siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
სინამდვილეში ოცნებისას
2011-04-20 - 7:55 PM    
დაე, ვცდებოდე, მატყუებდეს ოცნება ჩემი...

აუსრულებელ იმ ოცნებებს კვლავ მივეცემი.

ჩემს შორ გაზაფხულს უდარაჯებს სიცოცხლის ვნება,

იმ შორ გაზაფხულს, ძლიერად რომ გამობრწყინდება.

სინამდვილეშიც ოცნებისას ავანთებ კანდელს,

იმ შორ გაზაფხულს ფეხქვეშ ვუგებ ყოფნას დღევანდელს.
  ნანახია: 543-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სინანული
2011-04-20 - 7:54 PM    
ეჰ, ნუღარ ელი ჩემგან ისევ ლოცვა-ვედრებას,

მე აღარა მაქვს საიმისოდ ძალა და ღონე.

მხოლოდ იმიტომ გაგიხსენე და მოგიგონე,

რომ შენში ვმარხავ მთელ არყოფილ ბედნიერებას.

ნურც ცრემლებს ელი... მე მრცხვენია ეხლა ცრემლების,

რომელთაც თვალნი აქ ოდესმე ღვრიდა და ღვრიდა.

გწამდეს, საკმაოდ გამიცივდა საბრალო გული,

აღტაცების და სიწრფელის დრო გაჰქრა, წავიდა.

მრცხვენია, როცა მოვიგონებ ჩემს გატაცებას

და ამ დროს ვნატრობ მოგონება გულშ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 440-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სიშორით შენით
2011-04-20 - 7:54 PM    
სიშორის შენის სიახლოვე, მარადის მძაფრი,

აბრუებს ყნოსვას, ვარდო ტყიურო!

მესმის ბილიკთა სიხარულით გადანაზაფრი

უვერტიურა.

და სიახლოვის სიშორეში, კვლავ უფრო შორი

მისვლა ყელამდე, მიწვდომა ყელის...

არის ნანატრი ედემები, სიკვდილის სწორი -

მზე მთა და ველის.

ო, იგი წამი, მშვენიერო, ო, იგი ბაგე!

ო, ეს წყეული სისხლის დუღილი.

ძეგლთა სიმაღლით, სივრცეებში! მე იქ აღვაგე

სულის წუხილი!


191 ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 498-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სიძველენი
2011-04-20 - 7:53 PM    
ნახე ნანგრევთა ქვები დიადი:

რა სიმაგრეა მასში ჩართული,

ო, ეს ჩუქურთმა, ეს იშვიათი

მშვენება, სივრცით შემოკვართული.

იმ საუკუნის, იმ მეთორმეტის

დიდებას - თამარს რომ აწერს ყველა -

სიმაგრეები მაღალ ორბეთის

ძველია, მაგრამ რამ დააძველა?

კედლები ციხის აოცებს მნახველთ

მძლავრი დუღაბით, მტკიცედ ნაგები,

ასე ურყევი ძალით რომ მოსავთ

გარედან მსხვილი ქვის პერანგები.

არა ამაოდ იგი ნაშთები

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 457-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სროლის ხმა მთაში
2011-04-20 - 7:53 PM    
გაისმა შორი სროლის ხმა მთაში

და მონადირემ დაჰკოდა შველი...

საღამო იწვა ხავერდის ყდაში,

ვით წიგნი ლურჯი და ძველისძველი...

ეს იყო მაშინ, ეს იყო მაშინ,

როცა მე ბავშვი ვიყავ.

არ არის რამე უფრო მტანჯველი,

როდესაც კუბოს მიჰყვები ქარში:

"დარჩი!” - ქვითინებს ჰაერში მარში,

მაგრამ ვერავის ქვეყნად ვერ შველი.

ეს იყო მაშინ, ეს იყო მაშინ,

როცა მე ბავშვი ვიყავ.

კუბო, უმიზნოდ მცურავი ქარში,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 530-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სტანსები
2011-04-20 - 7:52 PM    
ვდარაჯობ იმ დროს, როცა ძილიდან

გამოგაღვიძებს სულის მუდარა,

რომ ხალხს ადგილი ექნეს იმ გულში,

ჟამმა ხანჯალი რომ გაუტარა.

მიჰქრიან დღენი. გული არ გვწყდება,

რომ რაც გვჯეროდა, დღეს აღარ გვჯერა,

თვალთ დევნებაში არ გვენანება

ის აღმაფრენა, ის გულის ძგერა.

ცხოვრებისათვის ძველ აღმაფრენით

საუკეთესო ახალში ვცხრებით,

ვიპოვეთ გზები და ამ ღრმა რწმენით

სიცოცხლისაკენ მივეშურებით.

ვიპოვეთ ქვეყნად ჩ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 520-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სული მწუხარე
2011-04-20 - 7:51 PM    

სული მწუხარე, სული ცოდვით გამოწვეული

ედემის კარებს დაღვრემილი მიუახლოვდა,

ყოფნის ღელვისგან დავრდომილი, იჭვით სნეული,

დღის ელვარებით მარტო ჩრდილად გადაქცეული

თვალებით სთხოვდა ბედს ზენაარს, თვალებით სთხოვდა

განსასვენებლად სულს სწყუროდა ხეების ჩრდილი,

ისე საამოდ ირხეოდა ტყე დაბურული,

ისე აღმძვრელად სისინებდა ნიავი გრილი,

ისე წარმტაცად მოისმოდა ფრინველთ ჟივილი,

რომ დიდხანს, დიდხანს კრძალ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 481-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სხვაგან სადაა?
2011-04-20 - 7:51 PM    
სხვაგან სადაა სიხარული და მწუხარება,

რომელ სინათლით განათდება ზღვათ მქუხარება?!

სხვა რომელ წყალით იბანება ნატყვიარები?!

გმადლობ, ნუგეშო, შენს გზაზე რომ დავიარები.

ჩემს მხურვალე შუბლს დიდი ცეცხლის აჩნდა წვალება,

შეახე ცივი ხელისგული, ვით მოწყალება.
  ნანახია: 491-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ტბა ალპიურ ზონაზე
2011-04-19 - 5:10 PM    
მივდიოდი ყვავილების ველით,

გზაზე, ოსტატ ოქრომჭედლის ხელით

ბეჭდის თვალში ჩაჭედილო ტბაო,

შენს ნაპირად ჰშვენის ბზა და ბაო.

სწორი ნაძვი არის ალვის მსგავსი

და ნაძვებს ქვეშ დაყრილია ხავსი.

მწუხარება ველის აქ არ არის,

არ ჰყვავიან ყვავილები ბარის.

სპეტაკია, როგორც სარკის ბროლი,

შარშანდელი, გაუდნობი თოვლი.

სისპეტაკით და სიწმინდით სავსე

ფერადდება მშვენიერი ხავსი.

მომტყდარი ხე ახალ ხავსზე მოწვა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 492-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ტირიფი
2011-04-19 - 5:10 PM    
დარგული ალფრედ დე მიუსსეს სამარესთან


ტირიფი ტირის

მდინარის პირის

და თავის გმირის

თავგადასავალს.

(აქ მრავლობითი

იდგა კოპიტი -

მარადყოფითი

შრიალით სავსე).

ფერმკრთალი მუზა,

შემკრთალი მუზა,

ნამდვილი მუზა

დე მიუსსესი

ტირის, რომ დღემდე

მიუსსეს შემდეგ...

ოცნებავ, შესდეგ!

აი, მიზეზი.

ტირიფი ტირის.

მე ცრემლის ხშირის

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 434-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ტუია
2011-04-19 - 5:09 PM    
მწვერვალთან, სადაც ჰყვავის ტუია,

დგახარ ცისფერი.

საღამოვდება და სიყრუეა

მოპირისპირე.


ასე ტუია და ცა უსივრცო

სულს ეხამება,

ასე არასდროს არ დაივიწყო

ეს შეღამება.


ასე სავსეა ღამის ფიალა

სიცოცხლის წინა.

ასე ტუიამ გაიშრიალა

და მიიძინა.


ასე ცისკარმან მიმოაფინა

ვარდი თუ ია.

და კვლავ ახალი სიცოცხლის წინა

დგახარ, ტუია.
  ნანახია: 490-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ტყემ წამიყვანა!
2011-04-19 - 5:09 PM    
წამიყვანა ტყის ჯურღმულმა, ტყის სიმწვანემ წამიყვანა,

გადმიშალა ხის რტოთა და ბალახების მწვანე ყანა...

დაუბერა ნელმა სიომ, ვარდს მოჰპარა ცის მანანა,

და რტოები, ხის რტოები მიაქანა, მოაქანა: -

"ნანა-ნანა”...

ალეანდრას ბალახებში ძეწნამ ტოტი დააფარა,

ვეღარ დასწვდა და მწუხარემ ისევ სიოს დააბარა:

\\\"ნუ ცახცახებ, არ განახვებ მზის თეთრ სხივებს... არა, არა...”

ალეანდრა ისევ შეკრთა და ცრემლებად დაიღვარა:

"კმ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 551-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
უბინაო დედა
2011-04-19 - 5:09 PM    
როს შეგხედე, გულს მოედო სევდა,

რაღაც მწარე, თვალს ბურუსი ხვევდა.

იმ ყოფაში არ მენახე, ნეტა,

ბავშვის დედა, უბინაო დედა!

მთელი ქვეყნის რას გიზამდათ მტრობა,

რომ გქონოდათ ერთი მტკიცე გრძნობა,

საარაკო ბრძოლის ნებისყოფა,

ბავშვის დედა, უბინაო დედა!

1935
  ნანახია: 511-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
უდაბნო
2011-04-19 - 5:08 PM    
სიყმაწვილეში მე ვჭკნებოდი, როგორც ფოთოლი,

ობოლი ვიყავ მე მაშინაც, სულით ობოლი.

ჟამი მიჰქროდა ახალი დღით განრინებული,

არ მშვიდდებოდა ჩემში მაინც გული ვნებული.

დღესაც მარტო ვარ, სიყვარულის არ მესმის ნანა.

ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა მთელი ქვეყანა.

მოვკვდე და გული ვის დავწყვიტო, ვინ დავაობლო?

ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა ჩემი სამშობლო.

რად მინდა მივწვდე მიუწვდომელს, ვრცელს და უსაზღვროს?

ჩემს უდაბნოს ვერ გავსცილდები მაინც ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 485-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
უნაზესი ხელნაწერი
2011-04-19 - 5:08 PM    
როცა დიდი ხნით დახურული გავხსენი ყუთი, -

ძველ ბარათებში აღარ იყო სიახლე ძველი,

მხოლოდ ზაფხულის სურნელება ვიგრძენ სათუთი

და შემოდგომის სიახლოვე ბურუსდამსხმელი.

აქ მეთორმეტე საუკუნის მძიმე წიგნები,

ყვითელ ქაღალდზე დაღალული ხელით ნაწერი!

ვიცი: მე მათთან მორევიან ნისლში ვიქნები,

როგორც ავდარში შუქი მკრთალი და ალმაცერი.

გაქრენ ძვირფასი ანბანები: "ჩვენი ქვეყანა

მშვენი თვინიერ, ჰოი, ზღუათა და ხმელთა ზედა”,

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 537-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ურიცხვ დროშების მოსიმღერენი
2011-04-19 - 5:07 PM    
ცხრაას ჩვიდმეტი! ჭიხვინებდა შენი მერანი,

ბარიკადების მღელვარება გებარა ოდეს.

ურიცხვ დროშების მიდიოდნენ მოსიმღერენი.

ბევრი მათგანი აღარ მოვა აქ არასოდეს!

უკანასკნელად გვიღიმოდნენ გზაზე ქალები:

გახსოვდეთ მასა და მიზანი მისი გახსოვდეთ.

ბედნიერებას გვპირდებოდნენ მათი თვალები,

ბევრი მათგანი აღარ მოვა აქ არასოდეს!

მუსიკა, რისხვა და ქვეყანა, ზრუნვის საგანი...

თითქო ყველაფერს კარი მძიმედ გადარაზოდეს...

ოჰ, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 519-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
უსიყვარულოდ
2011-04-19 - 5:07 PM    
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 492-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
უცნაური სასახლე
2011-04-19 - 5:07 PM    

ამნაირი დარებით,

კიდით კიდე დარებით,

ფერის ფერთან დარებით,

დღემ კოშკების ამალა

ხან ეთერში ამალა

და ქარივით ამალა.

ცვივა ლურჯი ფარული,

მოგონება ფარული,

ფართან ლანდი ფარული.

ყველაფერი სადაა,

მაგრამ, მითხარ, სადაა

ის, რაც ალერსადაა?

ველი წამით ნაწამებს,

პოეზიით ნაწამებს,

რასაც იტყვის ნაწამებს:

დასთა უცხოთ დასობას,

თვალთა ქ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 515-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
უცნობი ქუჩის დასასრულთან
2011-04-19 - 5:06 PM    
უცნობი ქუჩის დასასრულთან მრეკავ სიმებით

ძლივს ჩურჩულებენ მშვიდი ბაგენი.

შემოდგომის დღეს ვუპასუხებ მე გაღიმებით,

უნაზეს ბაგეს აქ მივაგენი.

ჩემი ოცნება შენ გეკუთვნის. მინდა ნუგეში.

გაქრა სიზმრები იმ მწარე დღეთა.

რამდენი მახსოვს სიხარული აქ, დიდუბეში,

რამდენი მზე და სასოწარკვეთა.
  ნანახია: 413-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ფოთლები
2011-04-19 - 5:05 PM    
ჭკნება, ყვითლდება საბრალო ბაღი,

ქარი უბერავს, ფოთლები სცვივა,

გამოურკვეველ მწუხარებაში

მზეს სული უწუხს და გული სტკივა,

ნოემბრის ქარმა ყვითელ ფოთლებით

კვალ-ბილიკები გადაიარა,

ფოთლები სწყდება იმ გატაცებას

და შემოდგომის მეფობს იარა.

1915
  ნანახია: 444-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 17 18 19 20 21 ... 24 25 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<