siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
***
2010-11-10 - 5:39 PM    
გამომიზოგე თვალები დამზერის დაცლამდე,შემეხმიანე მაგ ტუჩებითკოცნა დავღალოთ,ცხოვრება სუსტი მაჯებივითყელს ჩამოგკიდე,თან ვნებიანად შევისუნთქეშენი სამყაროც.სდიოდა ღამეს ვენებიდანყველა სიზმარი,მთვარე ძეწკვივით ჩამოწყვიტაზეცას აისმა,გულისფეთქვაზე ყურადღებასამახვილებდი,როცა სიზმარში გაღვიძებამმომისაკლისა.თმებზე უფერო სინანულიუკვე დავთვალე,გაშიშვლებული წლების ხაზზედამარტყა დენმა,ტუჩებს ებნევა ეს სიტყვებილექსის სარკომით,მოურჩენელი სიყვარულითავად ვარ, ღმერთმან…მზერას გამოვცვლირომ ეს გრძნობამკვეთრად მიჩანდე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 566-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-11-10 - 5:39 PM    

ოცნება ისეთი კეთილია,სიბნელეს ვშორდები,ეს ღამე ისეთი ლამაზია,უშენოდ მოვკვდები...


  ნანახია: 488-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-11-07 - 8:26 PM    
ენით აღუწერ სითბოს აფრქვევს შენი იერი,
ყველა კაცი შემოგცქერის როგორც მშიერი,
ზოგი მათგანი სევდიანი გიცქერს დუმილით
ზოგი მათგანი იტანჯება შენი წყურვილით
შენი სურნელი დაუკარგავს ყველას გონებას
შენი ტუჩები აიძულებს უხმოდ მონებას
ყოველი კაცი ცის ანგელოზს თუ ემონება,
შენს სილამაზეს ანგელოზიც დაემონება
  ნანახია: 602-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-11-07 - 8:19 PM    
shen rom medzebdi ar maxsovs, me rom gedzebdi vici. genatrebodi? ar maxsovs, me menatrebi vici.shen tu gikvarvar me ver vgrdznob, me rom mikvarxar vici.
  ნანახია: 611-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-11-07 - 8:14 PM    
ქალი როცა იქმნებოდა,

ერთი რამე ხდებოდა,

სილამაზე არსებობდა

და ვერავინ ხვდებოდა.

ქალთან ერთად სილამაზე,

ყველაფერში ჩნდებოდა,

როცა ქალი არსად ჩანდა,

სილამაზეც,ქრებოდა.

ბუნებისგან ალბათ ყველა,

ამას ელოდებოდა,

სილამაზის ეტალონი

ქალი,რომ გახდებოდა.

სადაც სილამაზე ჭვრეტდა,

ქალი იცქირებოდა,

ლამაზ ღიმილს,ვინმე ქმნიდა?

ქალი იღიმებოდა!

სუყველა ქალს სილამაზე,

თავის ეშხი, ეტყობა

და ე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 605-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-11-07 - 6:35 PM    
...ღამეა ახლა, ისეთი ღამე,

ოღონდ ოცნება შეგაძლებინა,

არა მაქვს არრა, არც მინდა რამე

_ეს ვარსკვლავები დამაკრეფინა!

გაიქცა რული, გონება ფხიზლობს,

შევათენდები გახელილ ზეცას,

მომიკლავს წყურვილს მზიური დისკო

და ალიონის შეშლილი ფეთქვა...

აჭრილი წვიმით მაჭამე მიწა,

დამალევინე ბადაგი ზეცის,

დავაგემოვნებ სიცოცხლეს მანამ,

საგუშაგოზე სხვა გიჟი შემცვლის..
  ნანახია: 598-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-11-07 - 6:35 PM    
სინამდვილე ბევრჯერ გამიზღაპრებია,
სიმახინჯე სილამაზით დამიხატავს,
ლურჯ ოცნებას ლურჯი ფრთები დამტვრევია,

საქორწილო ფიქრს გასცლია თეთრი ფატა.

სიძულვილშიც სიყვარული მიძებნია, 

ღალატის წილ ღალატს როგორ გავივლებდი.
იქ დავმდგარვარ,სადაც მეტი სიძნელეა,

გოლგოთაზე როგორ გავიაპრილებდი.

რაღა შემრჩა?-დარდიანი ფოთოლცვენა, 

დარდიანი ფოთოლცვენის მუნჯი ფერი...
მე კეთილი ჯადოქრების მაინც მჯერა,
ასეთი ვარ, მაპატიეთ ყველაფერი !
  ნანახია: 499-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-11-07 - 6:34 PM    
♥მინდა ბედნიერი ქალი იყო♥,
დარდმა არ დაგიმონოს მცირედმა,
გრძნობისგან არასოდეს დაცლილიყო,
ბოლომდე გიმეგზუროს იმედმა.
მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე,
წუხილი სიხარულში გაგეცვალოს,
♥ამაყი,უდარდელი დადიოდე.♥
                 ♥♥♥
  ნანახია: 574-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-11-07 - 6:34 PM    
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე

და რომ მეტყოდე რამეს...

ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე
შევცვლიდი თვით ამ ღამეს...

ავაწიოკებდი...ავაწიოკებდი...
მხიარულებით ქალაქს...
შენი შემხედვარე
შენი ხმის გამგონე

ჭკუას დავკარგავდი ალბათ...


ეხლა რომ მოხვიდე?
ეხლა რომ დარეკო?
ეხლა რომ შემეხო წამით...
ალბათ ჩავიდენდი ათას სისულელეს

თუკი შენ გარგებდი ამით...
  ნანახია: 609-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-11-07 - 6:33 PM    
მარტის თვეა შენი შენს ხასიათს შვენის

აპრილი სულ აგაჭრელებს ფერებით

შენ ნუკრი ხარ შველის ეგ ნუკრობა გშველის

გაწყენინე და მაინც მეფერები.

შემოდგომა შენთვის შორეულ წლებს ერთვის

ჩამოგშორდნენ ავდრიანი მდევრები

ვინაიდან ჩემთვის შენ ხარ ერთადერთი

თავს გიხრიან იასამნის ფერები.

საყვედურებს ვიტან გააჩნია ვისგან

სხვას სიტყვაში ერთ ასოს არ შევარჩენ

შენი სითბო მინდა მოფრენილო ციდან

საუბრისას გულს ხელივით რომ აჩენ.

მინდვრის ყვ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 596-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-11-07 - 6:32 PM    
ქალი! ერთი პატარა ვარსკვლავია რომელიც სამუდამოდ კაშკაშებს.
ქალი! ზეციური ალმასია რომელიც არასოდეს არ ქრება.
ქალი! ბრილიანტია რომელიც არასოდეს არ კარგავს თავის ეფექტს.
ქალი! ბაჯაღლოა ოქროში ჩასმული რომელიც არასოდეს არ ცვდება.
ვინ არის ქალი?
ქალი ქარია,ცხოვრების ბილიკზედ მდგარი ცისფერი ლანდია.
ვინ არის ქალი?
ქალი გალაქტიკის მეცხრე პლანეტაა უდაბნოს ბურუსუთ მოცული ღვთაებაა.
ვინ არის ქალი?
ქალი ედემია,სიცოცხლის წყურვილია და სამოთხის ყვავილია.
ვინ არის ქალი?
ქალი ჯოკერ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 637-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-11-07 - 6:31 PM    
თუმცა ცხოვრება შენით მეწყება
და დასასრულიც შენახარ მისი
თუმც მონატრება შენს მოლოდინში
წუთებს და წამებს მშფოთვარედ ითვლის...
ამხელა გრძნობა რითი გამოვთქვა
რით დაგანახო ეს სიყვარული,
როგორ აგიხსნა, რომ შენ ხარ მხოლოდ
ჩემი ფიქრი და ნატვრა ფარული...
რომ ბევრი ღამე შენზე ოცნებით
თავზე უაზოდ დამთენებია,
რომ შენნაირი კარგი არავინ
ქვეყნად არასდროს არ მყვარებია...
და რომ ჩაქრება ვიცი უშენოდ
ჩემი სიცოცხლის ბოლო სანთელი,
ესეც რომ გითხრა აღარაფერი
აღარ დამრჩება შ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 598-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-11-07 - 6:30 PM    
სული სულს ეძებს სიზმარშიც, ცხადშიც...
საუკუნეებს წვდება ფიქრებით:
„შეგხვდები?..."
„გნახავ?..."
„მიცნობ?..."
„შემიგრძნობ?..."
„სხვასთან წახვალ თუ ჩემთან იქნები?..."

სული სულ ეძებს,
ერთ სულს დაეძებს
და თუ პოულობს, მაშინ ბრწყინდება!
სულს თუ გვერდით ჰყავს ძებნილი სული,
მასთან არასდროს არ მოსწყინდება!...
  ნანახია: 535-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-11-07 - 6:28 PM    
სად გაქრა გრძნობა? ნეტავ სად არი?
არავინ არის შენი სადარი.

ქუჩაში ობლად დაფრინავს ქარი,
ნელა იცლება ჩემი ფანქარიც.

დაუსრულებლად გრძელდება ბრძოლა,
გამარჯვებული დარჩება გრძნობა.

ან რას მიშველის მე ეს ლექსები,
როცა ამ გრძნობით გავიცელები.

მაგრამ რას ვიზამ? შენ მაინც შორს ხარ.
ვიცი, რომ ჩემთან არასდროს მოხვალ.

ვიცი, რომ უნდა მახსოვდეს მარად,
რომ ქვეყანაზე მოვედი ქალად.

მინდა გაგანდო ჩემი ფიქრები,
მაგრამ ვიცი, რომ ვერ მიმიხვდ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 541-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
სიტყვა ეული ვაჟა ფშაველა
2010-11-07 - 6:27 PM    


სიტყვა გადვაგდე ერშია,
სიტყვა, რა სიტყვა? – ეული,
ტანჯულის გულის ნაცრემლი,
ჯავრით ნაკვები, სნეული,
გულგაგმირული, ბეჩავი,
თავს მანდილჩამოხეული!
ასე წვა-დაგვით გაზრდილმა,
რას ვიფიქრებდი, იხარა…
წვერს მარგალიტი მოისხა,
ტანი ზურმუხტით იფარა;
მთელს ქვეყანაზე სხივსა ჰფენს,
როგორც ცამ, გამოიდარა.
დაბრძანდა ოქროს ტახტზედა,
ვით მეფე, ქვეყნის მპყრობელი:
ისაა ქვეყნის ნუგეში,
იმას შეჰხარის სოფელი;
მე ჩემთვის ჩუმად ვიცინი,
მისი კეთილისმყოფელი.
ვიც ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 478-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
მრწამს, მარად მიწამებია ვაჟა ფშაველა
2010-11-07 - 6:26 PM    


მრწამს, მარად მიწამებია
მუდმივ სიცოცხლე სულისა,
კარგისა, ქვეყნის მოყვარის,
ქვეყნის ბედისგან წყლულისა.
მრწამს, ფერფლნი კარგის გულისა
ქარმ რო გაფანტოს ხმელადა,
თითოში მაინც ენთება
ტიალ-სურვილი ცხელადა,
ავის მჩაგრავად, კეთილის
მუდამ იქნება მცველადა,
ბეჩავის, გაჭირებულის
მომხმარედ, მეშვლად, მხსნელადა.
კარგს გულს არა ჰკლავს ბუნება,
თან დააქვს ძველის-ძველადა!
  ნანახია: 523-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
გული გავგზავნე ქვეყნადა ვაჟა ფშაველა
2010-11-07 - 6:25 PM    


გული გავგზავნე ქვეყნადა
სალაღოდ, სანავარდოდა.
სულ უტიფარი და ნორჩი,
ვინ იცის, საით დარბოდა!
დაბრუნდა, ჩემთან მოვიდა,
შევხედე, ვეღარ ვიცანი:
ათიათასი წყლული სჭირს -
ტანჯვა-ვაების ნიშანი.
დამდნარა, ნალევს მთვარეს ჰგავ,
სულს ჰლევდა, თითქოს კვდებოდა.
ვეკითხებოდი, ხმას არ მცემს,
ცრემლის მორევში დნებოდა.
ვაებად ქმნილსა მოლხენის
აღარაფერი სცხებოდა.
ვასუსუვ-ვანუგეშებდი,
არ მისმენს, არა სცხრებოდა.
თვითეულს შეკითხვაზედა
ცრემლი ზღვად გადმოჰსკდებოდა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 474-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-11-07 - 6:21 PM    
უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე,
ვხედავ ჩქარობთ მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით ვერც ვერაფრით მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ ისევ ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?!
გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად,
მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო.
როგორა ვარ, რას ვაკეთებ? რად არ მკითხავთ?!
ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვამს,
ახლა მაინც მომისმინეთ ქალბატონო.
თქვ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 563-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-11-07 - 6:19 PM    
....





თეთრ ტაძარში,თეთრი ფანტელები ცვივა,
სადა ხარო? კითხვით დაღლილიყო წვიმა,

ამ ლურჯთვალა იებს,მოჰყვებაო მარტი,
ნამთვრალევი დამდევს, მარტოსული დარდი.

იცრემლება მთვარეც და მდუმარე მისმენს,
მეკითხება დღემდე ,სიმარტოვის მიზეზს,

ქარტეხილი მძაფრი მოვარდება ისევ,
ღამის მწუხრის ფერი, გადარეკავს ნისლებს.

შემოირბენს ჩემთან წუთით, შენი წვიმა,
თეთრ ტაძარში ,თეთრი ფანტელები ცვივა...

დავუღლივარ ლოდინს, შეწყვეტილა სუნთქვა,
ქარი ისევ ქ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 467-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
***
2010-11-07 - 6:15 PM    
შენ გქვია ქალი, თორე ისე ჰგევხარ გაზაფხულს
ზამთრის მკვლელ მზიურ სითბოსა და სხივთა ნაკადულს
გადაჭრელებულს, მოქარგულს და ღმერთის დახატულს

შენ ყველა კაცი ქალს გიწოდებს, მე კი - გაზაფხულს






ჩემი სანთელი ღამე იწვოდა,
იწვოდა ნელა, თან გამალებით,
ჩემი ცხოვრებაც ისე იწვოდა,
ისე იწვოდა, როგორც სანთელი



  ნანახია: 572-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: mk1979
« 1 2 3 4 5 6 7 ... 13 14 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<