* * *
ცეკვის დროა, გაიშალე თმა, ისრიმისფერს მოქარგავენ ტანგოს ლურჯი ქარი და შადრევნის ხმა. თმები წელზე ქამარივით, კარგო. ფეხშიშველი, მე ვიქნები ქარი შენ შადრევნის გამახსენე მღერა, ლურჯა ქარი სუსხის მოისარი, შემოდგომის ცეცხლით შეიფერა. ნუ იდარდებ, გული ნუ დაგწყდება, თუ მშვენება მხოლოდ სიზმრად ფეთქავს. მტევანივით ვერაფერი კვდება, სისხლი თვრება, ცა ისრიმებს ხეთქავს... თეთრი მკერდი მთვარით მოგიქარგო, ცეკვის დროა, გაიშალე თმა, შუაღამით ასრულებენ ტანგოს ცივი ქ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ერთი ვარდი ნარცისს თორმეტს მირჩევნია სასუნებლად. მე ცხოვრება მოვანდომე ერთი ნატვრის ასრულებას. ო, იოლი არ გეგონოთ ერთი ნატვრა მოიფიქრო და ყველაფერი იღონო, აისრულო, არ ჩაიქრო. ცხოვრების ტვირთს უხმოდ ვზიდავ, შრომას, გარჯას გემოს ვატან. შეყვარებულს, ვით იზიდას, მასულდგმულებს ერთი ნატვრა. რაც მსურს, მხოლოდ ღმერთმა იცის, ქვეყანას არ მოვედები. შეკრული ვარ წმინდა ფიცით, გამიგებენ პოეტები. ვუფრთხილდები საიდუმლოს, ჩემი სიყვარულის წყაროს. ამ ქვეყანას
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
უმწეოა ქალის სიყვარული, ჩრდილში ამოსული იასავითაა, თვალი რომ სულ მზისაკენ უჭირავს... უმწეოა ქალის სიყვარული, როგორც უმწეოა იის სურნელება, ყველა რომ მოსაწყვეტად ეტანება... ჭკნებიან მოწყვეტილი იები და ლარნაკებში ჩაწყობილნი ქრებიან და უჩინარდებიან. უცნაურია მათი მიამიტური ლტოლვა და ერთგულება, უცნაურია მათი გულმავიწყობა... ანდა იქნებ თავიანთი დიდსულოვნებით ჩვენი გულგრილობის ყინულის გალხობა უნდათ. უცნაურია მათი მიმტევებლობა, უცნაური და უმწეო... სუროსავი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ხომ არ ვბერდებით, სიყვარულო, შენი სათავე ხომ არ ჩაკეტეს ზამთრის ზვავებმა? ეს რა უცნაურ აღლუმს მართავენ, რას გუგუნებენ გაუთავებლად?
ხომ არ ვბერდებით, სიყვარულო, შენი დინება ამ ზვავებს შორის მიიმდოვრება, ხან მოვარდება, ხან იყინება და ასე მიდის მთელი ცხოვრება.
ხან მწყალობელო, ხან გულუხვო, ხანაც უწყალოვ, გულს შენი ნატვრა არა სცილდება... თვალებზეც ბოლო ორი კურცხალი მხოლოდ შენს გამო აციმციმდება.
სხვა არაფერი. რას მივდიო, რას გავეტირო, რისთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე თავხედი ვარ, აბა, რა მეთქმის... დავემორჩილე ყველა ნორმას, კანონს დადგენილს... მერე მოვბრუნდი, უმოწყალოდ როცა ვარღვევდი, ერთი წარბიც არ შევიხარე...
გავრეკე მდინარეები კალაპოტებიდან, დაიღალნენ ერთსა და იმავე ქვა_ღორღზე სიარულით, მუხლები გადაუტყავდათ... თვითონ რას მოიფიქრებდნენ და მოვურღვიე კალაპოტი... წავიდნენ ახლა, სხვა გზა ნახონ ოკეანემდე.
თავხედი ვარ... თეთრზე თეთრი ვთქვი და შავზე _ შავი... გავბედე და შუა ზამთარში ავყვავილდი...<
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
სამშაბათი, 01. თებერვალი 2011 დრო 18:36.
როგორ გაზრდილა ! ქალია უკვე. ახლა ვინ იცის, ბეწვის ხიდზე როგორ გაივლის...
გუშინ არ იყო? მამა-შვილი ზამთრის საღამოს მოვუყვებოდით ამ ქვაფენილს. მე თან ნაბიჯებს ვიმოკლებდი და თან გათოშილ ხელის მტევანს მუჭში ვუთბობდი.
- აქ ღმერთი ცხოვრობს? - მკითხა უეცრად , სამშობიაროს შენობასთან რომ ჩავიარეთ. - აქ ღმერთი?! არა! - აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეულ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე მიყვარს, როცა ვწევართ ასე თავფეხშექცევით. გამეღვიძება და შენი ცერის ფართო ეკრანზე აინთებიან შორს გადამფრენი წეროები და უცხო ცები.
აი, მე და შენ! რანაირი ვჩანვართ შორიდან. აი, შევდივართ მარტოდმარტო უსიერ ტყეში. ხელის ფათურით შენ დაეძებ ჩემთვის სოკოებს და მძიმდება ჩემი კალთა პოვნის აზარტით, აღტაცებით, ან იქნებ - შხამით?
რამ დააწყვილა ასე შიში და ნეტარება, ან გული ჩვენი სულ აკრძალულს რად ეტანება, ან ასე მკაცრი რატომ არის ღ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ვიბნევი როდესაც შეგხვდები და გიცქერ ვით უცნობს, ვიბნევი და ერთი შეხვედრით აქ არაფერია უცხო...
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ვამბობთ, რომ ამქვეყნად ყველაფერს გაუძლებთ, ძლიერნი ტკივილსაც იოლად აიტანთ და კლდე დგას როგორი ამაყიც ზღვის თავზე, ისე სჩანს ყოველთვის თქვენი გზაც ქალიდან...
იცი, რომ ტანჯვამ თუნდ ძარღვიც კი გაწყვიტოს, კაცი ხარ! - ჯობია ატანას ეცადო, ტკივილთან გაქცეულს თვალები გაგყიდის, თვალები ყოველთვის სიტყვაზე მეტს ამბობს.
რთულია დაიწყო ცხოვრება თავიდან, ცხოვრება - შუაში გაწყვეტილ ფირიდან... კაცები თავის ცრემლს სხვებთან თუ მალავენ, არ ნიშნავს იმას, რომ არასდროს ტირიან.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ ცოცხალი ვარ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი.მა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ცრემლი დაღვრილი და დასაღვრელი ისე წმინდაა რომ მისი ფასი დედამიწაზე არავინ იცის და ერთადერთი მე რის გამოც სიკვდილი მინდა მინდა შევიგრძნო დანამული სხეული მიწის
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
"უკაცრავად... მაპატიეთ სითავხედე... ვხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ, ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთით. ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
<
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
დაკრიფე ჩემში ყველა ღიმილი, ვით ყაყაჩოებს კრეფდი მინდორზე... გამაფერადე გაზაფხულივით შეშურდეთ ჩემი ეგებ მიმოზებს... გავუძლოთ ერთად ზამთრის სიცივეს და ერთმანეთის სევდა გავლიოთ, ერთად მივიდეთ გაზაფხულამდე ვაჯობოთ მარტს და იქით ავრიოთ. გადავაწვდინოთ მზერა გორაკებს მთებში მდინარის სათავე ვკოცნოთ... მადლობა მინდა გითხრა ყოველ დღე რომ ვხედავ იმა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
ქალი.... მარტოობა... თანაც იძულებით... გრძნობა,- შელახული. სევდა, აპათია. მგონი დარდისაგან ვეღარ ვიკურნები, დრომაც არაფერი აღარ მაპატია.
ჩემდა უნებურად დუმილს შევეხიზნე, მაკრთობს შელახული ქალის იმიჯი და სტრესის შეტევის დროს, ცოტა ატეხილზე, მინდა გადავვარდე ხსოვნის ჯებირიდან.... მე რა გამაჩნია? - მხოლოდ ემოცია!... შენ რა შეგძლებია?- ალბათ სიყვარული!... თავი სურვილებშიც ხშირად გამიცია, გული გამიცივდა გავხდი ბანალური.
დიდხანს ერთ საგანზე მიჭირს დ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
მე მარტი მიყვარს შენი არეული და ცელქი... მე ღვინო მიყვარს შენი და დოქის ფსკერზე ლექიც... მე ლექსი მიყვარს შენი ჯერ მაჭარივით ტკბილი... სიზმარი მიყვარს ღამით შემოფეთება დილის... თითები მიყვარს შენი გრძელი, ნატიფი, თლილი... მოღერებული ყელი დაბმულ-შეკრული ღილით... თვალები მიყვარს შენი მზერა უძირო ტბისა... ეს სიჯიუტეც მიყვარს სულში ნაკირწლი ქვისა... თმები
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
* * *
როდის დავდინჯდები? ალბათ არასოდეს.... ანდა შეიძლება მაშინ, როცა ცის სილურჯე აღარ გამაოცებს, გული არ გამიწევს ქარში. -როდის დავბერდები? როცა დროს გაჰყვება ყოვლისწამლეკავი ეჭვი, როცა გზად მიმავალს თვალს არ გამაყოლებს ვინმე ორბისთვალა ბიჭი, როცა არაფერი აღარ გამაოცებს, -როცა დავბერდები,მაშინ? დიდი არაფერი.... მიწას დავტოვებ და ჩუმად ავფრინდები ცაში...
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
« 1 2 ... 56 57 58 59 60 ... 71 72 » |