siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
***
2010-09-16 - 1:15 PM    
გამორჩეულებს უფალი ლოცავს,
შენ დაგლოცავდა მაღალი ღმერთი,
რადგან სიკეთით და მეგობრობით
მთელ მსოფლიოში ხარ ერთადერთი
  ნანახია: 618-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-09-16 - 1:14 PM    
სინამდვილე ბევრჯერ გამიზღაპრებია,
სიმახინჯე სილამაზით დამიხატავს,
ლურჯ ოცნებას ლურჯი ფრთები დამტვრევია,
საქორწილო ფიქრს გასცლია თეთრი ფატა.

სიძულვილშიც სიყვარული მიძებნია,
ღალატის წილ ღალატს როგორ გავივლებდი.
იქ დავმდგარვარ,სადაც მეტი სიძნელეა,
გოლგოთაზე როგორ გავიაპრილებდი.

რაღა შემრჩა?-დარდიანი ფოთოლცვენა,
დარდიანი ფოთოლცვენის მუნჯი ფერი...
მე კეთილი ჯადოქრების მაინც მჯერა,
ასეთი ვარ, მაპატიეთ ყველაფერი
  ნანახია: 649-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-09-16 - 1:14 PM    
სიცოცხლე იმით კი არ იზომება,

რამდენჯერ ჩაისუნთქავ,არამედ იმით,

რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა!
  ნანახია: 533-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-09-16 - 1:13 PM    
ჩემი სიყვარული მდინარე არ, არის
რომ გადსცურო, გახვიდე გაღმა,
ჩემი სიყვარული ზღაპარი არ არის
რომ დაასრულო ლამაზად ახლა.
 ჩემი სიყვარული ჭრილობა არ არის
ნემსით და ძაფით არ გაიკერება,
კანონი არ არის ჩემი სიყვარული
ბრძანებით არ დაიწერება.
არც ვერცხლის მონეტა არ არის
გროშებად არ დახურდავდება.
არც საიდემლოა, არც დანაშაული
არც მიმქრალ ვნებათა მხილება,
ორკესტრი არა რის ჩემი სიყვარული
დირიჟორს არ ემორჩილება.
ქრება და ინთება ვით სიყრმის ღადარი
ბჟუტავს და იწვის ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 675-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-09-16 - 1:13 PM    
თვალცრემლიანი,
ჩუმად ვდგავარ და
საკუთარ გძნობებს
ვეთამაშები,
ახლაღა ვხვდები,
ჩემი ოცნება
ხელოვნურად რომ იყო ნაშენი.

წადი,
დამტოვე და გაპატიებ,
დღეს მომავალი წარსულში ვცვალე,
თვითონაც იცი,
რომ პატიება,
განაჩენია ყველაზე მწარე.

გზა,
სიყვარულის გადასარჩენად,
ბევრი ვეძებე
და მაინც არ ჩანს,
ნუღარ მისურვებ ბედნიერებას,
ბედნიერება მე შენში დამრჩა.
  ნანახია: 641-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-09-16 - 1:12 PM    
გულმა საუკუნოდ

დარდი გამიჩინა

და მე ამ დარდს-დარდად

წყალში ჩაუდგები,

ღმერთო ღვთისაო,

მამა უფლისაო,

სულო წმინდაო,

მის გვერდით მინდაო.

მე შენ არ შეგარცხვენ,

გვერდზე არ გავდგები,

ოღონდ დაანახე

ჩემი სიმართლეო,

ღმერთო მოწყალეო,

მადლობ რომ არ მტოვებ,

მისი მზრუნველობის

ნდობა რომ მანდეო...

თვალებ ნარნარაო...

წამწამ ხამხამაო,

დღესაც დაგლოცაო...

ღმერთმა მაღალმაო...
  ნანახია: 623-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-09-16 - 1:12 PM    
დაგშვენდებოდა დიადემა თვლებით შემკული,
შენი ბაგე ხომ ღიმილისთვის დაბადებულა,
და ცის სივრციდან თვალი ობლად გადმომცქირალი,
შენი ხიბლით და შენი ცქერით გახარებულა.
შენ ხომ იმ ღამეს სამოსელი გეცვა ფოთლების,
და მწვანე ფერში თვალი შენი შავად ელავდა,
შენი ცქერით ხომ მოხიბლული იყო ყოველი,
თვით ტყეც უჩუმრად უჩვეულო რიტმით ღელავდა.
შენ არ გიგრძვნია სიყვარულის მოახლოება,
თვით სიყვარული მოგეპარა, ვით მსხვერპლს-ნადირი,
სიყვარულისთვის გაჩენილხარ სამარადჟამოდ,

ღმერთმა შეგარგ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 643-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-09-16 - 1:12 PM    
ისევ ჩემეული
ცრემლში შერეული
წვიმა მოეპარა ღამეს.
სანამ გათენდება,
წვიმაც გაჩერდება,
მერე მოვიფიქრებ რამეს.
ისევ სუსხიანი, ონავარი ქარი
ჩემთან სიახლოვეს ბედავს.
ღამეს ეცოდება ცრემლიანი ქალი,
მჯერა, გეფიცები დედას.
სიზმრად დარჩენილი ყვავილების თოვა,
შორეთს მიპყრობილი თვალი.
აქაოდა მალე გაზაფხული მოვა,
თუმცა არ გამოჩნდა კვალი.
აღარ მეშინია ნაცრისფერი ნისლის,
აღარ ვმღერი ცისფერ მტრედზე.
გადაღლილი მთვარე ოქროს პერანგს იცვლის,
დარდობს ჯერ არ ნახულ მზ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 675-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-09-16 - 1:11 PM    
მე განა გონებით ვარ შენზე ძლიერი,-
ოცნებით გისწრებ!...
შენ გწამს და გეძახის მხოლოდ მიწიერი,
მე- ლურჯი სივრცეც!...
შენ დღეს ცხოვრების ფეხის ხმა მოგესმის ,
მე- ხვალის ექოც!...
ტრიალი, ტრიალი ცხოვრების მორევში
გულს როდი ეყო...
როდესაც აბიჯებ, მეძახი, მოგყვები...
თან ცისკენ გიწვევ...
ოცნების გარეშე, იცოდე, მოკვდები,
გიყვარდეს სივრცე!!!
  ნანახია: 597-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-09-16 - 1:11 PM    
ღამის სიჩუმეში ყველა გარინდულა.

ლექსის სიყვარულით მთვრალი ვარ...

ღამე ,კუნაპეტი, ვეღარ ჩამაჩუმებს,

თუკი ჩამაჩუმა, მკვდარი ვარ...

ვიდრე ქვეყნადა ვარ,

პირში სული მიდგას,

ლექსის სიყვარულით მთვრალი ვარ!

ერთი მზის ამოსვლა,

ერთი დღე ულექსო,

ერთი საათიც და ....მკვდარი ვარ..
  ნანახია: 746-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-09-16 - 1:11 PM    
შენს თვალებს პირველად როგორც კი შევხედე
ვიფიქრე, ლამაზი თვალები ჰქონია,
ასეთი უძირო, ლამაზი თვალები
ალბათ არავის, არასდროს ჰქონია.
გიპოვი, შეგხედავ და თვალებს ძირს დავხრი,
დიდხანს რომ გიცქირო, დამწვავენ მგონია,
სულ გულში მექნება, ასეთი თვალები
ალბათ არასდროს, არავის ჰქონია.
დღემდე ვერ მივმხვდარვარ და ვერ გამიგია,
ასეთი თვალები თუ ვინმეს ჰქონია,
მართლაც ლამაზია ეგ შენი თვალები
თუ მე მიყვარხარ და მიტო მგონია
  ნანახია: 542-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-09-16 - 1:11 PM    
რა ლამაზია იცი სიცოცხლე?

როცა გვერდით გყავს შენი

სიცოცხლე,

რა ლამაზია იცი სიცოცხლე?

როცა ბევრისთვის შენ ხარ

სიცოცხლე,

რა ლამაზია იცი სიცოცხლე?

როცა თვითონ ხარ შენ ეს

სიცოცხლე,

რა ლამაზია იცი სიცოცხლე?

როცა გეტყვიან დიდხანს

იცოცხლე,

რა ლამაზია იცი სიცოცხლე?

როცა გეტყვიან,

ჩ ე მ ო ს ი ც ო ც ხ ლ ე!
  ნანახია: 590-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-09-16 - 1:10 PM    
მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე,
ტკივილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.
მინდა სიყვარულმა დაგაჯეროს,
უკუნი გაგინათონ კელაპტრებმა,
მიზანთან არაფერმა გაგაჩეროს,
აგიხდეს,თუკი რამ გენატრება.
მინდა ბედნიერი ქალი იყო,
დარდმა არ დაგიმონოს მცირედმა,
გრძნობისგან არასოდეს დაცლილიყო,
ბოლომდე გიმეგზუროს იმედმა.
მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე,
წუხილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.
  ნანახია: 627-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-09-16 - 1:10 PM    
ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამქვეყნიურს,
სიყრმითგან ვეტრფოდი.

და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციებული,
ვფიცავ მე – არ ვეტრფო
არ ოდენ ფერსა სხვას.

თვალებში მშვენიერს,
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგი ცით
გამოკრთის სიამით.

ფიქრი მე სანატრი
მიმიწევს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
შევერთო ლურჯსა ფერს.

მოვკვდები – ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს,-
მის მაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს!
სამარეს ჩემს ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 680-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-09-16 - 1:10 PM    
აღარ იტირო...მე რომ ვტირი ისიც მეყოფა
დრო გარბის ხედავ?გზები უკვე მართლა გვეყოფა
აღარ იტირო...
ჩემი გული შენთან დარჩება
ცრემლებით მაინც არაფერი არ გადარჩება
აღარ იტირო...
თუმცა ცრემლი მართლა გიხდება
ჩემს გარდა კარგო შენს მშვენებას სხვა ვერ მიხვდება
ნუ ტირი...
გინდა?გულის სითბოს გაგიზიარებ
მე წავალ მაგრამ სულს არასდროს დაგიზიანებ
გათენებისას მზესთან ერთად დაგებედები
არა!...
წარსულში ვერ დაგტოვებ,არ მემეტები
  ნანახია: 563-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-09-16 - 1:09 PM    
... ლურჯი ცა...ღრუბელი და მზე... 

                          ...დაბლა ზღვა...ტალღები და მე... 

                            ...ტირის ზღვა...იცინის მზე...

                                  ...ვიღაც მენატრება...

                                        ...იცი ვინ?!.

                                       . . . შ ე ნ!!! 
  ნანახია: 763-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-09-16 - 12:40 PM    
იცი ვინა ხარ?



– სიკეთე ხარ.....

- სითბო ხარ......

- სინათლე ხარ......

-სულის სიმშვიდე ხარ.....

-გულის ნაწილი ხარ.....

-ოცნება ხარ.....

-სიყვარული ხარ.....

-ცხოვრება ხარ.....

-მონატრება ხარ......

და ამიტომ ჩემი

მეგობარი ხარ... 

  ნანახია: 519-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-09-11 - 6:37 PM    
ლურჯი ღამიდან წვიმა კი არა,
ტკივილიანი ცრემლები ცრიან.
ვიცი, ვერასდროს ვეღარ შევხვდებით,
ანდა შევხვდებით ძალიან გვიან.
ვიცი,წაიღებს დრო ყველა ტკივილს,
გული იმედებს კვლავ ჩაისახავს,
მაგრამ ნუ მეტყვი აღარ ვიტირო,
ნუ დამამშვიდებ, სანამ მიყვარხარ!
სანამ მიშფოთებს სულს მოგონება,
სანამ ბოროტი ქარები ქრიან
და სანამ ვიცი, თუკი შევხვდებით,
იქნება უკვე ძალიან გვიან...
  ნანახია: 638-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-09-11 - 6:37 PM    
როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება,
თავმოყრილია რადგან შენში ყველა სიკეთე,
შენ ისეთი ხარ სიყვარულსაც რომ შეშურდება,
ისე კარგი ხარ ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს.
შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს,
გზააბნეული ანგელოზიც ალბათ ინატრებს,
საიდან მოხვალ ასე თბილი ასე უბრალო,
ასე ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე.
არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოეცება,
ვშიშობ ზედმეტი სიყვარულის ცილი დაგწამო,
შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება,
ალბათ სამოთხე იქნებოდა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 644-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-09-11 - 6:35 PM    
საფლავის ქვაზე გოგონას სახე
ცხოვრებამ დაუგო სასტიკი მახე
საფლავის მიწას ამშვენებს ვარდი
ცხოვრება არის ნელი და მარდი
მუხლმოდრეკილი ყმაწვილი ქვასთან
ცრემლების მორევი უნდოდა მასთან
ბიჭს ახსენდება გოგოს ღიმილი
უმანკო სახე და უნდა ტირილი
მკაფიოდ ახსოვს მისი კივილი
კოცნის მიწას და უვლის ტკივილი
საფლავის ქვაზე დნება სანთელი
ბიჭისთვის გაქრა ფერი ნათელი
ყველაფერია მისთვის გამქრალი
ბოლო იმედიც არის ჩამქრალი
ვეღარ ძლებს ამდენს და უცბად ისმის
იარაღ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 677-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
« 1 2 ... 9 10 11 12 13 14 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<