siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
კმაყოფილი ლექსი
2011-10-07 - 4:56 PM    
siyvaruli.in
შენ ასეთი ხარ, ღამ-ღამობით მოგაქვს სიზმრები,
გითვლი წამწამებს, მერე გკოცნი თვალის უპეზე,
გულის ცარიელ ალაგებში სუნთქვით მიძვრები,
შენ ისეთი ხარ, ვერ ვისურვებ შენზე უკეთეს.

ახლა ბავშვივით მორცხვად დგახარ, ვეღარ მიკარებ,
მომატყუებენ, მეტყვიან, რომ ჩემი არა ხარ,
მთვარეს ავანთებ სანთებელით, როგორც სიგარეტს,
და დედამიწას მიეცემა ფონი - ტალახი,

მე დავიბადე, დეკემბერი იდგა მეშვიდე,
ციოდა ალბათ, აღარ მახსოვს, მითხრეს ვიტირე... ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 614-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გრამატიკის გაკვეთილი
2011-10-07 - 4:55 PM    
siyvaruli.in
თა-თა, თა-თა, ასო ბგერა "თ",
გარეთ ჩემი ამინდია (მგავს),
თვალზე კოცნას დაგახატავ თუ
მოხვალ, მხარზე დაასვენებ თავს.

თა-თა, თა-თა, ასო ბგერა "თ",
ცქერა ისევ მივაბაროთ ცას,
დაიღალე?! არაუშავს, რთულ -
მანძილსაც კი გადავიტანთ, მწამს.

თა-თა, თა-თა, ასობგერა "თ",
მესამეჯერ გიმეორებ, გწერ,
გამიბრაზდე ყველაფერზე თუნდ,
არაფრისთვის ჩამეხუტე ჯერ.
  ნანახია: 677-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ნია- კოს
2011-10-07 - 4:55 PM    
siyvaruli.in
ასეა ცხოვრება ნინა,
ხელებში შენს თვალებს მალავ,
ცუდიდან დღეს ბოლოს წინა
წამები, რომ გაქრეს მალე.

ასეა ცხოვრება ნინა,
და ასე იქნება ისევ,
გაქვს შენი ტკივილის ბინა
და ყველას ტკივილებს იტევ.

დეკემბერს ატყვია ყინვა,
ლანჩხუთის ფიქრებსაც აწვიმს,
გიჩნდება კითხვები "ვინ ვარ?"
"რა ვარ?" და... "ვიქნები აწი?"

იღვიძებ, თუმც გძინავს ისევ,
გიყვარს მზის თითებით წველა,
ადგები და სითბოს ქისებს,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 584-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
პარალელები
2011-10-07 - 4:55 PM    
siyvaruli.in
ოცდამეერთე საუკუნე ჰქვია ეპოქას,
ოცდამეერთე ტყვია მომხვდა ხელზე მარჯვენა,
თუ საკუთარი ლექსი არის ჩემი მეტოქე,
მაშინ არ მრჩება სტრიქონებიც ამოსარჩევი.

თვალებდახრილი, კილომეტრებს ითვლი ასამდე,
ყველა სიტყვამდე ტირეები ისე გამიჯნე,
გავხდი უქვეყნოდ დარჩენილი შავი ფასადი,
ვგრძნობ სიკვდილამდე დისტანცია არის ნაბიჯი.

ნორმა იცვლება, გაიბზარა უკვე ის ბროლი,
რომელსაც ადრე ვიყენებდი, იყო სამხარი,
საკუთარ თავთან ნამსხვრებით ერთხ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 563-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
კადრები
2011-10-07 - 4:54 PM    
siyvaruli.in
მოკვდა, როგორც იქნა მოკვდა,
მეფე, გაუმარჯოს მეფეს,
თბება სოფლის ძველი ოდა,
გარეთ ქარიშხლები ყეფენ.

ჩემი თითებივით ცივი,
თვალზე მიმეჩვია მზერა,
ხეზე ლოლოების მძივი,
როგორც საყვარელი ჭერამ -

ჭერამ გადმოვიდა ჩემში...
თავი ჩამომადე მხარზე.
ასე ჩახუტებაც შემშლის,
შემშლის ჩახუტებაც ასე.

დავხრი ევკალიპტებს კენწერ-
ოდან... გადატყდება ხმელი,
ჩემი სიყვარულით ვერ ვწერ,
ჰოდა მიმაჭარით ხ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 494-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
დიალოგი შენთან
2011-10-07 - 4:54 PM    
siyvaruli.in
როგორც სიცივე ზამთრის მიწურულს,
ისე მომინდი, ისე, რომ პულსი,
არ მესინჯება არტერიაზე.
ჩვენი სახლია უფრო მიწური,
სხვისი კი არის მთელი კორპუსის
მატერიალი.

თეთრად ვათენებ ყოველ კვირა დღეს,
თეთრად ვათენებ დანარჩენებსაც,
გრამაფონი კი ამბობს "წინწყარო"-ს.
მინდა კედლებთან ისე მივვარდე,
თითქოს გიჟი ვარ... ყავარჯ-ენები,
გვერდზე მივყარო.

მეტი არ ვიცი გითხრა რა უკვე,
მქვია ცხოვრების რადგან მაჟორი,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 555-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მე და შენ
2011-10-07 - 4:53 PM    
siyvaruli.in
და ჩემს ეზოშიც ჩამოყარა ზამთარმა თეთრი,
წლების მიხედვით დაალაგა წარსულის არე
გადავითვალე მერამდენედ სამიოდ მეტრი,
ჩემი ბავშვობის ბილიკიდან... და ასე ვარ მე.

აქ თოვლის ბაბუს მიკეთებდა ყოველთვის მამა,
წარმოსახვაში თოვლის გროვას მე ვედროს ვადგამ,
და რის ნერვები, ყველაფრი არა ღირს ამად,
არა ღირს ამად ყველაფერი, დამთავრდა რადგან.

გამოვექეცი სიყმაწვილეს, ვერთობი რითი?!
ჩემი სიზმრების ციხე-კოშკში ეულად ვცხოვრობ,
მგონია ყვ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 603-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ასოცირება
2011-10-07 - 4:53 PM    
siyvaruli.in
ღმერთო!
ცოდვის ტკივილი მაწვება ყელში,
გველის ტყავივით საკუთარ სულსაც ვიცვლი,
რადგანაც ვიცი მე ჩემს სამყაროს შევშლი,
ჩემით,
შენით,
სხვებითაც...
უთუოდ, ვიცი.

ღმერთო!
ყოველ ოთხშაბათს ვმარხულობ ვეღარ,
ჩემი ცრემლების დამაქვს დასტები (ორი),
ჩემი ჭრილობის ალბათ მარილი მე ვარ,
სხვას კი ჰგონია ესეც მორიგი ჭორი.
  ნანახია: 549-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
საკუთარ უფალს...
2011-10-07 - 4:53 PM    
siyvaruli.in
მე ხომ სიზმარიც არ მივარგა, არათუ ყოფა,
ჩემი ცხოვრების ხალისს უკვე წაუხდა ნირი,
შეგრძნება - თითქოს რელიგიას ეშმაკთან ყოფენ,
მე კი, უმიზნოდ, უნიათოდ ხმამაღლა ვყვირი.

როგორც წვალება საკუთარი თავის სარკესთან,
ამინდიც ასე მოიღუშა სეზონის მსგავსად,
ჩემი თვალებით გუშინ ნაყიდ სურვილსაც ვმწყემსავ,
რომელსაც უკვე ავეღარაფრით დავუდე გარსი.

ბოლო ტკივილი მე ამცდა და ვიღაცას არა,
ზოგისთვის რწმენა მყიფე არის, ზოგისთვის მყარი,
საკ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 597-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ანუ (თათა-ს)
2011-10-07 - 4:52 PM    
siyvaruli.in
(ექსპრომტი)

დაიწყო ასე სიკვდილი დილამდე როდესაც,
ჩამოდგა თვალში სიბნელე, კარიდან გავედი ,
ციხის შიგნითაც ჩამოინგრა დროის გროტესკი,
გლობუსის ტრიალით შევცვალე გრძედი განედით.

სტერლინგის რაღაც ნატეხები ყრია მიწაზე,
მიტოვებული სახლივით, რომ ფასი არა აქვს,
გუშინდელი დღის ფანტაზია მაშინ ვიწამე,
რომ გავეკიდე აქლემების უხმო ქარავანს.

ლაბირინთების ხვეულები ჰგვანან ხასიათს,
როცა ახლოს ხარ ვემსგავსები უემოციოს,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 503-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
არეული ლექსი
2011-10-07 - 4:52 PM    
siyvaruli.in
ხელები კეფაზე დაიდე,
გადებენ ბორკილებს,
გულისცემა შენ გიჩვენებს წუთში ას დარტყმას,
თავი კი ხელში აიყვანე,
მინიმუმ მოკიდე,
თუ შენი შავი თმა დაფარა ნერვმა და ასაკმა.

ინგალიატორით სუნთქავ და იფერებ მიკრობებს,
არ ტეხავ არაფრით საკუთარ (უაზრო) იხტიბარს,
ვერ ვიტან ვარდისფერ ტუჩებს,
რომ წითელით იქრობენ.
ვერ ვიტან,
როდესაც იკვნიტავ ტუჩებს და გიხდება.

ასეა,
მზე ჩადის,
ამოდის მთვარე... და პირიქით. ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 574-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
თარიღი - ახლა შენთან ვარ
2011-10-07 - 4:52 PM    
siyvaruli.in
თეთრით შეივსო ჩემი ეზოს მთელი ვენახი,
გარეთ წყალია უფრო მეტად, ვიდრე ხმელეთი,
როგორ ძნელია უშენობის გულში შენახვა,
როგორ მომინდა მეხებედოს შენი ხელები.

ამ თებერვალსაც შეუყვარდა თოვლი - მოახლე,
სანთებელათი თითებს ვითბობ, ვსუნთქავ მეთანით,
კედლის კალენდარს, გაყინული ხელით მოვახევ
თარიღს, რომელსაც აწერია - ახლა შენთან ვარ.
  ნანახია: 538-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
გამოგიგონე
2011-10-07 - 4:51 PM    
siyvaruli.in
გამოგიგონე, დე-ენ-ემ-ით ჩემი ცოლი ხარ,
ჩემი ბავშვების საყვარელი ჩუმი სიბერე,
სამსახურიდან დაბრუნებულს სხვათაშორისად,
ტუჩზე მკოცნი და მზარეულის სახეს იფერებ.

გამოგიგონე, სხვანაირი მეგობარი ხარ,
მკერდზე თავს გადებ, გვეცინება მერე ორივეს,
მომეწყინა და გეხვეწები ჩემო (მხარი-მხარ)
ნელა გავუყვეთ დედამიწის ვიწრო ფოიეს.

სადაც არ ძინავს შუაღამით არცერთ არსებას,
სადაც უაზროდ დამფრთხალივით დაქრის ღამურა,
ჩვენ, რომ სამყარო მოგ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 570-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
შ ე ხ ე დ ე! (__თ__ა__თ__ა-ს)
2011-10-07 - 4:50 PM    
siyvaruli.in
შეხედე ჩემს ხელებს, ვენები დათვალე ორიოდ,
ხაზებიც (მითხრეს, რომ ცხოვრების ყოფილა და ა.შ),
შევხვდებით ერთმანეთს, როდესაც ვიპოვით კორიდორს,
მე გნახავ, შემდეგ კი თვალები იტყვიან დანარჩენს.

გამოდის, რომ მართლა ბათუმი თბილისთან შორს არის,
ზამთარში ქარია ორივე ქალაქში და უფრო,
შვეულად შრიალებს შაბათ დღეს შარა გზის შროშანი,
რადგანაც სახლში ვართ ორივე, სარკესთან ვსაუბრობთ.

იმაზე, რაზედაც ძილისწინს (ლოცვის დროს) ვფიქრობთ და
იმაზეც ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 497-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ნიტროგლიცერინი
2011-10-07 - 4:48 PM    
siyvaruli.in
თებერვლის ოცი, გამთენიის ოთხი საათი,
გარეთ ჩიტები საუბრობენ (ალბათ ამინდზე)
და გასართობად მერამდენედ მოვხრით არათითს,
რომელსაც შემდეგ ვატკაცუნებთ... ძილი არ გვინდა.

ვფიქრობთ, რომ ყველა ჩვენ გვიყურებს, როგორც ასე ვთქვათ,
ტელევიზორს, რომ უყურებენ ანუ სერიალს,
დღეს წარმოვადგენთ ჩანაწერს, ან მტვრიან კასეტას,
რომელსაც ხშირად, როგორც ვამბობთ, მიაქვს წერილი.

გავზომეთ ფრჩხილით სინათლე და ე.ი ფითილი,,
უბის დღიურში ვწერეთ, რადგან დ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 549-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
თებერვლის თბილისი (ნათია პაპიძეს)
2011-10-07 - 4:48 PM    
siyvaruli.in
გარეთ გრადუსით სუსხია და საათის დილა,
თბილისის ცენტრალს შეერია ნაკადი ხალხის,
მოვედი შენთან, ოთახშიც კი შენსავით თბილა,
იძინებს ყველა, იანვარი ალიონს ახელს.

შემოდის კატა, როგორც ყველა (პირს იბანს თათით),
მეზობელ ოთახს თუთიყუშის წამოსცდა სტვენა,
ორივე, შემდგომ გავიგე, რომ მოვიდნენ მათით,
ორივემ მათით ამოიდგა თვალების ენა.

გიყურებ, ასე გულუბრყვილო საიდან მეთქი,
იჯერებ ყველა სისულელეს, სიმართლის გაღმას,
შენი თვალების ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 595-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
# # #
2011-10-07 - 4:47 PM    
siyvaruli.in
- ხუთი,მთელი,ხუთი -

ნახე! სამყარო ნაცრისფერი გახდა ძვირფასო,
წყალში დაიხრჩო საკუთარი თავი მიდიამ,
დედამიწაც კი მოტრიალდა დადგა ანფასით,
რადგან თოლიას ოკეანე ფეხზე ჰკიდია,

იდგა ზაფხული, უფრო სწორად ახლა მოვიდა
სწორედ ამ დღიდან, ამ წუთიდან... მე ამ ღამიდან -
გამოვიქეცი სხეულიდან, ანუ ომიდან,
შენთან მოვედი, შენ კი კარი ვეღარ გამიღე.

ვეღარ გამიღე, თუმც სურვილი იყო რაოდენ
(მომეხსენება) დიდი, მაგრამ ალბათ ამაოდ, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 579-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
პალატა #12
2011-10-07 - 4:47 PM    
siyvaruli.in
ართობს აპრილი დედამიწის ვიწრო კულისებს,
იცვლის ეს ქარიც დასავლეთის მიმართულებას,
მოემართება უხმაუროდ შენი ყურისკენ,
ქარი - ნოტიო, ქარი - წყნარი, ქარი - სულელი.

რადგან არაფერს დაგივიწყებს, რადგან არაფრით,
დაგაქვს სხეული, ოდნავ მშრალი, ოდნავ მოკვდავი,
ითვლი არასდროს, ასრულებულ გულის ჩანაფიქრს,
გხიბლავს რადგანაც, მინავლული ერთი ოქტავა.

კანონებიდან ყველას არღვევ, გარდა დუმილის,
ისე ჩუმად ხარ, რომ გაშინებს შენი სიჩუმე,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 551-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ნუცის
2011-10-07 - 4:47 PM    
siyvaruli.in
შენ ისე პატარა ხარ,
ასაკით,ასე - ორი წლის.
დაძინებამდე შეგიძლია აღარ იტირო.
მიჰყვები სიზმრებს ბილიკებით-ვარდით მოკირწყლულს
და ყველასაგან განსხვავებით უკეთ იცი რომ-
შენი სურვილი სუფთა არის,
როგორც აკვანი,-
რომელშიც წევხარ -
თვითონ გირწევს,ალბათ,უფალი.
(არ შეუძლია ვინაიდან ხელში აყვანა)
შენ გქვია ნუცა.
პატარა ხარ -
ასე, ორი წლის.
  ნანახია: 465-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ესეც
2011-10-07 - 4:46 PM    
siyvaruli.in
ესეც მაგიდა, ესეც სივრცე, ესეც ოთახი,
ესეც რაღაცა უმეტესი იმაზე მეტად,
ვიდრე იყო და არა იყო, ვიდრე მოთაფლეს
გაჭირვებიდან დაწყებული სინდისის ფეტვი.
ესეც ჭრილობა, გულის სიღრმით ასოცდაათი
პულსი, თუმცა(ღა) წნევის მსგავსი არა მაქვს რამე,
ანდაც რაიმე, ან ასე ვთქვათ, ვეღარ დაატევ,
მშიერი კაცის, ან კაცების მზერას... და გჭამენ
ჩემი თვალები, თვალებიდან იწყება რახან,
ყველა ტყუილი, ყველა ცოდვა და ყველა ბლეფი,
და მერამდენედ მზის სხივებით ა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 545-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 3 4 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<