siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
ძმათა საფლავთან
2011-04-23 - 3:14 AM    
ჩვენ შორის გაწყდა გზები თუ აზრი
და, როგორც სუნთქვა, თრთოლვით გათავდა,
და ყინვა, ფინურ დანაზე ბასრი,
ლენინგრადისკენ გზას გვიკეტავდა.
როდესაც რკინა ტყვიამ დაძენძა,
როცა ასწიეს ფრთები ანძებმა,
საძმო საფლავში იწექ ნაძვებთან,
არ ესწრებოდი ჩვენს გამარჯვებას.
ათგან ნახმლევი და ნატყვიარი
სწორებთან დუმდი - გიძმეს სწორებმა,
და მე მესმოდა ქარის შრიალი,
როგორც შენი ხმის განმეორება.

1941
  ნანახია: 451-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ჩემს მიწურ ქოხში
2011-04-23 - 3:13 AM    

ჩემს მიწურ ქოხში შემოდის სხივი
და კუთხეებში აყენებს ჩრდილებს,
და ჩემი გულის განწირულ ყივილს
თვისებურად ხმას აუჩვილებს
ო, რა თქმა უნდა,
შენმა ოცნებამ
არ შეუძლია წარმოიდგინოს, -
მაქვს მინდიასებრ ბრძენის მოთმენა,
სისხლის ღამე და სისხლის ლოგინი.
მაქვს სიყვარული - იების სუნთქვა,
სხვას კი, ძვირფასო, არც ვინატრებდი,
ვარ ერთი ვინმე, ცასავით სფთა
და ცაზე ვრცელი გულის პატრონი.
ვარ გათენება ცაზე ასული,
მზე - დაფენილი ყვითელ ას ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 616-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
შენ
2011-04-23 - 3:11 AM    
შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა
გაუგონარი, მღვრიე დაწვითა,
შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა
და ამხანაგის გულში გაცივდა.
როგორ დაეცა იგი დაჭრილი,
როგორ კაწრავდნენ მიწას თითები
და გაზაფხულის შორი აჩრდილი
როგორ მოჰქონდა დღეს გაფითრებით.
მაგრამ მითხარი, განა გიშველის,
რომ შედრკე ახლა სიკვდილის გამო!
რამდენი ნახე შენ ფეხშიშველი
ბავშვი უსახლო და უდედმამო!
შენ მიდიოდი... გზა იყო სისხლის
და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს...
სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 581-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სურათი
2011-04-23 - 3:11 AM    
ბავშვი ეკითხებოდა მამას: - როდის წავალთ
სახლში?
ღრუბლები არა ჰგვანდნენ ღამურებს, -
ღრუბლებს შეეჭამათ ცა.
და მტირალი ბავშვი, როგორც მოლაღური
ეკითხებოდა ხმას საკუთარს:
- როდის წავალთ სახლში?
იმ ღამეს მზის გარდა არაფერს ეძინა.
- გვიშველეთ, გვიშველეთ ჰკიოდა გრიგალი.
- გვიშველეთ: ხეებმა შეიბეს ფეხები,
რომ, როგორც ჭინკებმა
იქროლონ ცაში!
- არ გესმით? როგორც ბალახის
ჩურჩული, კითხულობს ხმა:
- როდის წავალთ სახლში?!

1942
  ნანახია: 451-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
საღამონი
2011-04-23 - 3:09 AM    

იწყება შუქი, იწყება წყევლა,
თავდავიწყება არსად იწყება.
მე მავიწყდება წარსულში ყველა,
საღამონი კი არ მავიწყდება.
არ მავიწყდება როგორც ქარები,
გარდასულ დღეთა ლეგა ფურცლები.
იცვალენ ყველა შემოგარენი,
საღამონი კი დარჩნენ უცვლელნი.
და სიკვდილის ჟამს, როცა ღელვანი
წაშლიან ცრემლს და ღიმს დასტოვებენ,
მე დამტოვებენ ქვეყნად ყველანი,
საღამონი კი არ დამტოვებენ.

1941


  ნანახია: 486-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სადგურზე
2011-04-23 - 3:09 AM    
სადგური სავსე ჯარისკაცებით,
ხმაური არხევს მღვრიე ვაგონებს...
შენ მითხარი, რომ ეს გატაცება
რაღაც შორეულ სიზმარს გაგონებ.
შენ მითხარი, რომ ჩემ დაბრუნებას
დაუცდის შენი ბავშვობა წმინდა,
მაგრამ შენ გქონდა ქალის ბუნება
შენ ქალი იყავ და დაგავიწყდა.
და არც გამტყუნებ, არ მაქვს უნარი
გავკიცხო შენში, რაც ასე გშვენის.
ამქვეყნად მე ვარ გასამტყუნარი,
რომ სიკვდილამდის მჯეროდა შენი.

1943
  ნანახია: 354-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
როგორც ყოველთვის
2011-04-23 - 3:08 AM    
როგორც ყოველთვის,
არც ამ წერილს გამოგიგზავნი.
არც ერთი ლოცვა ცამდის არ ადის.
ახლა მგზავრი ვარ და დუმილში
ვჩურჩულებ მგზავრი:
- მშვიდობით იყავ, აწ და მარადის.
ამ განშორებამ არ გაფინა ფერები ფითრის
არც დავიწყებად, არც უკვდავებად,
შენ ოცი წელი გებევრება, მე ასებს ვითვლი
და ათასებიც მეცოტავება.

1942
  ნანახია: 492-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ოი, ბავშვობის დღეები
2011-04-23 - 3:07 AM    
ოცნებას დავემონები

მუდამ ლაღი და იოლი,

რატომ არ ჩემი წნორები,

რატომ არ ჩემი იორი.

ჩემი ზვირფასი გორები,

ძნები - კაცები ყვითლები,

თიანეთი და სწორები,

თიანეთი და ფიქრები.

მეზობლის ბიჭის ქორწილი,

ღვინო ეჯიბი მაყარი...

ურჩი ვაჯკაცის ბორკილი -

თმა მხრებზე გადანაყარი.

ოი, რანაირ გეძებდი,

ქალშავავ, შავი თმებითა,

ვინც მკლავდი, ვინც მახარებდი

გაყრით და შერიგებითა.
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 509-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ო, მაპატიეთ
2011-04-23 - 3:06 AM    
ბედმა უცნობი გზით გამაქამანა,
თქვენ დარჩით შორი... ცაზედაც შორი...
და, როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.

1942
  ნანახია: 556-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
 ნუ მწერ
2011-04-23 - 3:06 AM    

ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს, 

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

. . . წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს,
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან,
აელვებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 678-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მთაწმინდიდან სმოლენსკამდე
2011-04-23 - 3:06 AM    
მთაწმინდიდან სმოლენსკამდე გზაა შორი,
უფრო შორი - გზა ბრძოლის და მწუხარების.
გახსოვს ღამე? - გავუძვერით ნაღმებს ორნი
და მტრის ბლინდაჟს შევუკეთეთ ყუმბარები.
გახსოვს დნეპრი? - მღვრიე, როგორც გათენება.
დნეპრზე მღვრიე - შემოდგომის მღვრიე ქარი,
დაჩეხილებს თბილისის ცა გვამთელებდა,
ჩვენს საშველად მთაწმინდიდან წამომდგარი.
მე დედაშენს არ ვუამბობ შესაწუხარს,
ვეტყვი მხოლოდ, ომში გული არა კვდება,
ვეტყვი, რომ შენ წაიქეცი, როგორც მუხა,
როგორც ფშაველ მონადირეს ეკადრებ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 498-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მელოდე
2011-04-23 - 3:05 AM    

მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.
შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს.
და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.
გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბა ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 448-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მეგობარ პოეტს
2011-04-23 - 3:05 AM    

გ.ძ.....ს
იქნებ იმისთვის, რომ საკუთარი
იყავი გულით და გარეგნულად,
იქნებ იმისთვის, რომ მე სხვაგვარი,
შენ სხვაგვარი გზა ბედმა გარგუნა,
რომ შენი მწარე, ქილიკი ენა
მე არ შემეძლო ახლოს მეთმინა,
იქნებ იმისთვის, რომ შენ ერთხელაც არ მომიგონებ ასე კეთილად, -
მე შენ გეძახი... სადა ხარ ეხლა,
სად იქნევ მკლავებს, ბრძოლას უჩვევი...
ამაღამ მტერთან მომიწევს შეხლა,
და იქნებ ტყვიას ვერც გადვურჩები.
ამაღამ ჩემი სვანური მუხლი
მე შემახვედრე ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 516-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მე ეს გრიგალი ვერ წამაქცევდა
2011-04-23 - 3:05 AM    
იწვა რუსეთი უსასრულო, ფართო, კეთილი,

ხვდებოდა ბრძოლით დღის განათებას,

და ჩენს გულს, შენი ორლესული დანით გაკვეთილს,

კვლავ ზარავდა შენი ხსენება.


დღეს გადავწყვიტე, ვერასოდეს ვეღარ შევხვდებით.

სიყვარულს შენსას ერქვას გაცემა.

ო, შენ რომ არა... შენი ხელის მკვლელი შეხება,

მე ეს გრიგალი ვერ წამაქცევდა.

1944
  ნანახია: 448-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მათე ზალკას
2011-04-23 - 3:04 AM    

სულო, შენ გახსოვს, როგორ წამოდგა

ღამეების და ყინვის ანთება,

როგორ ურტყამდა ცა რკინის მოდგმას

და მტერტან სისხლის არდამართებას.

სიკვდილის მახე, მხრებთან დახრილი,

უკვდავებისკენ უფრო გვახელებს,

თქვენი სახელი, როგორც მახვილი,

ჩვენ, უსახელო ძმებს გვასახელებს.

ო, გვასახელებს, რომ ხსოვნის გვერდით

მოკრძალებითა თრთოდნენ ზოლები.

რომ ღაღადებდნენ სიმაღლეს ბედის

და სილამაზეს თქვენი ბრძოლე ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 539-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
თოვლი
2011-04-23 - 3:03 AM    
თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,

სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.

მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი

და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.

დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,

თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.

იჩქარე ვიდრე თოვლივით წავშლი

შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.

წახვედი როდის, ჰბრუნდებუ როდის -

დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,

ჩემკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის -

თოვლი, თოვლი, თოვლი.

მათოვდა წუხელ, აცად ვარ ახ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 641-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ერთი ღამე
2011-04-23 - 3:00 AM    
ოცდამეექვსე გაზაფხული წავიდა.
გადაჰყვა გრიგალს, ჩრდილებში ნაქსოვს.
იმ ცხრა ათას ხუთას შვიდი ღამიდან
მე ერთი ღამე მახსოვს.
რას ჰგავდა ის ღამე, თენებას არ ჰგავდა,
არც სიბნელე ახლდა შენი თვალების,
და მხოლოდ სახელი ღამის ერქვა, რადგან
დღის შემდეგ მოვიდა ნამკრთალები.
მოვიდა, სულში კლდესავით ჩამოწვა
და ახლაც არ ვიცი, ის ღამე რა იყო,
ღამე – სამხრეთში რომ მხრებზე დავიდგი,
ღამე – ჩრდილოეთში გულით რომ წავიღე.
და ძალიან ხშირად, როდესაც გვიანი
იელვებს ყვით ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 449-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გმირობას მისას
2011-04-23 - 2:59 AM    
თოვლით დაფარულ ნაძვების ახლოს
ის იწვა ერთი,
და უცქეროდა ღრუბლების მაღლობს
თვალებით თეთრით...
არც ხმლის ნატეხი, არც ბუდე ისრის
არ ეგდო სადმე,
მხოლოდ შემხმარი მოშაო სისხლი
შვენოდა წარბებს.
ამ სისხლს ხსოვნისთვის გულზე წაიცხებს,
მკერდით დაიცავს,
გმირობას მისას არ დაივიწყებს
რუსეთის მიწა.

1942
  ნანახია: 359-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
განშორება
2011-04-23 - 2:58 AM    
ბნელ სიჩუმეში განშორების დღე ახლოვდება, არწივის მზერას დაამძიმებს გათიშვის ელდა, ეს აგარაკი მხოლოდ შენით დამახსოვდება, დამრჩება სევდა, სასურველო, მარტოდენ შენდა. იელვებს მარად საიდუმლო იგი ნიშანი, ერთი ღიმილი, ერთადერთი მწვავე იარა. ეჰ, ჩემო კარგო, მეც მრავალჯერ ბედთან ვიშარე
და ცრემლი დარჩა თეთრი რითმის თანაზიარი. მაგრამ, როდესაც მყინვარივით წამოვიხრები, როცა ჩემი ხმა გაანათებს უკუნეთს ქვიანს- ივხვდები, იმ ღიმილის ძალას მივხვდები, მაგრამ გვიან კი, ძალიან გვიან. 1939 წელი, შოვი
  ნანახია: 478-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(ცას შეასწორებს უცნობი ხელი...)
2011-04-23 - 2:57 AM    
ცას შეასწორებს უცნობი ხელი,

დაუსრულებელს და უყავაროს,

ეს მხარე მოყვარს თვალებით შენით,

მზეების ჩემის აღმოსავალო.


სხივებს გადახრის გრიგალი ურჩი,

როგორც უხრია სწორი ვერხვები,

მე მოვალ მაშინ ცასავით ლურჯი

და სენს უღონო მხრებს დავეხრები.


მოვალ, მოვითხოვ იდუმალ შველას,

თუ გზა მეყო და ბადი მეღირსა,

რომ, ჩრდილოელო, ამბორმა შენმა

გადამწვას შვილი მზეთა ქვეყნისა.

1943
  ნანახია: 490-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
1 2 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7027

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<