siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
წარწერა ანატოლ ფრანსის სურათზე
2011-04-13 - 0:05 AM    
კარგი ოსტატი, შემოქმედი უმწვერვალესი,

ვინც სიტყვას მისცა ყინულის და ცეცხლის ხალისი, -

ენა ფრანგული ჰქმნა დიადი და სრულყოფილი,

უდარებელი, იშვიათი, კეთილშობილი.

მხოლოდ გუგუნი იყო მისი ხმის რეზონანსი.

ანატოლ ფრანსი, მშვენიერი ანატოლ ფრანსი!

მწარე დაცინვა, მოელვარე - როგორც მახვილი,

მათდამი ზიზღის უმწარესი გამომსახველი,

ვინც მარგალიტით და ოქროთი მოავარაყა

ბურჟუაზიის ბატონობის მთელი მარაქა.

ის იყო ციცხ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 544-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
წარწერა წიგნზე “მანონ ლესკო”
2011-04-13 - 0:05 AM    
მარად ისმის: მარადისი

სიყვარული ძნელია.

ვის ისარი მოხვდა მისი,

მუდამ ცრემლის მღვრელია.

ვარდთა კონის, ბნედა გონის,

ტავერნების ნდომანი...

დე-გრიესა და მანონის

სევდიანი რომანი.


დღენი ევრის და პარიზის,

უდაბნოთა ჩვენება,

მწუხარება კიპარისის,

ყვავილთ შემოშენება.

ველად გაჭრას, ხელად რონინს

ცვლიან შემოდგომანი...

დე-გრიესა და მანონის

სევდიანი რომანი. < ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 604-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
წელიწადები წავლიან ძველნი
2011-04-13 - 0:04 AM    
დღეები ბრუნავს, ვით კამათელი,

და ყვავილების არის მრავლობა.

ჩემთვის დღესავით არის ნათელი,

რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.

წელიწადები წავლიან ძველნი,

შეიცვლებიან ქარით სიონი,

როგორც ერთია ქვეყანა მთელი,

ისე ერთია გალაკტიონი.
  ნანახია: 621-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
წერილი მეგობრებისადმი
2011-04-13 - 0:04 AM    
ო, როგორ მინდა, მეგობრებო, რომ თქვენთან ერთად

მივიღო ჩვენთა წინაპართა ელვარე თასი,

ბევრი რამ არის მათ გრძნობაში კეთილშობილი,

მათი მხურვალე ოცნებებით მსურს ვიამაყო,

მაგრამ სხვაგვარად ჩვენი დროის მემატიანე

ფოლიანტებში სტრიქონების გროვას შეიტანს,

რომ ათასწლოვან ადგილიდან მოსწყდნენ კლდეები,

საქართველოზე სამუმებმა გადაიარეს.

და სამუმებთან იყო ქნარი გიგანტიური,

ქართული სულით მეოცნებე პოეტის ქნარი.

ო, რო ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 579-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
წერილი სოფლიდან
2011-04-13 - 0:03 AM    
შემოდგომაა. წვიმამ მოლია

ტყეთა მსუბუქი მელანქოლია.


ზაფხულის დღეთა ის ქაფი ქრება,

არის ცეცხლის ხმა და ჩაფიქრება...


იშლება თვალწინ ფერადი ნოხი -

თქვენთა მშვენიერთ წამწამთა ქოხი.


იმ დარდად ჩემს გულს ხშირად სწოლია

ტყეთა მსუბუქი მელანქოლია.


არ გებრალებით? მე მქონდა გული, -

ახლა ის არის, როგორც ყინული.


თქვენ კი ჯერ ისევ მაისს ედრებით,

მომწერეთ რამე; ოჰ, გევედრებით!
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 628-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
წერილიდან მისდამი
2011-04-13 - 0:03 AM    
როს დამვარდება ხელით სადავე,

გაქრება სული და სისადავე;

როს იმ ყვავილებს ცრემლებს ვათოვებ,

გთხოვ: სასიკვდილოდ ნუ მიმატოვებ.


როს გამიმეტებს ჩემი დიდება

და საქართველოს გაბედითება,

როს წაერთმევა სუნთქვა იმედებს,

გთხოვ: შენი ხელი ნუ გამიმეტებს.


1916
  ნანახია: 550-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
წითელი დროშით
2011-04-13 - 0:03 AM    
წითელი დროშით

ქალაქთა ბჭენი

და ველთ სიუხვე

სიბრძნითა ჰქმენი

ქებათა-ქება,

ქებათა-ქება,

დიდ არს, სამშობლოვ,

სახელი შენი!


წითელი დროშით

სინათლის მფენი

უძლეველ შრომის

მშვენებით ჰშვენი.

ქებათა-ქება,

ქებათა-ქება,

დიდ არს, სამშობლოვ,

სახელი შენი!


წითელი დროშით

სძლიე რამდენი

ომის ქარ-ცეცხლი,

განსაცდლის დღენ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 497-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
წინანდალელი ნათელა
2011-04-13 - 0:02 AM    
ულამაზესი ქალია.

ო, ჩემო ციცინათელა,

ჩემო ციხე და გალია.

მთელი საღამო შევჯერდი:

რა არის ქალის სინაზე,

მაგრამ უეცრად შევჩერდი

მშვენიერ თინათინაზე.

ბრწყინავდა საარაკო ცა, -

მთვარე დაბრუნდა ბინაზე,

როს შუქმა ღრუბელს აკოცა

ყველა ქალების ჯინაზე.

1911.
  ნანახია: 531-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
წიწამურში რომ მოკლეს ილია
2011-04-13 - 0:02 AM    
წიწამურში რომ მოკლეს ილია,

მაშინ ეპოქა გათავდა დიდი,

ძველი სიმღერა და იდილია.

ფანტასტიური გამოჩნდა ხიდი.

მოჰქონდათ წინათ პასტორალები,

ბაღთა მნათობით გადამთოვრება,

როგორ ოხრავენ მათზე ქალები,

რა მშვიდი იყო მათი ცხოვრება.

დრო იყო: ომით აუსახველი.

დღეებს იმედი ესაკიდება.

რა მძლავრად ქუხდა მათი სახელი,

რა დიდი იყო მათი დიდება,

დადგა ცხრაას რვა, ახალი ლანდი,

ჩემთვის სიზმრე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 535-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
წუთი
2011-04-13 - 0:01 AM    
ჟამთა ცეცხლით განწმენდილი, ფრთა-სუბუქი, ფრთა-სათუთი,

მოელვარე ცის კიდურში გამიტაცებს ხოლმე წუთი.

მავიწყდება ამ დროს ღმერთი, წუთს ვუმონებ გულის ძგერას,

რადგან ღმერთი ჩემშივეა და მევე ვქმნი ბედისწერას.

წუთი მაძლევს აღმაფრენას, მაგრამ წუთი თუ გამწირავს, -

დამიმონებს, გულს გაგმირავს, ძირს ჩამითრევს და დამძირავს,

მიწიდანაც ტყვე-ყოფილი თვალს ვადევნებ ვარსკვლავთ რბენას

და მაშინაც წუთში ვეძებ საოცნებო აღმაფრენას.

და როდესაც ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 580-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
წუხელი ღამით…
2011-04-13 - 0:01 AM    
წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა

და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა:

მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,

მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

ხან კარებს უკან ატირდებოდა,

ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.

გადამიშალა თვალწინ წარსული

და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.

მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი,

ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,

რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,

რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს.

წუხელი ღამით ქარი დაჰქროდა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 538-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ჭარხალი
2011-04-13 - 0:00 AM    
ეზოში ყეფდა ბამბურა მურა,

ეზოში მწვანე ჰყვაოდა ბაო.

ვაზის ბარდებში სცურავდა სურა,

შენ ბანცალებდი, ბურულო ცაო.


ბობრი ბელავდა კახამბალს, ჟოლას,

ბირკვილს ბატები ქარმა მორეკა,

ცა წამოიწყებს მსხვილ წვიმის სროლას

და აბლაბუდას კრებს ბობორიკა.


ჟვერი, ჟალტამი! მოჭრილი სამხარს

ნახირი მოდის საღამო დროის,

უცებ მოჰყვება ჭარხალი ხარხარს

და ქალი კივის იმ "დოი-დოი”-ს.


ეკვეთა ქარ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 603-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ჭიანურები
2011-04-13 - 0:00 AM    
მიდის ოპერა "ლაკმე”,

ბუტაფორიის შეხლა!

განა ეს არის საქმე?

მე სულ სხვას ვფიქრობ ეხლა:


მწარე ფიქრებში გართულს

მესმის სიცილი მთვრალი;

სადმე მეხუთე სართულს

მთვარე უღიმის მკრთალი.


ოჰ! როგორ მღუპავს გრძნობა -

ძველი მოსისხლე მტერი!

მჯერა მე შენი ძმობა,

შენი შეშლილი ფერი.


განა მეხუთე სართულს,

განა მეათე მთვარეს,

უხმო, მჭვარტლიან სანთელს

გად ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 608-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ხალხური მოტივებიდან
2011-04-12 - 11:59 PM    
შენი თვალები - მაღლები -

სამხრეთის ზღვების ფერია,

კბილები - თეთრი ძაღლები -

მიღრენენ, არაფერია.


მოგონებებში წასული

შენს ბაგეს დავეხარბები,

ოცნების ორი ასული -

გადაწოლილან წარბები.


გადაუთიბავთ თივები,

რომ გითხრა - დამემდურები!

გულაღმა წვანან ტივები

და მთები უდაბურები.


მთვარეს ჩვენი ხმა გაეგო,

თიოქო შუქაკანკალებით,

ჩვენს აივანზე დაეგო

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 572-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ხანდახან მშფოთვარ ქალაქის ხმაში
2011-04-12 - 11:59 PM    
ხანდახან მშფოთვარ ქალაქის ხმაში

გრგვინვა-ქუხილში, კვნესა-წუხილში,

ფრთხილად მოისმის ბულბულის სტვენა,

ნაზად, ნარნარად, ისე ვით ძილში.

ხანდახან მტვრიან ქალაქის ქუჩებს,

როცა ქვითინებს და კვნესის ყველა,

როგორც ჩვენება გასაკვირველი,

ფრთხილად აჰყვება თეთრი პეპელა.

ასე, ნუგეშო, ჩემს მშფოთვარ ყოფნას

შენ მოუვლინე სხივი პირველი,

როგორც სიმღერა მოულოდნელი,

როგორც პეპელა გასაკვირველი.
  ნანახია: 537-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ხელოვნება
2011-04-12 - 11:59 PM    
ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,

დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?

გადიარეს გრიგალებმა, დღეს ის წიგნი არვინ იცის,

და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.

დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,

ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე.

და ვფიქრობდი: ჩემს შავ წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,

რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?

და მეწვია შემდეგ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 444-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ხომლი
2011-04-12 - 11:58 PM    
ნათელი ღამე, გაშლილი ზღვა, ცის დასავალი

სდარაჯობს ეთერთ სიმშვიდესა და მყუდროებას.

მარტოდენ ზვირთი მოვერცხლილი და ძილგამფრთხალი

დროგამოშვებით გაიტაცებს საწუთროებას.

თავის სიზმრებით, თავის მწარე მოგონებებით,

დაღლილ-დაქანცულს უსაფუძვლო სიცოცხლის ვნებით.

მე მახსოვს და არ მავიწყდება ვარსკვლავთ კაშკაში,

შუქთა ფერხულში ისე ნაზად გადაშლილიყო,

და მხოლოდ მარტო ვარსკვლავებმა იცოდნენ ცაში,

რომ ქვეყნად ჩემზე ბედნიერი არ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 627-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ჯვარი
2011-04-12 - 11:57 PM    
გატყდება ნავი მშფოთვარე ზღვაზე,

ატყდება კვნესა-ოხვრა საზარი,

და ამ დროს როგორც ლანდი, ჩვენება,

შორს გამოჩნდება დამხსნელი ჯვარი...

წინ, მეზღვაურო! თუ იგი ჯვარი

მართლა დამხსნელი არ არის შენთვის,

მასზე წამებას და მწარე ჯვარცმას

მაინც იპოვი მუდამ, ყოველთვის.

ასე ხანდახან ცხოვრების ზღვაზე,

რაღაც სპეტაკი, უცხო შვენება

ქარიშხლიან და ბობოქარ ღამეს

თეთრი ლანდივით მოგეჩვენება...

წაჰყე, მგოს ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 537-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ჰიმნი ქართულ ანბანს
2011-04-12 - 11:57 PM    
შენ, რომელიც მარად მზეებრ გვინათ,

არა გუშინ გაჩნდი თვალისჩინად,

არამედ მზის ამოენთე ბრწყინვად -

ოცდაექვსი საუკუნის წინათ...

იმ დროიდან დაწყებული დღემდე -

როს გათენდა, მზით ანთებულ ზემდეგ

სერზე აველ, მთაწმინდაზე შევდექ,

ოცდაექვსი საუკუნის შემდეგ.

შენ სიძველის გმოსავს ნელი ხავსი,

ქვაზე ჭრილი ხარ ჩუქურთმის მსგავსი -

დიდის გზნებით ასე იყავ სავსე

ოცდაექვსი საუკუნის წინათ...

ცხრაას ხუთი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 514-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ჰორიზონტი ოდნავ ღელავს
2011-04-12 - 11:56 PM    
ჰორიზონტი ოდნავ ღელავს შემოდგომის მკრთალი სხივით,

და სცვივიან ხეს ფოთლები მომაკვდავი პეპლებივით...

ყვითელ ფოთლით მოიფარა ხეივანი, ბილიკები.

თეთრი ნისლით შეიმოსა ცად აწვდილი შორი მთები.

ობლადა სდგას მონასტერი, სადაც თავი შეაფარე,

სადაც ციურ ფიქრთა ნისლში, მიატოვე ცოდვათ მხარე.


მაგრამ მე ვერ დაგივიწყე, კვლავ მიყვარხარ ძველი ვნებით,

იმავ სულით, იმავ ფიქრით, იმავე თავდავიწყებით.


ჰორიზონტი ოდნავ ღელავს შემოდგომის ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 553-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 22 23 24 25 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<