ნიავი, ია, ნარგიზი...
ნიავი, ია, ნარგიზი, ავტომობილი კრიალა - დილამ ასფალტის სარკეზე ნავივით გაისრიალა. აგერ მზის ამომთოვრება, მაღლა ღრუბლების გარდავლა, მან ერთი ჩემი ცხოვრება ათას წელს გადაამრავლა. გადაამრავლა, უმალი, მსგავსი წუთისა, ჩრდილისა, და მესმის ხმა იდუმალი: წამოდექ, ძეო დილისა! ო, ძეო დილის! აწ განვლის გრძნობა სიბნელის ნაფლეთის აღმოსავლეთის, დასავლის, ჩრდილოეთის და სამხრეთის. მზემ, ხმალი რომ არ დაკიდა, - რაც ფერებია, რაც დავლა, ცხოვრება
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
მუხებს ჩოხათ საქილეში ჩაუწყვიათ რკოები...
მუხებს ჩოხათ საქილეში ჩაუწყვიათ რკოები, აქ არსენას ნაბდის გაშლას გრძნობენ მიდამოები. ობობას ქსელს გამოფრენილს გარს იხვევენ ჯაგები, გორაკები, ბანაკები, დაბა-აგარაკები. შემოდგომამ ყველაფერი შესძრა ხელშეუხები - წრიალებენ, გრიალებენ, მქუხარებენ მუხები! 1956 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
მოხარული ვიყავ...
მოხარული ვიყავ და მოხარული ვიქნები, როცა მესმის, რომ გახსოვთ ჩემი ძველი წიგნები. თქვენ ჩემს საღამოებზე უგულწრფელეს გაგებით მოდიოდით ყოველთვის თქვენი ამხანაგებით. სად არიან ისინი? თუმც...რა საკვირველია: მას აქეთ უმძაფრესი ორმოცდარვა წელია |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
მოწმეა რბევის...
მოწმეა რბევის და თარეშის ხვადგურის ბინდბუნდი საზიზღარი რკინიგზის სადგურის, აგზავნის სადღაც კუბოებს - ვაგონებს და მათი კივილი იმ დღეებს მაგონებს, როდესაც ამ გზებზე გაეკრა ვაება... ნუთუ ის კივილი ლიანდაგს ჩაება? |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
მიდიხარ...
მიდიხარ, ისე მიგაქვს წვალება, თითქოს ზღვის პირას თივას თიბავდე, ვინა სთქვა შენი გარდაცვალება, არა, უთუოდ დღეს დაიბადე. მიდიხარ, აღარ დაგემდურება, არც მიწიერი არც ზეციერი, ვინა სთქვა შენი უბედურება, არა, დღესა ხარ შენ ბედნიერი. მიდიხარ, ტკბილი გქონდეს მგზავრობა, სხვა ბინა მარად იყო ზღაპარი, ვინა სთქვა შენი მიუსაფრობა, არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი. მიდიხარ, შენს ბედს ბევრი ინატრებს - ბედნიერს, ბედი სხვა არსად არი, შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს, <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
მე ხომ სხვა ვარ...
მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე მახვილს ვფერავდი, შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი ფერად-ფერადი. მიყვარს ამ ხმის გაგონება, რადგან ვერრათი - ვერ წავშალე მოგონება ფერად-ფერადი. შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი ბედისწერამდი, სად არ დამდევს მისი ჩრდილი ფერად-ფერადი. იყოს ისე, როგორც დარჩა, ამიერამდი, ჩემთვის-ძონძი, შენთვის-ფარჩა ფერად-ფერადი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
მე ცის ვარსკვლავს არ შევნატრი...
მე ცის ვარსკვლავს არ შევნატრი, განთიადის შუქით ძლეულს, მოსწყენია საწყალს ცაზე, უიმედოს, ფერმილეულს. არ შევნატრი ყომრალ ღრუბელს, ცას რომ ფარავს ფრთა-ტივტივა, ასტკივდება ხოლმე გული და ცრემლები სცვივა, სცვივა. მე ზღვის ტალღას არ შევნატრი, კლდის ნაპრალს რომ ეტმასნება. მას ხომ გული აღარა აქვს, აღარა აქვს ცეცხლის ვნება. მიყვარს მარტო ქარიშხალი თვალუწვდენელ ზღვიდან ზღვამდე, ზღვიდან ზღვამდე, ციდან ცამდე თავისუფლად მონავარდე! მიყვარს მისი ნანგრევებზე ახალ გრძნობით შვება-ლხ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
მგელი ბატკანს შეხვდა ნავსად...
მგელი ბატკანს შეხვდა ნავსად, შეკრთა, დაიბანდა... ცად კი ერთი კასრის მსგავსად მთვარის დისკო ჩანდა. მგელმა ბატკანს ჰკითხა: - კასრის მსგავსი რაა გარეთ? ბატკანმა თქვა:- ჩემის აზრით, ცაზე ბრწყინავს მთვარე... მგელმა ბატკანს (რა გგონიათ?) გაჰკრა კბილი ბასრი: - როგორ ბედავ, იქონიო საკუთარი აზრი?! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
მალე ფერგადაშლილი...
მალე ფერგადაშლილი, ამწვანდება ტყე-ველი, გაიშლება ყვავილი, სურნელების მფრქვეველი; გაცოცხლდება დაფნარი, მთის მწვერვალი, ტყის პირი, და დაივლის ნარნარი გაზაფხულის ზეფირი. წყნარი სევდა მეწვევა, წამიღებს სიმთა ჟღერა; ნისლით გამოერკვევა ჩემი გულის სიმღერა. ქვებს, ბალახებს დაატკბობს ჰანგი თავისებური, მკაცრი - მაგრამ ლამაზი, ნაზი - მაგრამ ველური. როდი მიყვარს, გულისთქმა თუ ნაღველს არ ერევა, ათას ხმაში ჩემი ხმა ამ ხმამ განაცალკევა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
იქ, სად მზისფერი ეხვევა ცისფერს...
იქ, სად მზისფერი ეხვევა ცისფერს, შემოდგომისგან ალისფერ-ჟღალი, იფნის შოლტივით მოქნეულ გზისპირს, გზაჯვარედინზე, დგას ნეკერჩხალი. იქ მდგარი ეტლი და ნეკერჩხალი მთაზე აღმართულს შესცქერენ უძოს, შემოდგომაა, გასცდა მერცხალი სალოცავად მდგარ მხევლებს უძეოს. ხე აღმოსავლით შესცქერს სამხრეთის კორდებს, რომელთაც სიყვითლე შვენის, სადაც ღუღუნი დგას, როგორც მტრედის, ისე ხევის და ელექტროდენის. დუმს ნეკერჩხალი. მან ახალ-ახალ მოვლენების წინ ბევრი იცადა. ამ ქვეყ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
ისევ მაისის მათრობს თვალები...
ისევ მაისის მათრობს თვალები, ისევ სავსე ვარ მზით და ვნებებით, გაჩნდნენ ნათელი თებერვალები, ახლა მცხოვრებნი მოგონებებით. მათში აფეთქდა სიოს სისინი და სამუდამოდ ატყდა იებად, ო, გაუმარჯოს, გრძნობენ ისინი, სიყვარულს, სითბოს და პატიებას. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
ის წაიყვანა ოცნებამ მისმა...
ის წაიყვანა ოცნებამ მისმა, სადაც ჰაერი ზღვის ფერისაა. ის წაიყვანა იქ ფანატიზმმა, იქ ხომალდები ჰომერისაა. იყო ფიქრები ასე სხვადასხვა. ახალგაზრდობის იყო ეს ვადა. ოქროს დროებამ იგი გადასვა იქ, სადაც ძველი არის ელადა. ის სიყმაწვილე აღარ მოვიდეს, დროთა სიავეს მიაქვს ფაფარი, - ერთად ვთარგმნიდით მაშინ ოვიდეს, შენ წიგნი გქონდა და წინსაფარი. გამოიცვალა ის ზნე და ჰავა. შავი არშია დღეებს ავლია. ზღვაზე ზვირთები მოვა და წავა, ცხოვრება ასე შემისწავლი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ...
იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ... იმგვარადვე მდევ... იმგვარადვე მკლავ. ო, როგორ მომწყურდი! მწუხარეა დღე. იმგვარივე ცა. იმგვარივე ხე... იგივ ქარი დაჰქრის. იღუნება ბზა. იმგვარივე მზე. იმგვარივე გზა. ძლიერ... ძლიერ... ძლიერ... ვეტყვი ზენა ქარს იმგვარივე ხმით იმგვარსავე ზარს. 1917 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
ილია მღერის - ვაჰმე...
ილია მღერის - ვაჰმე! ანდა რას ნიშნავს ნეტა: ისე არ გავა ღამე - არ დამენახვოს დედა. შუბლზე მეხება ხელით და ვგრძნობ, ცივია ტილო: “შვილო, შუბლი გაქვს ცხელი, რა გემართება, შვილო!” იმ სამუდამო მხარეს, ალბათ შენ ჩემზე სწუხარ, დარდს ნუ ეძლევი მწარეს, არ წაქცეულა მუხა. არაფერია! მღვრიით დე ირეოდეს მუმლი, მაინც ხომ ცოცხლობს ტყვიით ტყედ განგმირული შუბლი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
იბობოქრე
იბობოქრე, ცხოვრების ზღვავ, ჩემს ირგვლივ, იბობოქრე, მე რა უნდა დამაკლდეს! პიტალო კლდეს რას დააკლებს ზღვის ტალღა, რას დააკლებს ზვირთი გამობრძმედილ კლდეს? ბევრგვარ გრიგალს გადუვლია ჩემს გულში, ბევრს ქარიშხალს ურბენია ქვითინით... ბევრი ტალღა აღტყენილა გარშემო, დავუსჯივართ შურით, ეკლის გვირგვინით. ბევრჯერ ჩემი იალქანი დაშლილა, არ მჯეროდა თუ სადმე გამიყვანდა, ბევრჯერ, ბევრჯერ მწარედ ავტირებულვარ, როცა შველა არსაიდან არ სჩანდა. ყველაფერი ამ ბრძოლაში დავღუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
თეთრ თოვლის ქვეშ...
თეთრ თოვლის ქვეშ სიზმრებს წაჰყვა მთის გრეხილი უხმო შორი, და მღელვარე გაზაფხულზე ძილს მიეცა ველ-მინდორი. თოვლის ფიფქით შეიმოსა ნაძვი, ტოტებდახლართული, და მღელვარე გაზაფხულზე, გაიყინა ნაკადული. გაიყინა ცის ლაჟვარდი, გაიყინა ქვეყნის გული, და, მღელვარე გაზაფხულზე, ტყე გარინდდა დაბურული. სად, სად გაჰქრა მშვენიერთა ყვავილთა და ფოთოლთ კრება, და ოცნება გაზაფხულის მუდამ რისთვის მესიზმრება? |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
ზღვა წყნარია ნამეტანი...
ზღვა წყნარია ნამეტანი, თითქო სძინავს. და ბრინჯაო - ბავშვის ტანი - მზეზე ბრწყინავს. მებადური მოსდევს ბადეს, ჟრჟოლავს წყალი. აღტაცებას ბავშვში ბადებს თევზთ ფართხალი. გაქანება და დაცემა ისმის მისი, ისმის მისი აღტაცება და კისკისი. ნაპირებზე თეთრი ნავი, ხედავს კარვებს, როგორ არხევს წყალს ნიავი, გულს იქარვებს. იღრუბლება ეფირები ნისლით მთებზე. “მგონი, ავდარს ეპირება!” - სწუხს მეთევზე. ქლიავისფრად შლილნი ფრთანი ჰგვანან მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
ნეაპოლში
სიკვდილს მე როდი შევუშინდები,
იგი, ძმა, მუდამ ჩვენს მხარეზეა.
მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის,
სიკვდილს რომ ჰგავს და უარესია.
აქ გაზაფხული არავის ჰკოცნის,
არც ეს მაისი, არც პოეზია.
მაშ, გაუმარჯოს იმგვარ სიცოცხლეს,
სიცოცხლეზე რომ უტკბოესია!
1935 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ნუგეში
არის დღეს ჩემთვის ნაზი ნუგეში,
ვიყო უმშვიდეს წარსულის მტერი:
შევიდე უცხო სიმსუბუქეში,
გამომყვეს ლურჯა ცხენების მტვერი.
ვიცი, ეს მხოლოდ ისე იქნება,
როგორც ყოფილა ოდესმე ღამით:
დათვლა ნაბიჯის და დამიზნება,
ნისლიან ამინდს, ნისლიან ამინდს!
მაგრამ ნაცნობი ზმანება ბროლის
მოვა: სალამი თანამგრძნობ თვალებს!
მას მოიზიდავს ხმობა გასროლის
და შეჩერებას მე დამავალებს.
ვიცი: პოეტის გატეხილ სა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ვთქვათ: მთად სამზეო და სანიავე...
ვთქვათ: მთად სამზეო და სანიავე აღმართე ძეგლი, ელოლიავე... ვარდებით მორთე, მოაიავე, და... უცებ ანგრევს ჟამთა სიავე. სდარაჯობს მტერი მშვენიერს ყოველს, ჩუქურთმათ მჭრელსა თუ ფარჩათ მქსოველს, ვარძიას, გეგუთს, თუ სვეტიცხოველს ზედ დასტყობია ჟამთა სიავე. ღრუბლებში ლალი იღვრება მნათის... აგერ ნანგრევი ჰგონებს მარადისს, ნანგრევებში კი იდუმალ დადის იმ გარდასულთა ჟამთა სიავე. ხალხში სიცოცხლე აღვიძებს გრძნობებს, იშუშებს ომისმიერ ჭრილობებს და ახალთახალს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
« 1 2 ... 12 13 14 15 16 ... 24 25 » |