siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
ჰორიზონტიდან ზენიტამდე
2011-04-12 - 11:56 PM    
ჰორიზონტიდან

ზენიტამდე მხოლოდ ვარდებით,

წითელ ვარდებით

შენი კვალი დაიფარება...

გზას, სევდიან გზას

მოვხიბლავთ და შევუყვარდებით,

ჩემი სიცოცხლე, ჩემი ქნარი

თუ გეყვარება!

ჰორიზონტიდან

ზენიტამდე შენს წარმტაც სახელს

ყოველი სული და სიცოცხლე

გაიმეორებს,

მყინვარი დახრის შუბლს ამაყს და

ფიქრთ გამომსახველს,

შენის სახელით ამოსჭედავს

მთებსა და გორებს.

ჰო ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 520-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ჰყვება თბილისი სხვადასხვა ჰანგებს
2011-04-12 - 11:55 PM    
განთიადისა პირველი ალი

ნარიყალისა ნანგრევზე წვება,

ელექტრო ჰქრება და შუქი მზისა

იფეთქებს, როგორც ახალი შვება.

ჰყვება თბილისი სხვადასხვა ჰანგებს,

ხმა სიშორიდან გულს ღელვად ხვდება,

ჩემი სალამი გიგანტის ჩანგებს,

ბნელს სული ხდება, სიბნელე ჰკვდება.
  ნანახია: 490-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
“ინტერნაციონალი”
2011-04-12 - 11:55 PM    
სადღაც სადგურის მახლობლად მყუდრო

დღე ეუბნება: "მშვიდობით” - ივლისს.

ორკესტრმა დაჰკრა "ინტერნაციონალი”

და ჟრუანტელი სხეულში მივლის.

მუდამ მაღელვებს ეს ჰიმნი ჩვენი,

ეს ჟრუანტელი ჩვენი დროისა,

ადგილს რომ მოსწყდა კაცობრიობა

და უფრსკულებში მიიმსხვრ-მოიმსხვრა.

ამ ჰიმნმა დასძრა ძველი ტაძრები

და ვარსკვლავები აჰყარა ცაზე.

მწვერვალს მოსწყვიტა სასახლეები

და დააქანა მოლიპულ გზაზე.

მე მომაგ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 626-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
“ლუმანიტე”
2011-04-12 - 11:54 PM    

მეტი გზა არა

დარჩენია რა!

თვეზე მეტია,

სად არ იარა,

სამუშაო კი

ვერსად ვერ ჰპოვა,

გულის სიმხნევემ

ის მიატოვა.

მზადაა ახლავ

წყალს მისცეს თავი,

მან გადაწყვიტა...

და უცებ ზვავი,

ხმათა მოვარდნა:

"იყიდე

"ლუმანიტე!”

"ლუმანიტე!”

"ლუმანიტე!”

იყიდე

"ლუმანიტე!”

და შეიცვალა

დღე სულ სხვაგვ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 576-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
”ჩარდა ამთა”
2011-04-12 - 11:54 PM    
სადღეგრძელოსთვის სიტყვის თქმის ნება მომეცი, თამადა:

შემკობად თინათინისა ამ სასმისს ვსვამ თამამადა,

ვის მკერდზე გადმოფენია ნაწნავი ცხრა სამ-სამადა,

ვისი თავხურვა ყოველგვარ თავხურვას შეეკამათა,

და წარბ-წამწამი ყველასი არ ღირს მის წარბ-წამწამადა,

სახის კანს სადაფისფერსა მზემ შუქი რამ მიამატა,

ტანსარო, ალვა ასული, მშვენება მარად ჟამადა,

ვინ მზესა სწუნობს, მაგრამ მზე თინათინებდეს მარადა.

ვუსურვებ: ჰქონდეს სიმხნევე ფუძედ დ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 561-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 23 24 25

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<