ომნიბუსით
ეზოს ახსოვს ყოველ წუთის
შარაგზა და გადაღმა.
ისევ იქ დგას ჩრდილი თუთის,
ცაცხვები კი გადახმა.
და ტირიფიც მაღლარ მტევნით!
სასაცილო ტირიფი,
გადახრილი ზედმიწევნით,
მსუბუქი და ირიბი.
დაფენილი, თითქო ომში,
ფშანია თუ ჟალტამი?
ველად ყრია ლურჯი კომში
და ცისფერი ატამი.
ალუბლები ისევ ჰქრიან -
სევდიანნი სიონი,
და სახელად რიონს ჰქვიან
ისევ იგი რიონი.
ის
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ორი ასული ნეტარი
ორი ასული ნეტარი,
ორი სხვაგვარი წამება,
აქ შორეული მხედარი
გული გულს ესაბამება.
იქ - ვარსკვლავები ზედაშე,
აქ - მეოცნებე ციარი,
და სიყვარული მე და შენ
ნეტა რად გვქონდა ზიარი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ორი ზარი
ღამით მივედი სასაფლაოზე
და ვინახულე ძველი ტაძარი,
ფრთხილად ავედი ძველ სამრეკლოზე,
ფრთხილად დავრეკე მთვლემარე ზარი...
მსურდა, რომ ყველას გაღვიძებოდა,
ვისაც სძინავდა ცივ სამარეში.
ვინაც მიყვარდა ან პატივს ვცემდი,
ჩემს განუსაზღვრელ სიმწუხარეში;
რომელთაც სწამდათ ქვეყნად სიცოცხლე
და დღეს საფლავის ჰფარავდათ ლოდი,
მათ მოვუხმობდი სასოწარკვეთით,
ზარის მწარე ხმით მათ ვეძახოდი...
და ქვესკნ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ელვარე და ლომფერი...
ელვარე და ლომფერი იყო ცხრა ოქტომბერი. მაგრამ თვალმა დათვალა მზე ბევრი და ცხრათვალა. ო, მზით გადანაცარო, ცხრა მუხა და ცხრა წყარო. რუსთაველი - ხანია, ისიც ცხრა ანბანია. ვნება იყო ღვარული ჩემი ცხრა სიყვარული. ოდეს გნახე, ლომფერი იყო ცხრა ოქტომბერი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
ორნამენტი
ფანჯრის მინებზე ქარბუქივით ატყდა ტყეები -
გლედიჩიები, ზამბახები, ორხიდეები,
გადარეული ორნამენტით მოირთო მინა.
გარეთ ყინვაა. ყვავილებიც გადაიყინა.
ორხიდეების მშვენიერი ლამაზი წრეა,
რომელსაც თბილი შეიფარებს ორანჟერეა.
დე, გარეთ ქარი თარეშობდეს - ოთახში თბილა,
და ორხიდეაც ოცნებათა ბაღში შეჭრილა.
ამბობს: ოცნებავ! რა ამაოდ დიდხანს გევედრე,
რომ შეგენახა ერთი ფერი: მშვიდი სითეთრე,
სითეთრე თოვლის, სისპეტა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ორხიდეები
აველ დაღლილი მარმარილოს თლილ კიბეებით -
დარბაზში, სადაც ვისვენებდი ჯერ ისევ დილით;
ორხიდეების მწყობრად იდგა მუქი შლეიფი
განაზებულნი ჩემი ფერმკრთალ სულის სიკვდილით.
ხავერდის კუბო, დათოვლილი თეთრ ზამბახებით
იდგა მდუმარე, მგლოვიარე და დასევდილი.
ოჰ! იგი აქ წევს აბრეშუმის თეთრი ტალღებით...
ამ ყვავილებში დავასვენე ჯერ ისევ დილით.
დაქვრივებული ოთახები ჩუმად სტიროდნენ:
შავი გედივით მაღლა იდგა კუბო პირქუშ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია..
დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია, თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეჰფერი. და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია, მე თბილისი ავირჩიე ბებერი. მაგრამ ქრისტეს გოლგოთა ხვდა წილადა. მე კი ჩვენი დამიფარავს მთაწმინდა. მანდილი ჩანს ისევ იმ მანდილადა, შხამსაც შევსვამ შენგნით მოწვდილ სასმითა. 1916 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
ოფორტი
ელვარე თოვლში მიჰქრის მარხილი,
რომ მოიხვიოს თეთრი ავდარი,
ამ სივრცეებში მყავს დამარხული
ზამთარი ცივი და ნაზავთარი.
მისი ელამ მზის თვალის ხილება
არ ეშორება ჰაერს არეულს.
მხოლოდ ტყემლების აყვავილება
ხეებს რიდეებს ჰფენს სიზმარეულს.
ფერ-უმარილის სახით ცხედარი -
მარმარილო დგას, როგორც მუმია,
გაყინულია თითქო მხედარი
და იდუმალ წუხს: რა სიჩუმეა!
რა სიჩუმეა! როგორ ა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
დგება თეთრი დღეები..
დგება თეთრი დღეები, რიდეების სეზონი; გაჩნდნენ ორხიდეები ყოვლად უმიზეზონი. ლაჟვარდების კიდეო, დაბურულო ზმანებით, ლურჯო მონტევიდეო, ვიწრო ხელთათმანებით; სულში ნისლის ტბებია და ქაოსის მხატვარი, სადაც ვეღარ თბებიან ფრთები ნამკათათვარი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
ოქროს თასი ორნამენტებით
გვირგვინო სვეტის! იყოს სიშორე,
ჩვენ ვერ გვაშინებს ბურუსი მისი:
ხელთ, ჩვენს ერამდე, მე მაქვს მეორე
ათასწლეულის ოქროს სასმისი.
ორნამენტებით შემკულმა თასმა
მიფანტ-მოფანტოს მშვენება ჩრდილის,
როგორც სახება, როგორც ხანდაზმა
სილამაზისა და სინამდვილის.
რომელი ლხინი იყო უთასო
და ან რომელი დღე საცნაური,
აქ მიმოყრილ ქვებს ვინ განუმარტოს -
რაა უთასოდ დღესასწაული.
და მეოცნებე ჯაჭვაწყვეტილი,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ოქროს ნავით
ოქროს ნავს
მიესაჭა რა,
ლაჟვარდი
ნამის მწოვარე,
შენს მთებზე,
ჩვენო აჭარავ,
ცაა და მისი
მთოვარე.
მივდივარ ზღვის პირს,
თვალი რბის
და აღტაცებას
ვერ ვფარავ,
აჭარავ,
ცხადი ოცნების
თვალ-მარგალიტო
აჭარავ! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
გული სწუხს...
გული სწუხს და სწუხს... გარეთ წვიმს და წვიმს ცას ტყვიისფერი ღრუბელი მოსავს. ტყე განიძარცვა და მის კალთებზე ფრთხილი გველივით ნისლი მიცოცავს. სწუხს არე-მარე, კვნესის მიდამო, ხმა ჩაწყვეტილად ზუზუნებს ქარი... და მის ქვითინში მე ჩემის ყრმობის აუხდენელი მესმის ზღაპარი. გაჰქრა ზაფხული... წავიდა ის დღე, როს მეორე დღეს შვებით ვხვდებოდი, მე ყვავილები მესიზმრებოდა, და მე ყვავილებს ვესიზმრებოდი. ეხლა კი ბნელი შემოდგომის დღე ვერ გაანახლებს მზის ელვა-ციმციმს,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
ოქროს ტყავები
მოვარაყებულ შუქით მზავთავი
ოქროს სხივებით და მინანქარით
ჩვენი ყანების ოქროს თავთავი
აღელვებული ამ ზენაქარით, -
დასავლეთიდან აღმოსავლეთით
გადაშლილია ოქროს ტყავები,
სად დაუხოცავთ ამდენი ვეფხვი,
სად აქვთ ამდენი საღებავები? |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
გორა-გორა..
გორა-გორა, ვაზი-ვაზი, მთვარით მონამკედარი: ხევით ხევზე, მთიდან მთაზე, ეშურება მხედარი. ფეოდალი ძველისძველი, მეფეთ შთამომავალი, ვისიც იყო მთა და ველი და კოშკები მრავალი, ახლა მიჰქრის, იგი მიჰქრის, მერანს ცეცხლი ედება. არა! ეს გზა არის ფიქრის, ყველგან რომ ეხეტება. ნანგრევს იქით, კოშკებს იქით, სიზმარიც კი მკრთალია. ეს შრომაა ლალის ჭიქით... რა დროს ფეოდალია! შრომით მოველ, შრომით წავალ, მხოლოდ შრომა ამიერ, იყოს მრავალ, უფრო მრავა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
ოქტომბრის სიმფონია
ქუჩებში ქუხდნენ ორატორები: დრო დადგა... ტყვიის სუნთქვა გროვდება, და ჩვენს ცხოვრებას არალეგალურს აღფრთოვანება უახლოვდება. გვინახავს ციხე, დევნა, კატორღა, ბორკილის ჟღერა, ბრძოლების ზვავი, მაგრამ ვერ სძლევენ ორგანიზატორს... აი, რა არის თავი და თავი! როცა გრიგალი მოეჩვენება სხვა რომელიმეს, უქმად მოვლენილს, - ზოგს შიშით სძინავს, ზოგს მართლა სძინავს! ბევრს სძინავს, მაგრამ არ სძინავს ლენინს! ჩვენ ვიყოთ ფხიზლად, მსოფლიო მალე საბედისწეროს გაიგებს ხმასა, - ჩვენ გა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ოცნება და სინამდვილე
ის პოეზია გაქრა,
იგი ოქრო და ვერცხლი,
დრომ ძველ მიდამოს გაჰკრა
ცოცხალ ცხოვრების ცეცხლი;
და უბოლოოდ მიჰქრის,
როგორც გაშვება ქორის,
მწარე გათიშვა ფიქრთა
და სინამდვილეს შორის;
მაგრამ მე მოველ, მოველ -
მძლავრი გუგუნი ქნარის,
ძალაუფლება ყოველ
დღის ახალ-ახალ ქარის.
რა საჭიროა ნანა,
ან მოგონება ხშირი,
დღეს თანასწორად დგანან:
მზე, პოეტი და გმირი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ოცნებაო, მოიგონე...
მოიგონე ძველი მეხი,
ცეცხლის დილა. ცეცხლის ბინდი,
ფოლად უზანგს მოსდე ფეხი
და კვლავ მერანს მოაფრინდი.
ოცნებაო, მოიგონე
დღეები რომ ჰგვანდნენ ზვირთებს,
ის მერანი ისევ გიხსნის,
სადაც უნდა გაგიჭირდეს. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
პარალელი
იასამანთა გროვად გროვდება
გულში ვედრების ზღვა ნელი-ნელი,
როცა ერთმანეთს უახლოვდება
მყუდრო საღამო და ღამე ბნელი.
განწმენდის შუქი სულს ეფარება,
როდესაც პანი დაქრის ტყე-ველად
და ღამე სწრაფად მიეჩქარება
დღის ელვარების მოსახვეველად.
და აი, ფერთა შეზავებაში
როცა შურივით იძვრის ოცნება,
ასე გადადის უკვდავებაში
სივრცე, დუმილი და გაოცება.
ასე, ნელობა ზაფხულის ველის
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
გზები გაუვალი
გზები გაუვალი და გზები გავლილი გულისტკივილით მაქვს ყველა შესწავლილი. ადის მწვერვალზე თუ ჭაობში ეფლობა - ერთი ნიშანი აქვს: დაუსრულებლობა |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
პატარა პიერი
სანაპიროს ნაგვის ყუთში გულსაკლავად სძინავს პიერს;
მოკუნტული წვიმით ბავშვი სიზმარშია: ერთ მშვენიერ
მინდვრად თითქო სოფელია, აქ, ქალაქის შორიახლო
საცოდავად იყურება პიერისა სამოსახლო.
ალიონზე ქალაქისკენ მიაქვს ძველი მას კალათი,
იქ არაფრით მიმავალი შინაც მოდის არარათი.
პიერს ეზოს ბოლოს უდგას ერთადერთი ძირი მსხალი
მისი ბედი და ნუგეში, მისი მზე და მარჩენალი.
მსხლის თვისება ზღაპრულია: ზამთარ-ზაფხულ, ყ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 13 14 15 16 17 ... 24 25 » |