შენი ღამეა
შენი ღამეა, თოვლიც არის, წვიმაც და ქარიც, ქარი და წვიმა არის, მეთქი, მინდოდა მეთქვა, ნულიდან ქვემოთ ცელსიუსი... სიცივე არის, ჩემს გულს აკლია უფალი და რიტმული ფეთქვა.
აქით სხეულის ნატეხები, იქით კი ჯვრების და ეკლესიის ნანგრევები რამდენიც გინდა, მე ყველაფრიდან გარიყული ჩემს თავში ვრჩები, ნაცვლად მზის სხივის შემიყვარდა წყვდიადი, ბინდი.
გასული წლების რაღა მრჩება?! ალღო და ალღო, ყველა უარი შეიცვალა ახლა თანხმობით, ოცდას
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ბრმის მონოლოგი
ჩემს სახლში შუქი არ არის, არც მჭირდება...… რადიოს ტელევიზორის ფუნქცია აქვს.
შემიძლია მხოლოდ ერთი თხოვნა ავასრულო, „თვალები დახუჭე და როცა გეტყვი გაახილე”, მაგრამ ამასაც ნაწილობრივ მხოლოდ. შემიძლია თხოვნის გარეშე გისმინო... წერტილები მიყვარს ძალიან, რადგან წერტილებით ვწერ და წერტილებითვე ვკითხულობ ხოლმე.
სიბნელის მეშინოდა, მაგრამ მივეჩვიე უკვე. დამალობანა? არასოდეს მითამაშია, რადგან არ მიყვარს ფრაზა: <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
იცინი
იცინი. შენს გამო იცინის სამყაროც, გიყურებს ყველა და მიყურებ დროდადრო, მინდორში კვალისთვის ფოთლები დავყარე, მოვირგე პროფილი, ასე ვთქვათ, მოდარდო.
ნელ-ნელა ბათუმში იღვიძებს ზამთარი, შევეშვით უაზრო ფორიაქს, დავმშვიდდით, შენ ჩემით დაღლილი სიყვარულს ამთქნარებ და თვალებს იფშვნიტავ პატარა ბავშვივით.
და ასაკს გადასცდი ბავშვურს და სიცელქეს, ვიცით რომ ყველაფერს არა აქვს და-კაპო, შენ ჩემი გრძნობების მინდორში იწექი, ახლ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
განშორების პოეზია
შავი ღამეები გავათენე, ბევრჯერ შიშისაგან გავიტრუნე, გორდება სიკვდილის კამათელი, (თვალები - სიცოცხლის გარნიტურა, ფიქრები - საოცარი გარნიზონი). სიცხე ვარაუდით გავიზომე.
დაცურავს ტალღებზე გალეონი სისველეს ფესვებით ვაფასებდი, ჩაიწვა ბოლომდე ყალიონი, ფიქრები ჩავყლაპე ნაფაზებად, თვალებზე სისველე შევიმშრალე, სიკვდილი არ არის ჩემი ბრალი.
ვიღვიძებ არათუ სასთუმალზე, არამედ სხეულზე ორეულის, თუ ჩემს
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ნერვიული ლექსი
ამინდს მიეძალა წვიმის კარამბოლი, თუმცა არასოდეს უკვე გაწვიმდება, სხეულს საკუთარი სული გავაყოლე, (სულს, ხომ არასოდეს შვენის გაწითლება).
ვაი, უსახური დამყვა ბედისწერა, მუხლით გადავტეხე პეპლის საჭერები, ჩემი სიყვარული ვისაც ეღირსება, მართლა მეცოდება, მართლა... დაჯერება
ვიცი ძნელი არის, როგორც დღენაკლულის დედის მკრეხელური ფიქრით გარინდება, გულში ბოროტება არ მაქვს შენახული, თუმცა დავდივარ და თვალებს მარიდებენ.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ე პ ო ქ ა
ოცდამეერთე საუკუნე ჰქვია ეპოქას, ოცდამეერთე ტყვია მომხვდა ხელზე მარჯვენა, თუ საკუთარი ლექსი არის ჩემი მეტოქე, მაშინ არ მრჩება სტრიქონებიც ამოსარჩევი.
თვალებდახრილი, კილომეტრებს ითვლი ასამდე, ყველა სიტყვამდე ტირეები ისე გამიჯნე, გავხდი უქვეყნოდ დარჩენილი შავი ფასადი, ვგრძნობ სიკვდილამდე დისტანცია არის ნაბიჯი.
ნორმა იცვლება, გაიბზარა უკვე ის ბროლი, რომელსაც ადრე ვიყენებდი, იყო სამხარი, საკუთარ თავთან ნამსხვრებით ერთხ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ჩ ვ ე ნ
იყო უდაბნო გრძნობების, მე და შენ ვიყავით მისი ლაგუნა, იყო სიცივე, იყო სიცხეც და ჩემი სიწითლე დავმალე, ეს ყველაფერი იძულებით ჩემს თავს, ჰო! შენს გამო ვარგუნე, სამყაროს ბრუნვა იყო გუშინ და ყოველთვის ღერძის კაბალა.
მე შევისწავლე თეატრების ყველა სახე... იცი კაბუკიც?! გავითამაშე ყველაფერი, პადრე, მღვდელი, ვიღაც რაბინი, ჩემი ფრჩხილებით ჩამოვთალე სიმწრისაგან მწიფე ბამბუკი, და გავაკეთე ნაფრცქვენებით, ჩვენთვის ვიწრო, მკვრივი კაბინა.
სავა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
სანაპირო (წუთიერი მომენტის ციკლიდან)
თმა - ნაცრისფერი, შიგადაშიგ შავი - ხრიოკი, ღია თაფლისფერ თვალებიდან მოგაქვს ფიასკო, ზიხარ ზღვისპირას, ჟინს და მერე ნერვებს იოკებ, შენი აურა ორად გულს და მერე ნიავს ჰყოფს.
დაძაბული ვარ, მოიკოჭლებს ჩემში თალია, სამწუხაროა არ გიზიდავს ვხედავ ”ბავშვები”, ჩემში მუზა და შენში კიდევ ორი ქალია, ორი ქალია... ორივეთი მეთამაშები.
სანაპიროა, სისველეა ქვებზე აქა-იქ, ზიხარ და უკვე გეფიქრება ლექსზე ამავე, მზემ ისე ფრთხილად შეახო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
თანმიმდევრობა
სიგარეტია, საფერფლეა, ყავის ფინჯანიც არის და უფრო ღამეა და უფროც უკუნი, \"კალკულატორით\" საკუთარ თავს სულთან იჯამებ, ვადაგასული ცრემლებით და სუნთქვით სლუკუნებ.
ფანჯრის მინაზე ხეტიალობს წვეთის ბილიკი, თამბაქოს კვამლში არ ნაყრდება წერის მუღამი, გგონია კვდები, მაგრამ ცდები... ალბათ პირიქით, დღეს დაიბადე, ესე იგი მშობლებს უღიმი.
მშობლებს, რომლებსაც გაახარებ უკვე ვერაფრით, რადგან სუნთქავენ უკანასკნელ ჟანგბადს პაუზით, <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შენ ხარ მოხუცი (დედაბერი)
შენ ხარ მოხუცი (დედაბერი), რომელიც მოკვდა, ე.ი. იყავი. თებერვალi მოკლეა მუდამ, დიდი ხანია ძაღლს მობეზრდა სავარძლის ლოკვა, რომელსაც ისევ (როგორც ჩვევა) გადაწმენდს კუდით.
გყავდა შვილები (სამწუხაროდ არ მახსოვს რიცხვი), შვილიშვილებსაც ვერ ითვლიდი, სახელებს წერდი წიგნაკში, (სახეს ღებულობდი თითქოსდა იცი) და არასოდეს არ დასვამდი სახელთან წერტილს.
გახსოვდა ომი, რეპრესია, ბლოკადა, მკვდრები, მაშინაც როცა წყალს უსხამდი ნაადრევ ქონდა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
შ ე ხ ე დ ე
შეხედე ჩემს ხელებს, ვენები დათვალე ორიოდ, ხაზებიც (მითხრეს, რომ ცხოვრების ყოფილა და ა.შ), შევხვდებით ერთმანეთს, როდესაც ვიპოვით კორიდორს, მე გნახავ, შემდეგ კი თვალები იტყვიან დანარჩენს.
გამოდის, რომ მართლა ბათუმი თბილისთან შორს არის, ზამთარში ქარია ორივე ქალაქში და უფრო, შვეულად შრიალებს შაბათ დღეს შარა გზის შროშანი, რადგანაც სახლში ვართ ორივე, სარკესთან ვსაუბრობთ.
იმაზე, რაზედაც ძილისწინს (ლოცვის დროს) ვფიქრობთ და იმაზეც
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ხუთი,მთელი,ხუთი
ნახე! სამყარო ნაცრისფერი გახდა ძვირფასო, წყალში დაიხრჩო საკუთარი თავი მიდიამ, დედამიწაც კი მოტრიალდა დადგა ანფასით, რადგან თოლიას ოკეანე ფეხზე ჰკიდია,
იდგა ზაფხული, უფრო სწორად ახლა მოვიდა სწორედ ამ დღიდან, ამ წუთიდან... მე ამ ღამიდან - გამოვიქეცი სხეულიდან, ანუ ომიდან, შენთან მოვედი, შენ კი კარი ვეღარ გამიღე.
ვეღარ გამიღე, თუმც სურვილი იყო რაოდენ (მომეხსენება) დიდი, მაგრამ ალბათ ამაოდ, შენი ტუჩები ყველა ლოცვის შემ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
Repete
ღამე მშვიდობის, ანუ ისევ მშვიდობის ღამე,
დავთვალოთ ცაზე ვარსკვლავები, დავთვალოთ ახლა,
“მამაო ჩვენო, შეგვიწყალენ”, პირჯვარი, ამინ,
თუ ვერ მიპოვი, არაუშავს, უფალი ნახე.
დავდოთ ან ზავი, ან კონტრაქტი, ან რაღაც მეტი,
იმაზე, ვიდრე სიყვარული არის და უფრო
ვიყოთ სამყარო, შეუცვლელად მბრუნავი ნეტავ,
ვიყოთ გაშლილი, როგორც სივრცე, ან როგორც სუფრა.
ცვალებადია ამინდივით ქმედება ჩვენი,
ვღებულობთ გადა-წყვეტილებას ვღებულობთ დღესვე,
ეს თვითმკვლელობაც დამიჯერე, რომ აღარ გშვენის,
ეს ყველაფერიც ძნელია, რომ სხეულში
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მეგობრობის დღიური
ჩემი მისამართი - სანაპირო
დროის სამაჯური - \"ორიენტი\",
გუშინ უღმერთობა დავაპირე,
მყავდა ვინაიდან ორი ღმერთი.
ჰობი - უშენობის დასასრული,
მახსოვს დიდი ხანი ვიგონებდი,
ფიქრი - არეული... და სასულე
სულ მთლად გაჭედილი სტრიქონებით.
ჩემი სავარჯიშო - პითაგორა,
ჩემი უნიჭობა - აქსიომა,
სახლთან სულის ბორბალს მივაგორებ
დღესაც, ალკოჰოლის მაქსიმუმით.
ჩემი ორეული - პოეტია
და სხვა სამოსი არც მაბადია,
დაბადებისწუთისმომენტიდან,
შენში გავიღვიძე... მაპატიე.
არა, უღმერთობა არ ივარგებს,
შენ კი ლექსებისთვი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
|