siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
ჩემი სახლი და დეკემბერი
2011-10-07 - 5:09 PM    
siyvaruli.in
ჩემი სახლი უყურებს დედამიწას თვალებში,
ეძენიბა ქალაქს და მგონია რომ შემთხვევით,
სადღაც შეღამებამდე, მთვარე ისე გავლესე,
ნამგალივით მიჭრიდა... ესე იგი მეთევზის

როლი მაქვს და მთვარიდან, ვეზიდები ანკესით
მანძილს, ახლა რომელიც, შორია თუ შორის და
მე სარკმელთან გეძახი შენ კი ისევ არ გესმის...
ოცი წუთი შესრულდა უკვე ღამის ორიდან.

ცხადია თუ უთუო, აზრი აქვს თუ არა აქვს,
თვალის დახამხამება ჩემთვის არის ვერდიქტი,
ქარი მეტყვის ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 744-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
იანვარი
2011-10-07 - 5:08 PM    
siyvaruli.in
ვარ ასე უამინდო, ფიქრებზე დაყრდნობილი,
თვალებზე წამწამები, წამწამზე ნაღველია,
ზამთარიც უსასრულოდ, სიცივით, ვატყობ ივლის,
ჩიტები ჟივჟივებენ - საკვები დაგველია.

გარეთ კი სასაცილოდ ბავშვები მოფენილან,
თვალებით გადმოვარდნენ დედები აივნიდან,
დღეს რაღაც უცნაურად თბილია სოფელი და...
კუთხეში მოცივანა მერცხალი გაირინდა.

მდინარემ შესართავთან გაყინა გაბიონი,
ხალხი თუ ბრბოდ ითქმება რა არის ლიტანია?...
მე ლექსებს წავიკითხავ, სო ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 646-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
თ ე ბ ე რ ვ ა ლ ი
2011-10-07 - 5:07 PM    
siyvaruli.in
ვხედავ წუთი არ ყოფნით ღამით მიტოვებულებს,
თვალზე ბევრჯერ ათალეს ცრემლიანი მომენტი,
თევზს და პურის ნამცეცებს ხალხი ვითომ ღებულობს,
ხალხი ვითომ ღებულობს და ძნელია რომ ერთი -

კალათიდან მიირთვას ასმა რწმენის გარეშე,
რადგან რწმენაც ხვედრია ერთეულის ან ორის,
საკუთარი თავისთვის მქვია პირისფარეში,
ოკეანეს სივრცეში წყლით მევსება კანოე.

წვიმა წვეთებს მიყვება, ქარი კიდევ ნიავებს,
მთაზე ახლა დაბრუნდეს ათი მცნება, დრო არის
თითქ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 565-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მ ა რ ტ ი
2011-10-07 - 5:07 PM    
siyvaruli.in
თორმეტზე შეჩერდა საათის ისრები,
დასწყევლოს, იმედის მისხალიც არ დამრჩა,
ვხვდები რომ ცოდვებით დღითიდღე ვისვრები
და მინდა სასხლეტი მოვქაჩო დამბაჩას.

უაზრო წამებით ერთია ღამისკენ,
უშენოდ შერთვია ფიქრები წამებას,
გავმხდარვარ მწყევარი საკუთარ თავის მე,
საკუთარ თავის მე... გაიგოს გამგებმა.

სიცოცხლით დაღლილი თუ ხვდება სამოთხეს,
მზადა ვარ სასწრაფოდ შევიკრა კამარა,
გამხმარი ხის ტოტი ვაი რომ ჩამოტყდეს,
ძაღლივით დავრჩებ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 698-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ქაოსი
2011-10-07 - 5:06 PM    
siyvaruli.in
ღამეა - ვარსკვლავთა ჯგუფების მარხილი,
ქარია, რომელიც დაიწყო სიოდან,
შენს მხარზე მეძინა და თავი ვამხილე,
რომ ერთად ვიყავით და მაინც მციოდა.

რომ ახლა შავია უდაბნოს მირაჟი
და მოჰგავს კედლებზე დახეულ აფიშებს,
ცოდვაა ყოველი დღე უფლის წინაშე,
რადგანაც მართეს და ფილმივით გათიშეს.

აქ ახლოს ზღვა არის, ზღვა არის შვეული,
ვამთავრებ ცხოვრებას, ასაკით ოცდაერთ,
წასვლამდე ერთხელაც ჩემს ცოდვებს შევუვლი,
რომლებიც ჩემია... რომ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 608-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
აბანალური
2011-10-07 - 5:03 PM    
siyvaruli.in
სხვისთვის "ძვირფასით" არ იწყება ლექსი, ესოდენ,
სამშობლოსათვის აბანალურს ვეძებდი ფრაზას,
წაკითხული მაქვს, ქართველები ერთურთს ესროდნენ,
თანაც ზურგიდან... გულში მრჩება ტკივილის ფაზა.

ღმერთო რამდენი ღალატია, რამდენი წიხლი,
რამდენი გვყავდა მოკეთე და რამდენი მტერი,
რომ დამბაჩიდან სუიციდებს შიგ შუბლში იხლის,
რომ მისი ცხენი, მარტო კვდება, ეყრება მტვერი.

შავი ღრუბელი გაწელილა ნიკოფსიამდე,
დარუბანდიდან, შესამჩნევი არის უბრალოდ,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 448-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მეეზოვე
2011-10-07 - 5:03 PM    
siyvaruli.in
საათის ხუთი, ქუჩის ისმის დაკაწვრა ხშირი,
მამლის ყივილთან მიკარგული ვდგები და გარეთ
გავდივარ, ვხედავ ძია რეზოს (ქუჩის მხვეტავი),
ცოცხის მოქნევით, ყოველთვის რომ აცილებს ღამეს.

დახრილი მზერა ფოთლებზე და ფიქრებზე წვება,
ძაღლი დაყვება კუდში მუდამ, მუნი აქვს მგონი,
ხეებიც შვილებს ესვრიან და უქრობენ შვებას,
ეზოა სუფთა, ჰაერში კი მტვერია ფონი.

ჩემს მეეზოვეს პოეზია უზომოდ ხიბლავს,
ყოველ დღე ლექსებს ვუკითხავ და კრიტიკას ვისმენ,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 444-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ნიღბიან (ბოღმიან) პოეტებს
2011-10-07 - 5:02 PM    
siyvaruli.in
წერე! ვინმე დაგიშლის, ოღონდ წერე ქართულად,
ოღონდ წერე გულიდან, ბოღმას ნუ დანებდები,
დაგორდები კიბეზე, ბევრი არ გაქვს სართული
ბევრი არ გაქვს სართული, უფრო ცოტა ნეკნები -

საკუთარი, რადგანაც შეგრჩა უკვე სამი და
თითებს უნდა გტეხავდნენ, ვისაც არ ეზარება,
კალამს იქნევ უმიზნოდ, თვალში ცრემლი ჩაგიდგა -
სირცხვილის, რომ ვერაფრით კაცი ვერ გამოსულხარ.
სიმწრისაგან, ბოღმისგან ცარიელი მაგიდა -
მუცელს გადაუძახე და დადიხარ ორსული.

... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 484-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
საზაფხულო ხასიათზე
2011-10-07 - 5:01 PM    
siyvaruli.in
პარალელი გავავლე ცამდე ჰორიზონტიდან,
ტუჩებს ტალღის კოცნისგან მლაშე გემო ედება,
ქვიშას როგორ უხდება ქალის ორი ზორტი და
თმების მზისგან ჩრდილებად ზღვაზე შემოფეთება.

აღელდება აბა რა, ამდენ ქალის მნახველი,
მოუმატებს ღელვას და უფრო მეტად ღელდება,
გულისცემის სიჩქარით სიტყვის ნაცვლად ახველებს,
ვიღაც ბიჭის - გაცნობის ბანალური ქმედება.

ზღვასთან ახლოს მისული სირცხვილისგან გაწითლდა
მზე და მაინც ჰორიზონტს სხივით შეეპოტინა,
მერე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 406-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სამწერტილები
2011-10-07 - 5:01 PM    
siyvaruli.in
ღამე... საათი... ისრები... ორი...
მზერა... ზედმეტი... ფიქრები... ბევრი...
რაღაც... გრძნეული... ქარები... თქორი...
რაღაც... სიკვდილი... ირემი... ტევრი...

ბარდი... ბუჩქები... ხვეული... ხშირი...
ბინდი... ბილიკი... ხეები... სავსე...
სავსე... ხეები... ტოტები... ჩრდილი...
ჩრდილი... ტოტები... საშიში... ასე...

კვირა...დღეები... წითელი... ხშირად...
იქვე... კვადრატი... მარხვები... ალბათ...
ისევ... ნათელი... დღეები... კვირა.. ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 516-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სამყურა
2011-10-07 - 5:01 PM    
siyvaruli.in
მე ვზივარ, შენ ზიხარ, თქვენ სხედხართ, ისინი
არ სხედან ღრუბლების მესამე კიბეზე,
შენ ნელა მიყვები კიბეებს, იცინი,

დღე არის, მეხუთე აპრილის ერთიდან,
დრო კიდევ - მეათე წუთია პირველის,
მე მინდა გიყურო, მიყურო შენც გინდა.

მოდიან ისინი, მოვდივართ ბოლოდან,
ვუყურებთ ერთმანეთს, გვწყინდება არასდროს
და მთელი ჰაერი, ჩამოჰგავს კოლონას.

მე ვზივარ, შენ ზიხარ, ჩვენ ვსხედვართ...
  ნანახია: 447-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სველი პელიკანი
2011-10-07 - 5:00 PM    
siyvaruli.in
საგრაფო სასახლიდან უცქერდა შევალიე,
ფაშფაშა სამოსელით მოკაზმულ მანდილოსანს...
წამები, საათები მეც ასე შევალიე -
შენს ტუჩებს - დაღალული მზერა რომ დამიკოცნა.

და სადღაც დასველებულს ვემსგავსე პელიკანებს,
წვიმა რომ დაიწყო და მე ზურგი მივაგებე,
ერთი კი ცხადად მახსოვს, თავი ვერ შევიკავე,
გაკოცე, მინდოდა და მომენტით ვისარგებლე.

მახსოვდა ის სხეულიც, რომელზეც სილუეტებს
ვხატავდი თითებით და მკერდამდე მივიტანე,
შენ კიდევ სიყვარ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 562-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ძველები I
2011-10-07 - 4:58 PM    
siyvaruli.in
კაკუნი ხშირი

ფერებით შავი - მოიკოჭლებს ბაგეზე ბაგე,
უშენოდ ვწერე მატიანე, განცდების ხელით,
კაკუნი ხშირი... უყოყმანოდ მივდივარ, ვაღებ,
კარებთან დგახარ, ტუჩები და თვალები სველი...
მერე კი რავი... გავიხსენო რომელი წამი,
მკლავები ჩემი, შორიახლო კისერი შენი,
თითები ტუჩზე, უფრო სწორედ სულ ერთი ცალი,
არა გვაქვს ძალა, ერთმანეთი ავღწეროთ ენით.
ჩერდები, კაბის ბოლოები დამოკლდა ცქერით,
თვალების დახრით შეაჩვიე ლოყები წითელს,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 701-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ელი-ს
2011-10-07 - 4:58 PM    
siyvaruli.in
(ექსპრომტი ჩემს დაიკოს)

ფიქრების დასტები დამყვება ქუჩებში
დარდები არასდროს მტოვებდა, არც ახლა
დამტოვა, დღე იყო ისეთი უჩემო,
რომ ყველა შეხებას თვალებით ვასახლებ.

მოვდივარ მოსკოვის პროსპექტზე მდუმარე,
და თვალებს მაყოლებს იმედის ფრინვ-ელი,
ხელების ცეცებით, ან ჩემი გუმანით,
შენამდე მოვედი, ვიცი, რომ მიშვ-ელი.

დავხიე უეცრად ტკივილის ქვითარი,
რადგანაც გიხუტებ გულების მისვლამდე,
და ცრემლმორეული თვალებით გითხა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 494-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მეგობრობის დღიური უფროსებისთვის
2011-10-07 - 4:57 PM    
siyvaruli.in
ჩემი მისამართი - სანაპირო
დროის სამაჯური - "ორიენტი",
გუშინ უღმერთობა დავაპირე,
მყავდა ვინაიდან ორი ღმერთი.

ჰობი - უშენობის დასასრული,
მახსოვს დიდი ხანი ვიგონებდი,
ფიქრი - არეული... და სასულე
სულ მთლად გაჭედილი სტრიქონებით.

ჩემი სავარჯიშო - პითაგორა,
ჩემი უნიჭობა - აქსიომა,
სახლთან სულის ბორბალს მივაგორებ
დღესაც, ალკოჰოლის მაქსიმუმით.

ჩემი ორეული - პოეტია
და სხვა სამოსი არც მაბადია,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 417-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ნერვიული ლექსი (თათას)
2011-10-07 - 4:57 PM    
siyvaruli.in
ამინდს მიეძალა წვიმის კარამბოლი,
თუმცა არასოდეს უკვე გაწვიმდება,
სხეულს საკუთარი სული გავაყოლე,
(სულს, ხომ არასოდეს შვენის გაწითლება).

ვაი, უსახური დამყვა ბედისწერა,
მუხლით გადავტეხე პეპლის საჭერები,
ჩემი სიყვარული ვისაც ეღირსება,
მართლა მეცოდება, მართლა... დაჯერება

ვიცი ძნელი არის, როგორც დღენაკლულის
დედის მკრეხელური ფიქრით გარინდება,
გულში ბოროტება არ მაქვს შენახული,
თუმცა დავდივარ და თვალებს მარიდებენ. ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 437-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
თათა-ს
2011-10-07 - 4:57 PM    
siyvaruli.in
წამები, წუთები ვთვალე და ვთვალე,
მეძახი შენი ფიქრების მხატვარს,
ცოტას მოვითმენ და ვიცი მალე,
ახდება ყველა სურვილი, ნატვრა.

თხელი თითების გიხდება გენი,
მეძახი შენი თვალების პოეტს,
ჩამოდგა ჩვენი განცდების გემი,
საყვირით: "აჰა, შორიდან მოვედ".

ეს ახლა არ ჰგავს სიყვარულს ალბათ,
გაყინულ მომენტს ჰაერში ვიჭერ,
მომწონს როდესაც თვალების დაბლა
თამაშობს შენი სიწითლის ნიჭი.

ჩემი სიზმრების საზომი გქვია,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 480-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
რეალობა
2011-10-07 - 4:56 PM    
siyvaruli.in
თუმცა იყო და არა იყო თეთრი ღამენი,
თუმცა იყო და არა იყო ირგვლივ სითეთრე,
პატარა ბავშვი და ბუნებით დიდი კარმენი
იყავი... მაინც გეფერება ჩემი თითები.

ცაზე გაკრული ამორძალი მზეა, წითელი,
ცალი მკერდი რომ მოუჭრია მაგ შენს თვალებთან,
მუხლთან მისვლამდე ამოსული ფიქრი მივთელე,
რადგან ხანდახან უნებურად მომაქვს წვალება -

შენთვის... "ბოდიში, აღარ ვიზამ, ალბათ არასდროს",
ეს ხომ ტყული იქნებოდა, მაინც მიხვდები,
შენმა თვალებმა ვნე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 492-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გინდოდა გეთქვა...
2011-10-07 - 4:56 PM    
siyvaruli.in
ვიცი მინატრებ, როგორც წვიმას უდაბნოს გზირი,
მთავრდება ძილი, უფრო სწორედ მე თვითონ ვმარხავ,
შენი თვალების წამწამების ცრემლები - ხშირი
ჩემი თვალების წამწამებით იწყება რახან.

იტევ სხეულში ათას ტკივილს და არცერთ სითბოს,
პატარა გულში გემატება ჩვეულად ფეთქვა,
არაფერს ამბობ, გეცინება და ვხვდები თითქოს
გინდოდა (ბევრი არაფერი), "მიყვარხარ" გეთქვა.
  ნანახია: 454-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ეპილოგი (თათას)
2011-10-07 - 4:56 PM    
siyvaruli.in
იღვიძებ დილით, რომელსაც არ ქვია დილა,
იძინებ ღამით, რომელსაც არ ქვია ღამე,
შენამდე გზისთვის მაკლია სულ ბოლო ფილა,
მხოლოდ ეს მინდა, უფალი გვფარავდეს, ამინ.

გულიდან მთლიანად სითბოს შენამდე ვუშვებ,
გვინდა და არა გვაქვს ჯერაც საერთო სახლი,
თბილისს კი ატყვია დაღლა, არ ყვავის ნუში,
ბათუმსაც ატყვია დაღლა, აღარ წვიმს ახლა.

სიგარეტს ვეწევი... არაფრით მოგწონს ვიცი,
ვერაფრით გისრულებ, ვერაფრით ქალურ კაპრიზს,
მოდიხარ ჩემთან (თ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 479-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
1 2 3 4 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7027

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<