მოგონება ჩვენი ჭალისა
საღამო ხანად ჩალანდრის ცხენი
მე მაგონებდა გორებს შორებელს,
ფშანში ლანდივით დასცქერდნენ ხენი
ბინდის მეგობარს მოუშორებელს.
ცამ მოგონება გადუხალისა
მას, ვისაც სწამდა ღამის ფერები,
ეს იყო ქარი ჩვენი ჭალისა
და შემოდგომის ჩალისღერები. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მოდის ჭალების სული მცურავი
შენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს,
არ გახსენდება დიდი შარაგზა.
შენ არ დაუწყებ საუბარს ცაცხვებს,
აღარ გაუბამ მთებს ლაპარაკსა.
არ გაგონდება ჩვენი თუთები,
არ გაგონდება ჩვენი ფშანები.
არც შორი სახლი, ნასათუთები,
არც ღრუბლიან დღის კაეშანები,
ტყე, შემოსილი ჩქარი ფშატითა,
ჩუმი შრიალი ნეკერჩხალისა.
მდინარემ წყალი შემოადიდა,
კოპიტებთან დგას ზვირთი წყალისა.
დაფარულია მთელი მინდორი,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მოვა… მაგრამ როდის?
შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!
ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის,
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!
ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.
მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მოკისკისე ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით,
მტანჯავს მსუბუქ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მოსვლას აპირებს წვიმა
მოსვლას აპირებს წვიმა,
იგრძნო ღრუბლების გემმა,
გააწკრიალა სიმმა
შენი სახელი - ემა.
გადატეხილი მეხით
ლამის დაღამდეს ბარემ,
დიდებისაკენ ფეხით
კიდეც გასწია მთვარემ.
ყალბი ბოჰემა, აგერ,
სივრცეს უცქერის უვრცესს,
ჰგავს ის ძაფებით ნაკერ
ძველი გაზეთის ფურცელს.
დაე, მფრინავი ლანდი
მიაქანებდეს ფოთლებს,
იყოს საღამო ზანტი,
მე კი გადავშლი ბოდლერს.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მოხუცი ქალი
ყოველ საღამოს მოხუცი ქალი
ალბათ სდგას სენის ნაპირებს იქით,
დღემ ლალისფერი დახუჭა თვალი
და აელვარდა ალების ჭიქით.
არის პატარა, სულმთლად პატარა
და მთლად შავებით არის მოსილი,
ვინ იცის, ბედმა სად არ ატარა
სიდან მოსული?
ახლა არავის არ უცქერს იგი,
თითქოს ვერ ხედავს ვერავის გზაზე,
თითქო არც ხმა აქვს, არც გული უძგერს
არ ეშინია
და ან ვერ ბედავს.
პირჯვარს არ იწერს მონ-მარტის კა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა
მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა
,,მუმლი მუხასა\\\'\\\' და ,,ლილეოსი\\\'\\\',
ეს გმირთა ჩვენთა არის სიმღერა, -
ეს სიმღერაა საქართველოსი.
მოაპობს მკერდით ზღვას მეზღვაური,
გესმის არაგვის ხმა საცნაური?
გესმის თერგის და მტკვარის ხმაური? -
ეს სიმღერაა საქართველოსი.
მიარღვევს რისხვა აწყვეტის ავის,
რომ არ უდრკება ქვეყნად არავის.
გესმის გრიალი მთებიდან
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მუსიკა უეცარი
გუშინ, როცა არე-მარეს შუქს აფრქვევდა მთვარე ციდან,
მე მომწყინდა... მე სარკმელი გამოვაღე და სარკმლიდან
წკრიალა ხმა შემოიჭრა, ვით ღრუბლიდან მთვარის შუქი,
და ჰანგებად დაიღვარა, ვით სურნელი, ვით ქარბუქი.
ღამით თრთოლვა იდუმალი გარინდებით ამ დროს სთვლემდა
და ნაზი ხმა მის სივრცეში ლივლივებდა, ლივლივებდა!
თითქო ორთქლად ეფრქვევოდა არე-მარეს ეს ცის ხმები,
და სცურავდენ ამ ლურჯ ორთქლში ვარსკვლავები, ყვავილები.
მაგრამ ჰანგი გაიზა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მუხა
მუხა პირველი იგრძნობს ალიონს
და პირველ სალამს განთიადისას,
ამაყად გასცქერს მთას კავკასიონს,
მეფურ დუმილით დაჰყურებს მიწას.
მუხა პირველი მეხს ეგებება
შეუშფოთებელ და მძლავრ რტოებით,
შეუშფოთებლად და მძლავრად ჰკვდება
ველზე მდგომარე განმარტოებით.
ყანებში სადღაც ატირდა ღალღა...
ძირს, ძირს ეშვება მოხუცი მუხა,
ნაკადს დაეცა, ნაკადმაც ტალღა
აამღელვარა, ააჩუხჩუხა.
წაიღებს ხსოვნას ჟამი პირქუშ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მღვრიე ქარი
თოვლის მხარე,
ნისლიანი მთა და ბარი.
მოვიმხარი მისი გზები, სიცივე და მღვრიე დარი...
ზარზე ზარი, სწრაფი, ჩქარი,
მღელვარებათ ჩქეფდა ღვარი,
ტრიალებდა, როგორც ფარი,
შემოდგომის ჩქარი
ქარი...
მეფის კარი,
ნანგრევები, ნატახტარი...
მეფე ტყვეა; ტყვეა მეფის ამირბარი, სპასალარი.
აქეთ ქუჩა, იქით ჯარი და დროშები გარი-გარი...
ისევ ქარი...
მოდის მტერი, -
<
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მშვიდზე მშვიდი
მშვიდზე მშვიდი
ცხრაას შვიდი,
უეცარი
ომის ზარი.
იყო მწარე
ჩვენი შარის
შეშფოთება
უზეცარი.
სევდიანად
შეწყდა ნანა -
სადაც ყანა
იყო წყნარი.
მოჰყვა მკაცრი
კარპატები,
მერე კრემლი
და ხანძარი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მშობლიური ეფემერა
ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს,
ზამთარს ბილიკი დაუტანია...
,,დიდი ხანია?\\\'\\\' - მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს: ,,დიდი ხანია!\\\'\\\'
შეხავსებია კლდეები კლდეებს,
იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია.
,,ამირანია?” - მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს: ,,ამირანია!\\\'\\\'
ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს,
ის გული ისევ ჩემი გულია... <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მშობლიურო ჩემო მიწავ!
სამი დიდი ოკეანე
გარე უვლის ნათელ მხარეს,
მთვარიანი და მზიანი
ზეცა აფრქვევს სიანკარეს.
ორ ზღვას შუა ძველისძველად
საომარი იყო ლელო -
ის გადარჩა და სახელად
ეწოდება საქართველო.
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს დიდებას,
წინაპართა ძვლებს დავიცავ!
ასწით კავკასიის ფარდა! -
ეს ამერი და იმერი,
მისი "ხელი ხმალს იკარ” და
მისი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მცხეთიდან
სვეტიცხოველში ხვალ იქნება დიდი მცხეთობა,
მაგრამ, შეხედე, სად დამდგარა ძველი დიდება.
ვინ ააშენა იმ სიმაღლეს? რა პოეტობა
შესძლებს გადმოსცეს იმა დღეთა გაბედითება?
ახლა ვიღაცა გულმოდგინედ იქ გზას აკეთებს,
გამოქვაბული ქალაქები რომ ისევ ნახოს.
ქვევით კი, ქალი ახალგაზრდა, როგორც ნაკვეთებს,
შავით მოსილი, მწუხარებით მიჰყვება ახოს.
ჩვენ გავიარეთ შიო მღვიმის ვრცელი ბაქანი,
მტკვარზე შორიდან დავინახეთ, მიდის ტივები,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მწვერვალები ახალ მთების
კავკასიის მაღალ ქედზე მიდიოდნენ სვანები,
ეხვეოდნენ ბილიკებად გზები დანაქანები.
შუაღამე რომ გადვიდა, ერთი რაზმი ვეება
დაეწია დაღლილ მგზავრებს და სასტიკად შეება.
რა დრო იყო და რა მტრობა... დადგა სისხლის ფეშხუმი,
გადიკიდნენ, აქ - სვანეთი, იქით - რაჭა-ლეჩხუმი.
წაიშალა მოგონება ძმობის სიამაგეთა -
ისეც ვიწრო გზები მთისა ძმათა მტრობამ ჩაჰკეტა.
შვიდ წელიწადს შვიდი კუთხე რატომ უნდა ჩაჰკირო, -
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მწოლარე
იყო ის მწუხარება — ბალახებში მწოლარე
და ეფინა ალვათა ხეივანის სუმბული,
მიდიოდა მდინარე, როგორც ლურჯი ოლარი,
და მახლობლად კიოდა მეთორმეტე ბულბული.
და ფოთლების შრიალი იყო, როგორც ოპერა,
შორეული ბაღები, მედეას ხნის კამარა,
უცებ ქარმა ზვირთები დასავლეთით მობერა,
მიეფარა დაღალულს და ზღვებს გადააბარა.
კითხულობდა პოეტებს: ედგარს, ჰანრი რენიეს
და ლანდები ჩქარობდნენ ოცნებების კიდეზე
და ვერ წარმოედგინა ბედნიე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მწუხარება შენზე
მე გარს მეხვევა მუდამ, იგივე
შენ მიერ ნაზად ნაქსოვი რიდე.
ხალხს მოვშორდები, მაგრამ ღამეებს
სად დავემალო, სად წავუვიდე?
ღვინით თასები ისევ ივსება,
ისევ მევსება დარდით თვალები.
შორით მომესმის ყრუ ტაშისცემა,
მაგრამ იქ ვისმეს შევებრალები?
მე ვიხდი ნიღაბს! მომგვარეთ რაში!
შენთან! ნუგეშთან! ო, ჩქარა, ჩქარა!
მე მომდევს განთქმულ სახელის ტაში,
დიდება, ცრემლი, ღელვა, მუქარა. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მხარი მხარს, მხარი მხარს!
მხარი მხარს, მხარი მხარს!
კოლექტივო, მხარი მხარს!
აბა, ჰე, აბა, ჰე,
აბა, მივცეთ მხარი მხარს!
წავიდეთ, მოვედოთ
თავისუფალ მთა და ბარს.
მივიდეთ, მივუდგეთ
გაერთიანებულ ჯარს.
არიქა, არიქა,
ჩავეჭიდოთ გუთნის ტარს.
არიქა, ბობოლა
ძველ ღობეებს უვლის გარს.
აბა, ჰე, ქალაქო,
ველით მანქანების ღვარს.
მხარი მხარს, მხარი მხარს,
კოლექტივო, მხარი მხარს!
წავ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მხოლოდ ეს გული
მხოლოდ ეს გული,
ჩვენი გული, ისევ მხურვალე
გრძნობდა, რა ნამი
გადასუსხულ ველს ეპკურება,
მას გაზაფხული ენატრება
და არა ცივი,
საშემოდგომო, უიმედო
დაუძლურება. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ ...
არათუ წლები გადეშვა ტყდომად, წამიც კი გატყდა და რეკავს ცხარედ... ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ - დროის, ეპოქის და სივრცის გარეთ! ბევრი მიეცა ტალახსა და ლექს, ბევრის ნაბიჯი არის ტაატი... დრო, დრო აღნიშნე! მოაწერე ლექსს - ეს წელიწადი, დღე და საათი. არათუ წლები გადიქცა ტყდომად, ყოველი ლექსის ყოველი პწკარი არის გაჭრილი კლასობრივ ომად, არის ეპოქის დროშის ქვეშ მდგარი. ეპოქა არის ნამგლის, ქურების, ეპოქა, რამაც ძველი შეთოკა, ეპოქა ძველის განადგურები
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
ნისლი მთიდან მოდის დაბლა...
ნისლი მთიდან მოდის დაბლა, ტყე ალერსით მოითაფლა, აღარა ჩანს ჩვენი უძო, ხევი ხმაურობამ ჩაფლა. რას იგონებს ნეტავ ხევი, მრავალ საუკუნეთ მტევი, აწ რას ფიქრობს ტყიანი მთა, გაწოლილი, როგორც დევი. ალბათ შემოდგომას ელის ჩაფიქრება მთა და ველის, მწუხარება ნესტანისა და ძახილი ტარიელის! გადმოშვება წვიმის ზუსტის, გამოკრთომა შუქის სუსტის, ალბათ შემოდგომას ელის, ალბათ შემოდგომას უცდის! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
« 1 2 ... 11 12 13 14 15 ... 24 25 » |