siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
ალპები
2011-04-22 - 8:12 PM    
კარგია, კარგია მაღალი ალპები,

როს ნისლი ეხვევა, ან ქარის აფრები,

ან როცა სიმშვიდის იპყრობს ლეტარგია,

ან როცა იღვიძებს, - კარგია, კარგია!


ასე, პოეზიის მაღალი მახვილი,

იმ მზისა თუ ნისლის სწორად ამსახველი,

ღამით თუ ცეცხლია, მშვიდ დროში სარკეა,

თანაბრად დიდია, თანაბრად კარგია!
  ნანახია: 504-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი
2011-04-22 - 8:11 PM    
ის იყო შვიდი წლის ბავშვი.

მაისი, მინდორი, ჩიტი,

სიმღერა ოქროსფერ ნავში,

ზეცათა ლაჟვარდი-ჩითი.

ო, შვიდი... ო, შვიდი წელი

ოქროსფერ, ოქროსფერ ნავით...

მოცარტი, შენიე, შელი -

მოზვავდნენ ახალი ზვავით.

გავიდა კვლავ წელი შვიდი,

იმ ნავებს თან გაჰყვა რული,

მშფოთვარედ გადიქცა მშვიდი,

გემების გამოჩნდა სული.

დაიმსხვრა გემების წყებაც,

ზღვა ქუხდა ბურუსში შავში.

ტალღებმა გ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 570-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ამ ბნელი ღამით
2011-04-22 - 8:11 PM    
ამ ბნელი ღამით ვიღაც დადის საქართველოში.

ამ ბნელი ღამით ვიღაცა კვნესის.


ვახსენოთ ჩვენ ის უკანასკნელ სადღეგრძელოში.

სადღეგრძელოში ვახსენოთ ჩვენ ის.


ამ ბნელი ღამით სადღაც ისმის ხმა დაირისა.

თვალი მევსება ცრემლების ნამით.


უკვე ცისკარმა შორი მთები დააირისა...

ის კი... კვლავ კვნესის ამ ბნელი ღამით.
  ნანახია: 548-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ამაო ძახილი
2011-04-22 - 8:10 PM    
ტოკავს ქარი, ნაზ-ნარნარი, და დაფნარი ტოკავს, ტოკავს...

და ზღვის ტალღა, ტალღა ჩქარი მძაფრი ღრენით სალ კლდეს

ლოკავს...

ჰორიზონტი ალისფერი, ჰორიზონტი ცის ფერადის

ზღვიდან ცამდის, ციდან ზღვამდის მზის ალმურში ჩადის... ჩადის!


ვდგევარ მთაზე, ვდგევარ მარტო, ვდგევარ ერთი, ვდგევარ ობლად...

შორეული არვინა სჩანს, არვინაა არც მახლობლად.


მხოლოდ ერთი იალქანი, ვით ღამის ფრთა გარხეული,

დაქანაობს ქარისაგან დაფლეთილი, დახეული. ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 519-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი
2011-04-22 - 8:10 PM    
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი,

მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.

მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,

ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!

ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,

უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!

გრაალის კოშკები, ზმანებათ სამრეკლო

შენს ფერხთქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.

ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი

ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,

ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,

რომელსაც აზიის ც ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 521-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ანძები
2011-04-22 - 8:09 PM    

დაუნდობელი ქარით ნარენი

და დაწეწილი, როგორც წვიმები,

ვით დაღალული სერაფიმები,

ჰქროდენ ანძები მგლოვიარენი.


არ მეშინოდა, გზას არ აურევს

ცისფერ ხომალდის სველი ფერდები,

"მიწა!” - აღმოხდათ გულს მეზღვაურებს

მაგრამ მე მაინც არ შევჩერდები.


1917

  ნანახია: 529-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
არა აქვთ ზღვა
2011-04-22 - 8:09 PM    

და არის ქვეყნები სხვა,

რომელთაც არა აქვთ ზღვა,

ანუ არც მდინარე.


აქ კი ცად ასულა ფრთა,

უშორეს ტალღების მთა

თეთრი და მყინვარე.


ზღვა ჩვენი მრისხანე ომს

შეხვდა, ვით შეჰფერის ლომს,

არსმენილ განგაშით.


გრგვინვასა და ქუხილს სტეხს -

შეაწყდა გრიგალი მეხს

გემების კანკალში.


ჰკვეთავდა უნდოს და ნავსს

კრეისერს, წყალქვეშა ნავს,

მო ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 518-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
არაგვი
2011-04-22 - 8:09 PM    
თან მიმყოლი ჩრდილები, აუხსნელი ქარაგმი,

სადაც მწვანე ველია და მქუხარე არაგვი,


სადაც მოკლულ ოცნებით ღიმილისთვის ჩავედი,

შორს კი ხევსურეთია, თუშეთი და ფშავეთი.


ერთხელ შვიდ წელიწადში შენი ცა გაიხსნება,

რასაც მაშინ ისურვებ - ყველაფერი იქნება.


გარინდდება მდინარე (ეს არაგვი, ზმანება),

ყველაფერი უცნაურ მოსვლას დაემგვანება.
  ნანახია: 583-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
არგონავტები ახალი დროის
2011-04-22 - 8:08 PM    
ახალი დროის არგონავტები

მიეშურებით კოლხიდის მხარეს,

ოქროვ, შენ მაინც არ ათავდები

თუ სხვა გრძნობები მიაქვს სამარეს.


ვით ძველი დროის არგონავტები,

ვით ძველი დროის არგონავტები,

მიეშურებით კოლხიდის მხარეს -

ახმაურებით და აზავთებით.


თქვენ არ გაშინებთ ზვირთების ლავა,

დაბრკოლებანი გარემოისა,

თქვენი ოცნება ნაპირზე ავა,

არგონავტებო, ახალ დროისა.
  ნანახია: 574-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
არდაბრუნება
2011-04-22 - 8:08 PM    

აი, გრიგალმა გაიტაცა წითელი ლერწი

ვაზის-ბუნების!

მერი! მე ისევ მენატრება ჩუმი ალერსი

არდაბრუნების!

წყვილი ცხენები, ეტლი სწრაფი, ზრუნვა მზიანი,

რაღაც სხვაგვარი.

მოსვლა ფერების: ვერონეზი და ტიციანი

და ნიაღვარი.

ვიცნობ ბაგეებს, ვიცნობ ხელებს! ათასი მხვდება

ბაგე და ვარდი...

ნუთუ: ზეცაო, ვით მე მიყვარს შენი დიდება,

ისე გიყვარდი?

  ნანახია: 511-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
არიან დღენი
2011-04-22 - 8:06 PM    

არიან დღენი, ხანჯალივით ბასრი და მჭევრი,

ოდეს სისხლივით აღელდება ოცნება შენი.

შენ გელანდება მოკლულებით ფენილი ტევრი,

შენ გინდა იყო უსულგულო ცხოვრების მტევრი,

ელვარე ცეცხლით გადაბუგო მთანი და ტყენი,

არიან დღენი, საუკუნოდ უფრორე მძლენი.

ტყვია-წამლით და დინამიტით მსუნთქავი ქვევრი,

აფეთქებანი, შეკივლება, ძახილი, ბევრნი

არიან დღენი.

არიან დღენი... ცეცხლისა და მახვილის კევრი,

ათა ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 494-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
არხევს ახალი სიცოცხლის აკვანს
2011-04-22 - 8:06 PM    
ეს გაზაფხული გამძაფრებული

პატიმრობისას გაარღვევს საკანს,

გახარებული ხელის კანკალით

არხევს ახალი სიცოცხლის აკვანს.

გაცოცხლებულა ირგვლივ ყოველი,

მფეთქავი ძალა არეს ჰფენია,

სულ რომ არ იყო ქვეყნად ღიმილი,

შეხედე, ახლა რაოდენია!

მჩქეფარე წყაროს, ამოყრილ ხეებს,

ჩვენს განახლებას ეუბნება ბანს,

ეს გაზაფხული უხარებს დღეებს

და არხევს ახალ სიცოცხლის აკვანს.
  ნანახია: 527-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ატმის რტოო, დაღალულო რტოო…
2011-04-22 - 8:06 PM    
ატმის რტოო, დაღალულო რტოო,

ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი.

ქარიშხალი მოდის საიმდროო,

ყვავილების ქარში მიჰქრის ტბორი.

მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,

ამ გრიგალში დრო არ არის სხივის.

დაღალული ყვავილი ხარ სუსტი.

ქარი კივის, ქარი კივის, კივის.

ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,

ახლა ზღვაა, ახლა სისხლის დროა,

თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი...

ატმის რტოო, დაღალულო რტოო.


1916
  ნანახია: 624-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ატმის ყვავილები
2011-04-22 - 8:05 PM    

რტოებში ავობს ბებერი ქარი,

ყვავილთა ჯარი ფიფქით ბანაობს.

ტყდება, ნანაობს ეთერი ჩქარი,

ნანაობს ქარი და მიქანაობს.


და ქარი შეხვდა ატმის ყვავილებს,

ვარდისფერ ღილებს შეატყო ჟრჟოლა,

ფრთა დაატოლა გაუშლელ ღილებს,

დასწვდა ბილილებს და აათრთოლა.


ატმის ხე იდგა თაიგულივით,

იქ მას მილევით უთრთოდა სული!

შორით მოსული გაზაფხულ სხივით

და ნამთა მძივით გარემოცული.

... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 640-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
აუზისაგან
2011-04-22 - 8:05 PM    

ჭოგრიტით მზერა, ხელთათმანი... შენ აისრულე

სურვილი დიდი და დაბურულ ბაღის დარდები,

ლაღი ირემი სიყვარულით ხარ დაისრული,

წყურვილმოკლული აუზისგან მიემართები.


შენ მოგდევს კოცნის გამძაფრება და თვითეული

ძარღვი ხელების... შავი ხალი მაღალი ყელის.

შენ გელის დაფნა, შენ დიადი დიდება გელის,

პოეტო! არვინ არ ყოფილა ესდენ ძლეული.

  ნანახია: 467-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
აქ ხილულ ოცნებას
2011-04-22 - 8:04 PM    

აქ ხილულ ოცნებას

თან სდევენ ჯადონი,

თოლია ქორსა ცვლის,

არწივს - იადონი.

ორ საწყისს ინახავს

ახალი ათონი, -

აქ გული მონაა

და თანაც ბატონი.

აქ მუხა შრიალებს,

იქ ზეთისხილია,

თუ ზღვის და ზღვის პირის

მძაფრი ჭიდილია -

გზნებასთან მზის ჩასვლის

ჰყვავის იდილია, -

აქ გული მონაა

და თანაც ბატონი.

უწესო აყრუებს

უბადლო ზრდ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 596-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
აღავსე, მზეო
2011-04-22 - 8:04 PM    

აღავსე, მზეო,

ეს შემოდგომა

ნაყოფით, რასაც

ვთვლით და ვერ ვითვლით,

დამავალ შუქის

ფერთა მოდგომა

ტოტთა სიუხვით,

ფერთა სიყვითლით.


რომ ამაყობდეს

მოწევის დროით

შრომა დიადი,

შრომა სამზეო,

ვენახთა ხვავით,

ყანის ოქროთი

ეს შემოდგომა

აღავსე, მზეო

  ნანახია: 512-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
აღარ არის მენესტრელი
2011-04-22 - 8:03 PM    

ეს ოცნება არის ჭრელი,

ფიქრი ბნელი ღამისა,

აღარ არის მენესტრელი

უნაზესი დამისა.


იყო ირგვლივ ზიანება

და ყორნების ჩხავილი,

თოვლმა სილას მიანება

ნოვალისის ყვავილი.


მაგრამ გულში დარდს ნუ ისევ,

ოცნება თუ გშორდება,

ყოველივე იგი ისევ

ისე განმეორდება.

1919

  ნანახია: 519-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
აყვავილებულ ველებს სალამი!
2011-04-22 - 8:03 PM    

აყვავილებულ ველებს სალამი!

აქ ნაცნობია ჩრდილი ყოველი,

ტბების ვარდები, ფშნების წალამი -

სიტყვები გულზე დასაქსოველი.


უფლება აქვთ, რომ თვლიდნენ თავისად,

როცა არ უნდა ჰქონდეთ უფლება,

მაშინ მთებს ისე უუკვდავესად

შუბლი მოწყენით მოეღრუბლებათ.

  ნანახია: 500-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ახალი გვერდი
2011-04-22 - 8:03 PM    
საქართველოში წინათ მრავალი,

ისტორიულად არწარმავალი,

ვიდოდა მტრობა - გესლით მავალი,

და სისინებდა ქვეწარმავალი.


მისგან სიბნელე არეს ჰფენია,

შეხედეთ: გესლი რაოდენია,

ის ანადგურებს "ვეფხისტყაოსანს”,

რომ რუსთაველის ჩაჰკლას გენია.


ის შხამავს ასე უბრალოდ მზიანს

ვაჟა-ფშაველას დეკას და ღვიას,

ის წიწამურთან ილიას ხვდება

და მზიურ შუბლში უმიზნებს ტყვიას.


ყოველი კარგის წინააღ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 544-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 3 4 5 ... 24 25 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<