siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
ახალი მეკვლე
2011-04-22 - 8:02 PM    
კარგია გრძნობით ნთებული ბრძოლების მკაცრი ჯახება

და შემდეგ გამარჯვებული სიმღერის შემოძახება.


ეს მე ვარ, რწმენამახვილი ნებისყოფა და ძალ-ღონე,

ბევრი ქარიშხლის მნახველი, ბევრი გრიგალის გამგონე.


ჩემი ხმაც სმენამჭევრია, გული წმინდა და მაგარი.

საქმე კვლავ ბევრზე ბევრია, წინ, გაბედულად დაჰკარი!


მშრომელო, მარად გიყვარდეს, ვით გიყვარს, შრომის სიალე!

პოეტო, ბასრი კალამი ხმალივით დაატრიალე!
  ნანახია: 511-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ახალი მოსახლეობა ]
2011-04-22 - 8:01 PM    

ჩვენ ერთად ვუცდიდით ღამეში თეთრ სანთელს,

ჩვენ ერთად მოვრკალეთ ლოდინი და რიცხვი.

ბედივით გამოჰყვა ჩემს ბინას შარშანდელს

უქმი და უგვანო ცხოვრების სირცხვილი.


ვიღაცა მახინჯი მხიარულ სიცილით

შემოგვხვდა... დაგვიწყო, დაგვიწყო პატიჟი!

ვინ იყო? საიდან? ჩვენ ის ვერ ვიცანით

და ყველა შევყევით შავი დღის ბადეში.


დავბრუენდით ბინაში და დაგვხვდა ცხედარი!

მივაგნეთ სულის კვალს! მე ნატვრას ვეა ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 580-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ახსნა
2011-04-22 - 8:01 PM    
ღამეს ელვარე დღე შეუცვლია

თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,

ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია

დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.

მომკალით! ყოფნა მაინც შუქია

თქვენზე ამართულ სადღეგრძელოთა,

შეხვედრა ენას ვერ შეუქია,

შეხვედრა განა ასე გველოდა?

თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ,

ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით

რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ

ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით.

რისთვის მიყვარხართ? მე არ მაქ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 481-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
აჰა, თენდება!
2011-04-22 - 8:00 PM    

აჰა, თენდება! ოქროსფერ სხივით

ენთება შენი შარავანდედი,

მტრედისფერ ცაზე სიხარულია,

მტრედისფერ ცაზე გამოჩნდა გედი.

მზისკენ - ვარდისკენ მისი სხივებით

ანთებული და ფრთანათუთქარი

ამოსაწუწნად მიდის ღრუბელი -

ლურჯი ფუტკარი.

ისარივით ზე აინავარდა

და ახმაურდა ცად პროპელერი,

მზის სადიდებლად გუგუნი ისმის,

განახლებული მღერის სოფელი.

ზეციდან ქვეყნად ეშვება ნისლი,
... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 451-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ბავშვები კაფეში
2011-04-22 - 8:00 PM    
მე არა ერთი მინახავს ბავშვი,
პატარა, როგორც ოქროს წიწილი,
ეტლში, სალონში, აკვანში, ბაღში,
გაისმის მათი ზარის სიცილი.
მაგრამ კონტრასტი არის ამ ბედის
გულცივი, მკაცრი და გამყიდველი.
მშიერი სახით კაფეში შედის,
ბავშვების გუნდი შიშველ-ტიტველი.
მათი თვალები აღარ იცინის,
ხედვაში ხანჯლის არის ციება,
არ ეპატიოს, - კვნესდნენ ისინი - ქვეყანას ჩვენზე შურისძიება.
მათ ნატყვიარი აკრავთ წარბებზე,
გული სავსე აქვთ შხამის წვეთებით,
ამ დროს მოლხენით არ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 530-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ბავშვი გზად ვლიდა
2011-04-22 - 7:50 PM    

ბავშვი გზად ვლიდა. ბალახი. ცვარი.

ხელით მიჰყავდა პატარა ცხვარი.

იმაზე კარგი აბა რა არი,

ხელით მიჰყავდა პატარა ცხვარი.


ილორის წმიდა გიორგის ჭროღა

თვალები, შუბლი... მკაცრი მიმოხვრა.

შესაწირავად მიჰქონდა ოხვრა,

და მიჰყვებოდა პატარა ცხვარი.


საბრალო ბავშვი თრთოდა, ვით შველი

თვალები ჰქონდა ცრემლებით სველი:

მას ჩვეულება ეს ძველისძველი

კლავდა, რომ მსხვერპლად მიჰ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 513-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ბავშვობის დღეები
2011-04-22 - 7:50 PM    
გაფრინდა ბავშვობის დღეები.

მინდვრები, ჭალები, ტყეები,

უეცრად მოვიდა შავებით

სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან.

მწუხარე ფერხულში ჩავებით

და თვალი ცრემლებმა დაბინდა,

ბალახი, მდინარე, ხეები,

დღეები, ბავშვობის დღეები.


1915
  ნანახია: 400-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ბარათაშვილი
2011-04-22 - 7:49 PM    

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.

ვითარ ვრცელია შუაღამის ჟამთა სიალე!

გრიალებს ქარი

უსაფართ თანამოხეტიალე -

და განწირული აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.

ბარათაშვილი გადმოვსცქერი მშობლიურ არეს...

ოჰ, სად, სად არი

სატრფო ან მოძმე და მეგობარი?

და განწირული აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.


ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.

რაკი ლაღი ხარ, საქ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 626-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ბედის იქით
2011-04-22 - 7:49 PM    
დავხუჭე თვალი, გულის სიღრმეში

რომ დამენახა რამე ნათელი

და მოვიგონე ნეტარნი დღენი

და გაზაფხული უკანასკნელი.

რა ადრე მოკვდა. რა ადრე მოკვდა!

ახლა ღამეა... ქვითინებს ქარი,

რომ გამახსენოს ტკბილი წარსული

და მოგონების სახე ნეტარი.

მაგრამ ვის ველი. ან რად ვღონდები,

განა არა მაქვს წინ მომავალი?

რად ჩავიგონო გზის უმიზნობა.

რად ავარიდო სიცოცხლეს თვალი?

ვის შევუშინდე? რას შევუშინდე?
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 592-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ბოძთან ტრამვაის უცდიდა მგზავრი
2011-04-22 - 7:49 PM    
ბოძთან ტრამვაის უცდიდა მგზავრი,

გათეთრებული თოვლიან მხრებით,

და იყო ცხრაას ჩვიდმეტი წელი

თავის ქარიშხლით და ამბოხებით.

უდგა თეთრ წვიმას, ჰქროდნენ ეტლები

და ტრამვაების მძიმე ტივები.

ნისლში სახლები და გამვლელები

მოჩანდნენ, როგორც ნეგატივები.

თოვლქვეშ კი, როგორც ქსოვილი ბადის,

მრავალ მიუვალ გზებით ფარული

ათი ათასი ნაკადი გაჩნდა,

მჩქეფი, ანკარა და მოხარული.

მიწის ქვეშ გზები ვიდოდნე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 506-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ბუხართან
2011-04-22 - 7:48 PM    

ცეცხლი ფიქრებს როდი უფრთხის,

ცეცხლი ფიქრიანია,

იგრიხება ალი ბუხრის,

ისიც აწ ფრთიანია.


ნაკვერცხლებო, თქვენც ზიარის

მოგონებით ენთებით

სიცოცხლის ხის, ნათელ მთვარის

და მზის ორნამენტებით.


თქვენ დაგცქერით მოსახება

ვაზის ნელი სირმების

და მედგარი დაჯახება

ჯიხვების და ირმების.


იგრიხება ალი ბუხრის;

ისიც აწ ფრთიანია,

ცეცხლი ფიქრებ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 511-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გადია
2011-04-22 - 7:48 PM    

გადია ჩემი სიზმრის სიალით

ასე არასდროს არ დაისრულა.

ის ირონიამ ფრთით უშუალოდ

წარსულ დღეებში გადაისროლა.

ის, დაყრდნობილი უღონო ხელებს,

სიყმაწვილისას დაჰყურებს სურათს

და ჩარჩოებში ძვირფას სახელებს

ითვლის ბავშვივით და უსუსურად.

ბზა, სახარება, სარკე, საათი...

სარკეში თეთრი თმები თოვდება

და საათიდან სამოცდაათი

წელი, გადია, გიახლოვდება.

რბილ ბალიშებზე ისვენებს ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 505-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გაზაფხულია
2011-04-22 - 7:47 PM    

გაზაფხულია. ხე ფოთოლს ისხამს.

ვაზის ცრემლებით აივსო ზვარი.

ამ მშვენიერ დღეს, ამ სისხამ დილას

ფეხებს გისუსხავს ეს უხვი ცვარი.


კარგია, როცა რიჟრაჟი მოსდებს

სიმინდს და ხეებს ნამების ლივლივს,

საკმარისია შეეხო ტოტებს,

და ნამი თავით კოჭამდე გივლის


შორით კი ხვამლი მოჩანს ცისფერი,

როსმე ის ჩემი იყო ზმანება.

გაივლის თვალწინ იგი სიზმარი.

და რაღაც მწარედ დამენანება ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 566-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გათენდა ცხრაას ორმოცდაექვსი
2011-04-22 - 7:47 PM    
გათენდა ცხრაას ორმოცდაექვსი,

ახალი წელი. ახალი წუთი.

დავათარიღე ახალი ლექსი

შეცდომით: წელი ორმოცდახუთი.

ეს ინერცია როდია მხოლოდ:

ჯერარნახული ამბების მთქმელი,

მატიანეში შევა სიმბოლოდ

ზღვასავით, რისხვით მქუხარე წელი.

1946
  ნანახია: 481-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გამარჯობა, აფხაზეთო, შენი!
2011-04-22 - 7:47 PM    

გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! -

ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია!

მომენატრა მზე, სინათლის მფენი;

მომენატრა ზღვა, რომელიც ვრცელია.

მომაგებე შენ იგივე პალმა,

სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა

გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი,

მომაგებე მშობლიური გემი,

მომაგებე მშობლიური მიწა,

შენი ძველი მეგობარი მიცან.

  ნანახია: 531-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გამბედავო და მაგარო ხელო
2011-04-22 - 7:46 PM    

გამბედავო და მაგარო ხელო,

ხელო უცნობ, მაგრამ დიდი მხატვრის.

როგორც მედგრად გატანილი ლელო,

როგორც სწრაფი ასრულება ნატვრის!

ერთი ვეფხვიც დღეს ჩვენამდე აღწევს:

არქეოლოგს უპოვნია მთაში,

სად უძველეს ხეებს ლეწს და აქცევს

ნანგრევთ შორის ქარიშხალი - რაში.

ივერიის ლეგენდები შოთას

იგონებენ გადმოცემით ძველით,

და სიმღერებს მრავალს, არა ცოტას,

ჩვენო მთებო, თქვენგან კიდევ ველით!< ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 575-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გამოსალმება
2011-04-22 - 7:46 PM    

პირიმზე, რისთვის ჩაფიქრებულხარ,

პირიმზე, ჩრდილი რაზე გფენია?

მტკვარო, შენ მაინც მითხარ, რას სწუხარ,

შენ მაინც რაზე მოგიწყენია?

ნუთუ გგონიათ, რომ ჩემი გული

ეხლა სავსეა მწამვლელ გრძნობებით?

რომ ვერასდროს კვლავ ვეღარ გიხილავთ,

და სამუდამოდ გემშვიდობებით?

დამშვიდდით! მუდამ თქვენთან იქნება

ჩემი სიმღერა და წრფელი ნანა,

შემოგწირავდით ერთად ყველაფერს,

მაგრამ სხვა რაა სიმღერ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 494-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
განახლდა გული
2011-04-22 - 7:45 PM    
განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ,

რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე...

გზა დამიცალე, შავო ბურუსო,

წყეულო ღამევ, გზა დამიცალე!

წინ ვივლი, სანამ დავმიწდებოდე,

ბედს კი მაინც არ შევურიგდები!

წინ ნუ მიხვდები, შავო ბურუსო,

წყეულო ღამევ, წინ ნუ მიხვდები!

ნუთუ არ მეყო, რაც დასაბამით

გაუნელებელ ცეცხლში ვეწვალე?

ჩამომეცალე, შავო ბურუსო,

წყეულო ღამევ, ჩამომეცალე!

ვივიწყებ წარსულს... ჩემს სიყმა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 611-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
განთიადზე კი…
2011-04-22 - 7:45 PM    

როცა დაღამდა -

გადადაღავდა

თბილისის არეს

ალების კალა;

ფიქრებით ძველით

სუნთქავდა ველი,

მთაწმინდა იგი

და ნარიყალა.

როცა გათენდა,

გადაადენდა

შუქს ნაძალადევს

მზე შემოდგომის,

გაისმა ვრცელი

ქარხნის გუგუნი

და აიმართა

სასახლე შრომის.

მოიხსენ რიდე!

ან კიდითკიდე

მშრომელი კლასის

გაისმის წყრომა. < ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 541-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
განიახლე, განიახლე!
2011-04-22 - 7:44 PM    

განიახლე, განიახლე, მძლეთა მძლე,

დიახ, მძლე და მშვენიერი სიმაღლე,

ჰე, მამულო! გულისთქმად ეს იახლე:

ყოველი დღე იყოს მხოლოდ სიახლე!

გუშინდელმა გაიარა გუშინა,

წინანდელმა გული ვერ შეუშინა,

დღევანდელ დღეს ბაღი შემოუშენა:

ყოველი დღე უნდა იყოს სიახლე!

ამ სიახლის სიხარული განაგებს

ახალ ველებს, ახალ დაბა-ქალაქებს.

ცოდნა, შრომა სახლ-კარს მიმოალაგებს:

ყოველი დღე უნდა იყოს სიახ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 517-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 3 4 5 6 ... 24 25 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<