siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
ქეთევან
2011-04-24 - 4:06 PM    
ზვირთები მოდუდუნებენ,

ჭალები ბუჩქნარეობენ,

ხშირნი ლამაზთა კიდეთა

მჩქეფრად მდინარის ქსნისათა.

მიმქრქალებული მთოვარე მოწყენით ჰნათობს მუნ ქალსა;

მდინარის პირზედ ზის იგი, ხელთა ჩონგურის მპყრობელი;

გიშრისა თმანი ნაშალნი ჰშვენიან სპეტაკს საცმელსა,

და დამღერს იგი საკვდავად, ცხარეთა ცრემლთა მდენელი:

“ავ-ენანნო, ოდეს დასცხრეთ,

მოასვენოთ ეზდენ სული?

რა გარგოთ, რომ შეიშურეთ

უბიწოო სიყვარული?”

“გულის-სწორო, ერთის ცილით

აგრე როგორ შეიცვალე,

რომე ტრფობა ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 592-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
ბედი ქართლისა
2011-04-24 - 3:52 PM    
კახთა მიმართ

ძმანო კახელნო, ნამდვილ ქართველნო, მოლხინე სულით,

თქვენში აღზრდილა პატარა კახი მეფად და გმირად;

თქვენ გიყვართ მისთა დროთა ხსენება მხურვალეს გულით,

როს თქვენებრ მლხენი ევლინებოდა მტერსაც გამგმირად!

და რაც საყვარლის ჩვენის ირაკლის ჟამმან მეფობის

მოუვლინა აწ გამოხატვასა ჩემს ყმაწვილობის, —

მეც, ძმანო კახნო, თქვენ შემოგიძღვნით მას არმაღანად,

ერთსულობისა, ვაჟკაცობისა, ლხინის საგანად.

როს თქვენებურად მამულის ღვინით გულს ახარებდეთ,

ხელთ ჯამის მპყრობნი ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 645-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
ხმა იდუმალი
2011-04-24 - 3:49 PM    
ვისი ხმა არის ეს საკვირველი?

რად აქვს გულს ესე ჩუმი ნაღველი?

რა ვსცან პირველად წუთისოფელი,

დავშთე ადგილი, სადაცა წრფელი

რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის

სწორთა, თანზრდილთა, მეგობართ შორის, —

მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა

ჩემთა ზრახვათა და საწადელთა!

ცხადად თუ სიზმრად, მე იგი მარად

სულ ერთსა მიწვრთნის გულისა ჭირად:

“ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი,

ვინძლო იპოვო შენი საშვენი!”

მაგრამ მე მხვედრსა ჩემსა ვერ ვჰპოვებ,

და მით კაეშანს ვერღა ვიშორებ!

... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 434-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
ძია გ... სთან
2011-04-24 - 3:48 PM    
ძიავ, ყაბახი, სამშობლო შენი,

წაგართო ავის ენისა გესლმან;

სატრფონი მისნი შემოგარენი

გარდახვეწილსა დაგიხშო ეტლმან!

მაგრამ გაჩნს კიდევც გულში მის არე;

გიყვარს ყაბახის კარგიც და ავი,

თუმც უცხო, უცხო თემად იარე,

მრავალი კარგი ნახე ამბავი. —

მაგრამ რას ხედავ აწ კრული ჩრდილოს?

აჰა ის ღამე, ოდეს სატრფონი

ალამაზებდენ შენს ყაბახს ამოს,

შენის სიყრმისა თან-ზრდილნი სწორნი.

1836 წ.

  ნანახია: 441-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
ჩჩვილი
2011-04-24 - 3:48 PM    
მიყვარს, მიყვარს, მე ტიკტიკი ჩვილის ყრმის,

მიყვარს სმენა უცნაურისა მის ხმის,

ოდეს იგი ენითა სასუფევლის

უალერსებს წიაღთა თავის მშობლის!

მის სოფელი უზრუნველობით შენობს;

გარდა დედის ალერსისას არრას გრძნობს;

ნებივრობით და ღიმილით სულდგმულობს;

ყოველსავე შეუპოვრად მჭვრეტელობს.

არა ფიქრობს იგი თავისს ცხოვრებას,

არ განიცდის იგი საწუთროს ვნებას;

იგი თავის სანუკველითა შობით

ამუნათებს თვისთა მშობელთ პირიქით.

იტიკტიკე ენითა უსუსურის,

იტიკტიკე, ვიდრე ჟამი დ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 466-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
ჩონგურს
2011-04-24 - 3:47 PM    
შენნი მოთქმანი, კაეშნის ხმანი,

ხანცა ოხვრანი, ხანც ამოსკვნანი,

წარსრულთა დროთა მოგონებითა სულს აფიქრებენ!

ჰოი, ჩონგურო, ნეტავი ოდეს

ხმა მხიარული შენგან მსმენოდეს,

რომ უკუმყროდეს მე სევდიანსა გულისა სენი!

მაგრამ სად ვნახო შენი ღიმილი,

სიხარულითა გამოჩენილი?

მე შენგან მესმის მოკლულის გულის ოდენ ჩივილი!

1837 წ.

  ნანახია: 423-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
ჩინარი
2011-04-24 - 3:46 PM    
განმარტოებულს ფრიალოს კლდეზე სდგას ალვის ხისა ნორჩი

ახალი,

მრავალ-შტოვანი, მაგრილობელი, ჰაეროვანი, ტურფა, მაღალი.

საამო არის მის ჩრდილში ოცვნა და მისთა ფოთოლთ შრიალთა

სმენა,

და წყალთ დუდუნზე უკუღმართისა ამა სოფლისა ჭირთა დათმენა!

მოქშუის მტკვარი, მოქრის ნიავი და შრიალითა არხევს ჩინარსა,

და გამოსცემენ სახიობასა, ტკბილის ოცნებით დამაძინარსა!

მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ

შორის,

და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის!

... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 472-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
ჩემს ვარსკვლავს
2011-04-24 - 3:44 PM    
რად მრისხანებ, ჩემის ბედის ვარსკვლავო?

მაინც გეტრფი, თუმცა ხშირადა მკლავო:

შეეთვისა სული შენსა მოღრუბლვას,

შეეჩვია გული სევდითა კრთოლვას!

ნუ გგონია, ბედსა მით დამიმწარებ,

რომ უეცრად ბუქით ნისლს მოიფარებ;

შენ არ იცი, რა სიამეს მომაგებ,

როს მიბჟუტვით ნისლით გამომინათებ.

რა სახითაც გინდა შენ მე მეჩვენო,

მაინც გიცნობ, მშვენიერის ცის მთენო:

ნათელი ხარ შენ ნათელის სულისა,

მალხინებელ დაბინდულის გულისა!

მოციმციმდი, მოდი, გამომედარე,

შენგან ბნელი გული გ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 519-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
ჩემთ მეგობართ
2011-04-24 - 3:41 PM    
ჭაბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთ

და სიყვარული გულის ჭირთაც გისიამოვნებთ,

არ დაიჩნიოთ შავის ბედის მსწრაფლნი ლახვარნი

და შეუპოვრად წარიხოცეთ ცრემლნიცა მწარნი.

აჰყევით სოფელს, შეურჩენელს და მომღერალსა,

ნუ მოარიდებთ სიყმაწვილეს ტრფობისა ალსა!

სასაცილოა, ბერი კაცი რომ ყმაწვილობდეს,

და საბრალოა, როს ჭაბუკი ბერიკაცობდეს!

მას ვაქებ, ვინცა თვის სიცოცხლე ასე ატარა,

რომ ყოველი დრო შესაფერად მიმოიხმარა!

მაშინცა კმარა დადუმება გულის ვნებათა,

კისრად ტვირთ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 445-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
შემოღამება მთაწმიდაზედ
2011-04-24 - 3:40 PM    
ჰოი, მთაწმიდავ, მთაო წმიდავ, ადგილნი შენნი

დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,

ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,

ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმილობა დაისადგურებს შენს არემარეს!

რა სანახავი წარუტყვევს თვალთა მაშინ შენს ტურფას სერზედ

მდგომარეს!

ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას

წმიდასა,

და ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა!

მახსოვს იგი დრო, საამო დრო, როს ნაღვლიანი,

კლდევ ბუნდ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 454-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
ღამე ყაბახზედ
2011-04-24 - 3:39 PM    
მიყვარს ყაბახის არემარე, თვალად საამო,

მაისის ღამე, მიბუნდვილი, გრილი და ამო;

მაგრამ უმეტეს მიყვარს ღამე, როს მთვარე შუქით

მოჰფენს ყაბახსა და კოჯორი დაჰქრის ნიავით,

და მომდინარე ხან ზვირთთცემით, ხან ნელად მტკვარი,

მოოხრავს შორით, ვით მიჯნური, ჟამთ მოჩივარი!

ამგვარი იყო ის ღამეცა, ოდესცა გარე

ფიქრით მოცულმან ჩვეულებრივ ყაბახს ვიარე.

აქა გუნდ-გუნდად დარაზმულნი აქა-იქ ქალნი

პირად-პირადად სეირნობდენ, კეკლუც-მოსილნი,

და მათ გარემო შეფრფინვიდენ ყრმაწვილნი კაცნი, ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 438-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
ფიქრნი მტკვრის პირას
2011-04-24 - 3:38 PM    
წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,

აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;

აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,

აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;

ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა

და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა

და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!

ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?

მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..

არ ვიცი, ამ დროს ჩ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 548-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
სუმბული და მწირი
2011-04-24 - 3:37 PM    
მწირი

სუმბულო, სად არს ფეროვნება შენი საამო,

რომ შენსა მჭვრეტელს არ გააჩნდა დილა, საღამო?

მარქვი, სადა არს სუნი შენი, ამო და ნელი,

რომლით ათრობდა სიცოცხლის ჟამთ ლამაზი ველი?

სუმბული

მწირო, ხომ ხედავ, მოვჰკლებივარ ჩემს სამშობლოს გულს,

ჩემთ სწორთა ყვავილთ, მშვენიერს ცას და ჩემსა ბულბულს.

აგერ მაისი ააყვავებს ტურფად ბუნებას,

მოვა ბულბული და დაუშტვენს სიყვარულის ხმას,

ხოლო მე ხშული ბნელსა სადგურს და სევდიანსა,

ვეღარ ვიხილავ ჩემსა ტურფას და ტკბილს მგოსანსა! ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 449-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
სული ობოლი
2011-04-24 - 3:36 PM    
ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,

ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას!

საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი,

ძნელღა პოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!

მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,

ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;

მაგრამ ერთხელ დაობლებული სული

მარად ითმენს უნუგეშობას კრული!

არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;

ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,

ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა,

ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!

ძნელი არის მარტოობა სულისა:

მას ელტვიან სიამენი სოფლისა,

... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 457-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
საყურე
2011-04-24 - 3:35 PM    
ვითა პეპელა

არხევს ნელნელა

სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,

ასე საყურე,

უცხო საყურე,

ეთამაშება თავისსა აჩრდილს.

ნეტავი იმას,

ვინც თავისს სუნთქვას

შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!

შენის შერხევით,

სიო-მობერვით

გულისა სიცხეს განიგრილებდეს!

ჰოჲ, საყურეო,

გრძნებით ამრევო,

ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?

მუნ უკვდავების

შარბათი ვინ სვის?

ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?

1839 წ.

  ნანახია: 379-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
საფლავი მეფის ირაკლისა
2011-04-24 - 3:33 PM    
მოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო,

და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო!

ახ, რად არ ძალუძს განცოცხლება წმიდას აჩრდილსა,

რომ გარდმოხედო ახალს ქართლსა, შენს პირმშოს შვილსა!

თაყვანსვსცემ შენსა ნაანდერძებს, წინასწარად თქმულს!

გახსოვს, სიკვდილის ჟამს რომ უთხარ ქართლს დაობლებულს?

აჰა აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი,

და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ შენნი ძენი.

ჟამ-ვითარებით გარდახვეწილთ შენთ შვილთ მიდამო

მოაქვთ მამულში განათლება და ხმა ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 510-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა პირისპირ დაღისტნისა და ჩეჩნელთა, წელსა 1844-ს,მძღვანელობასა ქვეშე ღუბერნიის მარშლის, თავადის დიმიტრი თა
2011-04-24 - 3:32 PM    
ძრწოდე, კავკასო! ახლო არს დღე შენის აღსასრულისა,

შეთქმულან შენზედ ერთპირად ძენი ქართლისა სრულისა,

აღებად შენგან სისხლისა, უბრალოდ დაქცეულისა,

და აღმორთმევად უწყალოდ შენს შორის ბოროტ სულისა!

ქართლითგან მოვალს მარადის მამულის მონა ლაშქარი,

წინ ერისთავი მოუძღვის, მიწასა გააქვს ზანზარი!

კავკასო, ქართლოსს საფლავზედ არიან გაფიცებულნი,

და მათ წინ ვერღა დაუდგნენ ვერც შენნი პირველ რჩეულნი!

სომხითით მოსჭექს სასარდლო, ძველადგან სახელგანთქმული,

მის შორის ბრუნავს ცხოველად ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 404-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
ნაპოლეონ
2011-04-24 - 3:32 PM    
ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას,

და თქვა: «აბაო ხელმწიფებამ რა შემიძინა?»

და რა იხილა თვისს დიდების მსხვერპლი თვის წინა,

მისს მოღრუბლულს შუბლს შუქი რაღაც გარდაეფინა.

«ახლა კი კმარა», თქვა მან გულში, «სურვა აღმიხდა:

სახელი ჩემი ვასახელე ქვეყნის საოცრად,

შევმოსე ძალით საყვარელი ჩემი საშვენად

და დაუმონე გულმტკიცენი მას სადიდებლად».

«მაგრამ მე გვამში სული ვერღა მომთავსებია!

მითხზავს გვირგვინსა დიდებისას მე თვითონ ბედი,

ხოლო მე უნდა მას მოვასხა შარავანდედი ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 532-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
ნა... ფორტოპიანოზედ მომღერალი
2011-04-24 - 3:31 PM    
ხმა საკრავისა,

ნელ ნარნარისა,

სულს განახარებს;

და მშვენიერის

ენა ამიშლის

გულისა ჭირებს!

ვჭვრეტდი ლამაზსა,

სევდითა ნაზსა,

და შევეტრფოდი;

ყოველთ გრძნობათა,

ყოვლთ გონებათა

მას მივაპყრობდი.

ღაწვნი ნაცრემლნი,

ტრფიალთ დამწველნი,

უფროს შვენოდენ;

თმანი ნაშალნი,

მკერდზედ დაყრილნი,

ემუქმკებოდენ.

ჟუჟუნა თვალნი,

გულთა მომკვლელნი,

მოცინარობენ;

პაწაწა ტუჩნი,

ვარდებრ ნაფურცლნი,

ლხენას მოჰბერვენ.

1841 წ

  ნანახია: 398-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
მიყვარს თვალები მიბნედილები
2011-04-24 - 3:29 PM    
მიყვარს თვალები მიბნედილები,

ეშხისა ცეცხლით დაქანცულები;

მაგრამ როს ვუჭვრეტ, ზამბახ-ვარდთ ველად

განეწონვიან მათი ისრები.

მივხვდი, თვალებო, ჩემო მკვლელებო, მაგ თქვენსა ქცევას,

მაგრამ ვით ელით თქვენგან კოდილის თქვენგან გაქცევას?

ვიცი, რომ მტრობენ გულსა მგრძნობელსა,

უწყალოდ სტანჯვენ უენო მსხვერპლსა,

მაგრამ რა ისართ ზეცად აღმართვენ,

მათშივე ჰპოვებს საკურნებელსა!

თვალნო, ლამაზნო, ვინ უძლოს თქვენსა ძლიერს ბასრობას,

თუ არა სჭვრეტდეს თქვენგან სიკვდილში თვით უკ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 469-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
1 2 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7027

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<