siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
ქართვლის დედა
2011-06-02 - 7:53 PM    
siyvaruli.in
(სცენა მომავალ ცხოვრებიდან)

გაგვიძეღ, ბერო მინდიავ,

მუხლი მაიბი მგლისაო,

გაიყოლიე უმცროსნი,

ვისაც თავი აქვს ცდისაო.

ხალხური სიმღერა.

ვუძღვნი პეტრე ნაკაშიძეს

აჰა, იმ დროთგან ერთი სახე ამოღებული,

რომელნიც ერთად გვინატრია უცხოეთში ჩვენ,

რომელთ იმედი, ღვთიურ სხივით გაბრწყინვებული,

დღესაც გულში გვაქვს მტკიცე რჯულად, ძმაო, მე და შენ.

მყობადს ავხადე ერთი კუთხე დ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 742-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ
2011-06-02 - 7:53 PM    
siyvaruli.in
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები, მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.

შოთა რუსთაველი.

სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილი

მწუხრის ზეწარი გადაეფარა, —

და მთვარის შუქზედ მთებისა ჩრდილი

ალაზნის ველზედ წამოიხარა.

ღამის გუშაგი, მუდამ მჭმუნავი,

მთვარე მეფურად მძლავრად ვიდოდა,

მთებისა ყინვით ნაკვეთი თავი

იმის სხივებთან მუსაიფობდა.

შორნი მნათობნი მოკამკამენი
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 869-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მეფე დიმიტრი თავდადებული
2011-06-02 - 7:52 PM    
siyvaruli.in
(ვუძღვნი თ. პეტრე ნაკაშიძეს)

უქმე დღე იყო, ტვირთმძიმეი და დამაშვრალი,

საყდრის წინ ჯგუფად ხალხი იდგა და ჰყაყანებდა;

იქავე ახლოს, ცაცხვის ხის ქვეშ ერთი საწყალი

ბრმა მეფანტურე იჯდა ცალკედ და მდუმარებდა.

“ეჰ, რას ჰყაყანებთ, — დაიძახა ყმაწვილმა ბიჭმა, —

შინაც ძლივს ვუძლებთ დღე-მუდამის ჭირს, ვაგლახობას!

აქ მაინც ცოტად ფრთა გაშალოს გულის წადილმა...

ბრმა მეფანტურევ, გვითხარ რამე, მამა-შვილობას!
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 850-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ძველი საქართველოს ეკონომიური წყობა
2011-06-02 - 7:51 PM    
siyvaruli.in
ჩვენის ხალხისა და ქვეყნის ისტორია მეტად ბნელია და შეუმუშავებელი. ჩვენს ისტორიაში ან სულ არ არის ფაქტები ჩვენის ხალხის ცხოვრების შესახებ და, თუ არის, კანტი-კუნტი სადმე,ისიც მეტად საეჭვოა. ჩვენ ვამბობთ მარტო იმისთანა ფაქტების თაობაზედ, რომელშიც ერთობ ხალხი იჩენს თავის-თავსა, თავის თვისებასა, თავის მონაწილეობასა ისტორიაში.

ერთი სიტყვით, ჩვენის შიდა-ცხოვრების ისტორია ჯერ ფარდააუხდელია და უცნობი ჩვენგან. ჩვენი "ქართლის ცხოვრება" ხალხის ისტორია კი არ არის, მეფეთა ისტორიაა, და ხალხი კი, რო ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 866-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
საახალწლოდ
2011-06-02 - 7:50 PM    
siyvaruli.in
ჩვენ გვესმის და ადვილად გამოსაცნობიც არის, რისთვის გვიხარიან იესო ქრისტეს შობის დღე. გვესმის ეს დიდი დღე რისთვის არის დიდი, რისთვის არის ყოველ-წლივ სიხარულით და მილოცვით მისაგებებელი, რისთვის არის სადღესასწაულო დიდისა და პატარასათვის. ამ დღეს დაიბადა სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი და ცხოვრების მომნიჭებელი მაცხოვარი ქვეყნისა, ღმერთი ყოვლად მოწყალებისა და ყოვლად მსხნელის სიყვარულისა. ღმერთი ნუგეშინისმცემელი უძლურისა და უღონოსი, დავრდომილთა აღმადგენელი, სნეულთა მაურვებელი, ცოდვილთა შემწყნარებელი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 871-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
2011-06-02 - 7:50 PM    
siyvaruli.in
აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი... რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი!“ წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილსავე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვიდინ, დღეო სიხარულისაო!“ რა გითხრათ, რით გაგახაროთ?
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 777-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
 ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის კაზლოვიდან „შეშლილის“ თარგმანზედა
2011-06-02 - 7:49 PM    
siyvaruli.in
როცა გაგვახსენდება კაზლოვი და მისი პოეზია, თუკი არის პოეზია მის დაძალებულ ცრემლიან ლექსებში, როცა გაგვახსენდება, მაშინვე ენაზედ მოგვადგებიან ჩვენ სასიქადულო რუსთაველის სიტყვები, მხოლოდ ჩვენებურად კი დავიწყებთ ხოლმე:

„კაზლოვის ლექსი ცოტაა, ნაწილი მოშაირეთა,
არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა,
ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:
დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვს* ხოცა ნადირთა მცირეთა“.

ეს ლექსები, თუ არ ამაღლებენ კაზლოვს, სრულიად ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 839-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი
2011-06-02 - 7:48 PM    
siyvaruli.in
ერთაშორისი დაუნდობლობა, ომი და სისხლის ღვრა რომ კაცობრიობის ბედნიერებისა და კეთილდღეობის სულის შემხუთავი და დამღუპავია, ეს დიდი ხანია შეგნებული აქვსთ მეცნიერებისა და მწერლობის წარმომადგენელთ. იმისდა მიუხედავად, რომ ეგ აზრი მეტად ადვილი გასაგებია, მთელი ევროპა მუდამ იმასა ცდილობს, რომ საომრად მოემზადოს; ამ განზრახვით ევროპის სახელმწიფონი არავითარს ხარჯსა და საშუალებას არა ჰზოგავენ მხოლოდ იმიტომ, რომ აუარებელი ჯარი იყოლიონ. ასორმოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც საფრანგეთის გამოჩენილი ფილოსოფოსი მონტესკ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 612-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
დავით აღმაშენებელი
2011-06-02 - 7:48 PM    
siyvaruli.in
არ ვიცით, სხვა როგორა ჰფიქრობს და ჩვენ კი ასე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს - ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, - რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულის ფიცარზედ იბეჭდავს მარტო სულის ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 814-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სარჩობელაზედ
2011-06-02 - 7:47 PM    
siyvaruli.in
პატარა ამბავი

I

შუა ზაფხული იყო. მინდვრები და ქედები გოლვას სულ მთლად გადაეჭკნო და ფერი ეცვლევინებინა. იმ დღეს, რა დღიდამაც ვიწყებთ ჩვენს ამბავს, ასეთი ცხარე მზე სწვავდა ქვეყანასა, ასეთი პაპანაქება იდგა, რომ დედამიწას ბუღი ასდიოდა, თითქო გახურებული თონეაო. კაცი სიცხისაგან დაოსებული ძლივს სულს იქცევდა. ამისთანა დღეს საქონელ-გამოშვებულნი ღვინის ურმები იდგნენ მწკრივად ლოჭინის ხევის პირას. ხევში წყალი გოლვისაგან ისე მილეულიყო, რომ ძლივსღა მოიპარებოდა ქვებთა შორის რიყეზედ. ს ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1133-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მგზავრის წერილები
2011-06-02 - 7:46 PM    
siyvaruli.in
ვლადიკავკასიდამ ტფილისამდე
I

დილის ექვსი საათი შესრულდა თუ არა, იმ სასტუმროს წინ, რომელიშიაც მე წინა ღამეს ჩამოვხტი, რუსის პირდაუბანელმა და თავდაუვარცხნელმა „იამშჩიკმა“ ფოშტის პოვოსკა მოაყენა. ეს იყო ვლადიკავკასში. საკვირველია! რუსის მხატვრების სურათებზედ რა ლამაზად არის ხოლმე გამოყვანილი ამ სქელკისერა „იამშჩიკის“ ბრიყვი სახე, იმისი ოყრაყული სანახაობა, იმისი მიდუნ-მოდუნებული ზლაზვნა, უადამიანო და პირუტყვული მიხვრა-მოხვრა. რამოდენადაც სურათია კარგი, ორ იმოდენად საძაგელია ნამდვ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 734-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
საახალწლო მოთხრობა
2011-06-02 - 7:45 PM    
siyvaruli.in
მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, რა გულის ფანცქალით ვნატრობდი წინა-ღამე ახალის წლისა მალე გათენდეს-მეთქი. მე მახსოვს ეს წინა-ღამე, ეს წინა-ღამე ახალის წლისა ჩვენს პატარა სოფელში, საცა ბღარტებსავით გარს ვეხვიენით დედ-მამას ორნი დანი და სამნი ძმანი. იმ დღეს ჩვენთვის აღარც კაკანათი იყო, აღარც თოვლის გუნდა, აღარც თოვლში ხტომა და სირბილი. თვალი და გული ხვალისაკენ მიგვირბოდა, ხვალეს ველოდით, ხვალე გვახსოვდა, ხვალეს ვნატრობდით. გარეთ რა გვინდოდა, როცა შინ იმოდენა ხილ-ხული და ტკბილეულობა გვეგულებოდა. შინ ოთ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 661-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 3

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<