siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
* * *
2011-01-27 - 10:17 PM    
ღამე გაშიშვლებულ მთვარეს აფერადებს...
ფოთლებს აფრიალებს ქარი გამეტებით...
ფილტვებს დავიბერავ,
სულის ჩაბერვამდე...
მოდი,
ერთ საწოლში ორიც დავეტევით....

ღამე ჩაფიქრებულ მთვარეს ეპარება...
ცივა გაშიშვლებულ ხეებს, დალოცვილი...
მინდა დაგინახო,
მთვარე მეფარება...
მე კი,
გელოდები ხელებგამოწვდილი...

ღამე ობოლივით დამდევს, მომლოდინე...
ვერსად გავექეცი, ვერსად დავემალე...
სიზმრებს მივეძალე,
შენი მოლოდნით...
ვიცი ამ ლოდინში,
როგორ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 412-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-27 - 10:17 PM    
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 469-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-27 - 10:17 PM    
სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.
და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 558-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-27 - 10:16 PM    
რელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა,

ფარად მოგცეს არწივივით ქმარი.

შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა,

მარად იყოს სიყვარულით მთვრალი.

იყავ მშვიდი, მორჩილი და მთმენი,

შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა,

ბედნიერად ჩაგემარცვლოს დღენი,

ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა.

როგორ გშვენის ლერწმის ტანზე ფარჩა, ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 500-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-27 - 10:16 PM    
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები,
გეფიცები, ტურფავ, შეგიყვარდები!
ცაზედ მზეა, ქვეყანაზედ შენა ხარ!
შეცდომით ძირს ჩამოსული ზენა ხარ!
შაქრის გულო, ბულბულისა ენა ხარ!
სიხარულო, ჩემის ცრემლის დენა ხარ!
ეკლით ნუ მჩხვლეტ... დამიბრუნე ვარდები!
რომ იცოდე ჩემი გულის დარდები!
გეფიცები, ისევ შეგიყვარდები!
სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია:
საუკუნო მეგობრობის მცველია!
ახალი კი დროებითად მწველია
და ყმაწვილთა მხოლოდ სანატრელია.
შენ ერიდე!.. მოიფარე ფარდები!
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 522-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-27 - 10:16 PM    

ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო,
ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე.
არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი,
არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე.

მაგრამ განგებამ, ასე ინება
და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე,
უსიყვარულოდ და უიმედოდ,
დავეხეტები ცალი მიწაზე.

ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე,
ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე.
ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ
და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე

მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ,
მატოს დამადგა მძიმე უღელი,
მარტოს მაწვალებს ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 440-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-25 - 0:06 AM    
ცივია თვალები, სიყტვები-უხეში,
გრძნობა დაგიმალავს სადღაც ბნელ კუთხეში,
დარდი უნუგეშო ჩუმად გაპარულა,
ცრემლად დაგროვილა საწვიმარ ღრუბელში.
მითხარი რას ვენდო? როდის ხარ გულწრფელი?
როცა მეფერები თუ როცა მიბღვერი,
როცა გადათელავ ჩემს ყველა ღირსებას,
თუ როცა მზერაში მზის სითბო იღვრება?
აღარ მენდობიან შიშით იმედები,
იციან ოცნებას რა მალე ვნებდები,
მინდა მჯეროდეს და ამ სურვილს ვჯერდები,
მერე ვიბნევი და უფსრულთან ვჩერდები...
რამდენჯერ უნდა მეტკინოს გული ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 346-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-25 - 0:00 AM    
შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…
ნათლით,რომელიც შენ მიბოძე,სული ივსება.
მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი,
ვიდრე თან მახლავს პატიოსან კაცის ღირსება.
მე სალოცავი შენზე წმინდა არ გამაჩნია.
შენი თვალებით დავინახე სამყარო ვრცელი…
ვიდრე ცოცხალ ვარ გზას მინათებ,მწამს-თუ დავეცი,
შენ ერთადერთი მეახლები ერთგული მცველი!
გშვენის ცალ უღელს,ვაჟკაცური მოუდრეკლობა.
გაგვილამაზე დღენიადაგ ცხოვრების ფარდა…
ვერაფრით შევძლებ შენს წინაშე ვალის გადახდას,
რა გა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 378-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-24 - 11:59 PM    
შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,
იღვიძებს დილა რძისფერი კაბით.
წელმოწყვეტილი იები მტკივა,
შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.
წუხელის წვიმამ დატბორა გზები,
და აჩრდილივით გეძებდი ქარში,
შენ თვალებიდან გცვივა იები,
და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.
იასამნებად გეტყობა წლები,
დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,
მინდა გიყურო შორიდან გზნებით,
მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.
მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,
მარტმა ფიქრები ისევ არია,
მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები,
თუ გინდა გეტყვი, გეტყ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 420-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-24 - 11:56 PM    
შენი სულ ერთი გაღიმებაც გულს ამიფეთქებს.
იმედი მაქვს, რომ ღმერთი ერთ დღეს კვლავ გამითენებს,
რომ ვიყო ღირსი შენი სულის ამბოხის გრძნებით,
რომ ისევ ვეხო მაგ თვალ-წარბ-წამწამს ამაყად, გზნებით.

შენა ხარ გრძნობის დასაყრდენი, მძლავრი კედელი.
და მიკვირს ყველა ნატვრის ახდენა როგორ შეძელი?
უსრულებელი არაფერი არ დამრჩენია,
ეს სიყვარული კაცობრიობის გადამრჩენია.

მაგრამ ფანტაზია დაილია,
მაგრამ ეს ნატვრები გამოთავდა.
ერთ დღეს ყველაფერი აირია,
შენსკენ სავალი გზაც არ მოსჩ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 518-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-24 - 11:54 PM    
თვალი-თვალს ხვდა...

და დახატა გრძნობა ერთი,

თვალთახედვამ შეგვაყვარა ერთმანეთი.

ტუჩი-ტუჩს ხვდა...

ცხელი სუნთქვა წვავდა სახეს

ცოდვილივით მიეჯაჭვე ნანატრ ბაგეს.

მკერდი-მკერდს ხვდა...

გამალებით გიცემს გული,

ცხელ სხეულში აფთარივით კივის სული

ფეხი-თეძოს, ხელი-კისერს, თმების ფერი

ერთმანეთში აირია ყველაფერი.

სად თავია და სად ბოლო ვერ მიხვდები

საპასუხოდ ცხელი ბაგის კოცნას ხვდები

გადის ღამე! ვერ გერევა ძილის რული ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 552-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-24 - 11:52 PM    
ქალი ლამაზი და ქალი ეულია
მას ხომ სიზმრებში მთვარეზეც გაუვლია
ბედის ირონიით დამცირებულს,
კაცის სიყვარული ვალად აუღია.

წვიმასთან ერთად ღამე დასეირნობს
გულის კარები კი სხვისთვის გაუღია
ვნებით გადაქანცულს,სხივით მოელვარეს
თავისი ოცნებები ჯალათთან წაუღია

ზის და სანთლებს ანთებს და თან ღმერთს შეჰყურებს
ხატი კოცნითა და ლოცვით დაუღლია
თავის ოცნებები თურმე განრისხებულს,
ჩუმად სულ თავისთვის ტვინში დაუწვია.

ეხლა ზღვას გაჰყურებს,ცდილობს გადახტომას
მას ხომ ც ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 492-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-24 - 11:51 PM    
თვალებს შეუძლიათ- იცინონ
თვალებს შეუძლიათ -იტირონ
თვალებს შეუძლიათ -იცქირონ, შემდეგ დაღლილებმა-იძინონ
თვალებს შეუძლიათ- შეყვარება
თვალებს შეუძლიათ -დავიწყება
თვალებს შეუძლიათ -მოგონება
თვალებს ძალუძს შეჩვენება, ბოღმის შეჩერება, შეკავება
თვალებს ბევრის გული შეუცვლია
თვალებს ბევრი რამე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 514-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-24 - 11:50 PM    
ადამიანი ვარ...რთული და მარტივი...
სულ ცოტა მტკივა და სულ ცოტა მახარებს,
ზოგჯერ ბედისწერა იჭრება კარტივით,
ეკლიან ბილიკზე ფეხშიშველს მატარებს.
ადამიანი ვარ...სუსტი და ძლიერი,
ცხოვრებამ მასწავლა ყველაფრის ატანა,
ჩემს სულში ხანდახან კეთილი იმარჯვებს
ხანდახან ბოროტს სურს თავისის გატანა.
ადამიანი ვარ...მე არც ერთს არ ვგავარ
ვერც ანგელოზს ვთმობ და ვერც ეშმაკს ვერევი,
ჩემს სულში ხანდახან ხარხარებს სატანა,
ხანდახან ანგელოზს ჩამოსდის ცრემლები.
ზოგჯერ არაფერი მაღელვებს ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 542-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-24 - 11:48 PM    
ღვთისმშობელო მუხმოყრილი გევედრები:
გამინათე ამ ბნელ გზებზე კელაპტრები,
გევედრები ნუ დამტოვებ ავტირდები
პატარა ვარ და მასწავლე სწორი სვლები...
ცოდვილი ვარ... ზოგჯერ ვცდები გეთანხმები...
მომიტევე და შემინდე შეცდომები,
ღვთისმშობელო დამილოცე ახლობლები
მე კი მსხვერპლად შემიწირე გევედრები...
მათ მიეცი ჯამთელობა - სიცოცხლისთვის
მიეც რწმენა და იმედი არსებობის,
სიყვარული არ მოაკლო სიკეთისთვის
შენი კალთა დააფარე მშვიდობისთვის
 
  ნანახია: 580-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-24 - 11:48 PM    
ისე მომხიბლეს შენმა თვალებმა,
როგორც გაზაფხულს ხიბლავს ნუშები,
მას შემდეგ გეძებ ყველგან უაზროდ, სულ მოვიარე მთვრალი ქუჩები...
მაგრამ მე ვერსად ვერსად ვიხილე ასე ლამაზი ნუშის თვალები...
გეძებდი დღე და გეძებდი ღამეც, გზად ბევრი შემხვდნენ უცხო ქალები.
მაგრამ ასეთი,
კალმით ნახატი...
მე, ვერსად ვნახე შენი თვალები
  ნანახია: 484-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-24 - 11:47 PM    
რაღა დროს მარტია?
მე მაინც მოვალ და
კოცნას დაგიტოვებ შენს ტუჩის კუთხესთან,
ასეთი მთვრალი და ასეთი ფხიზელი,
მართალი ვიქნები თბილისის ქუჩებთან...
ბოლომდე გამიძელ,
მე ვცდი და დაგხატავ,
ფერებად გადმოვღვრი სიყვარულს ტილოზე,
ღმერთი ვერ ვიპოვე ჩემს რეალობაში
და ყველა ენაზე თითოჯერ ვილოცე...
რაღა დროს მარტია?!
ვნებას არ ვეურჩოთ,
ამინდის სიცივე გავათბოთ სხეულით,
გახსოვს?
ბავშვობაში შენი სახელებით
გადაჭრელებული რომ მქონდა რვეული? ..
კარტივით გაგიშლი წარსულს ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 444-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-24 - 11:47 PM    
შენ რაც მოგწონს,მე აქა მაქვს ლამაზ სულში,

გულმა შენზე ოცნებები დაიტია,

შენ რომ გიყვარს,ის ფიქრები ჩემში დაქრის,

ჩემი გრძნობა ოცნებების დარაჯია.

შენ რომ გხიბლავს,ის აქ დაქრის,სუფთა სულში,

ფიქრი ლამაზ მოლანდებად გაეხვია,

აგიზგიზდა,აბრდღვიალდა შენთან ერთად,

რადგან მეტი არაფერი აბადია.

შენ რომ გიყვარს,გრძნობა არვის შესადარი,

მსგავსი,ეძებ???სხვაგან არსად არ ანთია,

რა ვქნა თუ კი შემოქმედმა ასე მძლავრად,

შენი სუნთქვა ოცნებებ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 424-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-24 - 11:47 PM    
უსიყვარულოდ ყმაწვილო კაცო,
ნუ შეეხები ქალის ბაგეებს,
თუ კი არ გიყვარს ქალი ლამაზი
ნუ დაუკოცნი თვალებს და სახეს.
პირველი კოცნა ნაზი გოგოსთვის
არის წმინდა და ალერსიანი
თუ კი არ გიყვარს ნუ გააღვიძებ
სიყვარულს პირველს მის არსებაში
თქვენ არას კარგავთ, თუ კი აკოცებთ
კოცნა ხო თქვენთვის არაფერია
მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ
პირველი კოცნა თუ რა ძნელია?!
ქალი ამ კოცნას ვერ დაივიწყებს
კიდეც რომ ცადოს გადავიწყება
მისთვის ხომ პირველ კოცნას და ალერს
მოაქვს ნანატრი, ნ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 384-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2011-01-24 - 11:47 PM    

პაწია გულო ვინ გაგიმეტა?

გულო მოკლულო და უსალბუნო?

დაჭრილ ჩიტივით მუჭში მიფეთქავ

და სულს გიბერავ რომ მოგაბრუნო

ასე კვდებიან ალბათ ჩიტები

ასე ჩუმად და ასე უბრალოდ,

ვაიმე მგონი მართლა მიკვდები

როგორ გაგათბო რით გიმკურნალო?

სიცივითა ხარ გულო მოკლული

და სითბო გიხსნის სულ უმნიშვნელო

გავხდები ისევ ცოლის ორგული....

მკერდში ჩაგისვავ სხვა რა გიშველო?...

  ნანახია: 492-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 58 59 60 61 62 ... 71 72 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<