siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
მერანი
2011-04-24 - 3:28 PM    
მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,

უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,

გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!

ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,

ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა,

ნუღა ვიხილ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 578-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
კნიაზ ბარათაევის
2011-04-24 - 3:27 PM    
აზარფეშაზედ

ამავსებ ღვინით,

აგავსებ ლხინით.

შესვი? გაამოს!

1842 წ.

  ნანახია: 415-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნას
2011-04-24 - 3:27 PM    
ხმით მშვენიერით,

ტკბილის სიმღერით

ჰაეროვანო, სულს ელხინები;

თვალთ არონინებ,

გულს დააწყლულებ

და ღიმილითა ესალბუნები!

სადც ხარ, იმ არეს

მოჰფენ სიამეს, —

უშენოდ მოსცდეს მხიარულება!

შენის ენითა,

სავსე ლხენითა,

ვინ არა იგრძნოს გულკეთილობა!

მახსოვს სიამით,

ოდეს ტკბილის ხმით

ვარდსა და ბულბულს* მოელხინარე,

პირმცინარითა

სინარნარითა

მგოსნის ყარიბს გულს ესხივმფენარე!

1839 წ.

  ნანახია: 468-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
ბულბული ვარდზედ
2011-04-24 - 3:26 PM    
ბულბული, ვარდზედ მჯდარი, ეტყოდა მას მსტვინავი:

”ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო, გვედრებ გულით მტკინავი,

მაღირსე, თუ როგორ არს გაშლა შენი მღინავი,

მწუხრსა აქეთ აქ ვზივარ, ფურცლებზედა მკონავი!”

ასე ყეფდა ბულბული, ოდესცა ღამე ბნელი

მოიცვამდა ჭალებსა, ქრიდა ნიავი ნელი.

და როს სდუმდა ბულბული, მაშინ აღმოხდა მთვარე,

ვარდმანც მაშინ მოჰფინა სუნნელება მის არე.

მაგრამ მგოსანსა თურმე მოერია გლახ რული.

აღმობრწყინდა მთიებიც და ფრთოსანთ მხიარული

გალობა ყვეს ჰაერში, განაღვიძეს ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 565-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
ცისა ფერს, ლურჯსა ფერს...
2011-04-24 - 3:25 PM    
ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,

პირველად ქმნილსა ფერს

და არ ამ ქვეყნიერს,

სიყრმიდგან ვეტრფოდი.

და ახლაც, როს სისხლი

მაქვს გაციებული,

ვფიცავ [მე] — არ ვეტრფო

არ ოდეს ფერსა სხვას.

თვალებში მშვენიერს

ვეტრფი მე ცისა ფერს;

მოსრული იგი ცით

გამოკრთის სიამით.

ფიქრი მე სანატრი

მიმიწვევს ცისა ქედს,

რომ ეშხით დამდნარი

შევერთო ლურჯსა ფერს.

მოვკვდები — ვერ ვნახავ

ცრემლსა მე მშობლიურს, —

მის ნაცვლად ცა ლურჯი

დამაფრქვევს ცვარს ციურს!

სამარ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 507-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
შენნი დალალნი ყრილობენ გველად...
2011-04-24 - 3:24 PM    
შენნი დალალნი ყრილობენ გველად

სპეტაკს მკერდზედა, ტრფობისა ველად,

და თვალთა ჩემთა ადავრიშებენ

ხან ნუგეშისთვის, ხან დასაწველად!

ოდეს ნიავი ლამაზს დალალებს

მიგიშლ-მოგიშლის და სიამოვნებს,

მაშინ ჩემს თვალებს აღაგზნებს შური

და გლახ ჩემს გულსა ის ავალალებს!

1842 წ.

  ნანახია: 484-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
შევიშრობ ცრემლსა...
2011-04-24 - 3:23 PM    
შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს,

გულსა დავიწვავ დასანაცრებელს,

და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს,

შევსწირავ სატრფოს, ჩემსა სალოცველს!

მისთ თვალთა ხარობს სამოთხე ჩემი,

მისი ღიმია შვების მომცემი,

ჩემი წარმწყმედი, მაცხონებელი,

განმაბრძნობელი, გამხელებელი!

ვით არ ვადიდო სიტურფის ღმერთა!

ყოვლნი კეთილნი მან შეიერთა,

სულსა მოჰბერა ცის ნიჭნი ქვეყნად

და თავის მკობად ქმნა იგი მგოსნად!

1843 წ.

  ნანახია: 419-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
სულო ბოროტო...
2011-04-24 - 1:19 PM    
სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,

ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?

მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,

რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?

ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას?

თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლებას,

ტანჯვათა შორის სიამეთა დამისახავდი

და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი!

მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი ესე აღთქმანი?

რად მომიხიბლე, აღმირიე, წრფელნი ზრახვანი?

სად ხარ, აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმა ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 556-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი..
2011-04-24 - 1:14 PM    
სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი

მშვენიერნი ცრემლით კრთოდენ,

და ბაგენი მდუმარენი

ხვაშიადსა მიმალვიდენ!

მაგრამ, სულო, იგი ცრემლი

არ სტიროდა ამ სოფელსა;

სახე შენი მოწყენილი

არა ჰგავდა ხორციელსა!

აწ მივხვდი მე, უბედური,

თვალთა შენთა მეტყველებას:

თურმე ცრემლი უცნაური

მოელოდა ჩემს ობლობას!

ახლაც, ოდეს ვნახავ სადმე

ცრემლსა თვალთა მშვენიერთა,

გულამოსკვნით ვიგონებ მე

დღეთა ჩემთა ბედნიერთა!

1840 წ

  ნანახია: 472-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა..
2011-04-24 - 1:13 PM    
როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა,

ღიმილით გევხარ მაისის დღესა,

მე შენს თვალებში ვსჭვრეტ სამოთხესა

და მათი მჭვრეტი ვიწვი ცეცხლითა!

არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ,

არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ,

თუ ვით სატრფო ხარ!

როს უბედურ მყოფს მე მოშორება

გონებამტაცის მშვენიერების,

ვსთვლი მოწყინებით ჟამთ მჭმუნვარების

და სევდა გლახ-გულს დამეფარება!

არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!

ხან ძილსა იკრთობს, ხან სევდით ოხრავს,

ხანცა ყოველს სულს ამხიარულებს,

ხა ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 523-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
რად ჰყვედრი კაცსა...
2011-04-24 - 1:11 PM    
რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?

თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას,

რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა?

ჰგავს, არ პასუხსსცემ შენ მას სულით მშვენიერითა.

სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების

და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების,

აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები,

ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები!

მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული,

რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული,

და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა, ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 511-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
მადლი შენს გამჩენს...
2011-04-24 - 1:06 PM    
მადლი შენს გამჩენს. ლამაზო, ქალო შავთვალებიანო,

დღისით მზევ, ღამე მთოვარევ, წყნარო და ამოდ ხმიანო!

შენის ლოდინით ვსულდგმულვარ, თაყვანსვსცემ შენსა სახელსა;

დედის ერთა ვარ, ნუ მამკლავ, ნუ დამანანებ სოფელსა!

ღარიბი ვინმე მოვსულვარ, სოფლისა მუშა საწყალი,

ამხანაგად მყავს ნაბადი, ძმობილად — ბასრი ხანჯალი,

მე სხვა სიმდიდრე რად მინდა? მე შენი გულიც მეყოფის,

მის ფასი კიდე საუნჯე ცას ქვეშეთ განა იმყოფის?

1845 წ

  ნანახია: 512-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ...
2011-04-24 - 1:04 PM    
კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ
ამავსებ ღვინით,
აგავსებ ლხინით.
შესვი? გაამოს.
  ნანახია: 447-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
ვპოვე ტაძარი..
2011-04-24 - 1:02 PM    
ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;

მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.

ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,

და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!

მწირი სოფლისა, დამაშვრალი მისითა ღელვით,

მუნ ვეძიებდი განსვენებას წრფელითა ზრახვით;

გულსა, მოკლულსა კაცთ სიავით და ბედის ბრუნვით,

ლამპარი წმიდა განმიტფობდა ციურის სხივით!

მუნ გუნდრუკის წილ შევსწირავდი წმიდას სიყვარულს,

რომლის საკურთხად დავსდებდი მე ჩემს გულსა და სულს;

ამა სიამით, ნეტარებით, ესრეთ აღვსებ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 479-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
ვლოცავ დღეს..
2011-04-24 - 1:01 PM    
ვლოცავ დღეს ჩემის გაჩენის, ბედნიერი ვარ მე, თასი:

სამღერალო ვარ ტურფა ხელთ და მოსალხინო მართასი!

მოვედით, სევდით მაშვრალნო, გასვათ სასმელი ღმერთასი,

და მყის გიქარვოთ გულისა, ვით ერთი, ჭირი ათასი.

  ნანახია: 432-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
დამქროლა ქარმან სასტიკმან...
2011-04-24 - 1:00 PM    
დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი,

მაცხოვლებელი სიცოცხლის, სუნნელებითა აღვსილი.

იგი ნიადაგ ციურთა ცვართაგან იყო ნამილი;

დრომ უჟამურმან აწ ცრემლით შესვარა მისი ადგილი.

აწცა თუ სადმე ვიხილავ მისს ფურცელს, მისსა დანაჭკნობს,

მოძულებული სიცოცხლე მყისვე კვალადცა დამატკბობს.

მაგრამ მსწრაფლადვე გახშირდნენ მწარენი ჭირნი გულისა,

რა ფიქრთა წარმოუდგებათ დაკარგვა სიხარულისა.

1842 წ.

  ნანახია: 514-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
აღმოხდა მნათი აღმოსავალს...
2011-04-24 - 12:59 PM    
აღმოხდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი,

მცირითა შუქით გარდუყარა ცასა ღრუბელი,

დიდ სამქუხარო, საავდარო, და მეც გლახ გული

მსწრაფლ განმითენა, შავ-ბედისგან დაღამებული!

ნუ თუ აღმიჩნდი ცხოვრებისა ჩემის მნათობლად;

ნუ თუ შენ ჰფინო შვების სხივი ჩემს გულსა კვალად;

კვლავ აღმიტეხო გულის ჭირნი მიყრუებულნი

და განმიახლო ნეტარების დღენი წარსრულნი?

მაშ გამობრწყინდი, მფინე შუქი ეგ საოცარი

და განანათლე კვლავ ცა ჩემი, ესრეთ საზარი!

მეცა ხელი ვჰყო დაჟანგებულს ჩემსა სანთურსა ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 467-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
არ უკიჟინო, სატრფოო...
2011-04-24 - 12:57 PM    
არ უკიჟინო, სატრფოო, შენსა მგოსანსა გულისთქმა:

მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!

მინდა მზე ვიყო, რომ სხივნი ჩემთ დღეთა გარსამოვავლო,

საღამოს მისთვის შთავიდე, რომ დილა უფრო ვაცხოვლო.

მინდა რომ ვიყო ვარსკვლავი, განთიადისა მორბედი,

რომ ჩემს აღმოსვლას ელოდნენ ტყეთა ფრინველნი და ვარდი.

მინდა შენ იყო, სატრფოო, მშვენიერისა ცის ცვარი,

რომ განაცოცხლო, შავარნო, მდელო, სიცხითა დამჭკნარი,

რომ მხოლოდ მზისა ციაგი მას დილის ნამსა იშრობდეს,

და, ერთად შესხივ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 602-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
« 1 2

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<