შემოდგომის ყვავილები
საღამო, მახსოვს, სწუხდა ქარივით,
ამ ხმაში იყო ფარული დარდი.
დაფნა და ვარდი მოჰქონდათ ქალებს,
შემოდგომების დაფნა და ვარდი.
მე კიდევ წავალ, მე კიდევ ვივლი.
გათენებამდე უნდა ვიბრძოლო.
არა ერთი მსურს ვპოვო ყვავილი,
და დამჭკნარები გადავისროლო.
1916 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით
შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით,
ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით?
ტყდება გული, ერთხელ გაიბზარა რა,
არარა ბედს ჩემთვის არ აქვს არარა.
სასტიკია სული უამინდოთა,
განა ქვეყნად ბევრი რამე მინდოდა?
შემოსილნო გამჭვირვალე ბლონდებით,
ყრმობის ქარნო, ნეტა რად მაგონდებით?
1916 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შენ აღტაცებით ისევ ენთები
შენ აღტაცებით ისევ ენთები,
ძველი ტაძრები ისევ შენდება,
ეფემერიდებს გამოენთები
და სადმე მაინც გაგითენდება.
მთები ჩანს, როგორც გიგანტი გრდემლი
ჩქარი მდინარის რბიან ზვირთები,
მოგენატრება ბავშვური ცრემლი,
ეცდები, მაგრამ ვერ ატირდები. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შენ გვიანდები
შენ გვიანდები,
სხვა ხომალდები მოადგა ნაპირს, დაუშვა აფრა
და ჩაჰყურებენ მძიმე ნაპირს კრეისერების მძიმე ლანდები,
წითლად ნანთები ზღვა იზმორება, ქაფის გორები
არ სძრავს ფრეგატებს.
და სიშორეში ჰაეროვნად ლილიანდები...
ოქრო ნანთები
დასძრა შუქურამ და აელვარდა შენს ირგვლივ ქაფზე
ათასი ალი, ათასი ლალი და უმძიმესი ბრილიანტები. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შენ და დემონი
საღამოვ, ვიცი, ბაღში შეხვალ ეკლესიიდან
და გაოცების მწუხარებას მასთან მიიტან.
თითქო ბეჭდებზე დაგეყრება ვარდების ცვარი
და სურნელებით აივსება შენი ლოცვანი.
და მხოლოდ ღამით იგრძნობს სული, როგორც სამებას:
ყვავილებს და ცას, საუკუნო გამოსალმებას,
მოგონებები ელვარებენ ისევ ბეჭდებად,
მოვა დემონი, დაფიქრდება და შეეჭვდება.
და სავანისგან სიზმარივით მიაქვს ღამის ქარს,
მხევალთ გალობა: შეიბრალეთ, იგი წმინდა არს! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შენ და შემოდგომა
არის ნეტარება - ხშირად მოაგონდეს
პოეტს შედარება: შენ და შემოდგომა.
შუქი არ ინთება ჩამქრალ იაგუნდის,
ოხვრა, გარინდება, შენ და შემოდგომა.
ღამე ბნელზე ბნელი მისდევს უდროობის.
როგორც ბელზებელი, ქარებს უსადარესს,
ცრემლი უნდობარი გახრჩობს მარტოობის,
მაგრამ მეგობარი, ვაი, არსად არის.
მხოლოდ გაგონება ჰანგის უნაზესის
დაგრჩა მოგონებად: არ ღირს გამოდგომა.
გული უდაბნოა, სული - ოაზისი;
შენ და შემ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შენ ერთი მაინც
საქართველოში შენ ერთი მაინც
არ იტყვი, როგორც იტყვიან სხვები,
შეგებრალება თვითონ კაენიც -
თუკი პოეტის ჰქვია სახელი.
ოჰ, ჩემი სული ბევრს დაიმონებს,
მეგობრები კი არ მეყვარება -
სხვაგვარ თიბათვის დღეებს იგონებს
ჩამავალ მზეთა მგლოვიარება.
გიგზავნი ამ წიგნს... როგორც ოდესმე
მომქონდა შენთან წიგნი პირველი,
შენმა ღიმილმა უბოროტესმა
დაინდოს წიგნი და შემწირველი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შენ ზღვის პირად
შენ ზღვის პირად მიდიოდი, მერი.
სხივქვეშ თრთოდა შენი ნაზი ტანი.
და გფარავდა მწვანე სუროსფერი
ცაცხვისაც და ალვის ხეივანი.
შენს ღიმილში მწუხარების ჩქერი
მოულოდნელ სიყვარულად ვცანი,
როგორც მთვარის შუქი ალმაცერი,
როგორც სიოს უცხო მიმოხვრანი.
ამ ღიმილში კარგი, მშვენიერი
გამოკრთოდა სევდა-კაეშანი,
როგორც სხივზე ყვავილების მტვერი,
ცისკრის ნამით თრთოლვილ-განაბანი.
იმ ღიმილზე, იმ სევდაზე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შენ რაღას იტყვი?
ატყდა ვაზების კვირტი,
ცრემლის დაგუბდა წყარო.
სწუხდა ლიახვის ზვირთი, -
შენ რაღას იტყვი, მტკვარო?
იყო ზვირთების შეხლა,
თერგის ნგრევის და რიხის,
შენ რაღას იტყვი ეხლა,
მთებო მშობლიურ ლიხის?
მთიდან დაეშვა ღამე
და დაიბინდა მდელო,
შენ მაინც მითხარ რამე,
ვრცელო ალაზნის ველო!
თრიალეთიდან ვნახეთ
ღამის მსუბუქი ჭვარტლი.
მე ვეკითხები კახეთს,
თუ რაზე ფიქრობს ქართლ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შენი სადღეგრძელო
კაფეში შევალ სრულიად მარტო
და ორს ავივსებ სასმელით ჭიქას,
ერთი შენია (უნდა ვიდარდო
ასეც და ისეც, აქაც და იქაც).
შენს სადღეგრძელოს ჩუმად ჩამძახებს
ჭიანურები, ვსვამ: ალავერდი!
მაგრამ შენს ჭიქას ხელს არვინ ახებს,
პასუხს არ მაძლევს ხმათა ხავერდი.
და გაფითრებულ სარკეში მცურავს
ეს მწუხარება ვინ დამიფასოს?
მე გეუბნები ასე სამდურავს,
მაგრამ შენ მაინც არ მაძლევ პასუხს. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შერიგება
ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები
და წავალ ქარში, როგორც მოცარტი,
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.
დღეს ყველგან მზეა. ახლა ამ ბაღებს
და მყინვარს, მაღალ ზრახვათა მეფეს,
მაისი ალით ააზამბახებს,
ვით შეყვარებულს და მეოცნებეს.
ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,
ლამაზი შუქთა მარადი ნთებით:
მე - მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,
მყინვარს - უმძიმეს იაგუნდებით.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შეხედე!
შეხედე, როგორ არის ჩასკვნილი
ამ მთების ჩრდილი და ჩაის ჭალა.
ჩამავალ მზეთა უკანასკნელი
და სისხლიანი გზა ჩაიშალა.
ჩემი გულია: მშვენიერ მაისს
ხვეწნად მუხლებში რომ ვუვარდები,
სიმღერა ჩაის, სიცოცხლე ჩაის
და უყვითლესი ჩაის ვარდები.
რა არის ნეტავ ქვეყნად მისთანა,
რომ გამიცივოს გული მისდამი,
მიჩვენოს სადმე აჭარისთანა -
სხვა რომელიმე კუთხე ახალი.
ახალგაზრდობის დღე, საიდანაც
ჩე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შინდისის ჭადრებს
ორო ჭადარო, წყვილო ჭადარო,
შემოხვეულნო შუქთა ბადრებით, -
ო, მე არ ვიცი, რას შეგადაროთ,
ან უცხოეთში რად მენატრებით?
კვლავ გახვევიათ ოქროს ზეწარი
და შემოდგომის მკრთალი ბლონდები?
მე, უთვისტომო და გარეწარი,
თქვენ გაგიხსენებთ და დავღონდები.
თქვენთან რბიოდნენ ნათელნი დღენი,
ლოცვა ბავშვური, ფერი გედური,
ახლა რად მესმის შრიალი თქვენი,
როგორც ტირილი და საყვედური?
1917 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შიშველი
სიმაღლე ლაჟვარდთა,
ვარსკვლავთა სიმაღლე,
სიმაღლე ზამბახის!
ყელი გაქვთ გედივით მაღალი და სწორი!
ოჰ, თქვენს თმებს შეჰფერის დაფნა და
ამბორი!
ელადა, ელადა!
აქ სული ატარებს თვის მსუბუქ სამოსელს,-
ასეთი სინათლით შუბლი უკლავდა
ვენერა მილოსელს! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შოთა რუსთაველი შავი ზღვის პირად
ნაპირს, რასაც საოცარი სილაჟვარდით ავსებს წყალი,
სადაც დაფნის ტყეებია და მზიური ფორთოხალი,
ნაპირს, რის მსგავსს ზღვათ მავალი ვერსად ნახავს კაცის თვალი,
გადმოვიდა მოყმე ვინმე, ამაყი და სახემკრთალი.
პირველ მუხლი მოიყარა, მოწიწებით გადგა შორა,
თაყვანი სცა მშობელ მიწას, რამდენჯერმე ეამბორა,
კვლავ დაემხო, კვლავ ცრემლები სისხლის რუებრ მოატბორა,
მეღირსაო შენი ნახვა, აწც ვინ დაგვაშორიშორა?
ამბობს: ჩემო სამშობლოო, ღვიძლო დედავ, ჩ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შორი ალპების წყაროზე წმინდა,სამხრეთის მზეზე უდიადესი
სთქვი: რისთვის გერქვას ადამიანი
და მომავალის გეძახდეს ვალი,
თუ დაიკარგა შენი გულიდან
ნების ნაკადი თავისუფალი?
რომ გრძნობდე ამას, მოგაშველებდა
თავის მარჯვენას მთელი ქვეყანა,
რომ მოისურვო მხოლოდ და მარტო...
მაგრამ სურვილი შენ ძალგიძს განა?
სიცოცხლე! დიახ, სიცოცხლე გვინდა,
სიცოცხლე გვინდა ასი, ათასი, -
შორი ალპების წყაროზე წმინდა,
სამხრეთის მზეზე უდიადესი! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შორი სიახლოვე
სადღაც მინახავს ქალის სახე კარგი და წრფელი,
არ მშორდება ის, დღეა ბადრი თუ ღამე ბნელი.
ალერსის სიტყვებს ჩამჩურჩულებს ახლო მდგომელი,
მაგრამ მარადის დაფარული, მიუწვდომელი.
ოჰ, დიდხანს... დიდხანს ვძებნე იგი და ვერსად ვპოვე,
ვიცი შორს არის, მაშ რად მტანჯავს ეგ სიახლოვე? |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შრიალებს ჩალა
შემოდგომაა... შრიალებს ჩალა,
აჩალეს ჩალა, ზიდავენ შეშას,
როგორ აფიქრებს სამშობლო ჭალა
ჭაობის ვარდებს, დასილულ ნეშოს.
შემოდგომაა... დაყრუვდა შარა,
მოვიდა წვიმა, დამძიმდა ზვინი.
მოვა თუ არა, მოვა თუ არა? -
ოხვრით კითხულობს ცეცხლის შიშინი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ჩაკეტა კარი
ჩაკეტა კარი!.. სიცივე იგი
ვერ შემოანგრევს რკინეულ რაზას,
როცა გათავდა დიდი მიტინგი,
ის დაუბრუნდა ვარდებს და ვაზას.
დარჩება სახლში და მისი ქოხი
მოეჩვენება სურორეული,
სახურავს ურტყამს წვიმა და კოხი,
როგორც ომების ხმა შორეული.
მაგრამ ის დასცქერს ცეცხლის კამარას,
რომელსაც არხევს ალი მთოვარი,
მის სულს, დარჩენილს ბინდის ამარა,
ცეცხლთან ბევრი რამ აქვს სათხოვარი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა
ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა,
თავმიდებული აჭარის კალთებს.
რაც დატეხილა ჩემს თავზე რისხვა,
თქვენს მშვიდობიანს ასცდეს ხომალდებს.
სხვას თუ არ უნდა ამის გაგება,
შენი გაიგებს ნაძვი და ფიჭვი, -
რომ ქვა არა ვარ და ქანდაკება,
არამედ კაცი რწმენით და იჭვით.
და შემდეგშიაც ავიტან მრავალს
უამინდობას, წყურვილს, სიცივეს,
ოღონდ ვხედავდეთ ჩვენ წინ მიმავალს -
დიდი იმედის შუქს მოციმციმეს.
19
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 20 21 22 23 24 25 » |