siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
რევოლუციურ საქართველოს
2011-04-20 - 8:20 PM    
რევოლუციურს, ჯერარნახულს, ჯერარგაგონილს,

უდიდესს თავის ნებისყოფით, გმირულს, უაღრესს,

თვალწინ გადაშლილ გარდატეხათ უდიადეს აზრს,

მრავალი ათას მტკიცე ძაფით დაკავშირებულს;

აღფრთოვანებას მასებისას, მილიარდიან

ძლიერ ტალღებად რომ მიღელავს ახალის ძალით,

უსასტიკესი დაჟინებით რომ ანგრევს კარებს

მილიონების უფართოეს ჰორიზონტებთან,

ნგრევას, ო, ნგრევას დაუნდობელ ნგრევას ძველისას,

კარჩაკეტილი ცხოვრებიდან - გავიდეთ მზეზე. ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 435-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
რიცა
2011-04-20 - 8:20 PM    
აფხაზეთს არის

ერთი ტბა: რიცა,

და იქ ხომ გვახსოვს

შენცა და მეცა:

ზეცა, ვით ზეცა

და არა მიწა,

მიწა, ვით მიწა

და არა ზეცა;

იმ მიწაშიაც

ფრთების მოკვეცის

ატანაც შევძლო

იქნებ, ვინ იცის,

მიწის, ვით მიწის

და არა ზეცის,

ზეცის, ვით ზეცის

და არა მიწის.

ოჰ, გამახსენდა

ჩანგი. და მეც ის

შარავანდედად

მაგებებს ციმციმს

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 552-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
როგორ ებრძოდნენ ზარებს ზარები
2011-04-20 - 8:19 PM    
ეს მე ვარ, ქარი, ეს მე ვარ, ქარი,

დავქრივარ ბარად, ვოცნებობ მზეზე...

ერთმევა ფერი ყვითელ არეებს...

მე დაჭრილი ვარ, როგორც აფთარი.

აცივდა გარეთ, დაცვივდა ფარჩა,

აწვიმდა ყველგან, შხამთა მიზეზი:

მანტიით მხრებზე, თეთრი გვირგვინით,

ელვარე გზებით მოდის ზამთარი!

დამჭრეს! ეს მე ვარ! ეს მე ვარ, ქარი,

გამიღეთ კარი, გამიღეთ ჩქარა!

მე მომდევს ცივი საშინელება,

მე მომდევს ჩემი ცოდვილი გული.

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 514-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
რომელი საათია?
2011-04-20 - 8:19 PM    
ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.

გულში მწუხარებამ ღამე გაათია…

მაინც არ მასვენებს მწარე სინანული,

რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგევარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,

მთელი შემოდგომა თავზე დამათია.

ახლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება.

რომელი საათია? რომელი საათია?

სამის, შეიძლება, არის მესამედი,

მაგრამ გაიხედავ, მაინც წყვდიადია,

კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე -

რომელი საათია? რომელი საათია? ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 485-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
როცა აქტეონი, ძეჲ არისტეას
2011-04-20 - 8:18 PM    
როცა აქტეონი, ძეჲ არისტეას,

ლაღად მიდიოდა ტყეში სანადიროდ,

უცებ დაინახა თეთრი აფროდიტა,

თავის ნიმფთა შორის იგი ბანაობდა

ძველი პართენონის მსუბუქ ნაკადებში.

შედგა აქტეონი. თვალნი დაებინდნენ.

იგი მოჯადოვდა უცხო სანახავით.

მაგრამ ის დასაჯა - იმავ ღვთაებამა:

იქცა აქტეონი ირმად მშვენიერად.

ძაღლებს აქტეონი მსხვერპლად შეეწირა,

იგი დაეფლითათ - ძაღლებს იმისსავეს.

ვიცან, გალაკტიონ, შენში აქტეონი. < ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 432-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
რუს პოეტს
2011-04-20 - 8:18 PM    
ნიაღვარივით მოსკდა ზღაპარი

შორეულ ქალის, მომაკვდავ გედის.

ჩვენ სივრცეებში ვართ თანაბარი,

პალადინები ერთი იმედის.

თითქო ერთგვარად ხედავდა თვალი,

დაბინდებული ნისლით და ყინვით,

და ერთნაირად ვიყავით მთვრალი:

შენ - შენი თოვლით, მე - ჩემი ღვინით.

მივმართავ ბალმონტს, მივმართავ შელის,

რომ არ გვაშორებს მხოლოდ სართული,

უდაბურება კალუგის ველის

და მწუხარება ჩვენი, ქართული.
  ნანახია: 522-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
რუსთაველი პარიზში
2011-04-20 - 8:17 PM    

ეს წელი ჩემთვის

არის კანდელი

უფრო ელვარე,

ბადრი წითელი,

უფრო მხნე, ვინემ

გზა შარშანდელი,

თუმც არა, როგორც

შარშანწინდელი!

ეს წელიწადი

და ეს საათი

შარავანდედი არის

მთელ დროთა!

ეს არის შვიდას

ორმოცდაათი

წლის მოზღვავება -

ეს არის შოთა.

უმშვენებს კედელს

სურათი მისი

ერთს პოეტს, ვინაც

ქართლში ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 471-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სად?
2011-04-20 - 8:16 PM    
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,

სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?

რას მომცემს ისეთს მე საქართველო,

და ან რას მისცემს მას ჩემი ქნარი?

არ ვიცი! მაგრამ უმიზნო დღეებს

ვითვლი და ვითვლი ყმაწვილურ ჟინით,

ყოველ დღეს გულის ტკივილით ვხვდები

და ვეთხოვები მწარე ქვითინით.

მარტოდმარტო ვარ... ვისაც ოცნება

ედემის ციურ ხატებად სთვლიდა,

ვისაც სიყრმითვე მე თაყვანს ვსცემდი,

ყველა მომცილდა, ყველა წავიდა.
< ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 505-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სადღაც, ოდესღაც
2011-04-20 - 8:15 PM    
ოდესღაც, სადღაც მარტოობაში

გულით ამომსკდა სიმღერა წყნარი.

ჩემი სიმღერა ქვითინი იყო,

სულით ობლობას კვნესოდა ქნარი.

ხანი გავიდა. გადამავიწყდა

სიმღერა სადღაც, ოდესმე თქმული,

სანამ არ ვპოვე მეგობრის გულში

ღრმად ჩაქსოვილი და შენახული.

ერთხელ, როდესაც გზად მივდიოდი,

მე მოვისმინე ჩემივ ნაღველი

ყრმობის ოცნებით გატაცებული,

ყმაწვილურ ვნების გამომსახველი.

და ვერ ვივიწყებ ქალწულის სახეს
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 445-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სადღეგრძელო იყო მისი
2011-04-20 - 8:15 PM    
სადღეგრძელო იყოს მისი,

ვინც ოცნებით იწოდა,

ვინც პოეტის მარადისი

აღტაცება იცოდა.

მოდიოდა ერთზე ასი,

გზა გვშვენოდა დიდების,

ჩვენ დავცალოთ ყველამ თასი

ბედთან არ დარიდების.

სადღეგრძელო იყოს მისი,

ვინც შიშმა ვერ დაჰხარა,

ავდგეთ ფეხზე! ჩვენ თბილისი

ვადღეგრძელოთ ჭაღარა.

აქ სიცოცხლე და ხალისი

ვის სხვად არ ესვენება,

სადღეგრძელო იყოს მისი

და დიდებით ხსენება!
  ნანახია: 445-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სამრეკლო უდაბნოში
2011-04-20 - 8:14 PM    
ზღაპრების თეთრი კვამლით

ქალთა სუნთქვაში დაფარული

ყვავილთა სუნი.

ოჰ! მე მომესმის შეყვარებულ

წამწამთ კანკალი

და მიყვარს ქარი!

თან ფოლადივით ცივი სიტყვებით

ვეტყოდი ყველას:

იანვრის თოვლი, იანვრის თოვლი

აჭკნობს ჩემს სულში ნაადრევ იებს.

და ჩემი სული, როგორც სამრეკლო,

სწუხს:

ცოდვილ ხელებს,

დაფარულ ცოდვებს,

დამალულ ღალატს,

ნაზი ფრჩხილების გრძელ ზამბახებს. ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 498-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სამშობლოს
2011-04-20 - 8:14 PM    
სამშობლოს წინსვლა გასაკვირველი,

მზის მხურვალება გარს რომ ავლია,

აი, პირველი! აი, პირველი -

რის სიყვარულიც მე მისწავლია.

შენს გამარჯვებას, ჩანგო, მოველი!

ოჰ, შენთან დღენი ჩემნი წარვლიან,

მედგარი ბრძოლა! -აი, ყოველი,

რის სიყვარულიც მე მისწავლია.

გავშლი ძვირფასი ლექსების კონებს:

რა სიუხვეა! რა სიმრავლეა!

გადამასწავლოს - ნურავინ ჰგონებს -

რის სიყვარულიც მე მისწავლია!

1933
  ნანახია: 464-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სამშობლოში
2011-04-20 - 8:13 PM    
აჰა ის კუთხე, ის არე-მარე,

სადაც ოცნება გვირგვინებს ჰქმნიდა,

სად სიყმაწვილე, სწრაფი ვით ტალღა,

ვით ტალღა სწრაფი, გაჰქრა, წავიდა.

აჰა, ის მთები, ცად აზიდულნი,

მუდმივი თოვლით მოსილი მთები.

წავიდა გაჰქრა სულ-ყველაფერი,

როგორც ზვირთები, როგორც ზვირთები!

აი ტყე, სადაც ვხეტიალობდი

მთის ნიავივით თავისუფალი...

სადაც ყმაწვილურ აღტაცებაში

ხარობდა გული, ხარობდა თვალი!

რას აქნევს სული თავი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 476-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სანთელი
2011-04-20 - 8:13 PM    
ღამის ნათელში, მტვერში, მთვარეში,

მიყვარდა სულის შეხება შენი,

თბილისის დაღლილ ქარის თარეში,

კოშკები ძველად ნაგებ-ნაშენი.

მსუბუქი ალით გზებს ეკიდება

ტალღები ნელი და სურნელება,

მე მახსოვს შენი ძველი დიდება

და განშორება აწ მეძნელება.

ყოველდღე მოდის ახალი ტალღა -

მყვირალა, სუსტი და დღევანდელი,

და დროშასავით მე მიმაქვს მაღლა

სანთელი... შენი სული, სანთელი.
  ნანახია: 429-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გადმოფრენას ეს ყორანი
2011-04-20 - 8:13 PM    
გადმოფრენას ეს ყორანი

მადათოვზე აპირებს,

გაანათებს რესტორანი

ტივებიან ნაპირებს.

ასე მიდის ეს ზამთარი

სიზმარივით მდევარი,

ასე რეკავს საზანდარი -

უქმი, შემაქცევარი,

რომ ისმოდეს საიათნოვას

დაჟანგული ჰანგები,

მიეთოვოს, მოეთოვოს

კედლებს ფარშავანგები.

სული სტირის და როს ნანას,

კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,

დაანებე ფიროსმანას

სევდიანი ტვირთები,

რომ წავიდეს ეს ზამთარი

სიზმარივით მდევარი,

რომ რეკავდეს საზანდარი

უქმი, შემაქცევარი.

ოც ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 450-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
სანთლები
2011-04-20 - 8:13 PM    
შორს ზურმუხტისფერ სივრცეს იქით სანთლები სჩანდა,

დასასვენებლად მიიწევდა იქ მეზღვაური;

ერთხელ ზღვა გასწყრა, აირია, გაჟინიანდა,

ტალღებმა შეჰქმნეს ვაი-ვიში, აურზაური

და გემს უმიზნოდ, საუკუნოდ დააგვიანდა...

მას აქეთია იალქანი ზღვაზე მიფრინავს,

მისთვის ერთია, სად დახუჭავს ოცნება თვალებს,

მიუწვდომელი სანთლები კი, ბრწყინავს და ბრწყინავს.

როგორ მაგონებს ის სანთლები ჩემს იდეალებს!
  ნანახია: 429-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სარკმელთან
2011-04-20 - 8:12 PM    
სარკმელთან ვდგევარ, მალე, სულ მალე

სევდიან ჰანგებს დავუგდებ მე ყურს;

მოვა მოხუცი ძალ-მილეული

და ააკვნესებს ჩემს კართან ფანდურს.

გადიფრენს თვალწინ ძველი ოცნება

შეიკუმშება მღელვარე გული,

რომ არას დროს არ განმეორდება

დრო ბედნიერი, დრო დაკარგული.

ამ საშინელი მარტოობის გზას

სამარისაკენ მიმავალ გზამდე

გავყვები დაფნით და ყვავილებით...

მაგრამ როდემდის, მაგრამ სანამდე?

სარკმელთან ვდგევა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 478-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გაგონდება თუ არა
2011-04-20 - 8:12 PM    
გაგონდება თუ არა

კარალეთის დღეები,

მთების ლურჯი კამარა -

უცხო სამოთხეები?

კიდევ შეგრჩა თუ არა

მხიარული თვალები?

თუ დრომ გადაუარა

და ჩაუქრო ალები?

მივდიოდით მხარდამხარ

და დრო გვეუარესა,

აწ არ ვიცი სადა ხარ

და რომელსა მხარესა.

1916

  ნანახია: 409-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: tekle-16
სასაფლაონი
2011-04-20 - 8:12 PM    
სარკოფაგიდან დგება მუმია. რა სიჩუმეა. ჰაერი ლურჯი აბრეშუმია.

ორხიდეები ეცემა ნილოსს, როს მხურვალება ქვიშაზე კვნესის,

უნდა რომ სული არ მიისილოს, უნდა სამარე ჰპოვოს რამზესის.

ის იყო მეფე. ახლაა მტვერი. რომ საუკუნეთ რიგი გარიყოს,

არ შეუძლია იყოს პირფერი. არ შეუძლია მტვერი არ იყოს.

და საუკუნეთ რიგს თვლის მუმია: მზიანი დღეა, თუ სამუმია.
  ნანახია: 453-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სასწაულს
2011-04-20 - 8:11 PM    
შეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ-ცოდვილს

ლიუციფერს, ჩემს სულში ავობით მძვინვარეს,

ლიუციფერს, მრისხანე ვეფხვივით დაკოდილს

და ეხლა მძინარეს.

შეუნდე, შეუნდე, ჯოჯოხეთს - ჩემს თვალებს,

შეუნდე ჩემს ხელებს, ბოროტად დაღალულს.

მე შენი უმანკო ნათელი მაწვალებს,

მე ველი სასწაულს.
  ნანახია: 452-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 15 16 17 18 19 ... 24 25 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<