siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
* * *
2010-09-03 - 2:03 PM    
გაზაფხულმა გამოაღო დარაბები

სიყვარულში გამოუტყდა ტიტებს,

ახლა ჩემზე სულ არაფერს მოგიყვები

აპრილია თავად უნდა მიხვდე...

თბილის ქალაქს სამოთხის მზე ეფერება,

ყვავილებზე ჭკუას კარგავს რიყე,

არ გეტყვი რომ განშორება მეძნელებაა

აპრილია თავად უნდა მიხვდე...

არც კი ვიცი ამ ბილიკებს სად მივყავარ,

ენძელებმა მტკვარზე გადეს კიბე,

აღარ გეტყვი უსასრულოდ რომ მიყვარხარ,

აპრილი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1070-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
* * *
2010-09-03 - 2:02 PM    

შენი თვალები მომენატრა, შენი თითები...
მომეფერე რა...
შენ რომ გიყვარს ისე მომეფერე!...
გულთან მიმიჩუმე... სახე დამიკოცნე...
მაგრად ჩამიკარი და... ჩემი კანის სურნელი იგრძენი თავიდან!...
ყელთან შენი სუნთქვა მაგრძნობინე... თვალები დამიკოცნე...
თითებით მომეფერე სახეზე!..
ტუჩები გააღიმე... გამაღიმე!...
ჩვენს გრძნობაზე ილაპარაკე, არ გაჩუმდე!...
შენი ოცნება დამიხატე...
გულTან მიმ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1019-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
* * *
2010-09-03 - 2:02 PM    
ორივეს სხვადასხვა გვქონია ბედი,
ერთმანეთს როგორ შევხვდით ანდა,
შენ - ცისკენ აღერილი გედი,
მე - ზღვაში ჩაძირული ანძა.

შენ - მოდრეიფე ზვირთი,
მე - ნაპირს მიმსხვრეული ტალღა...
შენ - მარად დაუმცხრალი ნიჭი,
მე - მხოლოდ დადუმება, დაღლა.

გზად ათას საფეხურებს ტოვებს
კვლავ წყვილთა უსასრულო წყება,
მე შენში აღმაფრენა ვპოვე,
შენ ჩემში ცრემლები და წყენა.

და უხმოდ მიმატოვე მარტო,
შენ კარი მომიხურე ც ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1005-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
* * *
2010-09-03 - 2:02 PM    
მე შენ გაჩუქებ ფიქრების გორებს,
შენით ავავსებ მთელ ჩემს სიცოცხლეს,
მაგრამ არასდროს არ გაგაგონებ-
როგორ ძნელია უშენოდ ყოფნა...
როგორ მახრჩობენ სევდის ზვირთები...
რომ შენ ხარ ჩემი სულის ნაწილი...
რომ არასოდეს არ მავწყდები....
რომ გული მხოლოდ შენს ხილვას ნატრობს,
რომ უხილავი ჩემი სუნთქვა ხარ....
შენ კი ვერასდროს ვერ იგრძნობ, კარგო,
-როგორ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! ! !
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1060-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
* * *
2010-09-03 - 2:01 PM    
თუ გულში ლამაზი ოცნება ჩასახლდა,
შენს სახელს დავარქმევ ჩემს ყველა სახატებს
რადგან ღვთისმშობლის ლამაზმა თითებმა
ჩემს სულში შენი აჩრდილი დახატეს.
მე შენ მიყვარხარ, უკვე დაგეძებ,
შემომეჩვია მელანქოლია,
ასეთ უხილავ უცნობ სიყვარულს,
თურმე თავისი ხიბლი ჰქონია.
ფიქრით შენთან ვარ, საქმით კი არა,
სიზმარში გხედავ, ცხადში კი არა
გული გეძახის მითხარი სად ხარ?
მითხარი ძვირფასო რატომ არ ჩანხარ?
ხატზე ჩამოსული ცრემ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1098-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
* * *
2010-09-03 - 2:01 PM    
მე რომ ლამაზი თვალები მქონდეს,
გაგისწორებდი მზერას თამამად,
ვით კლავიშებზე თითი აკორდებს,
სიწითლე ღაწვებს დაგიფარავდა.

დავამარცხებდი შენს ამაყ მზერას,
გეტყოდი ამდენი ხანის ნაგოდებს,
გზას უყელავდი ავ ბედისწერას,
ნეტავ, ლამაზი თვალები მქონდეს!

ცეცხლს დაგინთებდი გულში სიმღერით,
მზერაში ცეცხლი მეც რომ მამკობდეს,
ან შენ რომ გიყვარს , სწორედ იმგვარი
და იმნაირი თვალები მქონდეს.

აწ დარდის დარად ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1036-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
* * *
2010-09-03 - 2:01 PM    
იცით კაცებო, ქალი ცუდი ჯერ არ შობილა,
ქალი ვინ არის?– ნორჩი ყლორტი თქვენი გრძნობისა,
უდაბნოს მწირი, ოაზისი მამრის ცხოვრების,
მარადიული სასწაულიც ქალით შობილა.
ქალი გრძნობაა, ქალი ზღვაა, ქალი ქარია,
ქარიზმატული ქარიშხალიც, ქნარიც ქალია,
ხან აღელდება, ხან იცინის, ხან მწარედ ტირის,
ცვალებადობაც ხასიათის თქვენი ბრალია.
კაცი უქალოდ ვერ ეწევა მომავლის მიზანს,
ქალი ვაზია, ნორჩი ყლორტი, მტევანი მზისა,
რო ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1068-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
* * *
2010-09-03 - 2:00 PM    
,,დღეს უშენობის სახლში მიწევს
მე არსებობა,
თითქოს ლოდინიც გათანგულა
ცრუ მოლოდინით,
ვცდილობ განვაგრძო უშენობით
ჩემი ცხოვრება,
თავდაკარგული გადაჩვევას
ავედევნები...

დღეს უშენობის მერამდენე
წუთებს დავითვლი,
დრო და წამები მატარებენ
ხელის გულებზე,
შენთვის ვინ იცის, იქნებ სწრაფად
მიქრის დღეები,
ჩემთვის კი... ვითვლი, უშენობის
საუკუნეებს...

დღეს უშენობის ოცნ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1041-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
* * *
2010-09-03 - 2:00 PM    
მახსოვს ვკითხულობდი მხოლოდ შენს წერილებს,
ადგილს არ ვუთმობდი ჩემს გულში სხვას,
ვარდებს ვუყვებოდი შენზე ნანახ სიზმრებს,
შენზე ვეჩურჩულებოდი ჩუმად ცას.
მახსოვს არ მინდოდა არავის მოსმენა,
და ველოდებოდი მხოლოდ შენს ზარს,
როგორ ხარ? კარგად! ძალიან მომენატრე,
მერე მზე მოჰყვებოდა გულში შენს ხმას.
შენ ხარ ჩემი გულის მზიანი ამინდი,
გპირდები ამ სიტყვებს არ ვეტყვი სხვას,
ალბათ გენატრები, შენც ფიქრობ ჩემზე,
ჩემს თა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1116-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
* * *
2010-09-03 - 2:00 PM    
ჩემში აჩრდილივით შემოიპარე, მომეფერე და თხელი თითები შეახე ჩემი სულის დაჭიმულ სიმებს, ცრემლის ნაკადულები პეშვშში მოაქციე და უბეში ჩამიღვარე, მერე კი კოცნით ამოაშრე. ისე ფრთხილად გადაიარე, რომ ვერ ვიგრძენი შენი სიმძიმე, შენს სამყაროში შემისახლე, სამყარო რომელიც ერთდროულად მშვიდიცაა და მეამბოხეც, ნაზიც და მრისხანეც, მოსიყვარულეც და სასტიკიც. ჰო! ჩემში აჩრდილივით შემოიპარე და შენი თვალებიდან დაღვრილი სითბო ისეთ ცეცხლად დაა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 994-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
* * *
2010-09-03 - 1:59 PM    
ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს, რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი, რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას, რათა დაუსრულებლად შემეძლოს შენი მოსმენა. რ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1156-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
* * *
2010-09-03 - 1:59 PM    
მე მოვისროლე დარდის კალათი
და ყვავილები გზაში დამებნა...
მე დავიღალე შენთან კამათით,
შენგან წავედი...შენს მოსაძებნად...


მე...ჩავერიე ბედის ქარგაში,
ბედის ხაზები რომ შემეცვალა.
წამოგყვებოდი თუნდ ჯანდაბაში,
ეს გრძნობა ჩემთვის რომ დაგეცალა...


დეკემბრისაგან ნაჯიჯგნ სხეულში
სიძლიერისა შემრჩა ნაფლეთი...
შენ მე წამართვი ათასწლეული,
ამ წელსაც მტოვებ სასოწარკვეთილს...


გამახ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1029-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
* * *
2010-09-03 - 1:59 PM    
შემოდგომაზე ფოთლები ჭკნება, ერთად ქუჩდება,
თურმე ტკივილი კი არ ქრება, მხოლოდ ყუჩდება,
ციდან რომ თეთრი ფიფქი ცვივა, წამიც დაადნობს,
ახლა უშენოდ ის ცივა, როგორც არასდროს!...
გაიშლებიან ყვავილები ნაირფერები,
ნეტავ თუ ისევ დავიღლები მათი ფერებით?!
დაეკიდება სამკაულად ცას, მზე ფერადი,
თუ გამოჩნდები, სასწაულად მოგეფერები...
შენს თვალებში ხომ ანათებენ ათასფერები?!
მე იმ ვარსკვლავებს და იმ ღიმილს მოვეფერები,
სევდი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 965-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
* * *
2010-09-03 - 1:58 PM    
ისე მომენატრე რომ გაჩერდა დროის წამები
ისე მომენატრე ვეღარ ამბობს სათქმელს თვალები
ისე მომენატრე ჩემი გრძნობით ზეცა ატირდა
ისე მომენატრე რომ ზაფხული უცებ გაცივდა

რატომ მომენატრე ჩემს გულს იცავს კარების ფიქრის
ფიქრით დაღლილი მონატრება იმედთან მიჰქრის
ისე მომენატრე რომ ამ გრძნობამ მთვარეც გაათბო
ისე მომენატრე მონატრებამ ღვინოც დაათრო

ისე მომენატრე რომ წარსული ცრემლებად მექცა
ისე მომენატრე გრძნობა ფურცელ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1017-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
* * *
2010-09-03 - 1:58 PM    
ქარმა გამომწვევად ცაცხვებს ჩაუქროლა
და ერთ ლამაზ ფოთოლს გული აუთრთოლა.
„წამო, გაგიტაცებ, ცხრა მთას მოგატარებ
მერე მოგიყვან და დედას ჩაგაბარებ."
ფოთოლს ამის მეტი არა გაუგია,
გრძნობით ანთებულმა თავი დაუქნია.
ქარმაც სიყვარული აღარ გააცია
გრძნობის ქარიშხალში უმალ გაახვია.
ახლაც აფარფატებს, ალბათ, ლამაზ ფოთოლს,
თავსაც შეახსენებს, ალბათ, წარა-მარა,
მერე მიატოვებს სადმე ქუჩის ბოლოს
ქურთი მეეზოვის ცო ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1031-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
* * *
2010-09-03 - 1:57 PM    
ის გაზაფხული სხვა იყო, რადგან
ტკბილად მღეროდა გულიც, ბუნებაც,
ეხლა ჩვენს შორის ზამთარი ჩადგა
და აღარ ველი შენს დაბრუნებას.

ფუჭ ოცნებაში დღეებსა ვხარჯავ,
მარტო ვარ ქვეყნად, მარტო სრულებით,
ჩემს გზაზე შენი ჩრდილი რომ დარჩა,
იმ ჩრდილს დავდევ და ვეჩურჩულები.

მძინავს და სიზმრის ტახტზე მიზიხარ,
დედოფლად გრთავენ ქვეყნის მხატვრები.
მე ხომ უცხო ვარ, შენ ხომ სხვისი ხარ
და მაინც ასე რად მენატრები ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1053-ჯერ |  კომენტარები: 2 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
* * *
2010-09-03 - 1:57 PM    
გამწყდარი წამები...
განაწამები...
შორით წავიდნენ, კვდებიან გამები...
მუსიკა იღვრება... ცრემლებად,
წამებით...
ცოდვები მუქარობს
სამყაროს წალეკვით,
სივრცე ბნელდება-ვერ გხედავ თვალებით,
სული იმსხვრევა ტკივილით,
წვალებით,
იღლება ამდენი ვნებების
ტარებით...
ვერ იფრენს ოცნება,
იხშობა კარებით,
ფიქრები მებნევა ამ ცივი ქარებით,
ნეტავი ვიცოდეთ-სად მივექანებით?
სივიწროვეა... როგორც ციხეში... ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1005-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
* * *
2010-09-03 - 1:57 PM    
ისევ შემოგხედე თვალებში...
ისევ ამითრთოლე გული...
ისევ ჩერდებოდნენ წამები...
ისევ მომიწამლე გული...
ნეტავ არასოდეს მენახე...
აღარ დამჩაგრავდა სევდა...
ვეღარ მოვაღწიე შენამსე...
აღარ გამიღიმა ბედმა...
ისევ გაყინული სიჩუმე...
ისევ აირია დზები...
ისევ მომხიბვლელი ღიმილი...
ისევ სიყვარულით გული...
ნეტავ ღმერთმა ცრემლი მაკმაროს...
სადღაც გაქრებოდა დარდი...
აღარ ვიტირებდი არასდროს...
ოღონდ გყვარებ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1169-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
* * *
2010-09-03 - 1:56 PM    
გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი!
წვიმავ, - ეს შენ გეხება.
რადგან ზოგი შენი წვეთი
სატრფოს ტუჩებს ეხება.
ეს ტუჩები მე მეკუთვნის,
ვერავის ვერ დავუთმობ.
თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს
ჩემს ტუჩებით გავუთბობ.
გეყო, ცელქო წვიმის წვეთო,
დაიმოკლე ფეხები.
თმები - გინდა დაუსველე,
ტუჩებს ნუ შეეხები!
  ნანახია: 930-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
* * *
2010-09-03 - 1:56 PM    
ყველაზე საბრალო მათხოვრის თვალებია,
ყველაზე წმინდა კი ხატის.
ყველაზე შეშლილი პოეტის თვალებია,
ყველაზე მაცდური-ქალის...
  ნანახია: 878-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
« 1 2 ... 224 225 226 227 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<