siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
დახურული წერილი
2011-10-07 - 4:46 PM    
siyvaruli.in
კედელი, სივრცე, საღებავი, სისველე, სარე-
ცელია თითქოს, ოთახიდგან აღმოსავლეთით,
სეგმენტი უფრო დახურული, ბინძური არე,
ამ ჭაობიდან საჭიროა ამოსვლა... ღმერთი-
აჰა გამოჩნდა... ყველაფერ იქნება კარგად,
თეთრი, ისეთი სითეთრე, რომ თვალებიც თეთრდე-
ბა-სრია ღამე, მერამდენედ დავდგები კართან,
რომ უშენობის მანტიანი სტუმარი შემხვდეს.
სისხლია რადგან ყველაფერი, ჰაერის ჩათვლით,
შენ გძინავს ასე უმანკოდ და ნახულობ სიზმარს,
რომ თაფლის სანთელს, უმოწ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 596-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ჩემი დედამიწა
2011-10-07 - 4:45 PM    
siyvaruli.in
მთელი დედამიწა - წვიმის მატერია,
არამხიარული - უფრო ბოჰემაა,
რაღაც უცნაური დილა მათენია,
კედელს კალენდარი სრულად მოხევია.

დილას გაღვიძების აკლდა წამები და
მზე კი არ ჩანდა და აღარც ჰელიოსი,
ორი დღე გავიდა ჩემი წამებიდან,
ჩემთვის საუკუნე, თითქოს მთელი ოცი.

სადღაც რონოდაში იჯდა ვაგონეტი,
თვალებს მიეძალა ორჯერ დამთქნარება,
თუმცა ვყვიროდი და ვეღარ ვაგონებდი,
თუმცა ვყვიროდი და... როდის დამთავრდება-

მთ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 613-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ამონარიდი მემუარიდან
2011-10-07 - 1:05 AM    
siyvaruli.in
ცხადია მომენატრე. ფიქრებიც ბერდებიან,
უშენოდ მოწყენილი ზეციდან ჩავა მთვარე
და ღმერთის განსაცდელით უმცირეს გვერდებიან
ლოცვების წიგნსაც უკვე მესამედ ჩავამთავრებ.

სარკმელთან ობოლივით დამდგარა გარანტია
იმის, რომ უცილობლად შენ გქვია აჩიკოსი,
ეს ყველა გამოხედვაც სიტყვების მარაგია,
და ასე ნაჩქარებად მომავლის ტრაგიკოსი -

გავმხდარვარ. გაიცინე, გიხდება მითუმეტეს,
ამაო როდი არის ბოდიშის გულუხვობა,
ჩემს ყველა გამოხედვას კარები ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 581-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ანტიემბრიონიზმი
2011-10-07 - 1:04 AM    
siyvaruli.in
(გარყვნილი ლექსის ფანებმა არ დაიშუროთ მინუსები, ემბრიონი არჩიეთ ყველაფერს) :))

საგრაფო სასახლიდან უცქერდა შევალიე,
ფაშფაშა სამოსებით მოკაზმულ მანდილოსანს...
წამები, საათები მეც ასე შევალიე -
შენს ტუჩებს - დაღალული მზერა რომ დამიკოცნა.

და სადღაც დასველებულს ვემსგავსე პელიკანებს,
წვიმა რომ დაიწყო და მე ზურგი მივაგებე,
ერთი კი ცხადად მახსოვს, თავი ვერ შევიკავე,
გაკოცე, მინდოდა და მომენტით ვისარგებლე.

მახსოვდა ის სხეული ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 607-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ჰორიზონტი
2011-10-07 - 1:04 AM    
siyvaruli.in
პარალელი გავავლე ცამდე ჰორიზონტიდან,
ტუჩებს ტალღის კოცნისგან მლაშე გემო ედება,
ქვიშას როგორ უხდება ქალის ორი ზორტი და
თმების მზისგან ჩრდილებად ზღვაზე შემოფეთება.

აღელდება აბა რა, ამდენ ქალის მნახველი,
მოუმატებს ღელვას და უფრო მეტად ღელდება,
გულისცემის სიჩქარით სიტყვის ნაცვლად ახველებს,
ვიღაც ბიჭის - გაცნობის ბანალური ქმედება.

ზღვასთან ახლოს მისული სირცხვილისგან გაწითლდა
მზე და მაინც ჰორიზონტს სხივით შეეპოტინა,
მერე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 598-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სულ რაღაც სამიოდე
2011-10-07 - 1:04 AM    
siyvaruli.in
გვყოფნის ჰაერი

მოხვედი ჩემთან, მოიტანე შენი აურა,
შენი სხეული, ოდნავ თბილი, თანაც საერთო...
და შენს ორ ცალ კერტს, ხედვის სფერო ისე აუკრავს.
თითქოს სიბნელე მომერია, სრულად და ერთობ -

თავშეკავება დამავიწყა... თითებს ოსტატებს,
შეუხებელი არ დაურჩა მცირე ნაწილიც,
ჩემმა ტუჩებმა მაგ თვალებზე მზერა მოგტაცეს,
შენ კი ტუჩებით შემიცვალე, მზერას მაცილებ.

მერე იწყება გრძელი ღამე, მაგრამ საერთო,
დაწვება მთვარე და სარკმლიდან ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 611-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
შენ-ზე-უკეთესი
2011-10-07 - 1:03 AM    
siyvaruli.in
შენზე

შენზე უკეთესს ვის დავუწერ, ლექსებს ასეთს და
ანდაც უკეთეს წავუკითხავ? არ გაგონილა,
ისე მოხვედი, შევამჩნიე როგორ გაშეშდა
შენი სახება კარის ზღურბლთან და მაგნოლიას
სუნამოს სუნი ძვლამდე ატანს, ვიცი იაფი
ფასი კი აქვს და კოცნა-კოცნით ვსრუტავ კანიდან,
მაგ თვალებს ახლაც ძველებურად დასდევს კიაფი,
სწორედ ისეთი მე რომ მიყვარს თანაც რარიგად.
მომნატრებია ეგ ტუჩები, მომნატრებია,
მომნატრებია შენი მკერდის სველი ფერდობი...
ახ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 581-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ფრთებს ისხამ
2011-10-07 - 1:02 AM    
siyvaruli.in
ახლა ჩვენს შორის ღამეა და ჭიქა ორიოდ,
მუხლზე საფერფლე მივიჩვიე, სავსე პირთამდე,
თვალებს ვადევნებ უვიწროეს წლების კორიდორს,
და მეშინია, უცაბედად არ დამიმთავრდე.

ჯამბაზებივით მაცინებენ სახლის კედლები,
ათიათასად დახეთქილი, წლების მიხედვით,
ანგელოზივით ფრთებს ისხამ და უცებ თეთრდები...
დამტვრეულ საათს ვეხმარები, წამებს თითებით -

ვითვლი და ვითვლი, მერე ვიწერ უბის წიგნაკში,
ახლა დრო არის ერთადერთი რაც მაბადია,
ვდგავარ - ა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 576-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
კადრების მოლოდინი (გაყინული კენჭები)
2011-10-07 - 1:02 AM    
siyvaruli.in
ზამთარს სუსხი უსინჯავს, თარიღების გარეკანს,
ქუჩას ვხედავ ატყვია, გაყინული კენჭები,
ველი ვინმე მოვა და კარზე ისე დარეკავს,
რომ ვიფიქრო შენ ხარ და ერთი სიტყვით ვეჩვევი -

უშენობას, რადგანაც, მქვია ახლა ოცნება,
ფასით ისე დავეცი, გაფიქრებამ მიყიდა,
და ყოველ დღეს დღეიდან, რაც კალენდარს მოძვრება,
წელთაღრიცხვას დავარქმევ, რომ დამტოვე იქიდან.

ამ ლექსს პათეტიკური პოზა აქვს და ვიფიქრე -
ახლა ჩემში ბევრია, უარაფრო ფაუსტი,
ცაში ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 574-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ჰაიკუ 2
2011-10-07 - 1:01 AM    
siyvaruli.in
*

ახლა დღეებს ვითვლი ისე,
როგორც თევზი წყლის წვეთებს
გახვრეტილ პარკში...

*

ღამე არის ძუნწი მეცენატი,
მთვარე ძვირია,
ღრუბელი იაფი.
  ნანახია: 553-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
წრე (ძვლებში არ ატანს...)
2011-10-07 - 1:01 AM    
siyvaruli.in
ძვლებში არ ატანს, მცდელობა კი არის სიცივის,
ჩვენ კი ერთ საწოლს, ღარიბულად ვიყოფთ, საბანსაც,
რას არ ვიხსენებთ... რამდენს ვტირით რამდენს ვიცინით...
სურვილმა განცდა, როგორც ხელმა პირი დაბანა.

მერე ქუჩებში მოუხშირა ქარმაც საუბარს,
წვიმის წვეთებზე დაეკიდნენ მეტაფორები,
ტელეფონს ისევ უსაფუძვლო ზარი გაუბამს...
თუ ჩაგეძინა, თბილი სუნთქვით მოგეფერები.

ასე ვიღვიძებთ, ასე გვძინავს, ასე მოგვწონს და
ასე ერთმანეთს ვეფერებით დაუღალავად, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 587-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
სურათი (სახელად წვიმა)
2011-10-07 - 1:00 AM    
siyvaruli.in
შეღამებულზე მიიმალა ღრუბლებში მთვარე,
კანგაცლილ ხეებს დაუვარდათ ფოთოლი ბოლო,
სიძველის ხმა თუ ჭრიალის ხმა აწვალებს კარებს,
სიძველის ხმა თუ ჭრიალის ხმა აწვალებს მხოლოდ.

შენ თუმცა ასე უბრალო და სახელად წვიმა,
აწყდები მინას, და იფერთხავ ფრთებიდან ვალებს,
გაგექცა წვეთი, ან ბოლო ან ბოლოდან წინა,
გაშრები მაინც, დღეს თუ არა, გაშრები ხვალე.

ცამ ხედავ ისე შეიფერა... სიწითლე ღრუბლის,
სცენაა ახლა სიყვარულის, გოგოა როლი,
ზამთარ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 639-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ჩემი სახლი
2011-10-07 - 1:00 AM    
siyvaruli.in
ჩემი სახლი უყურებს დედამიწას თვალებში,
ეძენიბა ქალაქს და მგონია რომ შემთხვევით,
სადღაც შეღამებამდე, მთვარე ისე გავლესე,
ნამგალივით მიჭრიდა... ესე იგი მეთევზის

როლი მაქვს და მთვარიდან, ვეზიდები ანკესით
მანძილს, ახლა რომელიც, შორია თუ შორის და
მე სარკმელთან გეძახი შენ კი ისევ არ გესმის...
ოცი წუთი შესრულდა უკვე ღამის ორიდან.

ცხადია თუ უთუო, აზრი აქვს თუ არა აქვს,
თვალის დახამხამება ჩემთვის არის ვერდიქტი,
ქარი მეტყვის ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 540-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
დედა (კადრიდან ლოცვის)
2011-10-07 - 1:00 AM    
siyvaruli.in
დედა ლოცულობს, თუმცა ლოცვა არ იცის ვგონებ,
ზეპირად, თორემ დედის ლოცვას რად უნდა ცოდნა,
სანთლის მოტკბო და ოდნავ თბილი, ყვითელი ფონი,
სახეს უნათებს... ყველა ტკივილს უქრობს და ოდაც
ისე გათბა რომ... ზამთარია, სიცივის სწორი,
საწოლს მიჯაჭვულ მამაჩემსაც გაეხსნა წარბი
და წლებით კედლებს დამჩნევია ორიოდ ზოლი.
დრო ნუთუ ისე წამიერად გარბის და გარბის,
რომ ერთ წუთსაც ვერ დაიყოვნებ და ვითვლი ხაზებს
კედელზე, სახლშიც სიჩუმეა ტაძარზე მეტად,
რომ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 579-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ბაგიდან-ბაგემდე
2011-10-07 - 0:59 AM    
siyvaruli.in
ბათუმი.
მზიანი ამინდი...
არ გჯერა...
არც მიკვირს,
სად იცის ბათუმმა მზიანი,
ცხადია, ერთად რომ არა ვართ ამჯერად,
არ მოგაქვს მზერა და ეშხი და ზიანი.

ხელს ვაჩვევ ფოტოებს,
რომლებიც შენია,
მაგიდა, წერილი და ცალი საყურე...
ახლა გწყინს ყოველი,
ის რაც არ გწყენია,
სარკმელთან ზიხარ და თვალს ქუჩით აპურებ.

წახვედი,
წაიღე ჩანთა და იმედი,
აქ ახლა ყველაფერს სუნი აქვს უშენო,
გაწვიმდა...
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 560-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
წერილი
2011-10-07 - 0:59 AM    
siyvaruli.in
ბოდიში. გიყვები ყველაფერს. ბარათი L'AMURE,
სულია მძიმე და სულია ისეთი, რა ვიცი,
წვიმების შედეგად დააწყდათ ნერვები ღამურებს,
იმდენად რომ ქარმა დაკარგა კივილის ხალისი.

ვიღაცა დაძვრება ჩემს სახლში, ვიღაცა სარდაფით,
და მტვერი ისე თოვს, მგონია წლებს ვსუნთქავ მძინარე,
ვჩერდები სიზმრებში, ამ ბოლოს მივყავარ სადაც ფიქრს
და ასე ვიხენებ ამბებს და წარსულს და წინაპრებს.

ხვალ ალბათ იწვიმებს, იწვიმებს და ვიცი გავშრები,
სველი თუ ვიქნები, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 535-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
უაზრო ქალაქი
2011-10-07 - 0:55 AM    
siyvaruli.in
ქალაქი გაივსო თვალებით, თვალებით უაზრო,
ღამეა შავი და ვრცელი და...
უბრალოდ მიმქონდა -
თითები თითებში, კოცნამდე ვიყავით უარზე,
კოცნამდე ვიყავით უარზე, პირიქით თითქოს და...

არ იყო მთვარე და ორიოდ ვარსკვლავი ეკიდა,
არ იყო არც ქარი, არც წვიმა, ცა თვალებს იშრობდა,
მინდა რომ ხერხემალს გავუდგე მესამე ნეკნიდან,
მინდა რომ შენამდე არ იყოს მანძილი - სიშორე.

ამინდი წყნარია, ხანდახან ამინდიც აურევს,
ხანდახან მინდა, რომ იყო და ხ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 543-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
შენი ბოლო ლექსი
2011-10-07 - 0:55 AM    
siyvaruli.in
სისხლისგან ვიცლები, ვიცლები სისხლისგან,
ყველაფერს ავიტან, ამიტანს ყოველი
რაც ცრემლში დასველდა მე ახლა ის მინდა,
რაც ცრემლის მიღმაა მე იმის მთხოვნელი -

ვიქნები ყოველთვის და შენ არ გექნები,
ხვალინდელს ვუწოდებ იმედს და ქარაშოტს,
და ჩემივ პრინციპებს შევდგები ფეხებით,
და ხვალის მაგივრად, ამ წუთას გღალატობ.

მე მქონდა ხელები, მე მქონდა კისერი
შენი და ერთ წუთში დავკარგე, დამკარგა,
და შენი თვალების შავ-თეთრი გიშერი,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 510-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
იწამე - მიყვარხარ!
2011-10-07 - 0:54 AM    
siyvaruli.in
ღამეა,
ქუჩა
თუ ვიღაცის პროსპექტი,
ჩიტები უცდიან წვიმას,
რომ გაერთონ,
მსურდეს და უთუოდ
სიგარეტს მოვწევდი,
ნეტავი ვიცოდე,
რა მინდა
საერთოდ.

გელოდე იმდენხანს,
კინაღამ მივღამდი,
ვკანკალებ,
ქურთუკს კი აწვალებს
სიცივე,
საათებს მოვხსენი
სიყალბის ნიღაბი,
მერე კი დავჯექი,
უშენოდ ვიცინე.

ფაქტია არ მოხვალ,
გიცდიდი რის გამო,
ხელები ცივია,
მზერა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 401-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვარიაცია \"შენ\"
2011-10-07 - 0:54 AM    
siyvaruli.in
მოდიხარ, ივსება ქალაქი უწინ რომ უშენო
იყო და შენობით ივსება ქალაქი, მოდიხარ
სიტყვებით, რომელსაც თითქოს და სეტყვებად უშენენ
წამები ჩასუნთქვას, ჩემს ჰაერს სუნთქავ და იფერებ,
მე ვგრძნობ რომ სავსეა გრძნობები, დღეები, ქუჩები
და სულ არ ეტყობა ზღვას ზეცის სარკეში სიბერე.

მერე კი მიყურებ, მიყურებ, მიყურებ, მიყურებ,
და ყველა ადრინდელს ერქმევა უზომოდ გვიანი,
აქ ხარ და თან არ ხარ, მირაჟის ვარდისფერ რიკულებს
მზე წველის, მზე მწველი, მზეს ვე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 555-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 3 4 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<