siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
(ჩვენ განვშორდებით...)
2011-04-23 - 2:56 AM    

ჩვენ განვშორდებით, შეხვედრის ჟამი
დარჩება, როგორც თეთრი ზღაპარი,
შენი მსუბუქი ნაბიჯის ჩქამი,
შენი მზერა და ხმა გასახარი.
მე დამავიწყდა ქართული ხმები,
მე შენი ხმები ვით დამახსოვდეს,
ვიცი: გრიგალებს ერთად შევხვდებით,
მაგრამ ერთმანეთს - ვეღარასოდეს.
და წავლენ დღენი... ჩვენს საფლავებზე
ეპიტაფიებს დაფარვს ხავსი,
მაგრამ ჩემს ლექსში ჩამქრალ თვალებზე
ვინმე შკრთება გრძნობებით სავსე.
ადგება ქართულ სიმღერის ფეთქვა
შენი რუსული ხმებ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 508-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(სახეში გვათოვს...)
2011-04-23 - 2:56 AM    
სახეში გვათოვს, მტერი არა ჩანს,

სიკვდილის ნატვრა გამიხდა დარდად,

ვდგევარ სხივებით, სველი ფარაჯა

არაფერს მაძლევს, სიცივის გარდა.

რა სასტიკია, რა სატირალი

სხვის ქვეყანაში თოვლი პირველი.

... მე ვხედავ თოვლზე დაყრილ ნაფოტებს.

მეზობლის ბიჭი ამზადებს მარხილს.

ბაღში ჩემი ძმა დაბერტყავს ტოტებს,

თოვლის სიმძიმით მიწაზე დაყრილს.

გუზგუზებს, ოხრავს ცვენი ბუხარი,

ფანჯრის მახლობლად ჭყივის ბეღურა,

ჩემს დ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 528-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(როგორც იფნები...)
2011-04-23 - 2:55 AM    
როგორც იფნები, როგორც ვერხვები
მზრებს დაეხარნენ სუქთა შვილდები.
გითხარ, რომ ქვეყნად ვეღარ შევხვდებით
და ატირებულს ვერ გამშვიდებდი.
ო, იმ საღამო ცის ლურჯი ფერი
იცრიდა გაყრას, წამწამა შვილდო,
ბედმა შესცვალა როლები ჩვენი
და ქვეყანაზე ვინ დაგამშვიდოს?!

1940
  ნანახია: 470-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(მე მხოლოდ მახსოვს...)
2011-04-23 - 2:54 AM    
მე მხოლოდ მახსოვს, რომ გასაშრობად
ცას ეწვა ნისლი უკაბადონო.
მე არ მქონია ქვეყნად ბავშვობა,
თქვენ უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო,
შეხედეთ ჩემს გულს ათასგზის ნაგმობს,
ქარმა, ღამემ და სიცივემ აცრა.
თქვენ რაღაც სუფთა ყვავილზე ამბობთ
ჩემი უსიტყვო ცრემლების ნაცვლად.
მე მხოლოდ მახსოვს, ქარი ულხინოდ
მიაქანებდა ბედს უპატრონოს,
თქვენ უსირცხვილოდ, ო, უსირცხვილოდ
ჰო, უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო.
ხომალდი ჩემი ტალღებს ქაფიანს
არც შველას სთხოვდა, არც სთხოვდა
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 524-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(მე თქვენ გიგონებთ...)
2011-04-23 - 2:53 AM    

გალაკტიონ ტაბიძეს

მე თქვენ გიგონებთ კრძალვით და რიდით,
თქვენ მშვენიერ ხმას, ქართულის მაღლობს.
გახსოვთ პიტერი, დღენი ჯონ-რიდის,
ის დღენი რაა ამ დღეთა ახლოს.
არ შეედრება ის ქარი იმ ქარს,
როგორც ვერასდროს ვერ შევედრებით -
თქვენს ძვირფას სახელს, უზომოდ მაღალს,
და თქვენს ხმებს მე და ჩემი ლექსები.
მე მზრდიდა წიგნი ლურჯი ზარნაშით,
მე თქვენს სახელზე ვლოცულობ ახლაც,
თუმც სიკვდილის წინ თავი ავიშვი,
თქვენთან კვლავ ბავშვის სიმორ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 550-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(მე არ ვარ გმირი...)
2011-04-23 - 2:52 AM    
მე არ ვარ გმირი, ცეცხლში ბრძოლების
ბედი მწყალობს და სიკვდილს ახელებს.
არდაბრუნება არ მეძნელება,
უფრო ძნელია თქვენზე წუხილი,
მიტომ კი არა, რომ სიყვარული
იყო პირველი, იყო უთქმელი,
რომ მოპარული, რომ დაფარული
არ ჰგავდა სხვისას ალერსი თქვენი,
რომ ღამე, ჩვენგან დამწვარი ერთად,
იყო მხურვალე, ვიდრე ვიცოდი,
რომ გრძნობა ჩემი მძაფრი და მკვეტრი
სხვასთან ამგვარად ვერ დაიწვოდა!..
ო, არა... მაგრამ სიკვდილის გვერდით,
სისხლიან ჩრდილში მწვავე ბრძოლების,
თქვე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 567-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(იქ,სადაც...)
2011-04-23 - 2:52 AM    
იქ, სადაც სხვები ქვებს დაემსგავსნენ
სისხლის წვიმაში, ტყვიების ჩქერში.
მე არ ვკარგავდი სიმაღლეს ჩემსას,
რომელიც ოდეს გიყვარდა ჩემში.
და სასიკვდილო ტყვიების ფარფატს,
ღამეში გაწვდილთ ცეცხლის ენებად,
მე ვუცქეროდი, როგორც სანახავს,
როგორც უცოდველ მშვენიერებას.
ხანძრებს, ღამეთა კალთაზედ გაშლილთ,
გზებზე ჩახერგილ ღამეთა ლოდებს,
მე ვუცქეროდი თვალებით ბავშვის,
რომელიც ასე გიყვარდა ოდეს.

1943
  ნანახია: 483-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(თქვენ ღვინოს ნუ სვამთ...)
2011-04-23 - 2:52 AM    
თქვენ ღვინოს ნუ სვამთ სხვა თასიდან, უარი თასებს!
უარი ყველას... სიყვარული ერთს ათასიდან.
ვინც უკვდავებას, როგორც ხვითოს, ქვეყნად აფასებს,
დალიეთ ღვინო ჩემი თასიდან.
ვულკანის ტკივილს სიყვარული ვინც შეავედროს,
ვისაც სურს ღამის ნაოჭებში ცამ გაუღიმოს,
დალიეთ სისხლი ამ თასიდან უალავერდოდ,
ჩემი თასიდან დალიეთ ღვინო.

1940
  ნანახია: 439-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(ეს იყო წელი...)
2011-04-23 - 2:51 AM    
ეს იყო წელი ოცდაცხრამეტი,
გემთა მლეწავი და გამრიყავი,
როცა დავკარგეთ ჩვენ ერთმანეთი
და დამნაშავე ჩვენვე ვიყავით.
როცა აყეფდნენ ჰაუბიცები
და ზღვაში შავი ჩაწვნენ ნაღმები...
გულის წამღებად სცრიდნენ ღრუბლები,
გრიგალიც ჰქროდა გულისწამღები.
იდგა ჩრდილებში სიკვდილის სვეტი
და მრისხანებას სცდიდა ცელისას.
ოცდაცხრამეტი, ოცდაცხრამეტი
ბევრს აიწონის შემდეგ წელიწადს,
ეს იყო წელი ოცდაცხრამეტი,
გადაყოლილი ცეცხლსა და დემონს.
როცა დავკარგეთ ჩვენ ერთმანეთი,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 579-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(დამიწდეს გული...)
2011-04-23 - 2:51 AM    
დამიწდეს გული,

თუ იქნება ხენეშიანი,

ჩემო ხეებო,

ჩემო კარგებო.

თუმც გრიგალია,

ჩემი ხმა და

თქვენი შრიალი,

ასე მგონია,

არასოდეს დაიკარგება.

1944
  ნანახია: 467-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(დადგება მხრებთან...)
2011-04-23 - 2:50 AM    
დადგება მხრებთან თეთრი საღამო

და, როგორც თრთოლვა, ქუთით გრძალდება

მაღალ ფიქრებთან ვდგევარ მაღალი

და სიმაღლეში გამითენდება.

და ეღატდერთი ჩრდილი აწვალებს

უჩინმაჩინის უსახო სხეულს,

ასე აწვალებს ჯამბაზს ბაწარი,

ასე აწვალებს ნიავებს რხევა,

ასე აწუხებს ცას გათენება

და უნებური შიში მკვლელობის.

ასე ჭრილობით გამომრთელებას

მოაქვს ტკივილი გაურკვევლობის.

1944
  ნანახია: 479-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
(არ უხდებოდა ვაჟის ხალათი...)
2011-04-23 - 2:49 AM    
არ უხდებოდა ვაჟის ხალათი
სუფთა ხალათი და უნაზეს ხაზებს...
რაა ბავშვობა, თუ არ გვანათებს,
რაა ტრფობა, თუ არ გვალამაზებს.
რა იქნა შენი კარგი ბავშვობა,
გოგოვ პატარავ, გოგოვ კეთილო,
... მე მახსოვს დილა, მზე თამაშობდა
და ყუჩდებოდა, ვით გაკვეთილი.
მეთხოვებოდა ჩემი თბილისი,
ჩემი მიჯნურიც ცრემლით დამშორდა,
ახლა ვინ იცის, ახლა ვინ იცის,
რა იქნა მისი კარგი ბავშვობა.
იქნება გაჰყვა გრიგალს ომისას,
გამკაცრდა მზერა სიკვდილის ახლოს
და იმ ბავშვობას, დრომ რ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 539-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<