე ტრფიალებითა,

შენ ჩემს გულზედა თავი გესვენოს;

მწყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა

მე შენთვის კოცნაც ვერ გამებედნოს.

ვიშ, მაგ შენს ნარნარს გულის-ცემასა.

ვით ლოცვის ბგერას, ლმობით ვისმენდე

და ცოდვილთ ფიქრთა ზედ-მოსევასა

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 531-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული
2011-06-10 - 5:53 PM    
siyvaruli.in
მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,

ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!

შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,

ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება.

დაჟინებითა ფიქრი ფიქრზედ მოდის, გროვდება,

გრძნობა გრძნობაზედ შეუპოვრად იძვრის ჩემს გულში,

და მე არ ვჩივი, — მიხარიან, რომ ეგრეთ ჰშრვება

ჩემი ცხოვრება შენსა ფიქრში, შენს სიყვარულში.

მაგრამ მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 528-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვაი, მას — ვისაც ვაძლევდი მსხვერპლად
2011-06-10 - 5:53 PM    
siyvaruli.in
ვაი, მას — ვისაც ვაძლევდი მსხვერპლად

ჩემს თავს, სიცოცხლეს, გრძნობას, სურვილსა,

ის აღარ ჰყვავის ამა ბნელ ქვეყნად,

ეხლა ის არის მცხოვრები ცისა!..

გამიქრა ბედის ჩემის ვარსკვლავი,

კვლავ დამიობლდა ობოლი თავი,

წამერთო ყველა და ნუგეშად დღეს

მარტოღა ცრემლნი მე დამშთენიეს.

19 თებერვალი, 1859 წ. პეტერბურგი

(ბოლო რედაქცია 1860წ.).
  ნანახია: 531-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან
2011-06-10 - 5:52 PM    
siyvaruli.in
დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან,

მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი

ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,

თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;

რომ ჩემს საფლავზედ დაყუდებულმან

ქართველმა, ჩემგან შეყვარებულმან,

გულწრფელობითა და სიმართლითა,

მე ჩამომძახოს თუნდ ჩუმის ხმითა:

იყავ მშვიდობით შენს მყუდრო ძილში!

შენ გიცოცხლია, როგორც უნდოდა;

თქვას: შენი ქნარი შორს ჩვენგან — ჩრდილში

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 525-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ცხოვრება და კანონი
2011-06-02 - 7:54 PM    
siyvaruli.in
რაც უნდა მდიდარი ქვეყანა უნდა იყოს ბუნებით, თუ იქ ჩემი და შენი, ესე იგი კაცთა უფლება და მოვალეობა, ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული ცხადად და უცილოდ, იქ ხალხის წარმატება და კეთილდღეობა, თუ ყოველდღე უკან არ იწევს, შეფერხებული ხომ არის და არის. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღწვოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 762-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სიმვოლო სარწმუნოებისა
2011-06-02 - 7:54 PM    
siyvaruli.in
შედგენილი მსოფლიოსა კრებასა ზედა ქალაქსა შინა დორპატისასა და გამოცხადებული სამეფოსა ქალაქსა შინა ქვათათისს, ადგილობრივსა კრებასა
ზედა მესამისა დასისა, წელსა დასაბამიდან "კვალისა" მეშვიდესა, ხოლო გაჟორდანიებისა მისისაგან მესამისა.

1) მწამს ერთი მარკსი, ტომითა ურიასტანელი, თავბრუდამსხმევი ყოველთა უმეცრებით-მოცულთა ჩჩვილთა და უპოვართა, მოჯადოებული სახელ-განთქმულისა გეგელის მიერ, მამა-შემქმნელი ყოვლისა მეცნიერებისა, არსისა და უარსისა, გარეშე რომლისა არა იყვნენ მეცნიერნი უცხონი სო ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 572-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
პურეულით ვაჭრობის საქმე ჩვენში
2011-06-02 - 7:54 PM    
siyvaruli.in
ტფილისი, 5 იანვარი,

ჩვენი წერილები პურის ვაჭრობის თაობაზედ ჩვენში სავსე არ იქნება, რომ ერთი ის გარემოებაც არ წარმო-ვუდგინოთ მკითხველს, რომლის გამოც ჩვენში აღძრული 1885 და 1886 წელს პურის ვაჭრობა შემ-თხვევას უნდა მიეწეროს და არა მკვიდრად დაყე-ნებულს წარმატებას პურის მოყვანისას. ვის არ ახსოვს, რარიგად დაიწია ჩვენში პურის ფასმა 1884 წელს და ამ დაწეულმა ფასმა საგრძნობლად არც 1885 წელს აიწია. გარდა ამისა, თუმცა ფასები მეტად დაწე-ული იყო, ამ 1884 წელს თითქმის მუშტარი არა ჰყვანდა ჩვენს პურ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 716-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 3 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<