* * *
ერთხელ მაინც გამღვიძებოდა შენს გვერდით? ერთხელ მაინც ჩაგეკარი გულში?! ერთხელ მაინც,შევმკრთალიყავი შეხებით თუნდაც ერთხელ გეთქვა გაღვიძებისას ყურში... დილა მშვიდობისა ჩემო გაზაფხულის საჩუქარო დილა მშვიდობისა მართლა შეყვარებავ ჩემო... სამადლობელო და დაგვიანებისთვის სამდურავო ჩემო დაკარგულო ეხლა შეგრძნებულო გემოვ! ერთხელ ასრულებას რატომ არ დაადგა საშველი? შენეულ სიტყვით და შენეულ სათქმელით გეთქვა ერთხელ სას
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?! ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?! ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარები არხევენ ტირიფს. მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს. ისე გაივლის წამება, ოხვრა შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით. მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ? მოხვალ და ვიცი მომეფერები! თუმცა იქნება ღამე წვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ჩემი სიყვარულის ღმერთი, სხვისი სალოცავი გახდა,
ასეთი დარდი და სევდა როგორ ავიტანო ახლა,
ჩემს ღმერთს დღეს სხვა უნთებს სანთლებს
თუმც ჩემებრ მას როგორ სწამხარ.
ჩემი სიყვარულის გლოვა, სხვისი სიხარული გახდა,
გრძნობა ჩემეული წრფელი ვერა და ვერაფრით ახდა,
ჩემი სიყვარულის ღმერთი სხვისი სალოცავი გახდა |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს, შენთან ფერები არაფერია შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.
შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო, შენი მხატვარი მხოლოდ ერთია შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო.
ვერც ფიროსმანი, ვერც რაფაელი ვერც კონსტანტინეს ფერთა მორევი როგორ დაგხატავ აღარ კითხულობ?! სიყვარულია ნიჭი ყოველი.
სწორედ ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
დამხატე...ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს, შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით, შემომაძარცვე ეს ავბედი მელანქოლია, თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.
დახატე ზეცა...ოღონდ თეთრი მოსაწყენია, სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო. მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთა ცვენით, იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი.
თეთრი ზამთარი? მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე? მოგისმენია გრიალი ზღვისა? იგი ბრაზდება საკუთარ თავზე, როცა სიყვარულს უცქერის სხვისას. იცი რად არის გაბრაზებული?! რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანს?! ზღვასაც ყოლია შეყვარებული და მერე რწმენა დაუკარგია, საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე, საკუთარ გულში დაუმარხია და ეხლა როცა ბნელდება ზღვაზე, როცა სიყვარულს უცქერის სხვისას, საკუთარ სატრფოს იგონებსდარდით და ეს გრიალი დარდია ზღვისა! ........
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე ყოველ ღამე სასთუმალთან ფიქრები მიწევს... ახლა ღამეა და მთვარის შუქზე ბარათებს გიწერ.. რად მენატრები?შენ ხომ უკვე წასული გქვია მაგრამ მე ვიცი მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან.. ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი რისი? როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი.. იქნებ ოდესმე მეც მიმიძღვის რამეში ბრალი.. იქნებ ოდესმე მეც ვიყავი სულელი ბავშვი, ბავშვი რომელიც სიყვარულის არ იყო ღირსი ხშირად არ ღირდა,არა,ოცნება მისი... ვინ იცის ახლა განმკით
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენ ჩემი არ ხარ და არც იქნები რადგან შენ არ გაქვს ჩემზე ფიქრები დრო გავა მეტყვი”იზრუნე თავზე, მე სულ სხვა მიყვარს და ვფიქრობ მასზე.”
ეს არ იქნება ჩემთვის ახალი ვიცი ოდესმე ამას გავიგებ თითქოს მკარნახობს ღმერთი მაღალი რომ ჩემს სიყვარულს ფეხ ქვეშ გაიგებ,
ერთ დღეს მოგართმევს ვინმე ბუკეტებს მოგეწონება თვალები მისი შენ დაინახავ მასში უკეთესს ვიცი რომ არ ვარ მე შენი ღირსი,
წლები გავა და გული დ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ, გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო, შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან, რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო. გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები შიშველ ხელებით, მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ, ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე, განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას? დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ, და ან
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ, დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ, ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე? შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,
ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი, ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი, თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია, მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა, სიჩუმე არაფრის მთქმელი, ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა ოცნება სათქმელად ძნელი, ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა, შეხვედრა ყველაზე ძნელი, ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა ცხოვრება... ძალზე ძნელი . |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე ახლა მივხვდი,რატომ სვამენ კაცები ღვინოს, თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს, შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის დათვრებიან და,სულ ბახუსის ფრთებით დადიან. დამისხით ღვინო,ეგებ ვიგრძნო ძალა ამ ღვინის თამბაქოს კვამლმა ეგებ ღამე გამათევინოს, დამალევინეთ,გევედრებით,დამალევინეთ, და თუნდაც ერთი სადღეგრძელოც არ მათკმევინოთ. მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს და ცრემლის მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია... მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია... უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები, მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები... როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას? მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა... მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი, იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!... წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
-დამხატე დამხატე მასზე ლამაზად ვიდრე ვიცინი დახატე მკვეთრად ჩემი სახე ჩემი სიცილი
-დამხატე ვიდრე ლამაზი ვარ ვიდრე ბავშვი ვარ ვიდრე მშობლიურ მიწა-წყალზე კენტად დავდივარ.
-დამხატე... მერე შეაწითლე სისხლის ტუჩები ფეხქვეშ გამიგე საქართველოს ძველი ქუჩები
-დამხატე! ვიდრე წყლისფერია ჩემი თვალები. დამხატე, მხატვრებს არასოდეს დავემალები
-დამხატე ვიდრე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე, ვხედავ ჩქარობთ მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ, ვერ მიცანით ვერც ვერაფრით მიგახვედრეთ? თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო. რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი, ნუთუ ისევ ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?! გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად, მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო. როგორა ვარ, რას ვაკეთებ? რად არ მკითხავთ?! ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო, დღეს ყველაფერს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი გულში ჩამიკარი გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი. სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა. ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა, შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა. მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა. შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს, დაკარგულ სევდას და ცრემლს, ყველაზე საცოდავ ხეს გაუმარჯოს ყველაზე მოწყენილ დღეს ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს, ჯერ არ ნათქვამს და თქმულს. . . . ყველა მწუხარებას გაუმარჯოს ყველა დაჩაგრულ გულს, ქარის წამოქროლვას გაუმარჯოს, ფოთოლს გზააბნეულს ერთს, ქვეყნად ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს გაჩენისთვის მადლი მოვუხადოთ ღმერთს!! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
როცა სიცოცხლე მიხაროდა გული სითბოსაგან დამიცალე, როცა სიგიჟემდე შემიყვარდი შენთან სიახლოვე ამიკრძალე, ოცნება წმინდა რაც კი გამაჩნდა ყველა ამირიე, დამიშალე. შენი გაღიმება შემიყვარდა მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე. მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს, მაინც არაფრით არ შემიბრალე. შენი სიყვარული მიხაროდა ღიმილი კი ცრემლად შემიცვალე. შენი დავიწყება მაიძულე, მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 52 53 54 55 56 ... 68 69 » |