სასიყვარულო პოეზია
siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2016-12-06 - 7:01 PM    
18-19 მაისი.2009 წელი.

– მარი!!!
– გეძახიან გოგო,გახედე!
თავი ავწიე,მათემატიკის მასწავლებელი გაბრაზებული მომჩერებოდა.წამოვდექი და დაფასთან გავედი.
– კარგად გძინავდა მერხზე,აბა ვნახოთ აქ რისი გამკეთებელი ხარ....და ფორმულა მიკარნახა...იოლად ამოვხსენი.მიუხედავად იმისა რომ ერთი კვირა იყო წიგნში არც ჩამიხედავს...
ბოლო გაკვეთილი გაცდა და სახლში წამოვედით.ბიჭებმა მთხოვეს ფეხბურთის საყურებლად დავრჩენილიყავი მაგრამ არ დავრჩი.
ეზოში რომ შევედი ალეკო დავინახე და გახარებული მივვარდი.
– ნიკა ხომ არ დაგინახავს? მკითხა ალემ.
– არა,მისი ძმაკაცი შენ ხარ და მე მეკითხები? ახლა მოვედი....
– ველაპარაკე მაგას მე
– რაზე?
– შენზე....
– რაააა?
– მითხრა ჩვენი ურთიერთობა არავისი საქმე არააო...მაგრამ ის კი მითხრა რო მოწონხარ...
– არ მჯერა შენი,რაღაცას ჩორტავთ ორივე–ცივად ვუთხარი მე–საღამოს გნახავთ,წავედი.
ჩემს ოთახში ავედი და საწოლზე მოწყვეტით დავეშვი.ეჭვების მიუხედავად მაინც საიამოვნოდ გამკრა ალეკოს ნათქვამმა გულზე...
მოსაცმელი გავიხადე და დაქალებთან გავედი.
– მართლა ესე თქვა? – ყურებს არ უჯერებდა რუსკა.
– ჰო,მაგრამ არ მჯერა....
– რატო მოგატყუებდა? ძმაკაცები არიან...
– არვიცი......ქეთი არ ამოსულა?
– აქ ვარ– სამზარეულოდან გამოიჭყიტა ქეთიმ.
– პრივეტ,პრივეტ....აუ გოგოებო მგონი მართლა ვჭედავ უკვე....
– გეტყობა....
რუსამ საუბარი გამიბა,მე კი ნელ–ნელა ისევ ფიქრებში წავედი...
ქეთიმ ტელეფონში ჯასტინ ბიბერის სიმღერა ჩართო.ხმის ტემბრი ნიკას ხმას უგავდა...როცა გავაცნობიერე რომ ისევ ნიკაზე ვფიქრობდი,გაბრაზებულმა ტელეფონი წავართვი და სიმღერა გავთიშე.
საღამოს ყველაზე გვიან მომიწია ეზოში ჩასვლა...ვერ ვისვენებდი მინდოდა განსხვავებულად ვყოფილიყავი...დიდხანს ვიტრიალე სარკესთან...საყვარელი გულამოღებული მაისური ჩავიცვი,მოტკეცილმა ჯინსმა ჩემი ფიგურა სრულყოფილი გახადა...თმა გავიშალე...უკვე სხვა გოგოებისგან არაფრით გამოვირჩეოდი...
გოგოები შეძახილებით შემეგებნენ...მე კი პირველი რაც დავინახე,ნიკას მუხლებზე დასკუპებული კრისტი იყო....
ამაყად ჩავუარე მათ გვერდი...ნიკას მზერა მაინც ვიგძენი...ყელში რაღაც გამეჩხირა...
იმ დღეს ვბრწყინავდი...
ერთ მომენტში ისევ მარტო აღმოვჩნდი სკამზე.ვფიქრობდი როგორ გავპარულიყავი სახლში...უცებ გვერდით ნაცნობი სურნელი ვიგრძენი...
– რას აკეთებ?
– მთვარეს ვუყურებ.
– სადაა მთვარე,ღრუბლებია...
– ღრუბლებში ვუყურებ smile
– ვაა შენ რა მაგარი თვალი გქონია....
კრისტი მოწიწინდა და ნიკას ქაჩვა დაუწყო წამომყევიო,ნიკა არ გაყვა.კრისტიმ ერთი კი გადმომხედა და გაგვშორდა.
– დღეს სკოლაში იყავი?
– კი შენ?
– მეც.....მოვალ....წამოდგა და ალეკოსკენ გაემართა.ცოტახანში შევნიშნე რომ რაღაცაზე წაკამათდნენ.
დაბრუნდა და მოწყვეტით დაჯდა,ხელი საზურგეზე გადადო ისე რომ მისი მკლავი ისევ შემეხო თუმცა აღარ გამიწევია...
– რა ხდება?
– რაღაცაზე მელაპარაკა...დებილია...გაიცინა დაბნეულად, მაგრამ იმწამსვე მივხვდი რაც ხდებოდა.
– ჩემზე ხო?
ისეთი მზერით შემომხედა რომ მივხვდი მიზანში მოვარტყი...
ჩემდაუნებურად გამეღიმა..მანაც ღიმილით მიპასუხა...არვიცი რამდენი დრო გავიდა,ვიჯექით და ერთმანეთს უხმოდ ვუყურებდით,,,რამდენი რამ მაინტერესებდა და სიტყვის დაძვრას ვერ ვახერხებდი..ის კი...ის ალბათ თავის ფიქრებში იყო...
სამეგობრომ დაშლა დავიწყეთ.სადარბაზოსთან გამაჩერა.
– ხვალ შეიძლება გვიან ვიყო აქ...მამაჩემს მივყვები და...
აღარ დაამთავრა.გამიღიმა და სწრაფი ნაბიჯით გამშორდა.
– ეგ ბიჭი ვერაა...მომესმა უკნიდან.ქეთი და რუსკა ეშმაკურად იღიმებოდნენ......
მეორე საღამოსაც ისევ იმ სტილზე ჩავიცვი.
მისი მანქანა გვიან სემოვიდა ეზოში...ალეკო გვაერდით მეჯდა..ნიკა უცნაურად მოიქცა...მანქანიდან ისე გადმოვიდა და ბინისკენ წავიდა არც გამოუხედავს...ალეკომ დაუძახა, მაგრამ რეაქცია არ ქონია...
– შეეშვი–ვუთხარი მე–ალბათ რთული დღე ჰქონდა...
– ხვალ გინდა შეგახვედრო?
– რა?
– ხვალ შეგახვედრებთ რა...აბა აქ ჯდომით და ერთმანეთის ყურებით არაფერი გამოგივათ.!!
– სად სემახვედრებ აქ ჭორიკნები არ მოგვასვენებენ ხომ იცი მე კი ამ დამპალი მეზობლების ყბაში ჩავარდნა არ მინდა!!!!
– ერთი ადგილი ვიცი....ასე რომ,ნუ ღელავ...დაილაპარაკებთ და გაარკვევთ ყველაფერს,დღესაც მაგის გამოა ეგრე,ვიცი მე მისი ხასიათი!!!!
 
გაუზიარე მეგობრებს

0   Spam
2 Livi   (2012-03-27 9:34 PM)
ki rogor ara :))

0   Spam
1 makuna   (2012-03-27 8:51 PM)
vsooo morchaa?ar gaagrdzeleebt?!










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 6995

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<