ფრაგმენტი
გაწოლილა მხარე ლეკის
და შრიალი ისმის ყანის,
აქეთ - შუბლი ყაზიბეგის,
იქით - მთები დაღესტანის.
მიყვარს, როცა ხმას იძლევა
მოგრიალე ხევის წყალი,
გველივით რომ შეუჭრია
მოღუშული დარიალი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ფრთხილად!
ფრთხილად!
ხელი არ შეახო ჩემს დაფარულ გულისძგერას,
თორემ ვფიცავ, არ დავინდობ შენს უმანკო ბედისწერას!
ფრთხილად, ფრთხილად! დაუკვირდი ჩემს ქცევას და თვალთა
ცქერას
და ნუ ცდილობ თვალებიდან საიდუმლოს გადაწერას.
საიდუმლო მავიწყდება... ხსოვნის ფსკერზე დამარხული,
საიდუმლო, რომლის ტკივილს, განიცდიდა მარად გული,
საიდუმლო, რომლის სევდამ, გადმომღვარა სინანული,
საიდუმლო, რომლის გესლი სირცხვილივით მდევდა, მდევდა,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ქალავ!
გულო, ოცნებას მალავ!
ცაო, ლურჯდება ზოლი!
ვაჟი: - დაიცა, ქალავ!
ქალი: - დაგიბრმა თოლი!
შორით ბრუნდება წყალი,
ნისლი იცრება მთაში.
- არა! - ჩურჩულებს ქალი.
- კარგი! - ამშვიდებს ვაჟი. -
თუნდა წაიყვა ჯოგი,
კიდენ დამრჩება მრავალ.
ბროლ-ღიკილასაც მოგი,
როცა ქალაქში ჩავალ. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ქალაქი წყალქვეშ
ღელვის დროს გემზე "ტეოდორ ნეტტე”
ანძები დატყდნენ, როგორც მშვილდები,
ფიქრებს მორევში რაც უნდა კეტდე,
ერთს მათგანს მაინც ვერ მოსცილდები.
რომ დააყარა ქარმა ფაფარი
უზარმაზარი გორების ეტლებს,
პოსეიდონის ძველი ზღაპარი
ეხეთქებოდა ფოლადის კედლებს.
ასფუთიანი ჩაქუჩის ცემით
ცა ჩემზე ცდიდა ძალთა მოკრებას,
მან დაამსგავსა მგზავრობა ჩემი
ცხოვრების ჩემის აბობოქრებას.
გადმოანგრიე შენი ზვირთები,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ქალაქისაკენ
წავალ - იფიქრა, და ამ ფიქრთან გრიგალმა უმალ
სიცოცხლის ახლო გაიარა წყნარად, იდუმალ.
ის გამოვიდა ძლიერ ადრე, ვით სიყვარული -
მთვარიან ტყეზე მიდიოდა გზა დაცვარული.
ბური. ოცნებას სიხარული გადადნობია,
გარშემო ტყეა, ზევით ვრცელი ცის ტატნობია.
ყვითელ ხაზების სინაზეში სულ ნელი ქარის
ნელი სიგრილის მოქროლებით მიმოიჩქარის.
უცებ გამოჩნდა ქვაფენილთა და სახლთა ლანდი,
ყველას მიესწრო: "ერთადერთი მე დავგვიანდი.
ცხელმა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ქალი და ხენლოვნება
ხავერდოვან მინდვრის ბალახს მობიბინე არხევს ქარი,
თითქო ალერსს ევედრება და ჩურჩული ისმის წყნარი.
მაგრამ მალე დაღლილ ყვავილს გაშორდება ცელქი ქარი,
გაიტაცებს ობოლ ყვავილს სწრაფ-უმიზნო ნიაღვარი.
გატაცებულ მგოსნის ჰანგებს გაგიჟებით ისმენს ქალი,
თითქო სურს რომ ამ ჰანგებში გარდაიქმნეს ძილგამკრთალი.
მაგრამ მალე ცელქი ქალი, ვით ყვავილებს თეთრი მტვერი,
გაშორდება დაღლილ მგოსანს, მობეზრდება ყველაფერი.
მე მინახავს, ყვავილებზე მონავარ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ქალს მთებიდან
როდესაც ვუცქერ მე შენს თვალთა უძირო ლაჟვარდს,
როცა თვალი თვალს უსწორდება ისე, შემთხვევით,
დატოვებული, შორი კუთხე მომაგონდება,
მოგონებები თვალწინ რბიან სევდიან რხევით.
მე მაგონდება ჩვენი ძველისძველი სასახლე,
გვერდზე მოხრილი, შავი ყავრით გადახურული
და ბაღი შორი, სავსე ვარდით, ცაცხვის ხეებით
მარჯვნივ და მარცხნივ დაქსელილი და დაბურული.
რამდენი ღამე მითევია შენს მოლოდინში,
ცას ვარსკვლავიანს შუქს ჰმატებდა ელვარე
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ქალწული
როგორც წყნარი ღიმილი
ნათელ-კაეშნიანი,
ღამე დაუვიწყარი,
ღამე სუბუქ-ფრთიანი,
ეფინება მაღალ მთებს,
ეფინება ველს მწვანეს,
და ვერცხლისფრად ანათებს
მკვდართა სამყოფ სავანეს.
ჯვრებს და ლოდებს, აკლდამებს
ლანდი ღონე-მიხდილი
დასწოლია აჩრდილად
შავი, როგორც სიკვდილი.
ღამის სიო ზვირთივით
ბალახს ედუდუნება...
და მთლად გარინდებული
მას ყურს უგდებს ბუნება.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ქარებს ქარობა!
დაეტყო კიდეც ქარებს ქარობა,
როცა მტრობაა და ედგარობა,
სანთელო, გარხევს ღამის ფიქრები,
მაგრამ შენ მაინც ნუ ჩამიქრები,
ნუ მიმატოვებ.
აღარ ეტყობა თვალებს თვალობა,
როცა ღრეა და მიუვალობა,
აყეფთებიან მთვარის ტყუპები,
ო, შენ მაინც არ დაიღუპები,
ცრემლს ნუ ათოვებ.
1916 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ქართული ორნამენტი
მკვეთრი, ნათელი და შორი
გრძნობიერია ზმანება,
ეს მზე ჩუქურთმა, ეს სწორი
ხაზების ახოვანება!
ღვრის იისფერი დღე ლბილი
ოცნებას ცისფერ რამეზე:
ნანგრევზე არის გაშლილი
დიდება და სილამაზე.
ველური, მოუნათვლელი
ქვის ცივი, რუხი გაგება,
ადვილად არის სათლელი
და თბილად - დაქანდაკება.
ქვა - განა ქვაა? ეს რთული
ნიშნები, ჩემთვის ნათელი,
გაცოცხლებული ქვის გული
ჟღერს, რო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ქარი
თავგანწირული
მოჰქროდა ქარი
სისინით, შხამით.
კოკისპირული
წვიმა და ღვარი
მოვარდა ღამით.
მივდივარ, მკრთალი
სანთელი გაჰქრა
ჯერ ისევ გზაში;
ელვამ კლდეებზე
სინათლე გაჰკრა
და ჩაქრა მთაში.
იქ საარაკო
ქოხის საბური
ხომ არა სჩანდა?
არა! გორაკი
რამ უდაბური
ელვამ გალანდა.
შორეულ სახელს,
მე ვი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ქარი არხევდა იტალურ შობის ხეს ტრიპოლისში
მოდის ახალი წელი,
თოვლით მოსილი ღამე,
მიწას ედება ცელი -
ფანტასტიური რამე...
ღამით ფერდობებს ფიქრის
ესხა ღვარი და თქეში,
აწ პროპელერი მიჰქრის
და დუმილია ტყეში.
ამოზიდულო დილა,
მკრთალო დღიურო მთვარე!
ლურჯად ელვარებს სილა,
გაყინულია მხარე.
მე მეზმანება პალმა,
შობის ხეებში რგული,
ერთმა ბოროტმა რკალმა
მასზე დაჰკიდა გული.
იგი ხე არის თალხის
<
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ქარი ჰქრის
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს
ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის...
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!
1920 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ქარით დატირებული
ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.
და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები.
შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.
ეხლა... თოვლში, ჩაფლული, უნუგეშოთ შთენილი,
იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა
ქარმა ბუდიდან ყვავის ბახალა
ზაფხულის ტყეებს გადაახალა.
ისმოდა ხმები ახალ-ახალი,
ტყე ტაძარივით იყო მაღალი.
ველად ბალახი იყო კეცილი,
როგორც სიმშვიდე და სარეცელი,
ტიროდა მწარედ ყვავის ბახალა,
ქარმა ტყეებს რომ გადაახალა.
ატყდა ქუხილი, გავარდა მეხი, -
გაეხმაურა ტყე მეხის ტეხილს,
ხევში, ხრამებში, ატყდა ხარხარი
და წამოვიდა წვიმა ჩქარ-ჩქარი.
1915 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ქაღალდი
ქაღალდი, სუფთა - ზამთრის ველივით,
შრიალებს ღამით თუ ღელავს დღისით.
მარადის ფიქრობს, რომ ყოველივე
იწყება მისით, თავდება მისით!
ქაღალდი მრავალს იჩენს მარიფათს,
ქაღალდი მოდის რაგინდრაფერი:
იყო, არის და რჩება ღარიბად...
წერთ? ქაღალდია, სხვა არაფერი!
მაგრამ მოვიდა ერთხელ მგოსანი,
შემოქმედება აზრს შეუზავა,
"ვეფხის - დაარქვა მას - ტყაოსანი”,
და საუკუნე გააუკვდავა! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ქებათა-ქება ნიკორწმინდას
მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, - როგორც მინდა -
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.
გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურ-თმებით,
ნეტა ვინ აზიდა,
ან როგორ აზიდა,
რა ხელმა აზიდა
მაღლა ნიკორწმინდა!
რა განძი გვქონია,
რა მხნე, რა მდიდარი,
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ქუჩა
ქუჩა პოეტად დარჩა
ოცდაათიან წლების,
გაცვეთილი აქვს ლანჩა,
დარჩა კანი და ძვლები
ცისარტყელების რიგი
ზამთრით ახარებს ნელი.
ო, შეშლილია იგი,
თუ - წინასწარის მთქმელი?
უგზოობაზე ჩივილს
ისმენს ოცნება მწირი,
და ისევ უცნობ ტკივილს
გრძნობს უდროობის გმირი.
1916 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ქუჩის მომღერალი
მან ეზო-ეზო, კარიდან კარად
ბევრი ლამაზი სიმღერა ხარჯა.
მაგრამ არავინ ჩასთვალა არად:
მას ძონძი მოსავს, მდიდრებს კი - ფარჩა.
ქამანჩა - ქმნილი ცრემლების ღვარად -
აი, სულ, რაც მის ცხოვრებას დარჩა.
1936 |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ღამე ხეობაში
თეთრი და მზიანი გათავდა დღეობა,
ახალი გრიგალი მთებიდან ტრიალებს
ლანდები გვიანი ავსებენ ფიალებს,
სივრცეა მაღალი და სულის ტყვეობა.
იალებს და ჰქრება და ისევ იალებს,
ასე რომ ჰკივიან, რა უნდათ ტიალებს?
მომაკვდავ დემონის ხრიალით ხრიალებს
გრძნეული ხეობა... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 18 19 20 21 22 ... 24 25 » |