siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
♥ l o v e ♥
2011-06-18 - 9:42 AM    
siyvaruli.in
დარდი ვერ გამიქრო განშორებამ,
იცი?! მე დღეს ისევ მედარდები...
ვიცი რომ დაგკარგე სამუდამოდ,
ვიცი და მაინც მენატრები....

გრძნობა მომეძალა შენი ნახვის,
გული მოლოდინით ამიტირდა,
კიდევ გავუძლებდი სიმარტოვეს;
მაგრამ უშენობა გამიჭირდა...

ისევ ძველებურად მენატრები,
აღარც სიხარული მიძველდება..
ვიცი აღარასდროს დაბრუნდები
მაგრამ დაჯერება მიძნელდება...
  ნანახია: 427-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-18 - 9:41 AM    
siyvaruli.in
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში,
საოცარია თვალები შენი,
ვარდის სურნელში ხარ შებნეული.
მზერა, ღიმილი, ფიქრი და შიში
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში.
მინდა გხედავდე, თუნდაც წამებით,
თვალწინ სულ მედგეს შენი ღიმილი.
ცუდი ფიქრია შორით ლოდინი
ვერას მირჩევენ ხენი ძმობილნი.
დარჩენილს მარტო, შენს ღიმილს ვნატრობ
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!
სულაც არ მომწონს ცხოვრება შენი,
სულ მეუბნები "ცხოვრებას ვრჩები",
მაინც მიდიხარ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 527-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
მერე რა თუკი ცხოვრება შენი გაყენებს ტკივილს
2011-06-18 - 9:40 AM    
siyvaruli.in
მერე რა თუკი ცხოვრება შენი გაყენებს ტკივილს,
რა მოხდა თუკი შენი გული ხშირ-ხშირად ჩივის,
მერე რა თუკი სადარდებელს ვერავის ანდობ
და შენს ტკივილს და გულისნადებს ცრემლებით ახშობ

რა მოხდა თუკი ზოგჯერ თეთრად ათენებ ღამეს
და ოცნებებში ჩაძირული გაჰყურებ მთვარეს.
ცხოვრება მაინც ლამაზია, სიკვდილს რად ნატრობ?
გულს რატომ იტეხ? ნახავ ვისაც ყველაფერს ანდობ!

ცხოვრებამ დღეს თუ გადაგღალა ხვალ ჰპოვებ შვებას,
ნუ მისცემ შენს თავს მარცხისა და ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 465-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
არ მინდა მიხაკები
2011-06-18 - 9:39 AM    
siyvaruli.in
არ მინდა მიხაკები მინდვრის ყვავილები დამიკრიფე..არ მინდა დაპირება, მზის სხივთა ჩამოკრეფა, მიწიდან ფოთლები ამიკრიფე..არ მინდა ნუ მადარებ მზის სხივთა ასულებს, სოფლის ლამაზ გოგოს შემადარე ..შენი სილამაზით თავს ნუ მომაწონე, შენი ვაჟკაცობა შემაყვარე.. არ მინდა დამიწყო ძახილი ხმამაღალი, და არც ნაბიჯები თალო. მოდი და სულ უბრალოდ,უბრალიდ მითხარი:"შენი გული მსურსო ქალო"!!!
  ნანახია: 782-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
შენი თვალები
2011-06-16 - 1:55 PM    
siyvaruli.in
მაგ ლამაზ თვალებს ვერ ირეკლავს ვარსკვლავთ მესია
ფერებს ვერ ითვლის დაღალული ჩემი გონება
ისე არავარ , როგორც მინდა , როგორც წესია
მე ვერ გავიგებ ისე წავა ჩემი ცხოვრება

ფიქრებიც მოდის დაღალული , მაღლა ახრილი
ისევ ბნელა და უფსკრულეთში მივემართები
მე კი ვწუხვარ და ცრემლებს ვიხოცავ თავდახრილი
გული მაჩუქე მე რად მინდა შენი ვარდები

ამ დარდებისგან დავეხეტები ღონემიხდილი
ვერ მივატოვებ ლექსისწერას, ამ ჩემს ხელობას
ვერ შემაშინებს "მეფისტოფელი" და ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 464-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: Control
♥ l o v e ♥
2011-06-15 - 11:51 AM    
siyvaruli.in
დღეს რომ გული სიხარულით მიღელავს,
რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია,
მეგობარო შენ გამიგებ პირველად
რა მატირებს ანდა რა მიხარია.
შენ გამიგებ რად დამძიმდა ფიქრები,
ოცნებების აფრა რატომ დაეშვა,
მეგობარო შემხედავ და მიხვდები,
წუხანდელი თეთრი ღამის კაეშანს.
უშენობა, მეგობარო,ძნელია,
უშენობით გულზე მადევს ლოდები.
მე სიკვდილი ადრე თუ მიწერია,
შენზე ფიქრში,შენზედ დარდში მოვკვდები.
დგეს რომ გული სიხარულით მიღელავს,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 573-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-15 - 11:50 AM    
siyvaruli.in
სიჩუმე…
და მხოლოდ შრიალი ფოთლების,
წამის წინ სიტყვები: “მიყვარხარ ძალიან”
ახლა კი სხეულის შიგნიდან გრძნობები
ცრემლებად ჟონავენ დაბურულ თვალიდან.

სიჩუმე…
ნერვებმა გახეთქეს აორტა,
კბილებმა საკოცნი ტუჩები შეჭამეს,
ლოდინი პასუხის უეცრად გაორდა,
ან “მეც” და ან კიდევ “ბოდიში მე წავალ”

სიჩუმე…
და მხოლოდ შხაპუნი წვეთების,
წამის წინ სიტყვები: “გთხოვ, მინდა წავიდე”
ახლა ვერც საკუთარ სხეულში ვეტევი
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 445-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-15 - 11:49 AM    
siyvaruli.in
რა გალეულს და ფერწასულს გხედავ,
ჩემო პაწია, ცოდვილო დედა,
ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ,
რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.

არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი,
შენი ტანჯული სისხლი და ხორცი,
ნიავი ვარ და მგონია გშველი, -
სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი.

მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად,
გაბუსხულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს...
ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ -
შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.

მადლობა უფალს, რ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 524-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-15 - 11:48 AM    
siyvaruli.in
ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები,
რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები.

კედლის კალენდარზე ზამთრის
ფორმატია,
თეთრი სუფლიორიც მალე
მოგვაკითხავს,
შენ კი იმით ჰგავხარ ახლა
რომანტიულს,
წვეთიც რომ არ არის შენში
რომანტიკა.
  ნანახია: 940-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-15 - 11:47 AM    
siyvaruli.in
სიცოცხლე - შესაძლებლობაა, გამოიყენეიგი,
სიცოცხლე - სილამაზეა, აღფრთოვენდიმისით,
სიცოცხლე - ნეტარებაა, იგემეიგი,
სიცოცხლე - ოცნებაა, შეასხიმასხორცი,
სიცოცხლე - გამოწვევაა, მიიღეიგი,
სიცოცხლე - ვალიაშენიამქვეყნიური, აღასრულეიგი,
სიცოცხლე - ბედისწერაა, თამამადშეები,
სიცოცხლე - სიმდიდრეა, ნუგაფლანგავ,
სიცოცხლე - ქონებაა, გაუფრთხილდი,
სიცოცხლე - სიყვარულისსასმისია, შესვიბოლომდე,
სიცოცხლე - მორევიაუბედურებათა, სძლიეყოველი,
სი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 490-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-15 - 11:47 AM    
siyvaruli.in
უსიყვარულოდ ვინა თქვა
ფიქრის და ლოცვის ძალაო,
ან-ბედნიერი ვენახი
და სხივოსანი ყანაო,
ან-წყაროების გალობა,
ქვის სითბო,ძუძუს ღალაო,
ან-ოქრომკედის სართველად
დაბრუნებული ჯარაო,
ან-სამარეში ნათქვამი:
“სულ მანდ მენახე,ქალაო.”

უსიყვარულოდ ვინა თქვა
სიმთა და სხივთა წკრიალი,
ან-ვარსკვლავების დობილი
ფრინველი,ღმერთის ხმიანი,
ან-ჰორიზონტზე ელვისგან
დაჭრილი ალვის შრიალი,
ან-ზამთრის შუაღამეში ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 552-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-15 - 11:46 AM    
siyvaruli.in
ჩემი სისხლის ჯგუფია პოეზიის პირველი,
ჰოდა, ასე, რითმების არითმია მაწუხებს,
ვხედავ, მთელი ცხოვრება უმიზეზოდ ირევა,
ფიქრი ისე მედება, როგორც კიბოს მარწუხი.

ახლა, (ბეწვის) ხიდზე ვარ, მტკვართან, ერთი მეტრი და...
სიკვდილისთვის მოცლა ხომ იშვიათი ჩვევაა,
ვხვდები, მთელი ცხოვრება ჩუმად უნდა მეტირა,
თორემ საკმარისადაც იცინოდნენ ჩემამდე.

სიურრეალიზმია რაც აქამდე ვიწამე,
ღამეა და მთვარე ცას უნაგირზე მოაჯდა,
ყველა ძველ ოცნებაში ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 595-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-15 - 11:45 AM    
siyvaruli.in
უკან მოვყვები შენს ნაფეხურებს,
თითქოს შეგრძნებები მომერია
გარეთ დარჩენილი ბეღურების,
როცა ქარია და ეს ღრუბლები
ზეცამ მოხრილ მხრებზე აიფარა.
მე შენი სიმდიდრით ღარიბი ვარ,
რადგან არსებობ და არაფერი
სხვა თუ არ იქნება, არც კი მინდა.
დრო ისევ გადადის უშენობით,
რაღაც უცნაურად აწვიმს მინებს,
ჩანან, ფანჯრებიდან, შენობები,
როგორც სურვილების სასაფლაო,
ან მიტოვებული ქალაქები.
  ნანახია: 467-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-15 - 11:45 AM    
siyvaruli.in
არ ენატრებიო არაო, არა…
მთვარე მიმტკიცებს…. მე კი არ ვნებდები,
მე შენ მზეს გადარებ, დილით ამომავალს,
მე შენ გელოდები….. როდის გათენდები.
როცა ღამენათევს სხივებით გამაღვიძებ,,
თვალებს გამიხელ და მეტყვი რომ აქ ხარ,
ალბათ დავიჯერებ, რომ ეს ის დილაა
მთვარეს რომ ვუმტკიცებდი….. რომელსაც გავხარ.
ყვირილს მომანდომებ…… სიხარულისაგან,
გამოფხიზლებამდე დროთაც გაჩერდები,
სიზმარში დილას ველაპარაკები,
ალბათ გათენდები…. ალბათ გათენდები… ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 453-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-15 - 11:45 AM    
siyvaruli.in
მე შენ მიყვარხარ,
როცა წვიმს, მაშინ,
როცა წვეთები ალბობენ მიწას,
და ირგვლივ ქარი გაავებული
კარსა და ფანჯრებს ვერ უხსნის კრიჭას...
მე შენ მიყვარხარ,
როცა თოვს მაშინ,
ირგვლივ იმდენი თეთრი ნისლია,
და მე მივდივარ ღიმილით იქაც,
სადაც ვერ მცნობენ,ან არ მიცდიან...
მე შენ მიყვარხარ,
ხვატში, გვალვაში,
როცა წყალს ითხოვს
ჩვენი ვერხვები,
როცა მეხები ყურთან ჩურჩულით
და მაშინაც კი თუ ვერ მეხები...
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 397-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-15 - 11:44 AM    
siyvaruli.in
მე მინდა ავფრინდე ცამდე და ჩავეხუტო მზეს.. მე მინდა ზღვა გულში ჩავიკრა, მინდა მზით გამთბარ ტალღებში ჩავიკარგო.. მე მინდა ბუნებამ ერთი დღით ფრთები მაჩუქოს, რათა ღრუბლებთან ჩახუტებით ვიჯერო გული.. მე მინდა ვიყო გზა, მინდა ჩემს გულზე უსასრულოდ იაროს ადამიანმა.. მე მინდა ვიგრძნო სამყაროს გულისცემა..

მე მინდა ვიყო თავდაჯერებული.. მინდამჯეროდეს საკუთარი თავის.. მე მინდა ვისწავლო გრძნობების გამოხატვა.. მინდა ცრემლების შეკავება ვისწავლო.. მინდა შევძლო და ცუდი კარგისგან გავარჩიო.. მე მინდა ს ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 480-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-15 - 11:44 AM    
siyvaruli.in
სიყვარულს სიტყვებით ვერ ახსნი,
მას მოქმედება სჭირდება,
უსიყვარულოდ სუყველას
ძალიან გაგვიჭირდება.
თუ გული გიგრძნობს…. უთხარი !
ჩვენ ამისთვის ვართ შობილნი,
რა ადვილია რომ ვიყოთ,
უბრალოდ …. კეთილშობილნი.
ეს გრძნობა ცოცხლობს გაცემით,
თვით ღმერთი გვითითებს ამაზე,
უსიყვარულოთ თურმე მზეც
“არ სუფევს ცის კამარაზე”
სიყვარულს სიტყვები არ ჰყოფნის,
მას მოქმედებაც სჭირდება,
უსიყვარულოდ ცხოვრება,
ნეტა…….. ვ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 531-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-15 - 11:43 AM    
siyvaruli.in
ქალი ბუნების სილამაზეა

დარში, ავდარში დაუჩოქელი

ის სიყვარულში გიჟი მარტია

და ყველა კაცის გულის მპყრობელი,

ზოგჯერ წვიმაა, ზოგჯერ ქარია,

სეტყვა, თოვლი და ქარიშხალია,

ის ღმერთმა შექმნა სილამაზისთვის

და ალბათ დღემდე არ უნანია.

ქალი ბუნების საწინდარია,

ვინ იცის რა სწყინს, რა უხარია,

ერთი შეხედვით კაცს დაატყვევებს,

ის სიყვარულში ჯადოქარია,

ქალი უმა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 477-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-15 - 11:42 AM    
siyvaruli.in
არ მითხოვია - ჩემთან მოდი... თავად მოხვედი...
თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება.
არ მითხოვია - მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი...
შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება.

არ მითხოვია - ვიყინები. ხელებს გამითბობ?..
შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო.
არ მითხოვი - ჩამეხუტე და არ გამიშვა...
არ მითხოვია და მე დღემდე არაფერს ვითხოვ...

არ მითხოვია - გამიღიმე... თავად მიღიმი.
ჯიუტი ბავშვის ფთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს...
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 720-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ l o v e ♥
2011-06-14 - 4:58 PM    
siyvaruli.in
დაგაქალებდი. . .ჩემს მკლავებში დაგაქალებდი
გაქცევდი ჩემად სამუდამოდ დაგიბედებდი
დაგაქალებდი. . .შეგიფაკლავდი ჭორფილიან ღაწვებს
და ყოველ ღამეს შენს სიზმრებში დავსახლდებოდი. . .
დაგაქალებდი. . .შემოგხვევდი ჩემს უხეშ მკლავებს
ავფირინდებოდით მიწაზე არ დაგაკარებდი. . .
დაგაქალებდი. . .მარტოოდეენ ჩემად გაქცევდი
და ჩაძინებულს საბანს ფრთხილად დაგაფარებდი. . .
დაგაქალებდი. . .აგიხდენდი ყველა ოცნებას,
და ცივ ნიავსაც, სიოსაც არ მოგაკარებდი. . . ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 539-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 31 32 33 34 35 ... 71 72 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<