(ჩვენ გავიარეთ შინდარი, ტბეთი...)
ჩვენ გავიარეთ შინდარი, ტბეთი,
მუხამდე, სადაც კესვის არხია.
რამ ააყვავა სამხრეთ ოსეთი?
დიდი ხნის ძილი რამ შეარხია?
მე მახსოვს გოლვა, სიცხე ზნაურის,
მზის მხურვალებით დამსკდარი მიწა.
ახლა აქ ახალ აურზაურის
ცვლაში მდინარემ გამოიღვიძა.
სულ მაღლა მთებში კელვის ტბა არის, -
ვიყავ მსურველი ადგილთა ნახვის.
იმ ტბიდან მიდის სისწრაფე ქარის,
იმ ტბიდან სწყდება ზვირთი ლიახვის.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(ჩურჩული - ულურჯეს ფარჩის...)
ჩურჩული - ულურჯეს ფარჩის,
შრიალი - აბრეშუმთ შარის,
და ვარდი ვარდებთან დარჩი,
იქ, სადაც სარკეა ქარის.
ახლოა სიმძიმე წვიმის,
ეზოში აპობენ შეშას,
პოეტი - რითმას და სიმებს,
გრიგალი იტაცებს ნეშოს. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(წინ, წინ, სამშობლო მხარევ...)
წინ, წინ, სამშობლო მხარევ! ჩვენ წინ მიგვიძღვის წრფელი
ის ოქტომბერი, რამაც შესძრა მსოფლიო მთელი!
გამოქანება მძლავრი ცხრაასჩვიდმეტის ტალღის -
ეს არის ძალა, ნება და მისწრაფება ხალხის!
ეს არის სული ხალხის, ეს არის გული ხალხის,
ეს არის ნება ხალხის, ხალხის და მხოლოდ ხალხის!
მიმოიხედავ ირგვლივ არის განძების თოვა:
ვინ მოამზადა ამდენ ღირებულებათ გროვა?!
განძის, რომელსაც ხედავს მოხუცი, გინდა ბალღი,
ღირებულების ყ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(წყალტუბოდან ქუთაისში ...)
წყალტუბოდან ქუთაისში
მიმავალო ქარო,
თუ მაისის ქუთაისმა
გკითხოს, ვინა ხარო,
უპასუხე, რომ სუნთქვა ხარ,
არ უთხრა კი - ვისი,
ისეც იგრძნობს ქუთაისი,
ჩემი ქუთაისი!
1922 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(ხელშეკრულება...)
ხელშეკრულება, დადებული ერთხელ არაგვთან,
მგოსანს რომ მხდიდა შენს რაინდად და გმირთა გმირად, -რჩება ძალაში. ჩემში ისევ ალაპარაკდა
და ის სიმართლე კვლავ მამაღლებს არაგვის პირად.
მადლობა მცხეთას არაგვისთვის, დიდი მადლობა!
ხელშეკრულება ძალაშია კვლავ იმნაირად,
უჭკნობი სიყრმის და უჭკნობი სიახლის გრძნობა
აყვავილებულ გზებით მიდის არაგვის პირად.
მხრებს აიწევენ კვლავ არაგვის მთის მწვერვალები.
აქ ცხრაა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა ...)
ხომალდს მიჰყვება თოვლის მადონა
და ყვავილები გიიადონა.
შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო,
სულო, ჭაობზე უნოტიესო.
იდუმალია ჩვენი სერობა
და ღამეების ალმაცერობა,
რომ ოცნებები ცეცხლით გალესო,
სულო, იმ ცეცხლზე უმხურვალესო
დღეთა სინაზეს ედება კორძი...
ესე არს სისხლი, ესე არს ხორცი
და იდუმალი ლოცვა ბაგისა,
სულო, ლაჟვარდზე უსპეტაკესო.
ვარსკვლავი იგი - ფიქრთა საგანი,
ერთი უმრავლეს ვარ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(ხშირად ვოცნებობ და შევსცქერი ცას...)
ხშირად ვოცნებობ და შევსცქერი ცას,
ვეძებ უხილავს, ვუცდი ვიღაცას.
მე ვმღერი მაშინ და მთრთოლვარე ხმას
სევდით ვუერთებ ჩამქრალ გულის თქმას!
ჩემს გულში ვეძებ ვარსკვლავებს, მთვარეს,
მეგობრებს, სატრფოს ეშხით მღელვარეს;
არ ანათებენ ისინი ჩემს გულს,
არ-ღა მომფენენ შვებას, სიხარულს.
ბნელდება მთვარე, თრთის ვარსკვლავი ცის
და ძირს ეშვება ოცნება სივრცის... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
1950
ძვირფას მეგობარს, თანამებრძოლს, თანამოკალმეს,
ვის სიტყვას ვადრი სივრცეებში ანთებულ ალმასს,
გაკრიალებულს, უბრწყინვალესს ელვარე მზეზე - რომ ვუძღვნი ამ ლექსს, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
ძვირფას მეომარს, ძვირფას მესხის სიმთ მიმოჟღერას,
შეუდარებლად მოყვარულს და თანამომღერალს - შემდგომ თაობათ ბედ-იღბლისთვის უმახვილესი
რომ შექმნა ლექსი, გულო ჩემო, აი, მიზეზი!
მოუსყიდველი, მომავალის შემგრძნობი სვეტის,
ბრძ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
AVE MARIA
ელვარებს, დნება წმინდა ნათელი
მკრთოლვარ-მთრთოლვარე შუქთა მფრქვეველი.
ძლიერო სულო! შენკენ მოილტვის
ლოცვა-ვედრება და საკმეველი.
რა რიგ მწყურია შენს შორი-ახლოს
განახლებისა მოვიკლა ჟინი,
და ვუცქეროდე თუ როგორ ბრწყინავს
ღვთაებრიობის შენის გვირგვინი.
რამდენი ღამე გამითევია
მზის ამოსვლისთვის რომ შემეხედა,
მე ვერ ვამჩნევდი თუ როგორ რთავდა
მთვარე ვარსკვლავებს, როგორც შვილთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
VOILES
საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების,
სადაც რომ იმალება იაგუნდი, ლალები!
საიდუმლო მღერალი, კიდევ მრავალფერ ალით:
ასეთია მფარველი - საყვარელი თვალები!
საიდუმლო ალები! ისევ მომეძალება
უმიზეზო წვალება და ლურჯი მწვერვალები!
ვარსკვლავებით მწირველი, ლოცვა - გასაკვირველი,
ასეთია პირველი ტრფობის ინტერვალები!
სერაფიმთა ბაგეზე უნაზესი, ფაქიზი -
რაინდობად მაქეზებ შორით უმხურვალესი!
საიდუმლო ალები ზღვათა იდუმალების
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ადრიანი გაზაფხული
როგორც შეთქმულებს, ჩვენ არ გვაშინებს,
რომ არ ეტყობათ რტოებს რტოობა.
სულს დიდი ხნიდან აშალაშინებს
სხვა მარტოობა.
გაზაფხულია მაინც ასეთი,
კეთილი, როგორც კარგი ხარება,
ახალგაზრდობით მოკისკასეთი
ახარხარება.
მალე გადნება ყინული ლოდის,
მტკვარი ღრიალებს ტივების ტევით.
ამოდის მთვარე... ჰეი, ვინ მოდის?
ხელები ზევით! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ავადმყოფს
შეხედე: ვარდნი მშვიდი თვალებით
სძლებენ ნარიდნი მსუბუქ ძალებით,
ვარდები უფრო კეთილშობილნი
კვდებიან სწრაფი გარდაცვალებით.
გაყვითლებულა მიდამო-არე
შემოძარცული მთებით მოარე.
ფავნმა სიცილით მოვლო მთა-ველი.
და არა ერთი მოჰკლა ყვავილი.
შემოდგომაა... ტკივილი ჩუმი
და ხელის გულთა ნაზი ქავილი.
ყვითელო, ჩემო ყვითელო ვარდო,
შთენილხარ მარტო, სრულიად მარტო.
რითმების გარდა არაფერი მაქვს...
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ავდრის მოლოდინში
წარსულმა ღამემ შენს ფანჯარაში
დათოვა თოვლი ია-ზამბახის!
შენი ალვა დგას, როგორც დარაჯი,
მზეთუნახავი და მკრთალი სახის.
სისხლივით ელავს ფოთლები ვაზის,
ბროლი, მარჯანი და ნელი რვალი,
ხალივით მთვრალი ხაზი შირაზის
ალვაში შედის მრავალთ-მრავალი.
ნელ ლერწებით და ვაზის მტევნებით
მიყვარს ქალწულის დაგვირგვინება.
წარსულს ჩვენ აღარ დავედევნებით
და არც ცრემლები დაგვედინება.
ამ მწიფე მტევნებს დ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ავრორა
გაფერმკრთალდა სავსე მთვარე და გაყვითლდა შუქთა ცხრილი,
ცის გუმბათი მოვერცხლილი მე ზღვის სიღრმეს შევადარე.
ვარსკვლავთ გუნდი მოელვარე თრთის, ნელდება ვით ღიმილი,
ფერ-მიხდილი, მოწყენილი, ნაზი, ფრთხილი, მგლოვიარე...
ნისლში მყოფი არე-მარე ნანგრევების არის ჩრდილი,
არის სივრცე და დუმილი, მარტოობა არის მწარე,
ყოველი ხე და სამარე. ხევ-ხუვებში მოფენილი,
არის უღვთოდ მოწყენილი.
ამოვდივარ! ღამის ნაკვთებს მალე გაჰკვეთს ჩემი ფრთები.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ავტომობილი და ურემი
ახალთახალ შარაზე
მიჰქრის ავტომობილი -
ჩემი გადარეული
და კეთილი ძმობილი.
გზა მიეცით მანქანას,
მომავალი მისია, -
იგი ჩვენში ახალი
ყოფის დასაწყისია!
არსად არ გადუხვიო, -
ეს გზა სწორზე სწორია:
მარცხნივ მხოლოდ ხრამია,
მარჯვნივ - პრეისტორია.
რა თქმა უნდა, სხვა იყო
ჩვენი ძველი ურემი,
მისი ხარ-კამეჩები,
მისი აპეურები.
ვერს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ათოვდა ზამთრის ბაღებს
ათოვდა ზამთრის ბაღებს,
მიჰქონდათ შავი კუბო,
და შლიდა ბაირაღებს
თმაგაწეწილი ქარი.
გზა იყო უდაბური,
უსახო, უპირქუბო.
მიჰქონდათ კიდევ კუბო...
ყორნების საუბარი:
დარეკე! დაუბარე!
ათოვდა ზამთრის ბაღებს. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ათრობდა ხალხთა მწუხარება
ათრობდა ხალხთა მწუხარება, სისხლის აუზი,
მისი სასახლე მონად ჰყავდა აღფრთოვანებას,
მოღალატეთა შთაგონებით სცემდა ბრძანებას
და მედიდურად ხელს აწერდა: ნიკოლოოზი.
ლაჩარი იყო, ქვეყნის ბედი, ღელვა, ქაოსი,
ფრეილინების და დედოფლის ჟინს მიანება.
ჩვენ კი სიმართლის ციხეებში დაგვიანება
გულს გვისერავდა, როგორც ზარი სასაფლაოსი.
კუბოებისთვის მეკუბოვეთ ხე აღარ ეყოთ;
ხე არ ყოფნიდა მეფეს კაცთა ჯვარზე საცმელად,
<
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
აი, რა მზის სიზმარია
აი, რა მზის სიზმარია -
აირევი ივერია...
აი დროშა, აშორდია,
ჰაერების სიბერეა. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
აკაკის ლანდი
მდუმარე მხარეს შორი მთებისას
დაჰხარის ღამე და ანდამატი.
იქ, როგორც ლანდი მწუხარებისა,
გამოჩნდა მაღალ პოეტის ლანდი!
თეთრი ჭაღარით მოსილი თმები
ელავდა ელვის ელვა-ციმციმით
და მოხიბლული იყო მთიები
დიდებულ სახის ღვთაებრივ ღიმით.
მძიმე და დაღლილ ფეხის ხმას გრძნობდა
ნელი-ნელ მსვლელი ღრუბელი ჩუმი
და მოძრაობდა ღამის მნათობთა
აღელვებული ელიზიუმი.
გრ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ალვები თოვლში
დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს
ივლისისფერი ყინვის თასებით!
სითეთრე შვენის მაღალ მწვერვალებს,
ვით სასძლოს ფარჩა და ალმასები.
მოკრიალებულ ჰაერში ოდეს
გულცივად ბრწყინავს ფარჩა ნათელი,
ოჰ, ნეტავი არ შეირხეოდეს
გადაზნექილი სიზმრების წელი!
მკრთალი ვარდები დასცვივა ხელებს,
ჩამოიშლება შუქის პირბადე
და უცნობ ღამის შორ საკურთხეველს
უნდა ვუხმობდე განთიადამდე.
დგას
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
|