საუბარი ედგარზე
ლანდებს სასახლეში მხოლოდ მაშინ ელი,
როცა საუბარი ედგარ პოეზეა!
აჩრდილს თანაზიარს მარად საშინელი
დასდევს განწირულთა შავი პოეზია.
ხშირად მაგონდება: ფოთლებშემოცლილი,
სახემიბნედილი ქალის მწუხარება!
მთვარით დაბურული, მთვარით შემოსილა,
მთვარით დაძონძილი ოხვრა... შეყვარება!
(რად ხარ უცხოეთში? მე შენ გელოდები!)
მოვა შუაღამის ბნელი სტუმარივით...
სანთლებს გაანელებს, დარბაზს დააბნელებს,
მიდის სავარ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
აფხაზეთის წვიმა მიყვარს, იცი რად? მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე ხმაურობს. ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი და წკირად მასზე ზვირთი დადის და მოგზაურობს. მიიმღერა, მოიმღერა აქ ხვითომ... აფხაზეთის წვიმა მიყვარს ამიტომ... წვიმა მოდის, კოკის პირით იღვრება, ხმა შრიალებს დაფნისა და ლიანის, და ღრუბლიდან ეშხით გადმოიხრება მოგონება სიყვარულის მზიანის. მიიმღერა, მოიმღერა აქ ხვითომ... აფხაზეთის წვიმა მიყვარს ამიტომ... ო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
საღამო
"ახლა ასეთი სიმართლეც კი არვის აშინებს”, -
მხრების აწევით ამბობს ქალი და მიუთითებს
სასაფლაოზე დაფენილი ვარდების წყებას -
შავებით მოსილ ქალთა შორის დაცემულ ქალებს.
ქალ-ვაჟი რაღაც იდუმალად უცქერს ერთმანეთს,
უცხო ენაზე ლაპარაკობს ლამაზი ქალი.
"ილაპარაკეთ, მე თქვენა გთხოვთ, ახლა ქართულად!”
"მე ისედაც ბევრს ვლაპარაკობ, ასე მგონია.
ასე მგონია, შეგაწყინეთ კიდევაც თავი”.
"არა, მე თქვენთან საუბარი არ მომწყინდება”. <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
საღამო
მთის გაგიჟებულ რუებს
ღვიით, ძენძით და ქვიშით,
გრიგალი დააყრუებს
მაცხოვრისადმი შიშით.
და დედოფალი ალვა
ელვამ დაღუნა ცივმა.
ასე გავიდა გვალვა,
ასე მოვიდა წვიმა.
ჯვარი, ლომი და კურო
ფარშავანგების არის.
თვალთა ანგელოზთ შურო,
შენ, ღვთისმშობელო კარის!
ზარით ატეხილ გრიგალს
დავით ნარინის ჯვარი
მარმარილოთა ფიქალს
გადააფარებს მძლავრი.
ან გაოცებას,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
საღამო სოფლად
გზას ვერ პოულობენ მწკრივი წეროები,
გზას ვერ პოულობენ ნელი ნიავები,
ოდნავ ირხევიან ისლის ღეროები,
მთების შეღამებით მონაიავები.
ყელი მელანდება გადასაკონელი...
რაღაც მომაგონდა, რაღაც დამავალე.
გზებზე მიმავალი ბღავის საქონელი
და ცას ენაზება შუქი დამავალი.
მღვრიე ხაბოებში სძინავთ სანაოებს.
შენ ხომ არავისთვის არ ხარ შორებელი?
ისევ სიხარული, მაგრამ ამაოა:
მოდის მეოცნებე გაუსწორებელი.
191
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
არის მკითხველი
არის მკითხველი მშვენიერ წიგნის და არის მხოლოდ გადამკითხველი... ის ფურცლავს, ნიშნავს, ადარებს, ჩიჩქნის, მაგრამ ვინაა აქ გამკითხველი? |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
სახლი ტყის პირად
ახლაც ჩემს თვალწინ არის
თქვენი ბინა ტყის პირად
და საღამო მდინარის,
გახელილი ცისფერად.
მთავაზობდით დები ვარდთ
და ამბობდით ლანდებით:
"თქვენ ისეთი კარგი ხართ,
თქვენ პოეტი ბრძანდებით”.
და გავიდა ივლისი,
და მოვიდა, წამებო,
შფოთიანი თბილისი:
პოეტების სამეფო! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა
საღამოს სხივები
ღრუბლებში დაგროვდა,
აიმღვრა, აიმღვრა,
დაიძრა, დაბრუვდა.
და სხივი, რომელიც
სარკმელთან გამრუდდა,
სახლიდან გავიდა
და აღარ დაბრუნდა!
გაქრა! წინანდელი -
ჩავაქროთ სანთელი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
არ მინდა სიტყვა
არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა! როდესაც სიტყვა დაიბადება, სიმართლის ალი, როგორც ბურუსი ისე ირღვევა და იფანტება. მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელ სევდის მორევში მცურავ თვალებით, მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ გამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით. მე სული არ მაქვს ამქვეყნიური, შენზე ოცნებით დაიწვა იგი. განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი. და ზექვეყნიურ სიყვარულით მწვავს გამოუთქმელი და მწარე ალი, სადაა სიტყვა, რ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
სერენადა
რად მინდა იგი, ჩემო პირიმზე,
ჩემის ჰანგით თუ ვერ დაგაღონებ?
რად მინდა ქნარი, თუ იმის ხმაში
სამოთხის ჰანგებს ვერ გაგაგონებ?
ან რად მიტაცებს კარგი ოცნება
და გულს ალერსის წყურვილით ავსებს?
თუ ეს ოცნება დაუღალავი
შენც ჩემთან ერთად ვერ გაგიტაცებს?
გული სავსეა წყნარი სიმღერით,
სულში ვარსკვლავი ბედის გაბრწყინდა,
ვმღერი, ვით არვის არ უმღერია,
წყურვილსაც მოვკლავ... მაგრამ რად მინდა? |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
სიბერე
მე მიღალატეს ძველმა რითმებმა
(ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს),
თუმცა მე მასთან მიყვარდა შებმა -
ეხლა რა ვუყო სპლინს - უხმო ჯალათს?!
ეჰა! მე ვამბობ: სად შემიძლია
ვებრძოლო ქალთა წყევლას, სიბერეს?
წვიმები წვიმებს სიცილით ცვლიან
და შლიან შემკრთალ სურათის ფერებს. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
სიზმრები
შეღამდა, მე წაველ იქ, სადაც სიზმრები
წიგნებში დარდობენ დახუჭულ თვალებით,
ჰანგები დაჰქრიან, ვით ქარში ისრები
და სული ფითრდება ნათელის ცვალებით.
წავიდნენ ლანდები - მეორე, მესამე...
და ღამე დაჭრილი ფრთებივით დაქანდა,
შენ იცი, შენ იცი, მე როგორ ვეწამე?
როდესაც მე მოველ, არავინ არ სჩანდა.
მე მქონდა ვაზაში ვარდები მრავალი
უცხო და შორეულ მდინარის ნაპირთა,
არ იყო იქ მხოლოდ ნაცნობი ყვავილი,
იდუმა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
სიკვდილი მთვარისაგან
წაკითხულ წიგნთა საღამოის მსუბუქი ბინდი
არეებს მშვიდად, უდარდელად კვლავ ეფარება,
მდინარეთ ლურჯი, ქაფიანი და მძიმე ზვირთი
შავი ზღვისა და კასპიისკენ მიეჩქარება.
ასეთ ფერებში შეერია მთების კალთები
და სიბნელეში აიმართნენ ბასრი კლდეები,
დაიმსხვრა სადღაც იმედები და ხომალდები,
შთაინთქნენ მაღალ კუბოებში ცის კიდეები.
მაგრამ უეცრად ყვავილივით გაიხსნა მთვარე;
საამო, ნაზი, უხავერდო უვნებელი.
ჯერ დააგუბა თეთრ ღრუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში
დედაო ღვთისა, მზეო მარიამ! როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილაჟვარდე. შემოიღამებს მთის ნაპრალები, და თუ როგორმე ისევ გათენდა - ღამენათევი და ნამთვრალევი, დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!
ღამენათევი და ნამთვრალევი მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს, შემოიჭრება სიონში სხივი და თეთრ ოლარებს ააელვარებს.
და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი გედი დაჭრილი ოცნების ბაღით! შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
არ დაგავიწყდეს ოქროს საღამო
არ დაგავიწყდეს ოქროს საღამო, არ დაგავიწყდეს მზის ჩასვლა ზღვაზე, მიზეზის სხვისა და სხვისა გამო, გთხოვ, არ იფიქრო მხოლოდ ღელვაზე... არ დაგავიწყდეს პალმა, ლიანა, გეტყვი, თუნდ გული ჩემი დამიწდეს, არ დაგავიწყდეს ჩვენი ქვეყანა, ყველაფერი რომ გადაგავიწყდეს. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
ამაოებავ
ამაოებავ! ვგრძნობ, რად არ აჰგვი ფერფლს, თრთვილივით რომ დაჰფარა ჯვარი. დაიძვრი მარჯვნივ - დაგწევს არაგვი, გაიწევ მარცხნივ - დაგხვდება მტკვარი. მოუხვევ - და გზას გადაგიჭრიან გათხრათა ფშნები, როგორც არხები. არ მიხვალ - ლალნი თვალებს გიჭრიან, მიხვალ და - ცოცხლად დაიმარხები. თუ იტყვი ძველი გზებით დახევას, შენს აქ მომგზავნელს რას ეუბნები? თვით მცხეთა შიგნით დაგშლის ნახევარს, ნახევარს - მცხეთის გარეუბნები. ზე აიხედავ - სივრცეა ზეცის, ძირს დაიხედავ - რ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
ამ ოდესმე მხიარულ
ამ ოდესმე მხიარული გზით უყვარდათ სიარული; აწ გზა მიტოვებულია, როგორც ძველი სიყვარული. მაგრამ ყველაფერი ძველი ამოა და სასურველი: ძველი პური, ძველი ღვინო, ძველი სტუმარ-მასპინძელი. ძველებური მიყვარს სუფრა და სიმღერა, მაგრამ უფრო მიყვარს ეს ხე, რომ არც ვიცნო და არც გამოვესაუბრო. შემოდგომავ, მოდი, გელი, მომაწოდე შენი ხელი, მიყვარს ყველაფერი სადა, მიყვარს ყველაფერი ძველი! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
რარიგ კარგია, სამშობლოვ
რარიგ კარგია, სამშობლოვ, შენი მტკვარი და რიონი, შოთა, ილია ,აკაკი, ვაჟა... ორ ზღვათა შუა მდებარე ბრწყინავდა კავკასიონი, შოთა, ილია ,აკაკი, ვაჟა... სულ მაღლა გორის ციხეა, სულ დაბლა ძველი სიონი, შოთა, ილია ,აკაკი, ვაჟა... დაბლით კოლხიდის ველია, მაღლიდან დგას ბახტრიონი, შოთა, ილია ,აკაკი, ვაჟა... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
სიმღერავ!
ნუ მინდობ, შენსა ლხენასა!
მთლად მიმეც აღმაფრენასა,
შენს ხმებს ვუმონებ, გეთაყვა,
მღელვარე გულის ძგერასა...
მოყვრის გულს გავახალისებთ,
მტერი დაგვაკლებს ვერასა,
დაჰკარი მარჯვნივ და მარცხნივ
ჩხიკვს, შავ ყორნებს და ძერასა! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
სიმღერავ, უხმე
რამდენჯერა ვთქვი თუ ვისთვის მინდა
სევდიან სიმთა მწუხარე ჟღერა?
რამდენჯერ ეჭვი მეწვია წყნარი,
რამდენჯერ ხელში ავიღე ქნარი,
რომ დამემსხვრია და არ მემღერა.
ამ დროს მწყუროდა, რომ მიმემალა
ჩუმი ქვითინი და სიმთა წკირა.
ხალხისთვის, ჩემში რაც ძლევას ქმნიდა -
ჩემი ოცნება და წმინდათ-წმინდა,
დაუბრუნებლად, მთლად შემეწირა.
მეც ვშთანთქმულიყავ მწყრალ ჟრიამულში,
მომეკლა სულის ვედრე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 16 17 18 19 20 ... 24 25 » |