პირველ თაველებს
ვდღესასწაულობთ პირველ თაველებს
მოსასწაულე ვარდთა დაგებით,
აივნებს მალე ააყვავილებს
რტოების ნოხი და ფარდაგები.
ქალები ღამით წავედით ტყეში,
თვალებში ფეთქდა ელვა წყაროთა,
ყვავილს, რომელსაც ჰქვია - ნუგეში,
ჩვენ დავეძებდით და გვიხაროდა.
ვაჟნი ეძებდნენ მთებში ხაზინას,
თოფების ბოლი ცრემლებს გვადენდა,
არ დაგვასვენეს, არც დაგვაძინეს
და ასე კიდეც შემოგვათენდა.
ავშალეთ მთაშ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
გვადალკვივირი...
რომ გაქრა სხივის ალერსი ძვირი, - შფოთავს და ჩივის გვადალკვივირი: “რად მინდა ვაზის ნაზი ოცნება, ან სილამაზის გაჯადოსნება, ანდა ჩრდილები მძიმე მტევნების, ან ყვავილები ძველ ხეივნების, ზვირთების სუნი, მეთევზის მღერა, ფუტკრის ზუზუნი, ნიავის ბგერა, ლაჟვარდი ელვით მშუქარე ტბები, ზურმუხტის ველით? - ვერა, ვერ ვტკბები! მე მფარავს ისლის შავბნელი სვეტი. ჩემს ზვირთებს სისხლის დაეცა წვეთი. მას შემდეგ მეტი არ მე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
პირველი მაისი
პირველი მაისი,
პირველი მაისი,
პირველი მაისი
მოვიდა ამაყი:
წითელი ყაყაჩო
თუ იასამანი,
ხავერდის ვარდები
და თეთრი ზამბახი.
მეფეს კი, მეფეს კი -
ქარით და გრიგალით
თითქო არავისა
და არარაისი -
ციხეში, ბორკილში,
შიმშილში, ომებში
სურს ჩაკლას მუშათა
პირველი მაისი.
დრო მოვა... და ისევ,
პროლეტარიატი
მაისის ვარდებით
სიცო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
პირიმზე
დავიწყებული ჭიშკრის კარბაზე
ხავსი, ყავრები და წვიმის წვეთი!
გაქრა ათასი თეთრი დარბაზი,
გადარჩა მხოლოდ ცამეტი სვეტი.
კუბო კი ღამით სავსეა იით,
და წაქცეული სვეტები დგება,
ამოდის მთვარე და სამაიით
ფერმკრთალ ქალების მიმოდის წყება.
ცეკვავს სამეფოდ ნაქარგი ქოში
და ხელსახოცთა ქრიან ზღაპრები,
და მეძახიან მშვიდ სამეფოში
მთები, სიზმრები და წინაპრები.
დილით დამჭკნარი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
პოეზიის ინტეგრალები
ლურჯ ფანჯრებს იქით, ოცნებაო, სიმძლავრით დგება
სამშობლოს ჩემის ხმაურობით სავსე ცხოვრება.
მე კი ვუზივარ ისევ წიგნებს, ვებრძვი ყოველ წუთს,
ვებრძვი და ვიპყრობ მასალათა სიმძლავრეს ჯიუტს.
როცა უბრალო სიდიდეთა რჩება რკალები,
უმაღლესი გზა წინ მეშლება: ინტეგრალები.
რთულ ინტეგრალებს მე ვადარებ ახლა მეორეს,
მსგავსებას მათსა და პოეტის ცხოვრებას შორის;
მას ხომ ჯერ ისევ ბავშვობის დროს, დიდი ხნის წინათ,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
პრესა
ომი სიმშვიდეს, ომი რუტინას!
ზაჰესი ღამეს ელვარედ ლესავს.
ვარსკვლავებს სძინავთ, გრიგალსაც სძინავს,
მთებს სძინავთ - მაგრამ არ სძინავს პრესას.
მანქანასთან ვწერ. ღამეა. ზრუნვას
ერთი ლაქაც არ ამეასედებს,
როტაციონის მანქანა ბრუნავს
და ხვალისათვის რაზმავს გაზეთებს.
მწყობრი მანქანა გრგვინვას მოიღებს,
თითქო ბრძოლის დროს ჭექდეს მხედარი, -
თუ ცოცხალი ხარ, ხმა ამოიღე,
სამარეს მიდი, თუ ხარ ცხედარი! <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
პრიმიტივი
ყოველ თეთრ ღამეს, მთვარიან ღამეს
ვიღაც სალამურს გრძნობათ ატირებს,
ვარსკვლავნი რთავენ ამ დროს მიდამოს:
უცხო ღელეებს, ცისფერ ნაპირებს.
გამჭვირვალე ცა თვალებს იტაცებს
და მთვარე რონინს უფრო ახშირებს,
და გულიც ამ დროს უფრო ხშირად სცემს.
და ცრემლი თვალთგან რბენას აპირებს.
მთებს სძინავს. სძინავს, სძინავს მდინარეს,
შორი სივრციდან ვერცხლივით მბზინავს,
აფრთოვანება აგიჟებს თარებს
და ისარის ფრთით ფიქრ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
პროლოგი 100 ლექსის
რა საოცარი დასრულდა წლები!
მეფეთა წყება გაქრა, ვით ლანდი,
მოშორდნენ ტახტებს: ვილჰელმი, კარლოს,
ნიკოლოოზი და ფერდინანდი.
მაგრამ მწუხარედ მათზე კი არა,
სხვაზე იფიქრებს მარტიროლოგი:
იმ მრისხანე წელს პოეტი-მეფე -
გარდაიცვალა ალექსანდრ ბლოკი,
ჰანგების მეფე - დიდი სენ-სანსი
და დირიჟორი ნიკიში მძლავრი...
ეკლიან გზაზე დაეცა ბევრი,
მხოლოდ მე ერთი გადავრჩი მგზავრი,
რომ გამომევლო ჯერარსმე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
პუშკინი პარიზში
პარიზი. კაფე. პალმების ბუჩქის
ტოლის და სწორის
პოეტი ამბობს: ვუსმინოთ პუშკინს,
რომ დგას ჩვენს შორის: -
,,გადავერიოთ ბახუსის ალებს,
შორს სევდა-დარდი.
ეს გაუმარჯოს მშვენიერ ქალებს,
ჩვენ რომ ვუყვარდით!
სავსე თასების ცბიერ ძალაში
ნუ დაეჭვდებით,
ჩავუშვათ ღვინის სიანკარეში
ჩვენი ბეჭდები:
ასწით თასები, გადავკრათ უცებ,
გადავცდეთ ჩარჩოს,
ეს გაუმარჯოს მგოსნების მუზებს,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
რა დროს რომანსეროა?!
გაცრეცილ და მტვერიან
ცას სინათლე ჰკლებია.
ყვავილებზე მღერიან...
რა დროს ყვავილებია?
ცაზე ვხედავ წეროებს,
თითქო მწკრივი ღეროა.
მღერენ რომანსეროებს...
რა დროს რომანსეროა?
წყარო ხევში ვალალებს:
გაქრა გიჟი ოცნება,
ვკოცნი მე შენს დალალებს,
მაგრამ რა მეკოცნება?
1914 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
გზა არ ღირს დავიდარაბად
გზა არ ღირს დავიდარაბად, ძალზე ხმაურობს პარტერი; არა სიზმარი, არამედ მართლა ვარ მილიარდერი. მაგრამ ვის შემოვუშენო: ნარგიზები და ვარდები; მითხარ, უშენოდ, უშენოდ რად მინდა მილიარდები?! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
რა მშვენიერი იყო ნამი…
…რა მშვენიერი იყო ნამი ყვავილის გულზე...
მზე სხივს აფრქვევდა, ათასფერად ღვივოდა ნამი,
შიგ იხატვოდა, როგორც ამაყ ზღვათა უფსკრულზე
ზეცის შვენება, ზეცის სხივი, ზეცის კამკამი.
…რა მშვენიერი იყო ნამი ყვავილის გულზე,
ცა ვარსკვლავებით მოჭედილი ზე დასცქეროდა,
თითქო ცის შვილის ყოფნას ვარდზე და სიყვარულზე
განცვიფრებოდა... თვალს ლულავდა, არა სჯეროდა.
დღეს აღარ არის! წაჰყვა მზის შუქს აფერადებულს,
დალია სული ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
რა საჭიროა სიტყვები? მჯერა!
რა საჭიროა სიტყვები? მჯერა!
რაღაც წყურვილით და გაგიჟებით,
როგორც სიცოცხლე და ბედისწერა,
თქვენ გაზაფხულზე მეპატიჟებით.
მეხი გავარდა და შორეული
მიჩუმდა ისევ რისხვა ერთჯერი,
გათავდა ბრძოლა ცოფმორეული,
სადაც ღრუბლების იდგა გლეტჩერი.
სალამი ნგრევას, ვისში გვიანი
აღფრთოვანება იყოს ნეტავი,
დღე წამოიჭრა ოქროსთმიანი,
დღე ახალგაზრდა და გამბედავი.
მზ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
გეძებდი ყველგან...
გეძებდი ყველგან... მახრჩობდა სიცხე და მწვავდა ჯვარის მხურვალე რკინა. მე ყველაფერი გადავივიწყე, არ არის ზეცა... არ არის ბინა. არის ჩვენ შორის მთელი კედელი და ბრძოლა მძაფრი, ცეცხლის მდებელი. ჩემში აღმოჩნდა ბედის მკვნეტელი, ჩემში აღმოჩნდა ამფეთქებელი. ო, მე იმედი დავკარგე ზეცის: არც მინდა შენი ყალბი ტახტები; მსხვერპლი ქვეყნიურ ძალის ასკეცის - მტვერი იყავი, მტვერი გახდები. არის სიჩუმე, ბნელი ცხედარი, მის ტანზე შავი ცეცხლის გაჩენა, აპოკალიპსის მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
რა სევდიან ნანას ამბობს ქარი...
რა სევდიან ნანას ამბობს ქარი,
ამეშალა ჩვეულ ფიქრთა ჯარი.
დაიძინეთ, სურვილებო, კმარა!
კმარა ცრემლი, რაც რომ დაიღვარა.
დაიძინე შენც, იმედო ჩემო,
ჩემო რწმენავ, ზეცავ და ედემო!
1916 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
რა ცაა!
შეხედე, რა ცაა! -
ეს არის, რაცაა!!
შეხედე, ამ მხარეს! -
ზღვით დილა გვახარებს!
შეხედე, რა ზღვაა!
ო, ეს ზღვა სულ სხვაა:
გულია, მიწაა!..
რა ცაა, რა ცაა!..
1946 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
რა წარმტაცი ხარ, რა დიდებული
კვლავ მიხარია ძველი კორდიდან
რიონის ზვირთთა თვალის დევნება,
დაუცხრომლობა გაზაფხულისა
და ფერადების აშადრევნება.
რაღაც ახალის და კარგის ნახვით
ამიღელდება იმედით გული.
ო, მომავალზე მიმდევნო ფიქრო,
რა წარმტაცი ხარ, რა დიდებული! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
რამდენიმე დღე პეტროგრადში
დაეშვა თოვლი, ფრინველი ლიბრი,
ბოლოდაწყობილ ფრთების ჭაღარით
და ჩონჩხებიან ხეების ჯიბრი
დაფარა ნაბდით ნაყაჩაღარით.
რა სულიერიც არის ეს ქარი,
ვიცით, მოგვწყინდა ბაიათები!
გარეთ ატლასთა არტყია ჯარი,
შიგნით შავი აქვს გულის ნადები.
ქუჩა სიავის გრძნობამ შეფიფქა -
თან მეფიცება ძმობას და დობას
და ყორანივით უცნობის სკრიპკა
ჩემს მხართან ტირის უამინდობას.
კარგია ძილი რკ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
რაც უფრო შორს ხარ
რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული.
1908 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
რევოლუციონერის ხსოვნას
ირგვლივ ნისლი სუფევდა,
ვარდებს შხამი ერია,
მაგრამ წყნარად ამბობდი: -
იყოს... არაფერია!
ყველაფერი ქაოსის
ნაპირამდე მივიდა,
მაგრამ ღელვას ეტყოდი:
დასცხრი... რა მოგივიდა?
და იქ, სადაც ცბიერნი
უგულობას ფარავენ,
შენ იცოდი ღიმილი
ისე, როგორც არავინ.
მათთან, ვისიც ცხოვრება
იყო ბედით გმობილი,
შენ ხალისით მიგქონდა
სული კეთილშობილი.
და ცხოვრება გიყვარდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 14 15 16 17 18 ... 24 25 » |