* * *
ძალიან მიყვარხარ მხოლოდ იმისთვის,რომ არსებობ… მხოლოდ იმისთვის, რომ დილით გაღვიძებულს შენზე ფიქრი შემიძლია… მხოლოდ იმისთვის, რომ ღამე მესიზმრები… მიყვარხარ შენი სიყვარულისთვის, შენი ნაზი ხელებისთვის… მხოლოდ იმისთვის,რომ შემიძლია შენს თვალებში ჩავიძირო და გავთბე… იმ ბედნიერი წუთებისთვის მიყვარხარ,რომელსაც შენ მჩუქნი… იმ ლამაზი დღეებისთვის,რომელიც არასოდეს მყოფნის და მთელი ცხოვრება არ მეყოფა… ყველაფრისთვის
მიყვარხარ, რაც შენ დამ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მოვალ! უძილობა უნდა ჩაგინესტო სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები, ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები. მოვალ! ის ტკივილი უნდა გაგინელო გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით, ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით. არადა... ოთახში მარტო ხარ მგონია, ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან, ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს მზეს რომ გამოსტაცე ცხელი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავად გავხარ ზღვას, თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას, მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას, გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს, ცეცხლს გავატან შენს სამყოფრლს, შენს საყვარელ ქარს, და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს... ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავად ჰგავხაე ზღვას |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე შენთან სტუმრად მოვსულვარ ახლაც, აქ მიპოვია დღის დასასრული. მე მიყვარს შენი პატარა სახლის სიმყუდროვე და კედლების სუნი.
მე მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი რატომ, ფესვი გადგმული სულში ისეა, და იქნებ ჩემი სტუმრობა მარტო ჩვეულება და სინდისია! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე: ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. თავს არ მოიკლავს ქართველი, არა, ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს ერთი იმედით: სიცოცხლე მარად გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს. საქართველოში როცა კვდებოდნენ, უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე: ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე! ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს, ყველამ გაიგოს, ყველა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო და მომინდა ხეტიალი ქართან, ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა აშრიალდა შენი კაბის კალთა...
ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი, მაგ ღიმილის გახსენების გარდა; დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი მოგონების საჩრდილობლის კართან.
უძილობის თეთრ თოლიებს მისევს გახსენება მაგ ანთებულ თვალთა და ფიქრებში გათენდება ისე, როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ყური დაუგდე, მოუსმინე, მიაყურადე _ იგრძენი, სუნთქვა რა იოლად აღწევს გულამდე! ო, რამდენს ნიშნავს, სუნთქვა სუნთქვას რომ შეეზრდება, სხვისი რომ გესმის და სიცოცხლე რომ არ გბეზრდება! ზეცით უბერავს, ერთხელ დაშლილს კვლავ ამთლიანებს და მტრების ქოროს ღრუბელივით თავს დასტრიალებს. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები! ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი... დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... როგორ მინდოდა წუთით მაინც
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ღამეს ელვარე დღე შეუცვლია თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი, ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია? დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი, მომკალით ყოფნა მაინც შუქია თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა, შეხვედრა ენას ვერ აღუქვია, შეხვედრა განა ასე გველოდა? ო, გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით, რამდენი რამე ვერ ამიხსნია ვერც ლალის ჭიქით, ვერც ჩუმი ცრემლით, რისთვის მიყვარხართ მე არ მაქვს ნება ამნაირ გულით და სინაზეთი, არის ამ ქვეყნად დაგვიანება, მა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
უკაცრავად, მაპატიეთ სითავხედე, ვხედავ ჩქარობთ მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ, ვერ მიცანით ვერც ვერაფრით მიგახვედრეთ? თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო. რატომ შეკრთით? ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი, ნუთუ ისევ ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?! გამოცვლილხართ, თუმც თვალები ძველებურად, მიამიტი შეგრჩენიათ ქალბატონო. როგორა ვარ, რას ვაკეთებ? რად არ მკითხავთ?! ცოლიც მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო, დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით რაც არ მითქვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
რა პატარაა წუთისოფელი, ერთი წამიც და უკვე აღარ ხარ, სიცოცხლის ბოლოს ყველას სჭირდება, მშობლის, მეზობლის სითბო პატარა.
ზოგი ოცნებობს იყოს უკვდავი, ზოგსაც პირიქით უნდა ტირილი, ამას ვერ სრულებს ღმერთი უფალი, ყველა ცხოველს აქვს ბედთან ჩივილი.
მაშ მოგიწოდებთ ხალხნო, ბავშვებო, ნუ გაიკეთებთ წამალს სავნებოს, დატკბით სიცოცხლით, ცხოვრების წესით, აგსრულებოდეთ ოცნება ბევრი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ნაცრისფერია ეს მონატრება.. ეს სიმარტოვეც ნაცრისფერია ვნაცრისფერდები სიცოცხლის ხელში.. და ეს ჰანგებიც ნაცრისფერია... ახლა ეს ტრფობა წააგავს სარკაზმს, ამოუხსნელი რჩება გენია.. კვლავ ვეფერები ამ ღვთიურ ნაკაწრს, მაგრამ ის უკვე ნაცრისფერია.. ცრემლების კვალზე..გაცრეცილ გულში... ყველა სიზმარი..გრძნობა სველია.. ვეღარ გიყურებ ჩემს ნაფერ სულში, რადგან ის უკვე ნაცრისფერია... მენატრები... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
წვიმდა და ზეცა მიწას ცრემლად ჩამოდიოდა, მეც ვტიროდი და ცრემლები ღვარად მდიოდა, რატომ ვტიროდი? იმიტომ რომ მენატრებოდი, თვალს დავხუჭავდი თვალებს მიღმა მელანდებოდი. სიზმარშიდაც კი, სიზმარშიდაც ჩემთან იყავი, გავიღვიძებდი, ცხადში უკვე აღარ იყავი. ეს მატირებდა, ეს მიდაგავდა სულსა და გულსა, დაბრუნდი ჩემთან და გამიხარე გული ბედკრულსა! |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ჩემთვის ეს სიყვარულია!.. შენთვის კი...აბა,რა ვიცი?.. გახედე,გაზაფხულია... მეც ჭრელა-ჭრულა ჩავიცვი... ჩემთვის ეს სიყვარულია!.. მარტი,აპრილი,მაისი... გულს შენსკენ მოუხარია... სხვა ყველაფერი დაიცდის... ჩემთვის ეს სიყვარულია!... შენთვის კი...აბა,რა ვიცი?... გინდა?..შენს გულში დამტოვე... თუ არა...მაშინ გამიშვი... |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ცრემლი გაჟღენთილი შენი სიყვარულით ცრემლი ჩამოგორდა თვალიდან მე შენ გეუბნები ჩემი წრფელი გულით იქნებ დაგვეწყო თავიდან ცრემლი უკვე მკერდზე ჩამოვარდა თავიდან ლოყა ამომიწვა ცხელმა ცრემლმა მაგრამ ამასაც ავიტან გული დამიფუფქეს ფიქრებმა მწველმა მაგრამ ამასაც ავიტან მე ჩაგჩურჩულე სიყვარულის მცველმა: იქნებ დაგვეწყო თავიდან თავი გამახსენა ღამემ საშინელმა მაგრამ ამასაც ავიტან ახლა გეუბნება ჩემი გულისცემა: იქნებ დაგვეწყო თავიდან.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
***
სიყვარული არის ამ ქვეყნად ძალა უდიდესი, დაუნდობელი, დაუოკებელი, წამიერიც
და საუკუნოც სიცოცხლისა და სიტკბოების მომტანი ძალა, რომელიც ხმის,
გემოვნებისა და შეხების უდიდეს საიდუმლოს ინახავს. ძალა, რომლისთვისაც
შეუძლებელი არაფერია. სიყვარული უძვირფასესი განძია ხალხთა მოდგმისა, იგი
სხეულისა და სულის შერწყმა, სიცოცხლის შეგრძნება და სიკვდილთან ვაჟკაცური
შერკინებაა. სიყვარული არის ზღვა, მას ვერ დაუწერ კანონებს, ვერც საზღვრებს
დაუდებ. როცა გ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
***
მაკოცე!… დაირღვევა მისჯილი დუმილი, მაკოცე, მომიკალი დიდი ხნის წყურვილი… მაკოცე, დავივიწყებ დაკარგულ საათებს, არ მინდა ეს გრძნობა ოდესმე დამთავრდეს… მაკოცე… შენს თვალებში ნაღველი ჩამდგარა, გაკოცებ!… მეც მოგირჩენ ტკივილებს პატარავ… ღამდება, მთვარის შუქი ცის ჩრდილებს აცოცხლებს, ვიძინებ, გევედრები ძილის წინ მაკოცე, ხომ იცი შენი კოცნა მკვდარსაც კი მაცოცხლებს…. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
***
გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს, გულის კარებთან დაუკვნესია, დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები, ხშირად რომ გნახო უარესია, გაბრაზებულა ჯიუტი გული, სულში ტკივილი ჩაუთესია, ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით უცებ მომკალი უკეთესია, ისე საშინლად მომენატრე რომ ფიქრები მტრედად შემომესია, უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი, და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია, არ შემიძლია მე ლექსი ვწერო, აღიარება ჩემი წ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
***
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება. შენი თვალების ნაცნობი ფერი მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი არ ვიცი, ასე რად მემართება. მე ვერ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
***
მე შენ მიყვარდი როგორც არასდროს შენ მუდამ გერქვა ჩემი ოცნება როგორც ყვავილებს სიცხე გაახმოს ისე გამადნო მე უშენობამ ფიქრი,ოცნება უსიყვარულოდ შენზე ფიქრებმა სულ გადამრია ვერ დაგივიწყებ მე ვეღარასდროს უშენოდ ყოფნა ხომ ავდარია ყოველი დილა შ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: tekle-16
« 1 2 ... 57 58 59 60 61 ... 68 69 » |