ღამევ, რა მოგივიდა?
ო, ყოველდღე მზეები
ქიმერებში ვარდება,
ქარავანი დღეების
მძიმედ მიემართება.
ის ოცნებაც ქაოსის
ნაპირამდე მივიდა,
ღამევ, რა მოგივიდა?
ქარო, რა გემართება? |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ღელავდნენ
ვარდებში ღელავდნენ ლამაზი ქალები,
მათ უყვართ ჩურჩული და მიეთმოეთი...
ამბობდნენ: ამურებს ვერ დაემალები,
თუნდ იყო პირველი და დიდი პოეტი.
ძვირფასო ქალებო! არ მოგერიდებით,
ერთ თქვენგანს ეკუთვნის სულ ჩემი წიგნები.
ნეტავი დამათრო მის ბროლის თითებით,
პირველი და დიდი გენია ვიქნები. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ღვინისფერო მდინარევ!
მიდიოდი ველად, როგორც
ღვინისფერი მდინარე.
რომ მოვედი სიახლოვეს,
თავი მოიმკვდინარე.
გაიღვიძე! - გულზე გედვა,
რაც არაფერს აქ არ ჰგავს;
ერთი შენი გამოხედვა
ათას ხედვას დაკარგავს. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ღვინოს დააბრალებენ
სადაც უნდა მივდიოდე
უცხო ქვეყნად მარები,
უკანასკნელ შვიდიოდე
წლის თან მომდევს ქარები.
სადაც უნდა შევიარო,
ღვინოს დამაძალებენ,
მწუხარება ვერ დავფარო:
ღვინოს დააბრალებენ!
ო, ძვირფასო! ჯვარზე მაგეს.
გაქრა გიჟი ოცნება.
ვკოცნი, ვკოცნი მე შენს ბაგეს,
მაგრამ რა მეკოცნება?
1918 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ყანები
გამოჩნდა რხევა მაღალი ტანის,
ნამგალით მკლავზე, მავალი ობლად,
მისი სიმღერა ხმა არის ყანის,
სადგურის ახლო მივარდნილ სოფლად.
სიმღერა სულით ემშვიდობება
გადამწკრივებულს ზღვისკენ წეროებს,
მზე ეხუჭება, როგორც ობობა,
ნაზად დაქსელილს ხის კენწეროებს.
სულმა არ იცის რა არის მონა,
გზებზე ნახირი ისევ ბრუნდება.
კრავებს მირეკავს სოფლის მადონა.
მადონა ქოხებს დაუბრუნდება.
1913 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ყვავილები
ყვავილებისას გვირგვინებს ვწნავდი,
სატრფოს საფლავზე დადება მსურდა...
უცებ ნიავმა წამომიქროლა...
რისთვის წამართვა, რისთვის შეშურდა?
მინდვრად ყვავილთა კონა შევკარი,
ჩემთვის გვირგვინის შეკონა მსურდა,
ოცნება იყო... და სინამდვილემ
ესეც წამართვა, ესეც შეშურდა.
კუბოს ფიცრები ყვავილით მოვრთე,
გულში კაეშანთ გუნდი აცურდა...
სიკვდილს ვეძებდი, ის არსით სჩანდა...
ყვავილიც ჩემთვის მას შურდა, შურდა...
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ყვავილები და ღვინო
წყნარზე წყნარო მზე და ღვინო,
შვების წყაროვ, მზე და ღვინო,
მე მთვრალი ვარ სიყვარულით.
არ დამცარო, მზე და ღვინო,
მშვიდად, წყნარო
შვების წყარო,
არ დამცარო, მზე და ღვინო,
მე არ მინდა მზე და ღვინო,
წყალი წმინდა, მზე და ღვინო,
უცხოელი არ გეგონო,
მე ვარ კინტო - მზე და ღვინო.
მე არ მინდა
წყალი წმინდა,
მე ვარ კინტო, მზე და ღვინო.
შენში არი - მზე და ღვინო,
ყ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ყველგან დირიჟორად არის ინჟინერი
ქვეყნად სახლებია, ზღვაზე გემებია,
ყველგან დირიჟორად არის ინჟინერი.
არჩევს ხელსაწყოებს, დაუჩემებია
არტეზიანების გული ნაშენარი.
მისით მანქანები აგუგუნდებიან,
მისით რკინიგზები გადაიხლართება,
მისით ხომალდები შორით ბრუნდებიან,
რთული მექანიკა მწყობრად იმართება.
მიჰყევ, გაუგონე ბორბლებს სიარული,
არის საუკუნე ინდუსტრიალური. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ყვითელი ფოთოლი
შემოდგომისა ველურ ჰანგში
ჭკნება ფოთოლი;
ყმაწვილი გულიც უნუგეშო
ფიქრებით დნება.
მაგრამ სხვა ფოთოლს აამწვანებს
კვლავ გაზაფხული
და სიყმაწვილე კი არას დროს
არ დაბრუნდება!
ქვითინებს ქარი, თან წაიღებს
ყვავილთა ჩურჩულს...
ჰანგი საზარი სულს მიშფოთებს
და გულში მწვდება, -
რომ ვერას დროს ვერ ვეღირსები
მე იმ გაზაფხულს,
და სიყმაწვილე კი არას დროს
არ დაბრუნდება! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ყორანი
ყოველთვის მგონია, გადიფრენს ყორანი
და სანთლებს ჩააქრობს თვალების ალვაში,
თვალები, ეს ლოცვით დამწვარი ქალ-ვაჟი
წვალებით მოკვდება (ოხვრა, პასტორალი).
ყოველთვის მგონია, ჩემს სახელს ნაცნობი
აჩრდილი თან დასდევს სისხლიან ხელებით,
უცნობებს ეძახის ფარული ხველებით
და მე კი თვალს მიხვევს ალერსით და ძმობით.
ყოველთვის მგონია, რომ სცივათ ნაპრალებს
და როცა ბნელ ღამით ბინაში ვბრუნდებით.
ის მიცდის კარებთან მათხოვარ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შავი ოქროს ქალაქი
მოქრიალებს შავი ოქრო, ოქრო მიჰქრი-მოჰქრის...
ახალგაზრდა გვარდია დღეს გზნებას ვით არ მოგგვრის?
ის სადგურთან გვესალმება ხელში ოქროს რტოთი -
ოქროს ხანას, ოქროს ხანას გაუმარჯოს, მოდი!
მეგობარო ძველო, ყრმებთან ძლივს გიცანი შენა;
მოგეხვევი, მიხარია კვლავ შენი ხმის სმენა.
როდი არის კაცის გული ყინული ან ლოდი -
მეგობარო, ძველი ხანა გავიხსენოთ, მოდი!
გახსოვს, ჩვენი სიყმაწვილე, ჩვენი მთა და ველი?
ჭიათურა, ჭიათურა, ჭიათუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შავი ყორანი
გზა გავიარე... მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები,
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
"ნუ იხედები... ნუ იხედები!”
გზაზე მივდივარ... მსურს გავარკვიო
გასავლელი გზის სივრცე უცვლელი.
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
"შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!”
მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა.
გადაიფრინ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შავით შემოსილხარ,როგორც ელეგია
შავით შემოსილხარ, როგორც ელეგია,
მუხლით დაცემულხარ, როგორც ანგელოზი,
სანთლის ელვარება ხატებს შელეკია,
იგი ოცნებაა მიქელ-ანჯელოსი.
მაგრამ მწუხარებას ნუღარ ედარები,
კიდევ ამისრულე ერთი სათხოვარი,
უკვე დაიღუპა ყველა შენდარები,
შენღა დაგშთენია გამოსათხოვარი.
1915 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შემოდგომაა
I
ობოლ ფოთლებს, ნაზ ყვავილებს
ქარიშხალი თავზე ივლებს;
კორდი კდემით თვალებს ნაბავს,
მორცხვად თავს ხრის, სუნთქვას სძაფავს.
ტანთ-გახდილი და შიშველი
მთას შესჩივის: "ვერ მიშველი?”
ვიღაც კვნესის, ვიღაც ჰკვდება,
ვიღაც ნისლში ინაკვთება.
II
მოწყენილია მიდამო, თეთრი
ნისლის ზღვა მინდორს გადაეფინა.
გადმოიშალა სიცივე მკვეთრი,
ჩემს არსებაში იპოვა ბინა.
მომბეზრდა ყოფნ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შემოდგომა “უმანკო ჩასახების” მამათა სავანეში
ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს
გადირეკს ნოემბრის ბაღები.
მხურვალე ვნებები გამივლის,
სასახლის ჩაქრება ჭაღები.
დარჩება აუზთან სანდალი
და ძველი ფოთლები, ყვითელი...
რომანზე ისვენებს შანდალი,
რომანში - შეშლილი სკვითელი.
ვეწვევი განდეგილ მამათა
"უმანკო ჩასახვის” სავანეს:
იქ შავი თოვლივით დამათოვს
ჭვარტლი და ბურუსი თავანის.
სიმკაცრით შემხედავს საშვენი
თვალები შეკრული კამარის
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შემოდგომაა
სხვა პოეტისთვის ვერ მიმიგნია,
ეს წიგნი - ერთადერთი წიგნია
მშვიდი, ფარული.
შემოდგომისთვის იგი იშლება,
როგორც ფოთლების გადაშიშვლება
და სიხარული.
წავიდეთ ერთად ველებში, გიცდი!
ვერ მოვიგონე ქვეყნად არტისტი
ქარის სადარი.
რა აქვითინებს მინდვრის ტრიალებს?
ასე გულმწარედ რაზე შრიალებს
ძველი ჭადარი?
ო, ვიყოთ ერთად! გზა გულს ამრთელებს...
ქვეყნად მომავალ კორიანტელებს
ვინ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შემოდგომის დილა
ღამით ძლიერი წვიმა მოვიდა,
დილით სიცივე იყო ფარული,
ჰბერავდა ქარი მადათოვიდან,
როგორც სიკვდილი და სიყვარული,
მგრამ მზეც იყო რბილი და მკრთალი,
სიყვითლე, ნება ხეთა კვდომისა,
მე პოეზიით ვიყავი მთვრალი,
დღე იყო ისევ შემოდგომისა.
1916 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შემოდგომის დღე
შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე,
დღე ნაღვლიანი, ღონემიხდილი:
როგორ ეკვრება ცას ბნელი ჩრდილი,
როგორ ირხევა გაძარცული ტყე...
შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე.
ცვივა და ცვივა ხეებს ფოთოლი,
გაყვითლებული, უდროოდ მჭკნარი;
დაბერავს რისხვით, დაბერავს ქარი,
გაყვითლდა მდელო, გაყვითლდა მოლი...
ცვივა და ცვივა ხეებს ფოთოლი.
სავსე ვარ რაღაც იდუმალ გრძნებით,
გამოუთქმელი მიტაცებს შვება!
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შემოდგომის მოტივებიდან
სიცივემ ნაძვებს ძონძი გახადა,
მოვიდა ნელი ქარვის ფერები.
მკრთალმა მზემ ჭაობს გადაახატა
გაყვითლებული ალვის ღერები.
სულში სიმშვიდე არის ისეთი,
თითქო დროებით ართმევს დროებას
ამ შემოდგომის სიმაისეთი
მოცემულ სითბოს და მყუდროებას.
1916 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შემოდგომის ფრაგმენტი
ოჰ! ეს ფოთლები, ფენილი ქარით,
ეს მწუხარე და ნაზი ზმანება,
ეს ყვავილები, ეს ცა, მითხარით,
არავის თქვენგანს არ ენანება?
ჰაერი ოხრავს ფოთლების ფენით
ღონემილეულ მზის დაღალვაში
და ბილიკებზე წყნარი მოწყენით
დაბინდულ წყვილად მიდის ქალ-ვაჟი.
ცხოვრობდა ვინმე... გულში ფარული
უთრთოდა ციურ შუქთა კამარა:
ამქვეყნად სურდა მას სიყვარული,
მაგრამ ვერავინ ვერ შეიყვარა!
იყო მეორე: დ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 19 20 21 22 23 24 25 » |